მსოფლიო 2005 წლის იმედით იკვებება?

მოამზადა ლინა ეპიშევამ

გასული თვე სავსე იყო როგორც სასიამოვნო, ასევე არასასიამოვნო მოვლენებით. აგრესიული ლიბერალიზმის და პროტესტანტული ექსპანსიონიზმის ნარევი ყოველთვის იწვევს ტოტალურ არეულობას ყველგან, სადაც ის ცდილობს გამყარებას. არც ერაყი იყო გამონაკლისი: ამერიკელებმა ტრადიციული საზოგადოების წევრთა ფსიქოლოგიის გათვალისწინება ვერ მოახერხეს, რასაც ერაყელების მხრიდან “მსოფლიო სატანის” ჯარისკაცების გამძაფრებული ჟლეტა მოჰყვა.

გასულ თვეს ყველაზე დიდი ინტრიგა ერაყელი მეამბოხეების მიერ დატყვევებული კოალიციის ქვეყნების, კერძოდ, იაპონიის მძევლების გარშემო გაიშალა. კოალიციის ამ გადაწყვეტილებამ პოლიტიკოსებზე და მოსახლეობაზე დიდი ფსიქოლოგიური ზეგავლენა იქონია.

ძნელი სათქმელია, რამდენად მართებულია ამერიკელების ანალოგია ძველი ისრაელის ხალხთან, თუმცა აშშ-ის ხელისუფლებაში გაბატონებული პურიტანელი ფუნდამენტალისტები თავიანთი იდეოლოგიის მესიანურ შემადგენლობაზე ყოველთვის აკეთებდნენ აქცენტს და თავს “ღმერთის რჩეულებად” თვლიდნენ.

წინასაარჩევნო წელს მოვლენების ასეთი განვითარებით განსაკუთრებით ოპოზიციური დემოკრატები სარგებლობენ. სავარაუდოა, რომ სიტუაციის ასეთი გამწვავება ოკუპანტებისთვის კატასტროფით არ დამთავრდება. როგორც ჩანს, მათი დრო ჯერ არ დადგა, ხოლო დასასრული რამდენიმე თვით გადაიდო. ამერიკელების სტრატეგიული მდგომარეობა არასასურველია, რადგან უეჭველია, რომ მოწინააღმდეგები ძლიერნი არიან: სუნიტებს შეიძლება ევროპელები დაეხმარონ, ხოლო შიიტებს – ინგლისელები. ამ ქვეშქვეშა მოწინააღმდეგების მიზანია, განდევნონ აშშ ერაყიდან და მოიმკონ ნაყოფი (როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური) ამ ახლოაღმოსავლური ქვეყნის შესაძლო დაშლისაგან. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ქცევა ჭურჭლის დახლში მყოფ სპილოს უფრო გვაგონებს, ვიდრე სულელ ჯონს, რომელიც მიამიტად ზიდავს ცეცხლიდან წაბლს ცბიერი ევროპელებისთვის. “შავ-თეთრი შეხედულება” ამ მდგომარეობაზე მაინც არ გვეჩვენება მართებულად.

ტერაქტები უზბეკეთში, ტერორისტული თავდასხმების საშიშროება ევროპაში, ომი ერაყში, პროგრესის უქონლობა ავღანეთში და მდგომარეობის გაუარესება ბალკანეთში – ეს ყველაფერი მთელ მსოფლიოში იწვევს ღელვას, მაგრამ ბაზრებისთვის მთავარ ფაქტორად მაინც ეკონომიკური მონაცემები რჩება.

საერთაშორისო რეიტინგულმა სააგენტომ – Fიტცჰ-მა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეცვალეს 2004 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზები. Fitch-მა პროგნოზი 2,8-დან 3,6%-მდე გაზარდა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტთა აზრით, ამ წელს მსოფლიო ეკონომიკა არა 4,1%-ით, არამედ 4,6%-ით გაიზრდება.

თავისი ოპტიმიზმი Fიტცჰ-მა იმით გაამართლა, რომ იაპონიაში უფრო ძლიერი ეკონომიკური ზრდა აღინიშნება, ვიდრე მოელოდნენ (საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომისტების პროგნოზის თანახმად, ამ წელს იაპონიის ეკონომიკა არა 1,4%-ით, არამედ 3,4%-ით გაიზრდება). ფონდის ანგარიშში წერია, რომ “იაპონიაში ეკონომიკის მოულოდნელი ძლიერი ზრდა და ინფლაციასთან წარმატებული ბრძოლა მას განსაკუთრებით უწყობს ხელს”. ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელია აგრეთვე დიდ ბრიტანეთსა და კანადაში. დადებით მომენტად იყო მიჩნეული აშშ-ის საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების ფაქტორი. ამასთან, სააგენტო Fიტცჰ-ის ანალიტიკოსებმა ევროზონის ქვეყნებში ევროს კურსის სერიოზული გამყარების გამო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1,8-დან 1,6%-მდე შეამცირეს, რამაც შეამცირა ინფლაცია ევროპაში, მაგრამ უარყოფითად აისახა ევროზონის ეკონომიკის აღდგენაზე. მაგალითად, Fიტცჰ-ის პროგნოზით, გერმანია ვერ მოახერხებს დაგეგმილი 1,2%-იანი ზრდის ტემპის შენარჩუნებას, თუ შენელდება სტრუქტურული რეფორმები. იგივე პრობლემა ელის საფრანგეთს და იტალიას.

დაახლოებით მსგავს პროგნოზს იძლევა საერთაშორისო სავალუტო ფონდი: ევროზონის 12 ქვეყნის ეკონომიკა ამ წელს 1,9%-ის მაგივრად მხოლოდ 1,7%-ით გაიზრდება. 2005 წელი ევროპისთვის უკეთესი იქნება – ზრდამ შეიძლება 2,3% შეადგინოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპეციალისტთა პროგნოზი გერმანიასთან მიმართებაში კი, პირიქით, დადებითია: ფონდის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ გერმანიის ეკონომიკა არა 1,5%-ით, არამედ 1,6%-ით გაიზრდება, ხოლო შემდგომ წელს მშპ შეიძლება 1,9%-ით გაიზარდოს. “საგარეო მოთხოვნა ხელს შეუწყობს გერმანიის ეკონომიკის ზრდას, მაგრამ სუსტი შიდა მოთხოვნა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება”, – წერია მსოფლიო სავალუტო ფონდის ანგარიშში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლების აზრით, შემდეგი წელი მსოფლიო ეკონომიკისთვის უკეთესი იქნება, რადგან “2005 წელს ზრდა დაჩქარდება, ხოლო მისი სფერო გაფართოვდება”. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, მსოფლიოს მშპ 2005 წელს მსოფლიო ვაჭრობის სწრაფი განვითარების, ფინანსურ ბაზრებზე ოპტიმიზმის და აშშ-ის ეკონომიკის ძლიერი დინამიკის გამო4,4%-ს გადააჭარბებს. ამავე დროსFitch-ის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ არ ღირს ცისფერი ოცნებებით გატაცება. მაგალითად, არც Fიტცჰ-ი და არც საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ აპირებს ამერიკული ეკონომიკის ზრდის ტემპების ზუსტ დადგენას.

რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულმა ბანკმა დსთ-ის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ეკონომიკური ზრდის ტემპი ამ წელს 7,6%-დან 5,6%-მდე შენელდება. გასულ წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 27 ქვეყნის შორის დსთ ზრდის ჩემპიონი იყო. ამასთან, აღნიშნავს ბანკი, ლიდერობდა რუსეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი. ეს ყველაფერი ნავთობზე მაღალი ფასებითაა განპირობებული. ევროპული ბანკის წარმომადგენლების აზრით, 27 ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა შემცირდება, მაგრამ მისი დონე – 4,9% მაინც მაღალი დარჩება. ეს ხდება ინფლაციის 2002 წელს 3%-დან 2003 წელს 2,8%-მდე კლების და პირდაპირი ინვესტიციების მოცულობის 28 მილიარდიდან 19 მილიარდამდე შემცირების ფონზე, მაგრამ რუსეთს და დსთ-ს სადარდელი არაფერი აქვთ. აქ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის 30% ზრდა აღინიშნება, ხოლო მათი უმეტესობა აზერბაიჯანში, ყაზახეთში, რუსეთსა და უკრაინაში მიემართება.

გასულ თვეს ფინანსურ ბაზრებზე სხვადახვაგვარი მოვლენები აღინიშნებოდა: იაპონია ტკბებოდა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით, KS&P-მ ქვეყნის სუვერენული ვალდებულებითი რეიტინგი გაზარდა. გაგრძელდა აგრეთვე საზღვარგარეთიდან იაპონურ აქციებში “ცხელი” ფულის შენაკადი, რომელმაც მარტის თვეში 2,83 ტრილიონი იენა შეადგინა (26 მილიარდი დოლარი), შედეგად ტოკიოს ბირჟა გაიზარდა, მაგრამ ერაყში იაპონელი მძევლების დატყვევებამ მოსალოდნელი ეფექტი გამოიწვია, ასე რომ, ნიკეიმ 12,000 პუნქტი ვერ გადალახა.

იაპონიის ეკონომიკური მაჩვენებლები შერეული ხასიათის იყო. ერთის მხრივ, თებერვალში სამრეწველო წარმოება მკვეთრად დაეცა (3,7%-ით), რამაც ოფიციალური პირების ოპტიმიზმი შეამცირა. მეორე მხრივ, ბიზნესის განწყობილებისა და საქმიანი აქტიურობის კვარტალურმა მიმოხილვამ ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა: მსხვილი სამრეწველო კომპანიების მენეჯერთა ოპტიმიზმის ინდიკატორმა მაქსიმალური ნიშნული აჩვენა, მაგრამ ექსპერტთა ყურადღების ცენტრში, როგორც ყოველთვის, იენა იყო. ფინანსური წლის ბოლოსთვის დამახასიათებელი ექსპორტიორების მიერ საზღვარგარეთის აქტივების რეპატრიაცია და იაპონურ ვალუტაზე დიდი წნევა უცხოელი მყიდველების მხრიდან უზარმაზარ მოთხოვნას იწვევს. გლობალური ფონდების მენეჯერებმა იაპონური აქციების წილი ამერიკული და ევროპული აქციების საზიანოდ თავიანთ პორტფელებში კიდევ ერთხელ გაზარდეს.

დოლარის კურსი იენთან მიმართებაში კრიტიკულ ნიშანს – 105-ს დაუბრუნდა. ყოფილი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეისუკე საკაკიბარამ (მეტსახელად “ბატონი იენა”) მოითხოვა, რომ ფინანსურმა ხელისუფლებამ “სისულელეებს” თავი დაანებოს და დონე ინტერვენციებით დაიცვას. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს დონე მაინც გაირღვა და კურსი 103 ნიშნულამდე დაეცა. ბაზარმა გადაწყვიტა, რომ იაპონელები ინტერვენიციას მოეშვნენ, მაგრამ ამავე დღეს გამოქვეყნებულმა მონაცემებმა ექსპერტთა შოკი გამოიწვია; აღმოჩნდა, რომ იაპონიის ბანკმა მარტში სავალუტო ინტერვენციებზე 15 ტრილიონი იენა დახარჯა, რაც ქვეყნის მშპ-ის 12%-ს უტოლდება.

სავალუტო ბაზარზე გამოირჩეოდა აგრეთვე ფუნტის კურსი. ის მკვეთრად დაეცა დოლართან და ევროსთან მიმართებაში.

ევრომ არ გაამართლა ევროპული ცენტრალური ბანკის იმედი. იგი მკვეთრად დაეცა და 1,20 დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის დეკემბრის დასაწყისიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ანალიტიკოსების აზრით, ასეთი მკვეთრი ვარდნა პროვოცირებული იყო აშშ-ის ეკონომიკის გაუმჯობესების ახალი მონაცემების გამოსვლით. Conference Board-ის ორგანიზაციის ანგარიშიდან ჩანს, რომ ამერიკელი ბიზნესმენების ოპტიმიზმი აშშ-ის მომავალი ეკონომიკის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მაქსიმალურ დონეზე იმყოფება.

მოგეხსენებათ, რომ 1 აპრილს ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ სააღრიცხვო განაკვეთი შეუცვლელი (2%) დარჩება, რამაც თავდაპირველად ევროპული ვალუტის ზრდა გამოიწვია. მაშინ რამდენიმე გარიგებებში ევრო 1,24 დოლარს მიუახლოვდა, მაგრამ ასეთი მდგომარეობა დიდ ხანს არ გაგრძელებუდა. გადამწყვეტ მომენტად აშშ-ის შრომის ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვის გამოსვლა იქცა. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშის მონაცემები მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდებოდა, ევრო უფრო გაძლიერდებოდა, ხოლო დოლარი ვარდნას დაიწყებდა. ბაზრის მონაწილეები მოელოდნენ, რომ მოვლენები ზუსტად ასე განვითარდებოდა, მაგრამ შრომის ბაზრის მონაცემები, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დადებითი აღმოჩნდა. ამის შედეგად, დოლარმა თავისი პოზიციები შეინარჩუნა, ხოლო ევროს კურსი ოდნავ შეირყა. შრომის ანგარიშის თანახმად, აშშ-ში უმუშევრობის დახმარებების რიცხვი 342 ათასამდე შემცირდა. შემოსავლებით კმაყოფილმა კომპანიებმა კვლავ დაიწყეს დამატებითი სამუშაო ძალის დაქირავება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. Fინანციალ თიმეს-ის თანახმად, ექსპერტები თვლიან, რომ ფედერალური სარეზერვო სამსახური ამ ეკონომიკურ პროგრესზე რეაგირებას მოახდენს და საბაზისო საპროცენტო განაკვეთს გაზრდის.

ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ ტრიშემ განაცხადა, რომ ბანკი სააღრიცხვო განაკვეთის შემცირებას არ აპირებდა, ბაზრის მონაწილეები მაინც იმედოვნებენ, რომ განაკვეთის შემცირებაზე გადაწყვეტილებას ადრე თუ გვიან მაინც მიიღებენ. საქმე ის არის, რომ 1 აპრილის სხდომაზე ტრიშე არც თუ ისე პრინციპულად იყო განწყობილი. Daily Telegraph-ის ცნობით, იგი საპროცენტო განაკვეთის შემცირების ინიციატივითაც კი გამოვიდა, მაგრამ ევროპული ცენტრალური ბანკის მმართველობითმა საბჭომ დაბლოკა ეს წინადადება. ამ წინადადების წინააღმდეგ გამოვიდნენ ნიდერლანდებისა და გერმანიის წარმომადგენლები, რომლებისთვის ევროს დასუსტება არასასურველია. იმ შემთხვევაში, თუ ეს ორი პროგნოზი ასრულდება – ფედერალური სარეზერვო სამსახურის განაკვეთები გაიზრდება, ხოლო ევროპული ბანკის განაკვეთები შემცირდება – ევროს მკვეთრი ვარდნისთვის ყველა წინაპირობა შეიქმნება. დღესდღეობით ამერიკული ვალუტა ძალას იკრებს. “ფინმარკეტის” სააგენტოს ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ “დოლარი მაქსიმუმებს რამდენიმე თვეში განაახლებს”.

რუსეთის სავალუტო ბაზარზე ძალების განაწილება აბსოლუტურად იდენტურია. ევრო თითქმის ხუთთვიან მინიმუმამდე დაეცა. მისმა კურსმა 34,29 რუბლი შეადგინა. რუსეთის ბანკის წინასწარი შეფასების მიხედვით, 2003 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 2004 წლის პირველ კვარტალში რუბლის გამყარებამ ევროსთან მიმართებაში 3,5% შეადგინა. ევროში დეპოზიტების არამომგებიანობა სულ უფრო ნათელი ხდება. თუმცა, სტატისტიკის თანახმად, ბოლო ხანს რუსეთში საბანკო დაბანდებები, ძირითადად, რუბლებში ხორციელდება. “სბერბანკის” დირექტორთა საბჭოს თავჯდომარის, ანდრეი კაზმინის განცხადებით, “რუბლების ანაბრების ზედმეტად აქტიური შენაკადი რუბლის კურსის გამყარების გათვალისწინებით 2003 წლის თავისებურებად იქცა”. მისი თქმით, ეს ტენდენცია 2004 წელსაც შენარჩუნდება.

რაც შეეხება მსოფლიო ნავთობის ბაზარს, 1 აპრილიდან ნავთობის მოპოვებაზე კვოტების შემცირება, რომელმაც ნავთობის კოტირებების მორიგი ზრდა გამოიწვია, აიხსნება მოთხოვნის მოსალოდნელი სეზონური ვარდნით, მაგრამ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ანალიტიკოსების აზრით, მეორე კვარტალში მოხმარების კლება მნიშვნელოვანი არ იქნება. ასეთმა შეფასებამ ბენზინზე და მაზუთზე ფასების ზრდასთან ერთად ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია – ნიუ-იორკში ფასი ბენზინზე 16 ცენტით გაიზარდა და ერთ ბარელზე 37,30 დოლარი შეადგინა. თუ გავითვალისწინებთ, რომ იმავე მსოფლიო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, ოპეკის ქვეყნები ნავთობის მოპოვების შესაბამის კვოტებს სტაბილურად აჭარბებენ, ნავთობის ექსპორტიორები მოგების გარეშე არ დარჩებიან.

მსოფლიო ენერგეტიკული სააგენტოს ცნობით, ამ წელს მოთხოვნის სეზონური ვარდნა უფრო დაბალი იქნება, ვიდრე მოელოდნენ და დღეში 2 მილიონ ბარელს შეადგენს, რაც 1,1 მილიონი ბარელით ნაკლებია, გასულ წელთან შედარებით. ამის გარდა, ნავთობის ბაზარზე მოქმედებს ინფორმაცია აშშ-ში ნავთობის და ნავთობპროდუქტების კომერციული მარაგის მნიშვნელოვანი შემცირების შესახებ. ამიტომ, მსოფლიო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზით, ამა წლის მეორე კვარტალში ნავთობზე ფასების სეზონური ვარდნა არ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ადრე ვარაუდობდნენ, ხოლო აშშ-ში ბენზინის და ნავთობის ფასი 2004 წლის ზაფხულში მაღალი დარჩება.

თუმცა, ბენზინზე მაღალი ფასები ნავთობის კოტირებების ზრდას არ გამოიწვევს. ანალიტიკოსების ვარაუდით, დღევანდელი მაღალი ფასები ამერიკულ ბაზარზე დაკავშირებულია არა ნავთობის დეფიციტთან, არამედ ნავთობგადამმუშავებელი სიმძლავრეების უკმარისობასთან.

რაც არ უნდა იყოს, ბაზარზე არსებობს საკმარისი ფაქტორი ფასების ზრდისთვის. ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ორი-სამი კვარტლის განმავლობაში ფუნდამენტალური მიზეზების გამო ფასები მაღალი დარჩება. მოთხოვნა ენერგორესურსებზე ნავთობის ძირითად მომხმარებელ ქვეყნებში სახარბიელოა. აშშ-ში ის დოლარის დევალვაციის ხარჯზე იზრდება. იაპონური ეკონომიკაც 14-წლიანი რეცესიიდან გადის. ჩინეთი ნავთობის მოხმარებას ყოველწლიურად ზრდის. ამას ემატება აშშ-სა და ჩინეთში სტრატეგიული რეზერვების ფორმირება, მაგრამ ბაზარზე ნავთობის დამატებითი მოცულობის მიწოდება მცირეა. ექსპორტს, ძირითადად, რუსეთში ზრდიან. ყველა დანარჩენი ქვეყანა ან სტაგნაციაში იმყოფება, ან მოპოვებას ძალიან ნელა ზრდის.

გასული თვის მაკროეკონომიკური მონაცემები არც თუ ისე მნიშვნელოვანი იყო. ევროპაში განწყობილებების ინდექსები აშშ-სგან განსხვავებით, სადაც მომსახურეობის სფეროს საქმიანი აქტიურობის მარტის ინდიკატორი მკვეთრად გაიზარდა, ოდნავ დაეცა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, შტატებში უმუშევრობის დახმარებების რიცხვმა იკლო – ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის ცენტრობანკებმა განაკვეთები შეუცვლელი დატოვეს და ცდილობდნენ, ეროვნული ვალუტის ზრდა არ დაეშვათ. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უახლოეს დროს საპროცენტო განაკვეთების გაზრდა შეიძლება რეალობად იქცეს. ეს აშშ-საც ეხება. ექსპერტები ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა ბოლოს და ბოლოს შეიგნებს გრძელვადიანი რეფლაციური პოლიტიკის დამღუპველობას, რომელმაც მსოფლიო სავაჭრო ბაზრებზე მზარდი ინფლაციის პროვოცირება მოახდინა.

რთული მდგომარეობა აღინიშნება ობლიგაციათა ბაზარზე: საბიუჯეტო დეფიციტი უზარმაზარია, ხოლო ძირითადი მყიდველები საზღვარგარეთ ცხოვრობენ. დოლარის ზრდის პირობებში აზიური ცენტრობანკების სავალუტო ინტერვენციების მოცულობამ საგრძნობლად იკლო და ამასთან ერთად, საშტატო ბონდებზე მოთხოვნა შემცირდა. ამაზე მოწმობს ფედერალური სარეზერვო სამსახურის ბოლო სტატისტიკური მონაცემები. თებერვალში საერთო მოთხოვნა ამერიკულ ფასიან ქაღალდებზე 92 დოლარიდან 83 დოლარამდე დაეცა.

უარყოფითად გამოიყურებოდა კორპორაციული ანგარიშების სეზონი, განსაკუთრებით, ტექნოლოგიური კომპანიების მონაცემები. უკვე გამოვლინდა ასეთი მონსტრი-კომპანიები, როგორიცაა: Intel, IBM, ნოკია და AMD.იმედგაცრუებულმა ნასდაკმა იაპონური სანთლების გრაფიკზე “საღამოს ვარსკლავის” მსგავსი ფიგურა გამოხატა და კვლავ ქვემოთკენ მიემართა. RSI-is ინდექსმა, როგორც მოელოდნენ, 40-კვირიანი საშუალო დონე გადალახა და ფასების ლოგორიფმულ მასშტაბზე ქვემო ზღვარს მიაღწია.

ვარდნა აღინიშნებოდა აგრეთვე რუსეთის საფონდო ბაზარზეც. რუსეთის სავაჭრო სისტემის ინდექსი 750 პუნქტზე ქვემოთ დაეცა, რაც უკანასკნელი თვეების მანძილზე ყველაზე მკვეთრ ვარდნას წარმოადგენდა. მარტიც და აპრილიც ძირითადი კოტირებების ზრდით და რუსეთის ბაზრის ისტორიაში ახალი გლობალური რეკორდების დამყარებით გამოირჩეოდნენ.

ანალიტიკოსების აზრით, მკვეთრი ვარდნის მთავარი დამნაშავეები უცხოელი ინვესტორები არიან. სწორედ მათ დაიწყეს ფასიანი ქაღალდების ფართო გაყიდვა (ანუ “მოგების ფიქსირება”, პროფესიონალურ ენაზე). ვარდნის ერთ-ერთი ლიდერი იყო იუკოსის აქციათა კურსი, რომელიც 4,4%-ით გაიაფდა მას შემდეგ, რაც იუკოსის “შვილობილის” ს/ს “სამარანავთობგაზის” წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა გახდა ცნობილი (მოგეხსენებათ, ამ კომპანიის შემოწმების დროს გამოვლინდა გადასახადებისაგან თავის არიდების ფაქტი 3,2 მილიარდი რუბლის თანხის ოდენობით).

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბაზრის ვარდნას ხელს უწყობს აგრეთვე დოლარის კურსის ზრდა. საერთო ჯამში, სანამ მდგომარეობა გაურკვეველია, ანალიტიკოსები პროგნოზებისაგან, იქცევა თუ არა ვარდნა ბაზრის ახალ ტენდენციად ან ეს უბრალოდ გაყიდვების მოკლე ტალღაა, თავს იკავებენ.

არ მოვიდა რაიმე მნიშვნელოვანი მონაცემები ევროპიდან, ხოლო კომენტარებიდან იგრძნობოდა, რომ სასიხარულო არაფერია. ასე, ევროპული ცენტრალური ბანკის მთავარმა ეკონომისტმა, ოტმარ ისინგმა განაცხადა, რომ ეკონომიკაში რაიმე სერიოზული გაუმჯობესების ნიშნები იმასთან შედარებით, რაც 1,5 წლის წინ იყო, არ აღინიშნებოდა. მაშინ ბაზრის მონაწილეებმა საპროცენტო განაკვეთების შესაძლო შემცირებაზე დაიწყეს ფიქრი. აქ აგრეთვე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ევროპული ცენტრალური ბანკის მეთაურის, ტრიშეს მთავარი ოპონენტი განაკვეთების საკითხში, ბუნდესბანკის პრეზიდენტი, ერნსტ ველტკე სკანდალის გამო განთავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან, რომლის მიზეზი იყო ორი წლის წინანდელი ამბები, როცა ველტკემ ოჯახთან ერთად რამდენიმე კვირა სასტუმროში გაატარა, ხოლო სასტუმროს ანგარიში 7,7 ათასი ევროს ოდენობით მის მაგივრად რატომღაც დრეზდენ ბანკმა გადაიხადა. თანაც სოციალ-დემოკრატის ველტკეს ადგილი დაიკავა ოპოზიციასთან დაკავშირებულმა ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა იურგენ სტარკმა, რომელიც კანცლერ კოლთან ერთად მუშაობდა. მოგეხსენებათ, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი რეგულარულად მოუწოდებს ევროპულ ცენტრალურ ბანკს საპროცენტო განაკვეთების შემცირებისკენ.

საერთო ჯამში, ველტკეს თემის განვითარება გაგრძელდა. გაზეთმა თაგესსპიეგელ-მა გერმანული ცენტრალური ბანკის მეთაურის შვილის, ჰანს ველტკეს წერილი გამოაქვეყნა. მისი აზრით, მთავრობა მისი მამის წინააღმდეგ იმიტომ წავიდა, რომ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ბუნდესბანკის ოქროს მარაგის სწრაფ გაყიდვაზე. კანცლერ შრედერი ამით ცდილობს რეიტინგი დაიცვას, ხოლო ფინანსთა მინისტრი მზად არის დაეხმაროს მას, რადგან კაბინეტის მომავალი რეორგანიზაციის დროს შესაძლებელია, მისი გადაყენების საკითხიც დადგეს. ველტკემ წინააღმდეგობა გაუწია მათ და უცებ ზედაპირზე ორი წლის უკან დრეზდენ ბანკის მიერ გადახდილი სასტუმროს ანგარიშის ისტორია ამოტივტივდა.

1997 წელს ოქროს მარაგის გამოყენების გეგმები კოლის კაბინეტს ჰქონდა, მაგრამ მაშინ ბუნდესბანკის მეთაურმა, მონეტარისტმა და ევროს მოწინააღმდეგემ – ჰანს ტიტმაიერმა ამაზე მკაცრი უარი განაცხადა. მაშინდელი პროჟექტორის ინიციატორი იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე, იურგენ სტარკი, რომელიც ახლა ბუნდესბანკის პრეზიდენტი გახდა. თავდაპირველად მთავრობას სურდა ამ თანამდებობაზე სხვა კაცის დანიშვნა (ფინანსთა მინისტრის მოადგილის, კაიო კოხ-ვეზერის), მაგრამ ამ კადრს, როგოც ჩანს, ბედი არ აქვს. არც ასე დიდი ხნის წინ იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთაურის თანამდებობაზე უნდა დაენიშნათ, მაგრამ მის წინააღმდეგ ამერიკელები გამოვიდნენ, რადგან არ სურდათ, ამ თანამდებობაზე ბერლინის მთავრობის პოლიტიკის აშკარა მხარდამჭერი ყოფილიყო.

რაც შეეხება ველტკეს, ის გადადგა და თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ “მას ფინანსთა მინისტრთან, ეიჰელთან გაუფუჭდა ურთიერთობა”.

გასული თვის განმავლობაში ძვირფასი ლითონების ფასი მერყევი იყო. რამდენიმე დღის მანძილზე ვერცხლის ფასმა დაკარგა ღირებულების თითქმის მეხუთე წილი. მკვეთრად დაეცა აგრეთვე ოქროს ფასი – 435 დოლარიდან 395 დოლარამდე ერთ ტროის უნციაზე. გასაგებია, რომ სავალუტო ბაზარზე ბაქსის ზრდა ჩვეულებრივად ნიშნავს ძვირფასი ლითონების ფასის ერთდროულ ვარდნას, მაგრამ რატომ იყო მერყეობა ასეთი ძლიერი? პასუხი ამ კითხვაზე მოცემულია Financial Times-ის სტატიაში.

სტატია სენსაციური იყო. განცხადება ოქროს მსოფლიო ბაზრიდან წასვლის შესახებ გააკეთა მისმა დამფუძნებელმა და ბოლო 200 წლის მანძილზე მთავარმა მეთოჯინემ – როტშილდის კლანმა ბრიტანეთის საინვესტიციო ბანკის Nატჰან Mayer Rothschild-ის სახით.

ზემოაღნიშნული ბანკი 1810 წელს ცნობილი ნათან როტშილდის მიერ დაარსდა. რას არ აკეთებდა იგი ამ ბანკის მეშვეობით: ფინანსურ ბაზრებზე “აბრუნებდა” თავისი პატრონის, პრინცი უილჰელმ გესსე-სანაუს ოქროს, აფინანსებდა ინგლისელებს ნაპოლეონის წინააღმდეგ ბრძოლაში ამ უკანასკნელის თანხმობით, რომელიც “ლამაზად” მოტყუებული აღმოჩნდა. სწორედ მან განახორციელა სახელგანთქმული “სპეკულაცია ვატერლოოს ბრძოლაზე”, რომლის შემდეგ როტშილდები დღესაც კი ადვილად აღებენ ინგლისის ბანკის კარს. მათ შეისყიდეს ამერიკული ოქროს დიდი წილი 1933 წელს რუზველტური “საუკუნის გაძარცვის” შემდეგ, მათ გააგრძელეს თავისი საქმიანობა და ნელ-ნელა ჩაყვეს ხელი ფორთ-ნოქსის ფედერალურ საცავში.

გასათვალისწინებელია ის, რომ უკანასკნელი 200 წლის მანძილზე ოქროსთან ოპერაციების სპეკულაციური შემოსავლიანობა არც ისე მაღალი იყო. სამაგიეროდ, ძალზე დიდი იყო ოქროს მსოფლიო მარაგზე კონტროლის ფინანსურ-პოლიტიკური მნიშვნელობა. ჯერ კიდევ 100-200 წლის წინ როტშილდებმა ფაქტიურად მოახერხეს ოქროსთან იმის გაკეთება, რასაც ახლა აშშ (მართალია, წარუმატებლად) ცდილობს გააკეთოს ნავთობთან, ანუ კონტროლზე აიყვანოს საკვანძო მსოფლიო წყაროები და საქონლის ნაკადი. ამიტომ, დევიდ როტშილდის (კლანის ახლანდელი მეთაურის) არგუმენტი “დაბალი შემოსავლიანობის” შესახებ ნაკლებად შეიყვანს ვინმეს შეცდომაში. ამ ოჯახის დაინტერესება ოქროს ბაზრის კონტროლით შემოსავლის გამო როდია. როტშილდის ხმაურიანი წასვლის მიზეზმა მსოფლიო საფინანსო სისტემის გარდაქმნასთან დაკავშირებით მომავალი გეგმები შეიძლება უფრო ნათელი გახადოს. ვინ იცის, შეიძლება ჩვენ გველის ამა თუ იმ ფორმაში ოქროს სტანდარტის დაბრუნება და ყვითელი ლითონის თავისუფალი მოძრაობის მკაცრი აკრძალვების სერია. ვფიქრობთ, როტშილდის გადაწყვეტილების უკან მთელი მსოფლიოს საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტის (ჯერჯერობით გაურკვეველი) კარდინალური ცვლილება დგას.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial