ეკონომიკური ზრდის ანალიზი

ავტორის სტილი დაცულია
აისუნ შამილოვა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
III კურსის სტუდენტი
aisun.shamilova456@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ცხოვრების დონეს დროის სხვადასხვა პერიოდში და გვიჩვენებს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესს. მაშასადამე, ეკონომიკური ზრდა ცვალებადი მაჩვენებელია. ყოველ წელიწადში  ყოველი ქვეყნისთვის ის თანაბარი ვერ იქნება. რაც უფრო მეტია საქონლისა და მომსახურების წარმოება ქვეყანაში, მით უფრო მეტია ცხოვრების დონე, ე.ი. მეტია ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირ კავშირშია  ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტთან. ეს არის ის, ფაქტორი, რომელიც უკავშირდება მოქალაქეთა ეკონომიკურ კეთილდღეობას, მის მიერ წარმოებულ მონაცემებს იყენებენ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გაუმჯობესების ზომების დასადგენად. მაშასადამე, ეკონომიკური ზრდა მიიღწევა არსებული რესურების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებით.

Annotation

Economic growth is one of the important factors that determines the standard of living of a country in different periods of time and shows the economic progress and development of a country. Therefore, economic growth is a variable indicator. It will not be equal for each country in each year. The higher the production of goods and services in the country, the higher the standard of living, i. There is more to economic growth. Economic growth is important because it is directly related to the country’s GDP. That is, the factor related to the economic well-being of the citizens, the data produced by it are used to determine the measures of socio-economic improvement of the country. Therefore, economic growth is achieved by making the most of the available resources.

ახლა კი დავიწყოთ კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ეკონომიკური ზრდის მიმოხილვა:

2021 წელს, საქართველოს ეკონომიკამ 3%-ით გადააჭარბა 2019 წლის დონეს, საგარეო ვალის მნიშვნელოვანი ზრდის და მაღალი ინფლაციის ფონზე. 2020 წელს, კოვიდ პანდემიამ ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად იმოქმედა, როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა -6.8% იყო, მთლიანი შიდა პროდუქტი 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით 3%-ით გაიზარდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში საგარეო ვალი 10.5 მლრდ. ლარით გაიზარდა (+50%). ჯამური ინფლაციამ 15%-ს გადააჭარბა ანალოგიურ პერიოდში.

რეგიონსა და მეზობელ ქვეყნებში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა თურქეთში დაფიქსირდა და 11% შეადგინა 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით. ინფლაციის მაჩვენებელმა 17% შეადგინა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში 2021 წელს. ყველაზე მეტად აზერბაიჯანის ეკონომიკა დააზარალა პანდემიამ და ომმა, სადაც ეკონომიკური ზრდა -1.4% იყო 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით.  

ფინანსურ რესურსებზე გაზრდილმა წვდომამ და ერთობლივი მოთხოვნის წახალისებამ, სხვა გარე ფაქტორებთან ერთად, მნიშნველოვნად გაზარდა ინფლაციური წნეხი 2021 წელს. მიუხედავად მაღალი ეკონომიკური ზრდის დაფიქსირებისა, 2021 წელს, საშუალო წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 10%-ს მიაღწია. ამ მაჩვენებლით, საქართველო რეგიონში მეორე ადგილზეა თურქეთის შემდეგ (17%). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთში გაცვლითი კურსი 23%-ით გაუფასურდა დოლართან მიმართებაში და საქართველოში მხოლოდ 4%-ით, ანალოგიურ პერიოდში. რაც დეტალურად ჩანს გრაფიკი 1-დან.

გრაფიკი 1: ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია (%) ქვეყნების მიხედვით

წყარო:IMF, საქსტატი, IDFI

ეკონომიკურ ზრდას გაცემული სესხების მაღალმა ზრდამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი 2021 წელს. ეკონომიკაზე გაცემულმა სესხები 13%-ით გაიზარდა 2021 წელს და 42 მლრდ. ლარს მიაღწია. მათ შორის შინამეურნეობებზე გაცემული სესხები 15%-ით გაიზარდა 22 მლრდ. ლარამდე და ბიზნესზე გაცემული სესხები 11%-ით გაიზარდა 20 მლრდ. ლარამდე, 2021 წელს. ჯამურად, გაცემული სესხების წილი მშპ-ს 70%-ს შეადგენდა 2021 წლის ბოლოს. (გრაფიკი 2)

გრაფიკი 2: შინამეურნეობაზე და ბიზნესზე გაცემული ყოველთვიური სესხების ზრდა 2021 წელს, იანვართან შედარებით

წყარო: ეროვნული ბანკი, IDFI

2021 წელის სამი კვარტალის მონაცემებით საბითუმო და საცალო ვაჭრობა და დამამუშავებელი მრეწველობა ყველაზე მაღალ წილს იკავებენ მშპ-ს დარგობრივ სტრუქტურაში, 16%-ს და 11%-ს, შესაბამისად. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების წილი შემცირდა 1.8 პ.პ.-ით წინა წელთან შედარებით და 10%-ს შეადგენდა, ანალოგიურ პერიოდში. მნიშვნელოვნად შემცირდა (-1.3 პ.პ.) სოფლის მეურნეობის წილი წინა წელთან შედარებით. თუმცა, აღნიშნული ძირითადად სხვა სექტორების ზრდის ხარჯზე განხორციელდა. (გრაფიკი 3)

გრაფიკი 3: მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივი სტრუქტრურა 2021 წელს და ცვლილება 2020 წელთან (სამი კვარტალი)

წყარო: საქსტატი, IDFI

საგადასახადო შემოსავლები ძირითადად მაღალი ინფლაციის ხარჯზე იზრდება ბოლო ორი წლის განმავლობაში, ვინაიდან ეკონომიკა მხოლოდ 3%-ით გაიზარდა აღნიშნულ პერიოდში. საგადასახდო შემოსავლები 17%-ით გაიზარდა წ.წ. და 9.5 მლრდ. ლარს მიაღწია 2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებით. 2020 წელს, ზრდა წ.წ. -4.7% იყო, ანალოგიურ პერიოდში. აღნიშნული, პანდემიის ანტიკრიზისული გეგმის შედეგად გადასახადების გადავადებამ და ეკონომიკის შემცირებამ გამოიწვია. (გრაფიკი 4)

გრაფიკი 4: საგადასახადო შემოსავლები ნაერთ ბიუჯეტში (მილიარდი ლარი)

წყარო: საქსტატი, IDFI

2020 წელს სახელმწიფო ვალის მშპ-სთან თანაფარდობამ, რეკორდულ, 63%-იან მაჩვენებელს მიაღწია. 2021 წელს კვლავ მაღალია საგარეო ვალის მშპ-სთან თანაფარდობა და შეადგენს 53%-ს, რაც 10 პ.პ.-ით ნაკლებია 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით.აღნიშნული, ძირითადად სტაბილური გაცვლითი კურსის შენარჩუნებამ და ეკონომიკის ზრდამ განაპირობა. რეგიონის ქვეყნებს შორის ვალის მშპ-სთან თანაფარდობით ლიდერობს სომხეთი (62%), ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რუსეთს (18%) აქვს. (გრაფიკი 5)

 გრაფიკი 5: სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებით, ქვეყნების მიხედვით (%)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, Statista, Trading Economics, IDFI

*2021 წელს მოცემულია საპროგნოზო მაჩვენებლები [1]

დასკვნა

დასკვნის სახით კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური  მაჩვენებელია და საკმაოდ მგრძნობიარეა გარე ფაქტორების მიმართ. რაც ჩანს ასევე სტატიაში განხილული ფაქტიდანაც.

ეკონომიკური ზრდა საკმაოდ  მნიშვნელოვანი არის ქვეყნის განვითარებისათვის ამიტომაც აუცილებელია  მასზე დადებითად მოქმედი ფაქტორების სტიმულირება.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეკონომიკური ზრდის მიმოხილვა (idfi.ge)
  2. IMF, საქსტატი, IDFI
  3. ეროვნული ბანკი, IDFI
  4. საქსტატი, IDFI
  5. წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, Statista, Trading Economics, IDFI