ძვირი ნავთობის ხუთი წელი წინ არის

მოამზადა სოფიკო სიჭინავამ

უკვე ოთხი წელია ნავთობზე მსოფლიო ფასები ბარელზე მყარად დგას დაახლოებით 30 დოლარის ფარგლებში. ოპეკმა მსოფლიოს დაანახა, რომ მზად არის ნავთობის ფასების მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებისათვის გამაფრთხილებელი ღონისძიებები მიიღოს და ყურადღებას არ აქცევს ბაზარზე თავის წილის შემცირებას, მაგრამ, თან იმ მდგომარეობით სარგებლობს, რომ შეუძლია ფასები მაღალ დიაპაზონზე დაიჭიროს, რათა დოლარის დასუსტებით მიღებული დანაკარგების კომპენსირება მოახდინოს.

ამერიკა და ჩინეთი ყოველი დამატებითი ბარელისთვის იბრძვის, ამიტომაც ნავთობის ტანკერებით გადაზიდვამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია. ერაყი ჯერჯერობით დღე-ღამეში მხოლოდ 1,6 ბარელს მოიპოვებს და პროგნოზირებულ სამ მილიონამდე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უკლია. წლის დასაწყისში აშშ-ს კომერციული მომხმარებლების ნავთობის სასაქონლო მარაგები 270 მლნ ბარელზე ქვემოთ ჩამოვიდა (ანუ ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე) მას შემდეგ, რაც აშშ-ს მთავრობამ ყოველკვირეული მონაცემების მიხედვით, ასეთი მარაგების აღრიცხვა დაიწყო, ე.ი. 1982 წლიდან.

ამ ცოტა ხნის წინ ამერიკული მსუბუქი ნავთობის ფასმა 13-წლიან პიკს მიაღწია და ბარელზე 38,18 დოლარი დაფიქსირდა. მიმომხილველები იმასაც აცხადებენ, რომ, ერთი შეხედვით, შესაძლოა, მწარმოებლებისთვის ნავთობის გაყიდვიდან მოგების გასაზრდელად მაღალი ფასები ხელსაყრელი იყოს, მაგრამ არის ერთი არსებითი გარემოება – ანომალიურად მაღალი ფასები ოპეკისთვის მხოლოდ მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაშია ხელსაყრელი. ექსპერტები 1973-1981 წლების კრიზისს იხსენებენ და აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ 30 წელი გავიდა, ამ პრეცენდენტის შედეგები შესანიშნავი ნიმუშია იმისთვის, რათა დავინახოთ, თუ ნავთობზე ფასების ასეთმა ზრდამ რა ნეგატიურ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. თუკი 1973 წელს ნავთობის მსოფლიო ფასი იყო კბ.მ-ზე 31 დოლარი, 1974 წ – 60.5 დოლარი, 1980 წ – 188,7 დოლარი, ხოლო 1981 წ – 216 დოლარი გახდა. კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება ენერგიის ხარჯვის ხვედრითი წილი. 1973 წლიდან 1985 წლამდე ნავთობის ხარჯვის ხვედრითი წილი მშპ-ის 1000 დოლარზე 0,29 ტონიდან 0,18 ტონამდე დაიწია, ანუ 38%-ით, აშშ-ში კი – 33%-ით. აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს შეფასებით, მხოლოდ ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებით აშშ-ში ენერგიის მოხმარებამ 35-50%-ით დაიწია. ოპეკის ქვეყნებში მოპოვება შემცირდა 1979 წელს 1,83 მლრდ კბ.მ.-დან 1983 წ 1,60 მლრდ კბ.მ-მდე, ხოლო მსოფლიო მოპოვების წილი – 54%-დან 1973 წელს, 32%-მდე 1983 წელს. ამიტომ, ოპეკის წევრი ქვეყნების გრძელვადიანი განვითარებისთვის საჭიროა ფასების კორიდორი – ბარელზე 22-28 დოლარი.

17 მარტი ნავთობის ბირჟებზე შემაშფოთებელი იყო. ნავთობის ფიუჩერსებმა “ნახევარი ნაბიჯით” დაიწიეს, დღის ბოლოს კი, ნიუ-იორკში ფასმა მაინც აიწია, დაახლოებით 1990 წლის ოქტომბრის დონეზე, როცა ჰუსეინის ჯარებმა ქუვეითი მიწასთან გაასწორეს და ერაყის ომი მწიფდებოდა. აპრილის ფიუჩერსები ჭთI მარკის ნავთობზე ნიუ-იორკის სასაქონლო NYMEX-ის ბირჟაზე დაიხურა მაჩვენებლით ბარელზე 38,18 დოლარი. ეს იყო ყველაზე მაღალი ფასი ჭთI-ის მარკის ნავთობზე 1990 წლის შემოდგომის შემდეგ (16 ოქტომბერი), როცა ნავთობის ფიუჩერსი NYMEX-ის ბირჟაზე დაიხურა ნიშნულით – 38,89 დოლარი ბარელზე. 10 ოქტომბრის ვაჭრობაზე ფასებმა ბარელზე 41,15 დოლარს მიაღწია, რაც დღემდე მისი ისტორიული მაქსიმუმია. რუსული Uრალს-ის მარკის ნავთობის ფასმა კი, 17 მარტის საღამოსთვის ბარელზე 31,52 დოლარს მიაღწია.

17 მარტსვე ტრეიდერების ნაწილი მოგების ფრთხილი ფიქსაციით მოიხიბლა, მაგრამ ბევრმა მიიღო გადაწყევტილება პაუზა შეენარჩუნებინა, რაც ვაჭრობის დაბალ მოცულობაში აისახა. დღის შედეგების მიხედვით, აპრილის ფიუჩერსი WTI მარკის ნავთობზე NYMEX ბირჟაზე 25 ცენტით დაიწია. მაისის ფიუჩერსი Bრენტ-ის მარკის ნავთობზე ლონდონის საერთაშორისო ბირჟაზე IPE 40 ცენტით დაიკლო ნიშნულით ბარელზე 33,13 დოლარი.

ამავე დღეს მოვლენები საინტერესოდ განვითარდა – ვაჭრობის მიმდინარეობისას აპრილის ფიუჩერსი WTI-ის ნავთობზე ბარელზე 37,40 დოლარამდე დაეცა, ხოლო მაისის ფიუჩერსი Bრენტ-ის მარკის ნავთობზე ბარელზე 32,65 დოლარი გახდა. ამ ვარდნაში აისახა ტრედერების რეაქცია საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ პაკისტანის ამერიკულმა ქვედანაყოფებმა ალ-ქაედას მეომართა 200-კაციან რაზმს შემოარტყეს ალყა და რომ დაბლოკილ პატარა მთიან ადგილას ბინ ლადენის უახლოესი თანამებრძოლი, აიამ ალ-ზავარი იმყოფებოდა. ტრეიდერებმა ალ-ქაედაში ბინ ლადენის შემდეგ მეორე პირის დაჭერის შესაძლებლობა საერთაშორისო ტერორიზმის მუქარის შემასუსტებელ ფაქტორად და, შესაბამისად, ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციისა და ნავთობის ინფრასტრუქტურაზე ტერორისტული დარტყმების რისკის დაწევად აღიქვეს. მაგრამ, იმდენად, რამდენადაც პაკისტანიდან მოსულ ინფორმაციაში არ იყო მეტი სიზუსტე, მან ვერ მოახდინა ტრეიდერებზე ღრმა “შთაბეჭდილება”. ნავთობის ფიუჩერსებმა ძალიან მალე დღის მანძილზე დაფიქსირებულ მინიმუმს ზევით აიწია. ბაზარმა, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა მიიღო ერაყში მომხდარი ახალი ტერაქტების ხარჯზე, რომლებიც ტრეიდერების აზრით, შესაძლოა, პრელუდია ყოფილიყო იმ უძლიერესი დარტყმისა, რომელსაც ტერორისტები სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ ამერიკა-ინგლისის კოალიციის მიერ ერაყში დაწყებული საომარი კამპანიის წლისთავს “მიუძღვნიდნენ”.

თავის მხრივ, ოპეკის პრეზიდენტმა, პურნომო იუსგიანტორომ ღრმა მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ნავთობის ფასებმა კატასტროფულად იმატა. ჯაკარტაში მან განაცხადა, რომ მსოფლიოს ასეთი მაღალი ფასები კარგს არაფერს მოუტანს, მაგრამ იქვე დასძინა, რომ კარტელის თებერვლის კონფერენციის გადაწყვეტილება 1 აპრილს ნავთობის მოპოვების კვოტის შემცირების შესახებ მაინც ძალაში დარჩება და ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ხასიათისაა. მისივე სიტყვებით, იმდენად, რამდენადაც ოპეკის წევრმა ქვეყნებმა მარტში უკვე ნავთობის მრეწველობის შემცირება გადაწყვიტეს და კლიენტები მიწოდების შემცირების შესახებ საქმის კურსში ჩააყენეს, უკან აღარ დაიხევდნენ. ოპეკი 31 მარტს ისევ ჩაატარებს კონფერენციას, რომელზედაც კიდევ ერთხელ იმსჯელებს გაზაფხულზე ნავთობის მოპოვების დონეზე. 17 მარტსვე გაცხადდა ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიგერიამ თავისი გეგმები აპრილთან დაკავშირებით შეცვალა და ნავთობის მოპოვების შემცირებაზე უარი თქვა.

ოპეკის მორიგ ყოველთვიურ ანგარიში, რომელიც მარტის შუა რიცხვებში გამოქვეყნდა, კარტელმა II კვარტალთან დაკავშირებული პროგნოზი ოპეკის ნავთობის მოთხოვნასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად დასწია (190 ათასი ბარელით დღეში, 24, 76 მილიონამდე). დამოუკიდებელი ექსპერტების ანაგრიშით, თებერვალში ოპეკი დღეში 28,14 მლნ ბარელს მოიპოვებდა, ე.ი. დღეში 3,38 მლნ ბარელით მეტს, ვიდრე კარტელის პროგნოზით II კვარტალში მოთხოვნა იქნება. ანგარიშის თანახმად, ოპეკის ათი ქვეყანა, რომელიც შეთანხმების მონაწილენი არიან, ანუ ერაყის გამოკლებით, თებერვალში მოიპოვებდა 26,19 მლნ ბარელ ნავთობს დღეში, რაც დღეში 1,7 მლნ ბარელით მეტია მიმდინარე კვოტასთან შედარებით (24,5 მლნ) და დღეში 2,7 მლნ ბარელით მეტია იმ კვოტასთან შედარებით, რომელიც 1 აპრილს დაწესდება (23,5 მლნ).

II კვარტალში მოსალოდნელ მოთხოვნაზე, თებერვლის ნავთობის მოპოვების ასეთმა გადაჭარბებამ, შესაძლოა, ოპეკს გადააწყვეტინოს, რომ გარკვეულწილად ნავთობის მოპოვება შეამციროს, მაგრამ ეს ჯერ სათუოა.

მარტის დასაწყისში საუდის არაბეთი აცხადებდა, რომ ოპეკის გადაწყვეტილების მიუხედავად, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის დეფიციტს არ დაუშვებდა და საუდის არაბეთი ბაზრის სტაბილურობისთვის ყველა ღონეს მიმართავდა, რადგან კარგად ესმის, რომ სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკური ზრდა ნავთობის მიწოდებაზეა დამოკიდებული, მაგრამ დაახლოებით 8 დღეში საუდის არაბეთმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ მოპოვების კვოტა შეემცირებინა, რამაც ფასები ნავთბოზე კიდევ ერთხელ გაზარდა და 8 მარტს, ორშაბათ დღეს ბარელზე ნავთობის ფასმა 37,51 დოლარს მიაღწია.

10 მარტს აშშ-ში ვაჭრობაზე “ლაითის” მარკის ნედლი ნავთობის ფასმა ბარელზე 36,50 დოლარიდან 36,72 დოლარამდე აიწია.

ოპეკის ქმედებებმა და ზაფხულში მიწოდებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი პრობლემების შესახებ ხმებმა რამდენიმე თვის განმავლობაში აშშ-ში ნავთობზე მაღალი ფასების დაჭერა უზრუნველყო. გარდა ამისა, ამერიკაში არსებობს საშიშროება, რომ გადამამუშავებელი ქარხნები მოთხოვნის პიკს ვერ გაუძლებენ და საჭირო რაოდენობის ბენზინის გადამუშავებას ვერ მოასწრებენ, რაც თავის მხრივ საწვავზე ფასს გაზრდის.

ოპეკი თავის გადაწყვეტილებას იმით ამართლებს, რომ II კვარტალში პროდუქციით ბაზრის გადატვირთვა და ამ გარემოებით ფასების ჩამოქცევა არ უნდა დაუშვას, როცა მოთხოვნა, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მაინც, შემცირდება.

ექსპერტები ოპეკის გეგმებთან დაკავშირებით თავიანთ შეშფოთებასაც გამოთქვამენ. კარტელი, რომლის წევრი ქვეყნები ნახევარი მსოფლიოს ნავთობმოპოვებას უზრუნველყოფენ, მოწოდებას შეამცირებს იმ მომენტში, როცა ჩინეთში ენერგომატარებლებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდება. ბევრი ეკონომისტი აკეთებს პროგნოზს, რომ ნავთობის ფასები ბარელზე 30 დოლარის ფარგლებს ქვემოთ არ ჩამოვა, რაც განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას ხელს შეუშლის, პირველ რიგში კი, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

რაც შეეხება რუსეთს, იგი, როგორც ჩანს, ერაყში ბრუნდება. მარტში “ლუკოილმა” და ერაყის ნავთობის მინისტრმა ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. “ლუკოილის” ხელმძღვანელმა, ვაგიტ ალეკპეროვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ერაყში კომპანიის პოზიციების გამყარების დასტური და კომპლექსური ღონისძიებების სისტემაში მორიგი მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია, რომელიც “ლუკოილის” ერაყში მოღვაწეობის განახლებისკენაა მიმართული.

მემორანდუმი ითვალისწინებს ნავთობისა და გაზის სფეროს პროექტებისათვის თანამშრომლობის კოორდინაციისთვის კომიტეტის შექმნას. “ლუკოილი” ერაყის ნავთობის სამინისტროს მატერიალური-ტექნიკური ბაზის ასაღორძინებლად დახმარებასაც გაუწევს.

როგორც არაბული პრესა იუწყება, “ლუკოილის” პრეზიდენტის ბაღდადში ვიზიტის მიზანი, ნავთობის საბადოზე “ზაპადნაია კურნა2” მუშაობის განახლებაა, რომელიც სადამ ჰუსეინის მმართველობის ბოლო თვეებში იყო ანულირებული. ალეკპეროვის განცხადებით, კონტრაქტი, რომლის ღირებულება 3,7 მლრდ დოლარია, მაინც მოქმედია, მიუხედავად იმისა, რომ ახლანდელი ერაყის ხელმძღვანელობამ ჯერ ვერ გადაწყვიტა, ცნოს თუ არა იგი და როგორი პირობებით.

რუსეთის ფედერაციამ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე საექსპორტო ტარიფების ახალი ფასები დაადგინა, იგი ძალაში 1 აპრილიდან შევა – ტონაზე 35.5 დოლარი. აქამდე ტარიფი ტონა ნავთობზე 33.9, ხოლო ნავთოპროდუქტებზე 30.5 დოლარი იყო. რაც შეეხება მსუბუქ და საშუალო დისტილატებს, ტონაზე მისი ტარიფი 31.7 დოლარით განისაზღვრა.

ასე რომ, ნავთობის ბაზარზე შექმნილი სიტუაცია ოპეკს საშუალებას აძლევს თავი საკმაოდ უსაფრთხოდ იგრძნოს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სავსებით მოსალოდნელია ოპეკმა მსოფლიოს ძვირი ნავთობის ხუთი წელი “აჩუქოს”.