ციფრული ეკონომიკის განვითარება თანამედროვე მსოფლიოში

ავტორის სტილი დაცულია

სალომე ლუქუნიძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
IV კურსის სტუდენტი
Salome.Lukunidze104@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

თანამედროვე მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ციფრულ ეკონომიკას, ნაშრომში განხილულია ციფრული ეკონომიკის არსი და მისი გავლენა ეკონომიკურ ცხოვრებაზე. აგრეთვე  ციფრული ეკონომიკის ძირითადი კომპონენტები და მისი ძირითადი ჯგუფები. ვისაუბრებ 5 მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიაზე რომელიც მნიშვნელოვან პროდუქტს ქმნის მსოფლიოს მაშტაბით. ვისაუბრებ საქართველოს განვითარების პერსპექტივებსა და ამ განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებებზე.

Anatation

The digital economy occupies an important place in the modern world, the paper discusses the essence of the digital economy and its impact on the economic resort of economics. The paper discusses the Digital Economy Library and its core groups. I will also talk about an advanced technology company that works with 5 products worldwide. I will talk about the prospects of Georgia’s development and the actions needed for this development.

შესავალი

დღევანდელი ცხოვრება ფაქტობრივად წარმოუდგენელია ციფრული ტექნოლოგიების გარეშე, მან ადამიანების ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი დაკავა.  ციფრულმა რევოლუციამ სწრაფად მოახერხა საზოგადობის ცხოვრების შეცვლა და უსაზღვრო შესაძლებლობები წარმოშვა. დღესდღეობით ახალ ტექნოლოგიებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ მდგრადი განვითარების სფეროში და ეკონომიკური მიზნების მიღწევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

ციფრული ეკონომიკა მოიცავს ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია საქონლისა და მომსახურების წარმოებასთან, რეალიაზაციასა და მოხმარებასთან ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონული კომერციისა და ინტერნეტეკონომიკის გამოყენებით.

თანამედროვე ტექნოლოგიები და განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტი, შრომის ბაზარზე მნიშვნელოვან ცვლილებებს წარმოშობს, ხდება ეკონომიკის ერთ სექტორში სამუშაო ადგილების შემცირება ხოლო სხვა სექტორებში კი მასობრივი ზრდა. ციფრული ეკონომიკა ითხოვს აფსოლიტურად ახალ ცოდნას, უნარჩვევებსა და მიდგომებს, სწორედ ამიტომ საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ თემის სატანადოდ განხილვა.[1]

ციფრული ეკონომიკის  ზოგადი მიმოხილვა

ციფრული ეკონომიკა მსოფლიოს ეკონომიკის განუყოფელი ნაწილი ხდება. ციფრული ეკონომიკის ეკონომიკური ასპექტები შეგვიძლია რამოდენიმე ძირითად ნაწილად განვიხილოთ:

  • ძირითადი ფუნდამენტური ასპექტები ციფრულ ეკონომიკაში, რომელიც ახალ ინოვაციებს მოიცავს როგორიცაა: ნახევარგამტარები, პროცესორები და ძირითადი მოწყობილობები და ინფრასტრუქტურა ინტერნეტისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების სახით.
  • ციფრული და ინფორმაციული სექტორი რომელიც საკვანძო სექტორისა და პროდუქციის წაემობითაა დაკავებული, რომლებიც ძირითად ციფრულ ტექნოლოგიებსა და ციფრულ პლათფორმებს ეყრდნობიან, მათ შორის მობილური აპლიკაციებისა და გადახდის სერვისების ჩათვლით.
  • ციფრული სექტორის უფრო დიდი ნაკრები, რომელშიოც უფრო ხშირად გამოიყენება ციფრული პროდუქცია და მომსახურება. ეკონომიკური ცვლილების კვლადაკვალ უფრო მეტი სუბიექტი გადადის ციფრულ ფორმატში მუშაობაზე, ეს მოიცავს მედიას, ფინანსური სექტორს, ტურისტული და სატრანსპორტო სექტორს და სხვა.

ამ კომპონენტებს იყენებენ ციფრული ეკონომიკის მაშტაბებისა და გავლენის გაზომად. იმის გასაანალიზებლად თუ რა კავშირშია ციფრული ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკასთან, რაც შემდგომში გვაძლევს საშუალებას სწორი პოლიტიკისა და მიმართულებების შესამუშავებლად.

ციფრული კომპანიები იყოფა 4 ჯგუფად: ინტერნეტ პლათფორმების მწარმოებლები და ციფრული გადაწყვეტილებების მიმწოდებლები რომლებსაც შეგვიძლია ვუწოდოთ სრულიად ციფრული კომპანიები. კომპანიები რომლებიც დაკავებულები არიან ელექტრონული ვაჭრრობით და ციფრული კონტენტის მწარმოებლები  ინტერნეტპლათფორმები მოიცავს საძიებო სისტემებს, სოციალურ ქსელებს და სხვა პლათფორმებს. კომპანიებს რომლებიც დაკავებულნი არიან ციფრული გადაწყვეტილებების მიღებით შეგვიძლია მივაკუთნოთ ისინი  რომელთა საქმიანობაც მდგომარეობს ვებსივრცისა და ელექტრონული ფოსტის მომსახურებაში, ელექტრონული ან ონლაინ გადახდების ორგანიზებაში და ბიზნესის მართვისათვის სხვადასხვა ციფრული გადაწყვეტლებების მიწოდებაში.

ციფრული ეკონომიკის განვიტარებისათვის საჭირო ტექნოლოგიური გამოგონებებია: ბლოკჩეინ ტექნოლოგია, მონაცემთა ანალიზი, ხელოვნური ინტელექტი, ინტერნეტ გაყიდვების სისტემა, 3D ბეჭდვა, ღრუბლოვანი მეხსიერების სიტემა, მომსახურების ავტომატიზაცია და რობოტინგი.

თუ სტატისტიკას გადავავლებთ თვალს ადვილი შესამჩნევია რომ გარკვეულ ქვეყნებს უჭირავთ ლიდერი პოზიციები ციფრული ეკონომიკის განვიტარების საკითხში. აშშ-მ და ჩინეთმა ლიდერი პოზიციები დაიკავეს ციფრული განვიტარების მრავალ სფეროში, განვიტარებული ქვეყნები შედარებით მოწინავე ადგილებს იკავებენ ხოლო დანარჩენი სამყარო კი მათ ფონზე ჩამორჩენილები არიან.

მსოფლიოს 5 მსხვილი Tech კომპანია

განვიხილოთ დღესდღეობით 5  მსხვილი ციფრული ტექნოლოგიის მწარმოებელი კომპანია. ამ კომპანიებმა ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის ჭრილში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მათი განხილვა.

ეფლი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა თავისი აქტივებითა და ბრენდინგით, ყველზე მოთხოვნად და პოპულარულ ტექნიკას სწორედ რომ ეფლი ფლობს. APPLE არის ამერიკული აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი ტექნოლოგიური კომპანია რომელიც ყიდის კომპიუტერებს, სმართფონებს და სხვადასხვა სამომხმარებლო ელექტრონიკას, ასევე ოპერაციულ სისტემებსა და აპლიკაციების პროგრამულ უზრუნველყოფას.  

2022 წლის თებერვლის მონაცემებით, Apple-ის საბაზრო კაპიტალი 2,861 ტრილიონი დოლარია. ეს Apple-ს აქცევს მსოფლიოში ყველაზე ღირებულ კომპანიად საბაზრო კაპიტალის მიხედვით.[ 3]

გრაფიკი 1: APPLE-ს წმინდა მოგება 2005-2021 წლებში:

წყარო: https://www.statista.com/statistics/263427/apples-net-income-since-first-quarter-2005/

Microsoft  წარმოადგენს ამერიკულ მულტინაციონალურ კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაციას. კომპანია ამზადებს, აპატენტებს და ლობირებს კომპიუტერული მოწყობილობებისთვის განკუთვნილ პროგრამული უზრუნველყოფის ფართო სპექტრს. იგი უზრუნველყოფს ისეთ სერვისებს როგორიცაა საძიებო სისტემა Bing, ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები და ყველასთვის კარგად ნაცნობი კომპიტერული ოპერაციული სისტემა Windows. 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, Microsoft-ს აქვს 2,386 ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალი. ეს აქცევს Microsoft-ს მსოფლიოში მეორე ყველაზე ღირებულ კომპანიად საბაზრო კაპიტალის მიხედვით. [3]

Alphabet (Google) -იგი შეიქმნა 2015 წლის 2 ოქტომბერს Google-ს რესტრუქტურიზაციის შედეგად,  შემდგომში Google-ი გახდა ალფავიტის შვილობილი კომპანია . ალფავიტი ეს არის ბიზნეს ჯგუფი – რომელშიც ყველაზე დიდი სექტორი უჭირავს Google-ს. სხვა შვილობილ კომპანიებში შედიან: Calico, CapitalG, DeepMind, Fitbit, Waymo, Wing, Google fiber და მრავალი სხვა. 2020 წლის 16 იანვარს Alphabet გახდა მეოთხე ამერიკული კომპანია Apple-ის, Amazon- ისა და Microsoft-ის შემდეგ, რომელმაც მიაღწია 1$ ტრილიონ დოლარს საბაზრო ღირებულებით. 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, Alphabet-ის (Google) საბაზრო კაპიტალი 1,961 ტრილიონი დოლარია. ეს აქცევს Alphabet (Google) მსოფლიოში მე-4 ყველაზე ღირებულ კომპანიას საბაზრო კაპიტალის მიხედვით. [3]

ამაზონი- აზონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიაა, რომლის აქციებიც ყველაზე ძვირადღირებულია. კომპანია აქცენტს აკეთებს ელექტრონულ კომერციაზე, ხელოვნურ ინტელექტსა და ღრუბლოვან კომპიუტერულ სისტემაზე. ამაზონი შედის ამერიკის TOP ხუთეულში, რომელიც აერთიანებს ყველაზე წარმატებულ კომპანიებს. მისი შემოსავლის ძირითადი ნაწილი გენერირდება ელექტრონული კომერციის ხარჯზე ამაზონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინ წიგნების ციფრული პლათფორმაა, ყველაფერი სწორედ წიგნების ონლაინ გაყიდვით დაიწყო, ამ დროს უკვე არსებობდნენ მსგავსი მომსახურების ინტერნეტ მაღაზიები, თუმცა ამაზონის მთავარი ლოზუნგი ის იყო – მიეწოდებინა ნებისმიერი წიგნი, ნებისმიერი მომხმარებლისათვის, ნებისმიერ ადგილას. 1996 წლისთვის მისი მომხმარებლების რაოდენობა 180000 შეადგენდა, 1977 წელს -1 000 000 მომხმარებელი. 1996 წელს მისმა შემოსავალმა შეადგინა 148 მილიონი დოლარი, 1997 წელს -163 700 000, 1998 წელს – 610 000 000. 1998 წლიდან ამაზონმა ფართოდ დაიწყო გაყიდვა არამარტო ონლაინ წიგნების, არამედ მუსიკისა და ვიდეოების. ამავე წლიდან დაიწყო დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ონლაინ წიგნების მაღაზიების შესყიდვა, 1999 წლისთვის კომპანია ასევე ყიდდა სამომხმარებლო ელექტრონიკას, ვიდეო თამაშებს, პროგრამულ უზრუნველყოფას, საყოფაცხოვრებო ნივთებს, სათამაშოებსა და ა.შ  [2]

2022 წლის თებერვლის მდგომარეობით Amazon-ს აქვს 1,598 ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალი. ეს აქცევს ამაზონს მსოფლიოში მე-5 ყველაზე ღირებულ კომპანიას საბაზრო კაპიტალის მიხედვით ჩვენი მონაცემების მიხედვით. საბაზრო კაპიტალიზაცია, ჩვეულებრივ სახელწოდებით საბაზრო კაპიტალი, არის საჯაროდ ვაჭრული კომპანიის აქციების მთლიანი საბაზრო ღირებულება და ჩვეულებრივ გამოიყენება იმის გასაზომად, თუ რამდენად ღირს კომპანია.[3] ამაზონის წმინდა გაყიდვები 2021 წელს გაიზარდა 22%-ით 469,8 მილიარდ დოლარამდე, 2020 წელს 386,1 მილიარდ დოლართან შედარებით, მიუხედავად გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხებისა. Amazon მოელის, რომ მისი წმინდა გაყიდვები 2022 წლის I კვარტალში გაიზრდება 3%-დან 8%-მდე, რაც მათ $112.0 მილიარდი და $117.0 მილიარდი იქნება. [4]

Meta (Facebook) – არის ამერიკული კომპანია, რომელიც დაფუძნებულია მენლო პარკში, კალიფორნია. კომპანიას ეკუთვნის სოციალური ქსელი Facebook, ვიდეო და ფოტოების გაზიარების აპლიკაცია Instagram, Messenger, WhatsApp და Oculus VR, იგი ვირტუალური რეალობის ტექნიკის მწარმოებელი კომპანიაა. 2022 წლის თებერვლის მონაცემებით Meta-ს (ფეისბუქის) საბაზრო კაპიტალი  $677,84 მილიარდი დოლარია . ეს აქცევს Meta (Facebook) მსოფლიოს მე-8 ყველაზე ღირებულ კომპანიად საბაზრო კაპიტალის მიხედვით.[3]

გარდა უამრავი დადებითი ეფექტისა რაც ციფრული ეკონომიკის განვიტარებას მოყვება არსებობს უარყოფითი ფაქტორებიც.

  • კიბერდანაშაულის ზრდა. მაგალითად კორპორაცია Microsoft-ის მონაცემებით, 2017 წლის პირველ კვარტალში მთელი მსოფლიოს მასშტაბით კომპიუტერების 9%-ზე მოხდა არასანქცირებული შეღწევა.
  • შექმნილი ციფრული ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიური მოწყვლადობა. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ არასანქცირებული შეღწევები სამთავრობო და კერძო სტრუქტურების ვებგვერდებზე, ფულის არასანქცირებული გატანა კერძო ანგარიშებიდან ჰაკერების მიერ და ა.შ.
  • ტექნიკის სწრაფი მორალური დაძველება და, როგორც ამის შედეგი, მათი უტილიზაციის პრობლემა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ წელს მსოფლიოში იწარმოება 100 მილიონი ტონა ელექტრონული ნარჩენი. მათგან მხოლოდ 20%-ის გადამუშავება ხდება ეკოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინებით. შესაბამისად ყურადსაღებია ციფრული ეკონომიკის განვიტარებით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემებიც.
  • ტექნოლოგიური დამოკიდებულების ზრდა უცხოელ მომწოდებლებზე და ტექნოლოგიური და ეკონომიკური უსაფრთხოების შესუსტება როგორც მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, ისე კომპანიების დონეზე.

საქართველოში საინფორმაციო-საკომუნიკაციო სექტორის მიმოხილვა

 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა“. სტრატეგია ევროკავშირის „ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის“ პროექტის HDM/EU4Digital-ის ფარგლებში მომზადდა , მსოფლიო ბანკის საექპერტო დახმარებით. სტრატეგიის მიზანია არსებული ციფრული უთანასწორობის დაძლევის და ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების მიზნით, ევროკავშირის და საერთაშორისო  საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი პოლიტიკის და რეგულირების გატარება. 2025 წლისთვის სტრატეგიის სამიზნე მაჩვენებლებია: 4G კავშირით საქართველოს ტერიტორიის 99%-ის დაფარდა და შემდეგ 5G-ს პილოტირება სულ მცირე სამ რეიონში. ყველა შინამეურნეობისთვის მაღალსიხშირიან ფართოზოლოვან ქსელზე წვდომის შესაძლებლობის შექმნა და ყველა ინსტიტუციური სუბიექტისთვის 1 გბ. წმ კავშირზე წვდომა.[6]

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი იზრდებოდა. 2015-2019 წლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში ჩართული კომპანიების ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზმა ცხადყო ამ სექტორის 6 კომპანიების შემოსავლების აღმავალი ტენდენცია: მათი შემოსავლები 2015 წლის 144,6 მლნ ლარიდან 2019 წლისათვის 254 მლნ ლარამდე გაიზარდა (75% -იანი ზრდა). ამ ხუთი წლის განმავლობაში დაფიქსირდა ყოველწლიური ზრდა, ხოლო წლიური ზრდის საშუალო ტემპმა 25% შეადგინა

გრაფიკი-2 – საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის კომპანიების შემოსავალი და შემოსავლების ზრდის წლიური ტემპი საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში:

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/103/sainformatsio-sakomunikatsio-teknologiebi

საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებისათვის სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს ამ მიმართებით კვალიფიციური კადრების სიმცირე. მაგალითად აშშ-ში IT სპეციალისტების რაოდენობა შეადგენს მთელი შრომისუნარიანი მოსახლეობის 2,4%-ს, ხოლო გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში 4,3%-ს. ამ მხრივ საქართველოში საკმაოდ დიდი ჩამორჩენა გვაქვს. აუცილებელია ქვეყანაში გაიზარდოს მაღალკვალიფიციური IT სპეციალისტების რაოდენობა, მაგრამ ამის გაკეთება მექანიკურად შეუძლებელია, აუცილებელია განვითარდეს ამ მიმართულებით განათლების სისტემის ინფრასტრუქტურა, მომზადდეს ახალი პედაგოგები და სხვა.

დასკვნა

მსოფლიო განვითარების ტენდენციებიდან გამომდინარე ციფრული ეკონომიკა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს უშუალოდ ეკონომიკის განვითარებაში. ციფრულმა რევოლუციამ განაპირობა ადამიანების ცხოვრებაში სხვადასხვა ციფრული პროდუქტის დიდი დოზით არსებობა, შესაბამისად ამ საკითხების შესწავლა უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოების განვითარებისთვისაც. მსოფლიოში მრავალი Tech კომპანია უდიდეს როლს თამაშობს ეკონომიკურ პროცესებში და მათი როლი დრითი დღე იზრდება. ეს ყველაფერი კი გავლენას ახდენს შრომის ბაზარსა და ადამიანების სპეციალიზაციაზეც. დღესდრეობით საქართველოს ციფრული განვიტარება ვერ შეედრება დანარჩენ მსოფლიოს თუმცა სასიხარულოა ის ფაქტი რომ ჩვენს ქვეყანაშიც შეიმჩნევა ზრდის ტენდენციები.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/328568/1/GanatlebaDaDasaqmebaCifrulGaremoshi.pdf
  2. https://www.britannica.com/topic/Amazoncom
  3. https://companiesmarketcap.com/tech/largest-tech-companies-by-market-cap/
  4. https://www.retail-insight-network.com/news/amazon-results-2021/
  5. https://www.statista.com/statistics/263427/apples-net-income-since-first-quarter-2005/
  6. https://pmcg-i.com/publications_file/1337611a5be288455.pdf