ჩინეთი ეკონომიკურ ზესახელმწიფოდ იქცევა?

მოამზადა ლინა ეპიშევამ

ანალიტიკოსებისა და ბიზნესმენებისთვის საკვანძო დოკუმენტის, “მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობის მიმოხილვის” თანახმად, რომელსაც წელიწადში ორჯერ საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს, 2004 წელს მსოფლიო ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება.

ეს ყველაზე მაღალი ტემპებია 1973 წლიდან, როცა ინდუსტრიულ მსოფლიოს არაბული “ნავთობის ხელკეტი” ახშობდა. წლის დასაწყისში ფონდის ექსპერტები 4,6%-იან ზრდას წინასწარმეტყველებდნენ.

კორპორაციული მოგებისა და მთელ მსოფლიოში უძრავი ქონების ღირებულების ზრდა მთავარ დადებით ფაქტორად იქცა.

ფონდის ეკონომისტის, რაგურამ რაჯანის აზრით, 30 წლის განმავლობაში განვითარებული ქვეყნები ახერხებდნენ საწვავის ფასების მერყეობებთან ადაპტირებას, ხოლო მათმა ცენტრალურმა ბანკებმა ინფლაციასთან ბრძოლის უზარმაზარი გამოცდილება მიიღეს. მან დასძინა, რომ განვითარებადი ქვეყნები უფრო მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან და მათმა მონეტარულმა ხელისუფლებამ დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

მიუხედავად იმისა, რომ “ბრენტ” მარკის ნედლი ნავთობის ფასმა ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია და ერთ ბარელზე 50 დოლარი შეადგინა, მსოფლიო სავალუტო ფონდმა მომავალ წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი უმნიშვნელოდ 4,4%-დან 4,3%-მდე შეამცირა.

საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით” მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასების მერყეობა გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, მსოფლიო ეკონომიკა 2005 წელს მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ამერიკა

მიმოხილვის თანახმად, მსოფლიოში უდიდეს მწარმოებლად და მომხმარებლად აშშ რჩება. მომავალ წელს ამერიკული ეკონომიკის ზრდის ტემპები მსოფლიოს საშუალო ტემპებზე ნაკლები იქნება (3,5% ამა წლის, 4,3%-თან შედარებით). ამის მთავარი მიზეზია ბიუჯეტის მზარდი დეფიციტი და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა.

ევროპა

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში სამრეწველო წარმოების ზრდა აღინიშნება, “ბებერი კონტინენტი” რჩება ინდუსტრიული მსოფლიოს რეგიონად, რომელიც ნაკლებად დინამიურად ვითარდება.

მოსალოდნელია, რომ ბრიტანული ეკონომიკის ზრდის ტემპები მომავალ წელს, ამა წლის 3,4%-თან შედარებით, 2,5%-ს შეადგენს. ამის ყველაზე დიდ საშიშროებად ექსპერტები მიიჩნევენ უძრავი ქონების ბაზრის შესაძლებელ ვარდნას. სპეციალისტთა აზრით, ამ ბაზარზე ზედმეტად მაღალი ფასები სპეკულაციურ ხასიათს ატარებს.

აზია

მიმოხილვის თანახმად, აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკური ზრდა ყველა მოლოდინს აჭარბებს.

ჩინეთი სწრაფად იქცევა “მსოფლიო სახელოსნოდ” და ეკონომიკურ ზესახელმწიფოდ. მოსალოდნელია, რომ ჩინეთის მშპ 2004 წელს 9%-ით და 2005 წელს 7,5%-ით გაიზრდება. ჩინეთში ნახშირწყალბადზე მზარდი მოთხოვნა ნავთობზე მსოფლიო ფასების ზრდის საბაზისო და გრძელვადიანი მიზეზია.

მსოფლიო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, ჩინეთის მთავრობამ უარი უნდა თქვას იუანის დოლართან მიბმაზე და უნდა იზრუნოს ეროვნული ვალუტის კურსის ზრდაზე, რაც საგარეო ვაჭრობის ბალანსირებას და ინფლაციის დაჭერას ხელს შეუწყობს.

სტაგნაციის შემდეგ 2004 წელს იაპონური ეკონომიკა 4,4%-ით გაიზარდა. ექსპორტი, აქციათა და უძრავი ქონების ფასები ზრდას აგრძელებენ. 2005 წელს მოსალოდნელია ზრდის ტემპების შემცირება 2,3%-მდე. ყოველ შემთხვევაში, გრძელვადიან პერსპექტივაში, მსოფლიო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი იაპონიის მყარ და მრავალფაქტორულ ზრდას წინასწარმეტყველებენ.

განვითარებადი ბაზრები

ლათინურ ამერიკაში აღინიშნება ეკონომიკური გამოცოცხლება. ტროპიკული აფრიკაც, რომელიც ტრადიციულად მსოფლიოში ყველაზე ღარიბ რეგიონად ითვლებოდა, გვალვასთან წარმატებული ბრძოლის და კონტინენტის ზოგ ქვეყნებში პოლიტიკური სტაბილიზაციის გამო, ახლა უფრო სწრაფი ტემპებით ვითარდება ნავთობმოპოვების ზრდის.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial