მეწარმეობა, როგორც ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელი ინსტრუმენტი და კორონავირუსის გავლენა მასზე

ავტორის სტილი დაცულია

ანი შანიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
ani.shanidze105@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

მოგვეხსენება, ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური საკითხია კორონავირუსის პანდემია. საინტერესოა მისი გავლენა ეკონიმიკასა და მეწარმეობაზე, ის, თუ როგორ შეცვალა პანდემიამ აქამდე არსებული ეკონომიკური ვითარება  ბოლო ერთი წლის განმავლობაში. პრობლემები, რომელიც პანდემიის შედეგად იყო გამოწვეული, დღემდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით სერიოზულ გამოწვევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ძალისხმევა იდება, როგორც სხვადასხვა ქვეყნის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ამ პრობლემების დიდი ნაწილი დღემდე აღმოუფხვრელია, ვინაიდან მსოფლიომ ჯერ ვერ მიაგნო მათი დამარცხების ეფექტურ გზას.

ჩემს ნაშრომში განვიხილე მეწარმეობის არსი, მისი გავლენა  ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე, ყურადღება გავამახვილე კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის, საქართველოს მეწარმეობაზე, რადგან, ვფიქრობ, ამ მხრივ საქართველოში მწვავე მდგომარეობაა. გარდა ამისა,  ხაზი გავუსვი კორონავირუსის გავლენას ამ სექტორზე და წარმოვადგინე სტატისტიკა შემოსავლებსა და დასაქმებაზე, რომელიც უკეთ აღწერს ცვლილებას პრეპანდემიურ და პანდემიის პერიოდებს შორის.

Annotation

As we know, the coronavirus pandemic is a very topical issue the last time. Its impact on the economy and entrepreneurship is interesting, how the pandemic has changed the economic situation in the last one year. These problems, which are caused by the pandemic, remain a serious challenge worldwide today. Although considerable efforts are being made by various countries, also international organizations, many of these problems remain unresolved till today, because world has not found an effective way to defeat them yet.

In my article I discussed the essence of entrepreneurship, its impact on economic growth, and I also focused on the entrepreneurship of our country, Georgia, because, I think, that the situation in Georgia is so hard. In addition, I talk about the impact of the coronavirus on this sector and presented statistics about income and employment, They describe the change between pre-pandemic and pandemic periods.

მეწარმეობის არსი და გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე

თავდაპირველად, მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ტერმინი „მეწარმეობა“ პირველმა გამოიყენა ეკონომისტმა რ.კანტილიონმა, ის ამ ტერმინს ვაჭრობასთან აიგივებდა და ფინანსური საქმიანობისაგან განასხვავებდა. კანტილიონი ამბობდა, რომ მეწარმე ეს არის ნებისმიერი ინდივიდი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ საკუთარ თავზე აიღოს რისკები და მიისწრაფვოდეს მომავლისაკენ, ჰქონდეს იმედი იმისა, რომ ის მიიღებს შემოსავალს და ამავდროულად არის მზად იმისთვის, რომ ამ ყველაფერმა წამოიწვიოს დანაკარგებიც.

თუ ავსტრიელი ეკონომისტი ი.შუმპეტერის მიხედვით ვიმსჯელებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკა ეს არის ეკონომიკური განვითარების მექანიზნის ცენტრალური ელემენტი. მისი აზრით, ეკონომიკური განვითარების საფუძველი ეს არის მეწარმის განსაკურებული ფუნქცია იმისა, რომ გამოიყენოს წამოების ფაქტორთა „ახალი კომბინაცია“, რის შედეგადაც საბოლოოდ მივიღებთ სიახლეს, ინოცავიას.

მეწარმეობა, ეს არის ეკონომიკური აქტივობის განსაკუთრებული ფორმა, ის ემყარება წარმოებისადმი და ბაზარზე საქონლის მიწოდებისადმი ინოვაციურ მიდგომას, რომელსაც მეწარმისთვის შემოსავალი მოაქვს.

რაც შეეხება მეწარმეს, ის არის სამეურნეო სუბიექტი, რომელიც ეწევა ბაზარზე ორიენტირებულ საქმიანობას, რომელიც არის კანონიერი, მაგრამ რისკებთან დაკავშირებული, მიზანი კი არის შემოსავლების მიღება ამ ყველაფრიდან, რომელიც გამოიყენება პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და წარმოების განახლებისათვის. მსგავსი სამეურნეო სუბიექტი შესაძლოა იყოს როგორც ერთი მოქალაზე, ოჯახი, ამავდროულად მოქალაქეთა ასოციაციაც.[1]

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ეს ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, რომელიც მეტ-ნაკლებად ყოველი ქვეყნის წინაშე დგას. მისი დინამიკის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ ეროვნული ეკონომიკის განვითარების, მოსახლეობის ცხოვრების დონის შესახებ, თუ როგორ მოგვარდება რესურსების შეზღუდულობის პრობლემა. ეკონომიკური ზრდა ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტის(მშპ) ზრდის წლიური ტემპით იზომება მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით [4].

გარდა ამისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური ზრდა, ეს არის მეწარმეობის გავლენის ყველაზე მთავარი შედეგი ადგილბრივ, რეგიონალურ და ამავდროულად ეროვნულ ეკონომიკაზე. იმ დროს, როდესაც მეწარმე მზად არის რისკისთვის, რომ საბოლოოდ გაწეული დანახარჯების დახმაერბით მიიღოს მოგება, ამ დროს მისი მიზანია პერსონალურ ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს და ეს ხდება მაშინაც, როდესაც თვითდასაქმებულებთან გვაქვს საქმე, ამ შემთხვევაში სამეწარმეო საქმიანობის ტრანსფორმირება არსად ჩანს ინოვაციებში, პიროვნება ცდილობს ისეთი შემოსავლის მიღებას, რომელიც პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად იქნება თუნდაც აუცილებელი.

ეკონომიკური ზრდის გაზომვა პირობითად შესაძლებელია წარმოებული საქონლის ან მომსახურების ღირებულების შემცირების ან გადიდების მაჩვენებლით მთელი ეკონომიკის მასშტაბით და აქედან გამომდინარე, ეს არის შედარებითი საზომი დროის სპეციფიკურ მონაკვეთებს შორის.

პირველ რიგში, როდესაც ვცდილობთ მეწარმეობის თეორიულ გაგებას, მნიშვნელოვანია შევძლოთ ერთმანეთისგან განვასხვავოთ „მენეჯერული“ და „სამეწარმეო“ ეკონომიკა. მენეჯერული ეკონომიკის საფეხური, ეს არის მოსამზადებელი ეტაპი სამეწარმეო ეკონომიკის შესაქმნელად.

მეწარმეობა არ არის მხოლოდ ეკონომიკური ელემენტი, ეს არის სოციალური ელემენტიც და მაშინ, როდესაც ის სოციალურად მისაღები ხდება, ეკონომიკური ზრდა საკუთარ თავში მეწარმეობასაც მოიცავს, როგორც მამოძრავებელ ძალას. იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ მეწარმეობის დახმარებით მივაღწიოთ ეკონომიკურ ზრდას, ამ დროს საჭიროა ორი წინამძღვარი, პირველი, ეს არის ის, რომ სამეწარმეო ფირმის შემოსავალი აუცილებლად უნდა ექვემდებარებოდეს გადასახადის გადახდას და მეორე, სამეწარმეო საქამიანობამ უმთავრესი რესურსები უნდა მიმართოს ბაზრისაკენ. [1]

მეწარმეობა და სოციალური მეწარმეობა საქართველოში

მეწარმეობას ადრეულ წარსულში აქვს ფესვები გადგმული და ისი არსებობდა თითქმის ყველა ძველ კულტურაში. თუმცა, ადრინდელ პერიოდში მეწარმედა პროდუქცია და მომსახურება ხშირ შემთხვევაში უხარისხო იყო და ადგილი ჰქონდა მომხმარებელთა მოტყუებასაც. მეწარმეობის განვითარების ახალი ეტაპი საქათველოში XIX საუკუნის 30-იანი წლების შემდგომ იწყება.

1865 წელს  გურიის თავადაზნაურთა შთამომავალმა გიორგი ბოლქვაძემ, გახსნა არყის ქარხანა ქუთაისის ტერიტორიაზე, ქარხანა სხვადსხვა ტიპის სასმელებს ამუშავებდა, მისმა სასმელებმა 1865-1900 წლებში 100-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა. იგივე პერიოდში ასევე გამოირჩეოდნენ სავაჯიშვილებისა და ზუბალაშვილების სავაჭრო სახლებიც.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქათველო მაინც იყო ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყანა, ის რუსეთის საქონლის მსოფლიო საქონელმიმოქცევაში ის ჩაბმული.

1990-იანი წლების დასაწყისში მეწარმეობა და კერძო სექტორი ყალიბდებოდა, როგორც სახელმწიფო სექტორის დანამატი, ამ პერიოდისთვის  შეუძლებელი გახლდათ დამოუკიდებელი მოქმედება. ისევ საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში დაიწყო საარენდო ურთიერთობათა ჩამოყალიბება, ამ ყველაფერმა კი განაპირობა სახელმწიფო სექტორიდან კერძოში ქონების უკონტროლო გადინების პროცესი. ეკონომიკურმა გარდამქნება მოიტანა „მეწარმე“, მაგრამ საბჭოთა კავშირის გავლენა ხშირად უბიძგებს ადმიანებს  საქმიანობის სტიქიურად დაწყებისაკენ, ამიტომაც ხშირია წარუმატებლობა. საბედნიეროდ გვაქვს წარმატებული მეწარმეობის მაგალითებიც.[3]

ბოლო დროს, საქართველოში მზარდი პოპულარობით სარგებლობს მეწარმეობის შედარებით ახალი მიმართულება – სოციალური მეწარმეობა. თუმცა, ჯერჯერობით მას არ შეუღწევია ბიზნეს სექტორში და აღნიშნულ ბიზნეს მოდელს პრაქტიკულად მხოლოდ არასამთავრობო სექტორი იყენებს.

სოციალური მეწარმეობა საქართველოში შედარებით ახალი კონცეფციაა და მისი განვითარება სულ რაღაც 10 წელს ითვლის. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფარგლებში სოციალური მეწარმეობის ცალკეული პრაქტიკული მაგალითები გაცილებით უფრო ადრე გვხვდება, სექტორის განვითარების მიზანმიმართული საქმიანობა 2010 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა, ევროპის ფონდმა და ბრიტანეთის საბჭომ გააერთიანეს ძალისხმევა ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით. მას შემდეგ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში, აკადემიურ სექტორში, ახალგაზრდებში, მედიასა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა შორის სფეროს მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. საქართველოში დღეს არსებული სოციალური საწარმოების საუკეთესო მაგალითები უკვე ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად დასაქმება და გაძლიერება ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისა, როგორებიცაა: შშმ პირები, ყოფილი მსჯავრდებულები, ხანგრძლივად დაუსაქმებლები; როგორ შეიძლება სოციალური სერვისების მიწოდება გახდეს გაცილებით უფრო ეფექტური, მაღალი ხარისხისა და მდგრადი (სტაბილური); როგორ შეიძლება მოშორებული რაიონებისა და სოფლების გამოცოცხლება, განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, ტრადიციული რეწვისა და კულტურის შენარჩუნება, თუ გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარება ინოვაციური გზებით.[6]

როგორც სხვა ბიზნეს მოდელის შემთხვევაში, შემოსავლის მიღება აქაც საკვანძო მომენტია, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროექტის ფინანსური მდგრადობა. ეს კი, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს  სოციალური ფოკუს-პრობლემის სტრუქტურულ გადაჭრას და მისი გამომწვევი კონტექსტის შეცვლას გრძელვადიან პერსპექტივაში.

სოციალური პრობლემა მრავალგვარია. ეს შესაძლოა იყოს: გარკვეული სოციალური ჯგუფისთვის ხარისხიან განათლებაზე, ხარისხიან პროდუქტებზე, სამედიცინო სერვისებზე და სახელმწიფო რესურსებზე ხელმისაწვდომობის დეფიციტი; ასევე, გარკვეულ საზოგადოებრივ ჯგუფთან მიკუვნებულობის გამო დაბალი სოციალური ინკლუზია და მცირე დასაქმების შესაძებლობა, მარგინალიზაცია. ამდენად, სოციალური საწარმოს ბენეფიციარები არიან: შშმ პირები, სოციალურად დაუცველი პირები, იძულებით გადაადგილებული პირები, ემიგრანტები, პოლიტიკური დევნილები, პატიმრები, პრობაციონერები, ქუჩის ბავშვები, ეთნიკური/რელიგიური/სექსუალური უმცირესობები, მცირე ზომის ღარიბი თემები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ სოციალური საწარმო ქმნის კონკურენტუნარიან პროდუქტს, რომლისთვისაც მომხმარებელი იხდის ფულს. ამდენად, საწარმოსთვის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა არ არის რთული. სოციალური საწარმოსთვის შემოსავლის უზრუნველყოფის სამი  სტანდარტული წყარო არსებობს:

  • დონაცია (გრანტი, სპონსორი, შემოწირულობა);
  • პროდუქტის/მომსახურების რეალიზაცია;
  • ბენეფიციარებიდან მიღებული შემოსავალი.

ოციალური მეწარმეობის შეფასების ინდიკატორები: დასავლეთის ქვეყნებში სოციალურ მეწარმეობას აწესრიგებს საკანონმდებლო ბაზა. საწარმოებისთვის სტატუსის მინიჭება ხდება გარკვეული ინდიკატორებით. კანონმდებლობა  სტატუსის ჩამორთმევასაც ითვალისწინებს, დადგენილი პირობების დარღვევის შემთხვევაში. იმისათვის, რომ სოციალური საწარმოს სტატუსი იქნას მოპოვებული და შენარჩუნებული, საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ინდიკატორებს:

  • ჰქონდეს მკაფიო სოციალური მისია/მიზანი;
  • ჰქონდეს ეკონომიკური აქტივობები: შემოსავლის მიღება, ანაზღაურებადი თანამშრომლები, სხვა;
  • მართვა უნდა ხდებოდეს თანამშრომელთა და ბენეფიციართა ჩართულობით;
  • შემოსავალი ორიენტირებული უნდა იყოს მხოლოდ საოპერაციო ხარჯების დაფარვაზე;
  • წმინდა მოგების განაწილების სქემა უნდა იყოს გამჭვირვალე და ემსახურებოდეს საწარმოს სოციალური მისიის რეალიზაციას.

იმისათვის, რომ სოციალური მეწარმეობა განვითარდეს საქართველოში საჭიროა:

  • მოწესრიგდეს სოციალური მეწარმეობის საკანონმდებლო ბაზა: აუცილებელია შემუშავდეს სტატუსის მინიჭების, საქმიანობის მონიტორინგისა და სტატუსის ჩამორთმევის რეგულაციები. მართალია, ააიპ-ებს არ აქვთ მოგების განაწილების უფლება, მაგრამ არ შეიძლება საკითხი მიენდოს მეწარმის კეთილსინდისიერებას. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ხშირია თანხების არასოციალური მიმართულებით გახარჯვის ფაქტები, რაც გამოიხატება ახლობლების მასობრივ დასაქმებასა და ორგანიზაციის არამიზნობრივი უძრავი ქონების შეძენენში. ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია ორგანიზაცია „ASB საქართველო“-ს ინიციატივით, რომელიც აქტიურად მუშაობს სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე. მთავარია, გამოინახოს პოლიტიკური ნება და მხარდაჭერის რესურსი, რაც ბევრად ეფექტიანს გახდის ამ პროცესს.
  • წახალისდეს კერძო ბიზნესსექტორის ჩართულობა სოციალურ მეწარმეობაში: ბიზნეს კომპანიებს აქვთ ცოდნა და გამოცდილება, რაც ფინანსურად მდგრადი და თვითმყოფადი ბიზნეს პროექტების განხორციელებას ესაჭიროება. გრანტის მიღების უფლება იქნება ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტი, რაც კომპანიებს გაუჩენს მსგავსი საქმიანობის სტიმულს.
  • ამაღლდეს საზოგადოებრივი ცნობიერება: საზოგადოებრივი ჩართულობისა და ინტერესის ზრდა, გამოიწვევს ახალი და ხარისხიანი იდეების გენერირებას. აგრეთვე, გაიზრდება შანსი მსგავს პროექტებში ჩაერთონ მაღალი პოტენციალის მქონე ახალგაზრდები, რაც მათთვის ეფექტური თვითდასაქმების საშუალებაც არის.

საბოლოო ჯამში,  ზემოაღნიშნული საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან სოციალური მეწარმეობის განვითარებაში აქტიურ ჩართვას საწყის ეტაპზე. უნდა ღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ამგვარი  აქტივობა დახმარებისა და განვითარებისთვის გამოყოფილი ფულის ეფექტიანი ინვესტირების საშუალება იქნება. [7]

მეწარმეობის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე ესტონეთში

ბალტიისპირეთის ქვეყნები უნიკალურ მაგალითს წარმოადგენს აღნიშნულ საკითხში, რადგან მათ გააჩნიათ ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბების და განვითარების განსაკუთრებული ისტორია. ეს ქვეყნები გამოირჩევიან უნიკალური გარემოთი, რაც მათ ხდის უფრო მიმზიდველს და საინტერესოს ამ მხრივ. როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, მოვიაზრებთ სხვადასხვა გარემო ფაქტორების და განვითარების ეტაპების შერწყმას, რასაც საბოლოო შედეგებამდე მივყავართ.

ნახაზი 1: მთლიანი შიდა პროდუქტი (1 სულ მოსახლეზე) (1991-2018 წლები)

წყარო: მსოფლიო ბანკი

ბალტიისპირეთის ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მსგავსი დინამიკით ვითარდება 1990-იანი წლებიდან დღემდე. თუმცა, ლიტვას, ლატვიასა და ესტონეთს განსხვავებული ისტორია აქვთ და განვითარების განსხვავებული ეტაპები გაიარეს. შესაბამისად, აღნიშნულ ქვეყნებზე ცალ-ცალკე არის წარმოდგენილი ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზი.1991 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ესტონეთისთვის. საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპაციის 50 წლის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა თავისუფლება მოიპოვეს. ამ თავისუფლების მიღმა ესტონეთს რეალურად არ გააჩნდა რაიმე ღირებული საკუთარ ეკონომიკაში. წლების განმავლობაში გაბატონებული კომუნისტური წყობილების შედეგად ქვეყნის ეკონომიკა განადგურებული იყო. ქვეყნის ვალუტას – რუსულ რუბლს ღირებულება აღარ გააჩნდა. ქვეყნის საგარეო ვაჭრობის 92% დამოკიდებული იყო რუსეთზე. ქაოსმა დაისადგურა. საკვების საყიდლად რიგები საათობით გრძელდებოდა და ძირითადი საკვები პროდუქტები, როგორიცაა პური და რძე შეზღუდული რაოდენობით გაიცემოდა. ამ განადგურებული ერის მომავალი ბუნდოვანი იყო.

ნახაზი 2: ინფლაცია ესტონეთში (1991-2018 წლები)

წყარო: მსოფლიო ბანკი

2006 წელს ქვეყნის მთლიანმა შიდა პროდუქტმა ერთ სულ მოსახლეზე მიაღწია 20,300 აშშ დოლარს, ყოფილ საბჭოთა ქვეყნის სივრცეში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს. 2006 წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის 11.4 პროცენტიანი შედეგით, ქვეყანაში დაფიქსირდა ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა ევროპის მასშტაბით. საინტერესოა, როგორ მიაღწია ესტონეთმა 15 წლიან პერიოდში ასეთი წინსვლა. ამაზე პასუხი იმალება ეკონომიკურ თავისუფლებაში. 2007 წელს მემკვიდრეობის ფონდისა და უოლ სტრის ჟურნალის მიერ გამოქვეყნებული „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით ესტონეთი იყო მსოფლიოში რიგით მეთორმეტე თვისუფალი ქვეყანა.

1992 წლის დასაწყისში,დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე ესტონეთმა მიიღო თავისი პირველი კანონი საკითრების რეფორმაზე. რეფორმის პირველი ნაბიჯი ნიშნავდა ჩამორთმეული ეროვნული საკუთრების დაბრუნებას პირვანდელი კანონიერი მფლობელებისთვის. სხვა დანარჩენი მიწისა და შენობა-ნაგებობების პრივატიზაცია მოხდა ვაუჩერის პროგრამით. ესტონურმა კონსტიტუციამ ძალა მისცა საკუთრების უფლებას: „ყველას საკუთრების უფლება არის ხელშეუხებელი და თანაბრად დაცული. ყველას უნდა ჰქონდეს საკუთრების თავისუფლად ფლობის, გამოყენების და განკარგვის უფლება“. შემდგომ პერიოდში პროგრესული საგადასახადო პოლიტიკის ნაცვლად, ესტონეთმა შემოიღო წრფივი ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადი, მხარი დაუჭირა დაბალ საგადასახადო განაკვეთბს. არ არსებობს არც გარდაცვალების გადასახადი და არც მდიდრების გადასახადი. ქვეყანამ ასევე გააუქმა ორმაგი დაბეგვრა დანაზოგებზე და დივიდენდებზე . უფრო მეტიც, სისტემა არ ბეგრავს მოგებას, მანამ, სანამ იგი არ გავა კომპანიიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ რეინვესტირებული მოგება არ იბეგრება. 1992 წელს ესტონეტში ფუნქციონირებდა 2,000 საწარმო, ხოლო ეს რიცხვი 1994 წელს 70,000-მდე გაიზარდა . ესტონეთის წრფივი განაკვეთური საშემოსავლო დაბეგვრის წარმატებულად განხორციელების შემდეგ, ბევრმა სხვა ქვეყანამ იგივე გაიმეორა. ლიეტუვა, ლატვია, რუსეთი, უკრაინა, საქართველო, სლოვაკეთი და რუმინეთი, ეს არის ქვეყნები რომლებმაც ასევე შემოიღეს წრფივი საგადასახადო განაკვეთი.

ამ პერიოდში ვაჭრობა აღორძინდა ესტონეთში. 1990 წელს რუსეთმა განახორციელა ესტონეთის სავაჭრო ურთიერთობების მონოპოლიზირება და დასავლეთ ევროპას გააჩნდა 1 პროცენტზე ნაკლები წილი მთლიან ვაჭრობაში. დღეისათვის, დასავლეთ ევროპასთან ვაჭრობა შეადგენს ესტონეთის სავაჭრო მოცულობის ორ მესამედს . ესტონეთი წარმოადგენს ბრწყინვალე მაგალითს იმისა, თუ როგორ შეუძლი ეკონომიკურ თავისუფლებას ქვეყნის ტრანსფორმაცია. 50 წლიანი კომუნისტური წყობილების შემდეგ ესტონეთის ეკონომიკა გაპარტახებული იყო. ინფლაცია პიკს აღწევდა, შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე მინიმალური იყო და ეკონომიკას უჭირდა ფუნქციონირება. მიუხედავად იმისა, რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა არ იყო მარტივი, ეკონომიკაში ჩაურევლობის შედეგად ესტონეთმა მიაღწია ეკონომიკურ ზრდას და თავისუფალი ბაზრით შექმნილ ბუნებრივ წყობას. აღნიშნულმა პატარა პოსტ-საბჭოთა ქვეყანამ აჩვენა, რომ თავისუფლება მნიშვნელოვანია. [5]

კორონავირუსის გავლენა მეწარმეობაზე საქართველოში

კორონავირუსის პანდემიამ დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიოსა და ცალკეულ ქვეყნებზე როგორც ჰუმანიტარული, ისე ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით. დაიღუპა ათასობით ადამიანი, დაეცა  კეთილდღეობისა და კომფორტის დონე, ეკონომიკამ განიცადა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი დანაკარგები: ჩამოიშალა ტურიზმი,  შეწყდა საერთაშორისო ფრენები, მუშაობა შეწყვიტეს საწარმოებმა, შეიზღუდა საერთაშორისო ვაჭრობა, განსაკუთრებით დაზარალდა მცირე და საშუალო ბიზნესი, ტურიზმი, ნავთობის მოპოვება, საჰაერო ტრანსპორტი და სხვა; მნიშვნელოვნად შემცირდა ინვესტიციები, მათ შორის, ინოვაციების განსახორციელებლად.

კორონავირუსული პანდემია ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა.  ეკონომიკურმა რეცესიამ იმ დონეს მიაღწია, რომ სახელმწიფოები იძულებულნი გახდნენ პანდემიის პირობებში გაეხსნათ ეკონომიკა, რათა თავიდან აეცილებინათ ეკონომიკის კოლაფსი. ამ ეტაპზე ტარდება ღონისძიებები ტურიზმისა და საერთაშორისო ფრენების აღსადგენად. მსოფლიო სწავლობს ვირუსთან თანაცხოვრებას. საგრძნობია პანდემიის უარყოფითი გავლენა ქვეყნის ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროზე. მცირდებოდა შემოსავალი (ტურიზმიდან, ექპორტიდან, წმინდა ფულადი გზავნილებიდან), როგორც უცხოური, ისე შიგა ინვესტიციები. ეკონომიკური აქტივობის შემცირების გამო, ბუნებრივია, მცირდება მთლიანი შიგა პროდუქტი.ჩვენს შემთხვევაში განხილვის საგანია მეწარმეობა, კორონავირუსის პანდემიამ მეწარმეებს უდიდესი ზიანი მოუტანა, მათ ნაკლებ ლიკვიდური რეზერვები და შეზღუდული ფინანსური ალტერნატივები აქვთ, ძირითადად დამოკიდებული არიან ბანკებზე. სწორედ ეს მიზეზები განაპირობებს მათ სავალალო მდგომარეობას და დაუცველობას პანდემიის პირობებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა, რადგან მათ დიდი ეკონომიკური როლი აკისრიათ. ევროპის ეკონომიკის ღერძს სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი ქმნის. მაგალითისთვის, 70% დასაქმებულების სწორედ აქ არის დასაქმებული. ნათელია, რომ გადამწყვეტია მათი შრომისუნარიანობის შენარჩუნება, რათა პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდეს და უმუშევრობის დონის ზრდამ ამას ხელი არ შეუშალოს.

მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, ამ ეტაპზე, თითქმის შეუძლებელია წარმოების შენარჩუნება, ამის მიზეზია შემცირებული მოთხოვნა, ვეღარ ყიდიან პროდუქტს და მომსახურებას, ასევე, ვერ ახერხებენ წარმოებას. მათ მაინც უწევთ გადასახადების, ხელფასების, რენტის გადახდა. პრობლემა მხოლოდ ის არ არის რომ სამუშაო ძალას არ აქვს შესაძლებლობა რომ გამოცხადდეს სამსახურში, აწარმოოს პროდუქტი, ასევე პრობლემაა მოთხოვნის მხარე. განსაკუთრებულად მწვავე მგომარეობაა ტურიზმის, ტრანსპორტის შემთხვევაში. მათ დასახმარებლად მინიმუმ სახსრების გამოყოფაა საჭირო, რათა შეძლონ ბიზნესის შენარჩუნება. კრედიტების გადავადება, გადასახადების შემცირება და სხვა.
საქართველოც სწორედ ზემოთხსენებული პრობლემების წინაშე დგას. მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები გამოუვალ მდგომარეობაში არიან და სახელმწიფოს იმედად არიან დარჩენილნი. საქართველოს მშპ-ის რეალური ზრდა, პროგნოზის თანახმად, მკვეთრად შემცირდება. ის შეზღუვდვები, რომელიც პერიოდულად მოქმედებს, დიდ გავლენას ახდედნს ამ ყველაფერზე, მაგალითად სატრანსპორტო შეზღუდვები, ეს გავლენას ახდენს მოგზაურობაზე და ტურიზმზე, ხოლო შემაკავებელი ღონისძიებები ამცირებს ადგილობრივ მოთხოვნას.

მნიშვნელოვანია ასევე მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორის მხარდაჭერა, მაშინ, როდესაც კორონავირუსის პიკი იყო 2020 წელს, სებასტიან მოლინეუსმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკი საქართველოს ძლიერ და ერთგულ პარტნიორად დარჩება და მხარს დაუჭერს როგორც მთავრობის ღონისძიებებს ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მიმართულებით, ასევე ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით. [THE WORLD BANK, 2020]. [8]

ამ პერიოდისათვის, როდესაც ინფიცირებულთა რიცხვი იმატებდა და ამავდროულად საჭირო ხდებოდა შეზღუდვების განხორციელება მაქსიმალურად,სახელწიფოს მოუწია განვითარების ინიციატივებისა და ხელშეწყობის პროგრამების გადამუშავება და ახალი სამოქმედო გეგმის წარდგენა. საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო საწარმოებს მხარი დაუჭირა შემდეგი ორი მიმართულებით:
1. ბიზნესის ანტი-კრიზისული მხარდაჭერის სერვისები საკონსულტაციო და სასწავლო შესაძლებლობები, მათ შორის: სექტორული საგანმანათლებლო პროგრამები, ტრენინგები და კონსულტაციები ექსპერტებთან.
2. ფინანსებზე წვდომა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფორმალურად დასაქმებული პირებმა, რომლებიც 2020 წლის განმავლობაში თუნდაც 1 თვე მუშაობდნენ და პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს, 2021 წლის 1 იანვრიდან, 6 თვის განმავლობაში 200 ლარიანი დახმარება მიიღეს. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სულ 200-ლარიანი დახმარება 162 220 უნიკალურმა ბენეფიციარმა/დასაქმებულმა მიიღო და ჯამში, მოქალაქეებს 129 324 100 ლარი ჩაერიცხათ.[10]

მაშინ,როდესაც მეწარმეები უკიდურეს სიტუაციაში იყვნენ, სახელმწიფომ შემდეგეგი ღონისძიებები განახორციელა მათთვის ხელშეწყობის მიზნით:

  • მცირე და საშუალო ზომის კომერციული სესხების პროცენტის სუბსიდირება, 6 თვის ვადით
  • დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების მექანიზმის ამოქმედება და, მომავალი ერთი წლის განმავლობაში, ბიუჯეტიდან დაგეგმილი 600 მილიონი ლარის ნაცვლად, 1.2 მილიარდი ლარის დაბრუნება დღგ-ს სახით
  • მიკრო და მცირე საწარმოების მხარდაჭერის პროგრამა (უზრუნველყოფს ფინანსურ მხარდაჭერასა და კონსულტაციას მიკრო და მცირე საწარმოებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა თბილისისა). გრანტის დაფინანსების ზედა ზღვარი გაიზარდა 30 000 ლარამდე. საგრანტო პორტფელის მოცულობა გაიზრდება 20 მილიონი ლარიდან 40 მილიონ ლარამდე.
  • ერთწლიანი კულტურების წარმოებასთან დაკავშირებული მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად აღებულ აგროკრედიტებზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის 100%-იანი თანადაფინანსება. თანადაფინანსების ხანგრძლივობა: 6 თვე. ძირის დაფარვა მოხდება აღებული მოსავლის რეალიზების შემდგომ [ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობაა 5,000 ფერმერი
  • 2012-2019 წლებში დაგროვილი სამელიორაციო მომსახურების დავალიანება განულდება
    გადავადების პროგრამები და ინიციატივები
  • ბიზნესებმა ტურიზმის სექტორში მიიღეს შეთავაზება საშემოსავლო და ქონების გადასახადის 4 თვით გადავადებასთან დაკავშირებით (2020 წლის მარტი – ივნისი). გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2020 წლის ნოემბერი. აღნიშნულით ისარგებლებს, დაახლოებით, 18,000 კომპანია და 50,000 დასაქმებული. გადასახადის დაგვიანებით გადახდის გამო, კომპანიებს პროცენტი არ დაერიცხებათ.
  • სასტუმრო ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარი სასესხო დავალიანების დაფარვას, კომერციული ბანკები სთავაზობენ დავალიანების რესტრუქტურიზაციას, მათი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.
  • ყველა სხვა ბიზნესს, რომელიც ვერ ახერხებს საკუთარი სასესხო დავალიანების დაფარვას, კომერციულ ბანკები სთავაზობენ დავალიანების რესტრუქტურიზაციას, მათი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად. [9]

შეგვიძლია გადავხედოთ და განვიხილოთ ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის სტატისტიკა 1999-2020 წლებში (ნახაზი 3). მოცემული მონაცემების მიხედვით ვიტყვით, რომ 2020 წლის მესამე კვარტალი ხასიათდებოდა დადებითი ტენდეციით, ეს ყველაფერი  გამოწვეული იქნა ეკონომიკის შედარებითი გახსნილობით.

ნახაზი 3 : ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა (ათასი კაცი)

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/326/sacarmota-statistikuri-gamokvleva

 

დასკვნა

რადგან მეწარმეობა ჩვეულ არის წინასწარ გააზრებული საქმიანობა, ურთიერთობათა ერთობლიობა, რომელსაც მოაქვს ინდივიდის მატერიალური და სულიერი მოთვონილებების დაკმაყოფი ინდივიდების მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის გარკვეული შემოსავალი. ის ამავდროულად საზოგადოებრივი სარგებლიანობის თვისების მატარებელიცაა, რადგანაც ყოველი ინდივიდის ინტერესების დაკმაყოფილება აუცილებლად ითვალისწინებს საერთო საზოგადოების ინტერესებსაც. ამ პროცესს თან ახლავს წინააღმდეგობები, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც საზოგადოების  ეკონომიკურო პროგრესის, ეკონომიკური განვითარების საფუძველი. მცირე და საშუალო მეწარმეობა თავისი მოცულობით ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ უმსხვილეს სექტორს წარმოადგენს. იგი როგორც ბიზნესსისტემის, ასევე მთელი ეკონომიკური სისტემის ფორმირების, განვითარებისა და სტაბილურობის ერთ-ერთი პირველწყაროა. მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება პასუხობს მოქნილი შერეული ეკონომიკის ფორმირების ზოგადმსოფლიო ტენდენციებს, საკუთრები სხვადასხვა ფორმებისა და მათი ადეკვატური მეურნეობის მოდელების შეთანაწყობა, რომლებში რალიზდება კონკურენციული საბაზრო მექანიზმისა და მსხვილი, საშუალო და მცირე საწარმოების სახელმწიფო რეგულირების რთული სინთეზი.სწორედ მცირე მეწარმეობა წარმოადგენს იმ მძლავრ რგოლს, რომელიც იწვევს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. ვთვლით, რომ ჩვენი ქვეყნის აღორძინების საფუძველი ეკონომიკის მოცემული სექტორის დაჩქარებული განვითარებაა.

2020 წელს მომხდარი პანდემიის შედეგებმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა მცირე და საშუალო საწარმოებზე. ისინი შოკურ მდგოარეობაში ჩავარდნენ, მოუწიათ წარმოების შეჩერება, რეალიზაციის შეწყვეტა რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ამიტომ სახელმწიფოს მოუწია ეფექტური სტარეტეგუილი გეგმის შემუშავება, წარადგინა გეგმა რის მიხედვითაც მცირე და საშაულო საწარმოებს გაუწიეს ფინანსური, მორალური მხარდაჭერა, მოახდინეს სუბსდინება, სესხების გადავადება და სხვა მნიშვნელოვანი პროგრამები, რამაც მცირე და საშუალო საწარმოები შედარებით მარტივად გამოიყვანა შოკური მდგომარეობიდან, თუნცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ვითარება ისევ საკმაოდ რთულია, ბევრ ქვეყანაში ვირუსი კიდევ მძვინვარებს.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ჯ.ხასიდი „მეწარმეობის თეორიული საფუძვები“ (თსუ; 2009; თბილისის უნივესიტეტის გამომცემლობა)
  2. რევაზ გველესიანი, ელგუჯა მექვაბიშვილი, ინეზა გაგნიძე, ეკა ლეკაშვილი, მარინა ნაცვალაძე – მეწარმეობის თეორიული საფუძვლები (თსუ; 2009)
  1. მეწარმეობის საფუძვლები – გულნაზ ერქომაიშვილი, ლია გიგაური, ნინო ტალახაძე.
  2. http://eprints.tsu.ge/1391/1/Factors%20of%20economic%20growth%20and%20globalization.pdf?fbclid=IwAR2cSeoHojpq_9ThG64_A5SdWQaYM2CZVNwSGEp9ZWt-5bIl3fKy8eCzXkY
  3. https://openscience.ge/bitstream/1/822/1/samagistro%20babutsidze%20teimuraz.pdf?fbclid=IwAR2vuyeAuwxsi6RqEb18rBq0n9pDGItDUifiLYbOjowtm3OFUH9sJ5IVvtw
  4. https://www.civilin.org/pdf/Social_Enterprise_geo.pdf
  5. https://forbes.ge/blogs/e1-83-a1-e1-83-9d-e1-83-aa-e1-83-98-e1-83-90-e1-83-9a-e1-83-a3-e1-83-a0-e1-83-98-e1-83-9b-e1-83-94-e1-83-ac-e1-83-90-e1-83-a0-e1-83-9b-e1-83-94-e1-83-9d-e1-83-91-e1-83-98-e1-83-a1-e1-83-98-e1-83-9c/
  6. გოგიაშვილი, . (2013). მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები საქართველოში. ქუთაისი.
  7. სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების. (2018). საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020. თბილისი.
  8. https://bm.ge/ka/article/pandemiis-gamo-uxelfasod-162-220-moqalaqe-darcha—ra-dajda-200-lariani-kompensacia/70367