GeoIGF 2017 – საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი

დღეს თბილისში, სასტუმრო “რედისონში”, საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ორდღიანი ფორუმი – GeoIGF 2017- გაიხსნა. ღონისძიებაზე სხვადასხვა დარგის ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტები არაერთ საკითხს განიხილავენ, რომელიც ქართულ ინტერნეტთან დაკავშირებულ პრობლემებსა და წარმატებებს შეეხება.

ფორუმის მსვლელობისას მონაწილეები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ინტერნეტ-მმართველობა და მრავალმხრივი ჩართულობის მოდელი; კიბერ უსაფრთხოება; საავტორო უფლებების დაცვა ონლაინ; ინტერნეტის ხელმისაწვდომობა საქართველოში; საქართველო და ევროპის კავშირის ახალ რეგულაციები პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით და სხვა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial