ბუნებამ აგასის შანსი მისცა, მაგრამ დამარცხებისგან მაინც ვერ იხსნა

მოამზადა მარი წიკლაურმა

ნოემბრის დასაწყისში ჰიუსტონში საჩოგბურთო სეზონის დასკვნითი ტურნირი – Masters Cup-ი გაიხსნა. ამ ტურნირს მსოფლიოში უძლიერესი ჩოგბურთელის ტიტულის მფლობელი უნდა გამოევლინა.

ბევრი Masters Cup-ს მსოფლიო ჩემპიონატსაც უწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ჩემპიონატის ჩატარებას ჩვეულებრივი საფეხბურთო ან თუნდაც საკალათბურთო გაგებით არავითარი აზრი არა აქვს. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ტურნირზე პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის მხოლოდ პირველ რვა ნომერს იწვევენ, საპრიზო ფონდი 3,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, გამარჯვებულის მაქსიმალური ჰონორარი 1,52 მლნ აშშ დოლარია (ერთ შეჯიბრზე ასეთი ფულის გაკეთება საკმაოდ ძნელია), საუკეთესო შემთხვევაში კი, “დიდი მუზარადის” სერიის ტურნირების, როგორიცაა US Open-ი, გამარჯვებულები მხოლოდ 1 მლნ აშშ დოლარს ღებულობენ. ამასთანავე, გამარჯვებას 150 სარეიტინგო ქულა მოაქვს, გამოდის, რომ ეს შეჯიბრი თავისი მნიშვნელობით მართლაც გამოირჩევა. ასტერს ჩუპ-ის მონაწილეთა

საბოლოო სია მხოლოდ 2 ნოემბერს დამტკიცდა, როდესაც პარიზში Masters-ის სერიის ბოლო, რიგით მეცხრე ტურნირი დასრულდა. დარჩენილი ვაკანტური ადგილი დავით ნალბანდიანს შეხვდა. ცოტა ხნით ადრე ჰიუსტონში ადგილები ანდრე აგასისმა, კარლოს მაიამ, რაინერ შუტლერმა და გილიერმო კორიამ დაიჯავშნეს. თუმცა, ტურნირის დაწყებამდე ვარაუდობდნენ, რომ ეს ჩოგბურთელები ტურნირზე მეორეხარისხოვან როლებს შეასრულებდნენ და, ძირითადად, საკუთარი ლოკალური ამოცანების გადაწყვეტაზე იქნებოდნენ კონცენტრირებულნი.

არც ანდრე აგასისაგან იყო მოსალოდნელი დიდი წარმატებები, ვინაიდან ამ ვეტერანი ჩოგბურთელისათვის სეზონის დასკვნით საჩოგბურთო ტურნირებში დამარცხება უკვე ერთგვარ სამწუხარო ტრადიციადაც იქცა. ამერიკელი ვეტერანი 13-ჯერ მოხვდა მსგავს შეჯიბრებზე და მხოლოდ ერთხელ (1989 წელს) გაიმარჯვა. არც ამჯერად მოელოდა ვინმე აგასისაგან გამარჯვებას, ვინაიდან მეორე ბავშვის დაბადების შემდეგ აქცენტები მის ცხოვრებაში აშკარად შეიცვალა.

კარლოს მაია კი არც მალავდა იმას, რომ ჰიუსტონში პირველ რიგში ფულისთვის მიდიოდა. არგენტინელებმა, ნალბანდიანმა და კორიამ განაცხადეს, რომ თვითონ ჰიუსტონში მოხვედრის ფაქტი უკვე დიდი წარმატებაა და ყველა უნდა ეცადოს, რაც შეიძლება ღირსეულად გამოვიდეს. სხვათა შორის, 1983 წლიდან, როდესაც ანალოგიურ შეჯიბრზე ხოსე ლუის კლერკი მოხვდა, არგენტინელები ფინალური ტურნირების მიღმა რჩებოდნენ.

ძირითადი ყურადღება კი ჩემპოინთა პირველ სამეულზე – ენდი როდიკზე, ხუან კარლოს ფერეროზე და როჟე ფედერეზე იყო გამახვილებული. თუმცა, აღნიშნავდნენ, რომ რეალურ მდგომარეობაზე დაყრდნობით წლის შედეგების მიხედვით, პირველობის კანდიდატების დაყვანა ორ ადამიანამდე შეიძლებოდა. როჟე ფედერეს შანსები ძალზე სუსტი იყო. იგი ამერიკელს და ესპანელს 142 და 116 ქულით ჩამორჩებოდა. ასეთი ვითარების გათვალისწინებით, პირველ ადგილზე იგი მხოლოდ იმ შემთხევაში გავიდოდა, თუ ხუთივე მატჩს მოიგებდა. თანაც, ამასთანავე ენდი როდიკს არც ერთი მატჩი არ უნდა მოეგო, კარლოს ფერეროს კი გამარჯვება მხოლოდ ერთ მატჩში უნდა მოეპოვებინა. მაგრამ, ასეთი სცენარის განვითარება ნაკლებად სავარაუდო იყო. Masters Cup-ი ხომ სხვა ტურნირებისაგან განსხვავებული ფორმულით ტარდება. მონაწილეები ორ ჯგუფად იყოფიან, რომლებშიც თითოეული ჩოგბურთელი დანარჩენებს ერთ წრეში თითოჯერ ხვდება. ამის მერე ორ-ორი უძლიერესი ჩოგბურთელი ნახევარფინალში გადის. შემდეგ კი, ტურნირი ჩვეულებრივი სქემის მიხედვით მიმდინარეობს, რომლის თანახმადაც, მას დამარცხებულები ეთიშებიან. საინტერესოა ისიც, რომ არსებული წესების მიხედვით, ჩემპიონთა შეჯიბრის პირველი ორი ნომერი სხვადასხვა ჯგუფებში უნდა მოხვდეს.

წინასწარი პროგნოზების გაკეთების მიზნით, ხუან კარლოს ფერეროსი და ენდი როდიკის შედარებას ამ სეზონის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით არავითარი აზრი არ ჰქონდა. როდიკმა 67 მატჩი ჩაატარა, რომლებიდანაც მხოლოდ 16 წააგო. ფერეროსაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელი ჰქონდა – 66/15. პირველი გამარჯვება ორივემ დიდი ჩაფხუტის Uშ Oპენ-სა და ღოლანდ Gაროს-ის ტურნირებზე მოიპოვეს. თანაც, ორივემ, საკუთარ კარიერაში პირველად პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის და ჩოგბურთელთა ტრადიციულ რეიტინგში დაიკავეს პირველი ადგილები. მართალია, როდიკმა ექვსიდან მხოლოდ ოთხი ტურნირი მოიგო, დანარჩენებზე კი გამარჯვება წილად ფერეროს ხვდა. ექვსი გამარჯვება ასევე იყო როჟე ფედერეს ანგარიშზეც, თუმცა იგი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლიდერობისთვის ბრძოლიდან თავიდანვე ამოშალეს, მიუხედავად იმისა, რომ მას გამარჯვებების და დამარცხებების შესანიშნავი თანაფარდობა ჰქონდა – 71:16. ნებისმიერ შემთხვევაში, ესპანელი და ამერიკელი ჩოგბურთელები თითქმის თანასწორ მოწინააღმდეგეებად მოიაზრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ უფრო ლოგიკურად ესპანელის გამარჯვება მიიჩნეოდა. სინამდვილეში კი მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა. ჰიუსტონში ჩატარებულ Masters Cup-ის ფინალში ერთმანეთს ამერიკელი ანდრე აგასი და სწორედ შვეიცარიელი როჟე ფედერერი შეხვდნენ. ფინალური მატჩის დაწყებიდან ნახევარ საათში წვიმა დაიწყო და ჩოგბურთელები იძულებულნი გახდნენ, თამაში ორნახევარი საათით შეეწყვიტათ (ანგარიშით 6:3 და 2:0 ფედერერის სასარგებლოდ). ამერიკულმა ცამ აგასისს კიდევ ერთი შანსი მისცა, მაგრამ ვეტერანმა ჩოგბურთელმა მისი გამოყენება ვერ შესძლო. საკმარისია იმის თქმაც, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ილეთის მფლობელ ჩოგბურთელს ამ საღამოს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონდა! როჟე ფედერერი ამ დღეს ბრწყინვალედ თამაშობდა და რაც მთავარია, ამას აუღელვებელი სახით აკეთებდა. ანდრე აგასისთან გამართული სამსეტიანი მატჩის შემდეგ ახალგაზრდა შვეიცარიელს აღარ შეეძლო და არც სურდა ბედნიერი ღიმილის დამალვა. ეს მორიდებული, ბავშვური ღიმილი კი იმას მოწმობდა, რომ მაყურებელთა წინაშე სულ რაღაც 22 წლის ახალგაზრდა ყმაწვილი იყო.

სპორტის მოყვარულები, ამ შემთხვევაში კი ჩოგბურთის გულშემატკივრები, შეჩვეულნი არიან სპორტსმენების მიერ კარიერის და საერთოდ ცხოვრების მანძილზე ჩატარებულ ტურნირებზე მოპოვებული გამარჯვებების და ამ გამარჯვებებისათვის აღებული პრემიალური თანხების დათვლას, ის კი ავიწყდებათ, რომ, უმეტეს შემთხვევაში, საუბარია ძალიან ახალგაზრდა ადამიანებზე. ბოლოს და ბოლოს, თანამედროვე ჩოგბურთის ლიდერების უმრავლესობა 23-24 წლისანი არიან. გასული სეზონის ორი საუკეთესო ჩოგბურთელიც დაახლოებით იმავე ასაკისაა, რაც ფედერერი. ენდი როდიკი 21 წლისაა, ხუან კარლოს ფერერო კი – 23-ის. მათ ფონზე 33 წლის ანდრე აგასი შეიძლება ითქვას რელიქტია. მიუხედავად ამისა, აგასი კვლავინდებურად კარგად თამაშობს და მისი ვეტერანობა მხოლოდ ფინალში თუ ახსენდება ვინმეს, ისიც მაშინ, როდესაც კორტის მეორე მხარეს ფედერერისნაირი დახვეწილი და შეუპოვარი მოწინააღმდეგე თამაშობს.

ამგვარად, ჩოგბურთის სეზონი დასრულდა. დარჩა მხოლოდ დევისის თასის მფლობელის გამოვლენა, თუმცა ეს სპორტის უკვე ცოტა სხვა სახეობაა. უფრო სწორედ, სულ სხვა. უიმბლდონის გამარჯვებული, როჟე ფედერერი კი წლის ბოლო შეჯიბრზე ისე გამოიყურება, თითქოს ეს-ეს არის ერთთვიანი შვებულებიდან დაბრუნდა: ანდრე აგასი სამ სეტში დამარცხდა ანგარიშით – 6:3, 6:0 და 6:4. თვითონ გამარჯვება აგასიზე მეტად ფედერერისათვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ფულადი და მატერიალური მხარე. იგი ერთგვარი წახალისება იყო მშვენიერი, გულით შესრულებული სამუშაოსათვის. სამუშაოსათვის, რომელსაც, პირველ რიგში, მორალური სიამოვნება მოაქვს. თუმცა, წახალისებაც საკმაოდ კარგი აღმოჩნდა: ჰიუსტონში მოპოვებული გამარჯვებისათვის ფედერერმა მილიონნახევარი ამერიკული დოლარი, ახალთახალი სპორტული მერსედესი და გასული წლის შედეგებით რეიტინგში მეორე ადგილი მიიღო. ენდი როდიკი მიუღწეველი დარჩა, თუმცა, ამერიკაში ნახევარფინალში და ფინალში ამერიკელებზე მოპოვებული გამარჯვება ამის საკმაოდ კარგი კომპენსაცია იყო.

“- ეს ტურნირი და ფანტასტიური წელი იყო ჩემთვის, მე უბრალოდ ბედნიერი ვარ, – ხალისობდა მატჩის შემდეგ ემოციებით აღსავსე ფედერერი, – გადამეტებით განვახორციელე ყველაზე გაბედული გეგმებიც კი, რომლებიც წლის დასაწყისში დავისახე. შვიდი ტიტული, რომლებიც ოთხ სხვადასხვა ტურნირზე მოვიპოვე, დიდი მუზარადის ჩემი პირველი ტიტულის ჩათვლით, ასევე მეორე ადგილი მსოფლიო რეიტინგში ჩემთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა. ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო სეზონია. მეშვიდე ცაზე ვარ სიხარულისაგან!”

აგასი მატჩის შემდეგაც კი, როგორც ყოველთვის, ობიექტური იყო: “- როჯერმა დაამტკიცა, რომ შეუძლია რთულ პირობებში თამაში. დღეს იგი განუმეორებელი იყო. იგი ბრწყინვალე ჩოგბურთელია. დამიჯერეთ, მე მაქვს შედარების შესაძლებლობა. იგი ძლიერია თამაშის ყველა ასპექტში, უფრო ძლიერი ჩოგბურთელი წარმოუდგენელია”.

როჯერ ფედერერი გახდა ჩოგბურთელი, რომელმაც 2003 წელს ყველაზე მეტი საპრიზო ადგილი მოიპოვა. კორტზე გამარჯვებებმა შვეიცარიელს 4 მილიონ 680 აშშ დოლარი მოუტანა. მეორე შედეგი აქვს მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ამერიკელ ენდი როდიკს – 3 მილიონ 227 ათას 342 დოლარი.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial