საქართველოს სადაზღვევო ბაზარი და საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის საკითხები

დალი მაგრაქველიძე

დღეს საქართველოს სადაზღვევო ბაზარი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ყველაზე მასშტაბური გარდაქმნების წინაშე დგას. ამასთან არსებობს რეალური პრობლემა იმის განსასაზღვრავად, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენ ეს ბაზარი?

საქართველოში სადაზღვევო კომპანიებში მხოლოდ ფიზიკური პირებისათვის ხელსაყრელი რისკების დაზღვევა შეიძლება მოხდეს, მაგალითად სიცოცხლე, ქონება, ავტომანქანა. მაგრამ, რაც შეეხება რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია კომერციულ ან საწარმოო საქმიანობასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს სერიოზული ფინანსური რისკი, იურიდიული პირებისათვის მისაღებ პირობებში მზღვეველებისთვის თავიანთი რისკების გაზიარება ხშირად პრობლემა ხდება.

ინვესტორი შეიძლება სადაზღვევო კომპანიას იმ სახსრების დაზღვევაზე შეუთანხმდეს, რომელიც საინვესტიციო პროექტის დაფინანსებაზეა გამოყოფილი, მაგრამ სადაზღვევო პრემია ისეთი დაინიშნება, რომ ინვესტორისათვის დაზღვევა ყოველგვარ აზრს დაკარგავს. საქმე ის კი არ არის, რომ მზღვევლებს არ სურთ რთული ბიზნესის დაზღვევა, არამედ ის, რომ მათ არ შეუძლიათ ამის კარგად გაკეთება.

იმისათვის, რომ ეს განხორციელდეს, უნდა შეფასდეს საქართველოში პროექტების რეალიზაციის რეალურად არსებული პრაქტიკა, გამოირკვეს ამ საქმეში არსებული ნაკლი და სიძნელეები, რომლებიც რისკების სისტემაზე არსებითად მოქმედებენ. ამის შემდეგ გარკვეულ დონემდე მიღებულ უნდა იქნას რისკების შემცირების ზომები. აუცილებელია ბევრი რამ გაკეთდეს, როგორც საკანონმდებლო, ისე ნორმატიული კუთხით იმ მოქმედებების დასარეგულირებლად, რომლებიც ვის??? ბიუროკრატულ დაბრკოლებებს სასარგებლო პროექტების აქტიური მხარდაჭერის საქმეში ააცილებენ, საგადასახადო შეღავათებისა და სხვა საშუალებებით, რაც ტარდება როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ დონეზე. მაგრამ, რეალური პრაქტიკის შეფასება არც თუ ისე ადვილია. სპეციალისტებისათვის საიდუმლო არაა, რომ საზოგადოებაში არსებული აზრი მრავალი საინვესტიციო პროექტის რეალიზაციის წარმატებული პრაქტიკის შესახებ აშკარად გადაჭარბებულია. სინამდვილეში დადებითი შედეგები ცოტაა. ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს არც არის გასაკვირი. მრავალი დაწყებული პროექტი დადებითი შედეგით არ მთავრდება, მაშინაც კი, როცა ისინი პრესტიჟული და სახელმწიფოს მიერაა რეკლამირებული.

იბადება კითხვა: შემთხვევითია თუ არა ასეთი პროექტების ჩავარდნა? შეიძლება თუ არა ეს მოვლენა წინასწარ განვსაზღვროთ? ამ კითხვაზე პასუხი არსებობს. რეალურ ცხოვრებაში რეალური მიზეზის გარეშე პროექტის უცაბედად ჩავარდნას ძალიან იშვიათად აქვს ადგილი. ამასთან, თუ სწორად გავაანალიზებთ პროექტს და განსაკუთრებით მისი პრაქტიკული რეალიზაციის ბიზნეს-გეგმას, მაშინ დიდი ალბათობით შეიძლება წინასწარ ვიპოვოთ მისი მომავალი ჩავარდნის მიზეზები ან სერიოზული პრობლემები, რომლებიც აუცილებლად დადგება მონაწილეთა წინაშე, მაშინაც კი, თუ ისინი ამას ვერ ხედავენ, ან არ სურთ დაინახონ. შეიძლება ვამტკიცოთ, რომ მომავალი პრობლემების აღმოჩენის ალბათობა მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებისათვის შეადგენს არა ნაკლებ 85%-ს. ეს კი, სავსებით საკმარისი მაჩვენებელია, რომელიც რეალურ შანსს აძლევს მზღვეველს ამ სფეროში წარმატებით იმოღვაწოს, რადგან სადაზღვევო ხელშეკრულების დადების დროს მზღვეველი არაა დამოკიდებული დამზღვევის აზრზე მისი პროექტის შესახებ და მასთან დაკავშირებულ მის სუბიექტურ შეფასებაზე. მზღვეველს აქვს უფლება მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია პროექტის და მისი რეალიზაციის შესახებ და გულდასმით გააანალიზოს, შეიქმნას საკუთარი აზრი რეალურად არსებულ რისკების სისტემაზე ან რაიმე კონკრეტულ რისკზე.

ამგვარად, საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის და დაფინანსების სფეროში სადაზღვევო ბიზნესის წარმატებული განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სადაზღვევო კომპანიების სპეციალისტების კვალიფიკაციას, მათ უნარს გააანალიზონ საინვესტიციო პროექტები და მათი პრაქტიკული რეალიზაციის ბიზნეს-გეგმები, ასევე, შეაფასონ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში რეალურად არსებული რისკები. აქედან გამომდინარე, ჩნდება აუცილებლობა ზემოთ აღნიშნული პრობლემიდან გამოსავლის მოძებნისა.

სავსებით ცხადია, რომ სადაზღვევო ბაზრის მოცემულ სეგმენტს (საინვესტიციო პროექტების დაზღვევა) თავისი სპეციფიკური თავისებურებანი აქვს, რომლებიც საინვესტიციო დაზღვევის ორგანიზების დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. არც თუ ისე ადვილ საკითხს წარმოადგენს მიღებულ კლასიფიკაციაში ობიექტების ადგილის განსაზღვრაც.

არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ საინვესტიციო დაზღვევა, რომელსაც, ცხადია, ეკუთვნის საინვესტიციო პროექტების რეალიზაციისა და ფინანსირების რისკების დაზღვევა, ერთდროულად შედის სამი არსებული დაზღვევის დარგში: ქონებრივი დაზღვევა; ვალდებულებების დაზღვევა და ეკონომიკური რისკების დაზღვევა.

ქონებრივი დაზღვევა განიხილება როგორც დაზღვევის დარგი, რომელშიც სადაზღვევო კანონდამოკიდებულების ობიექტად სხვადასხვა სახით ქონება გვევლინება; მისი ეკონომიკური დანიშნულება – ზარალის ანაზღაურებაა, რომელიც წარმოიშობა სადაზღვევო შემთხვევის გამო.

ქონებრივი დაზღვევის კლასიფიკაციაში განსაკუთრებულ მომენტს საშიშროებების გამოყოფა წარმოადგენს, რომელიც იერარქიულად არ არის დამოკიდებული ერთიმეორეზე:
– ქონების დაზღვევა ხანძრისაგან;
– სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზღვევა გვალვისა და სხვა სტიქიური უბედურებისაგან;
– ცხოველთა დაზღვევა დავარდნის ან იძულებითი დაკვლის დროს;
– სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა ავარიის, გატაცების ან სხვა საშიშროებისაგან.

ვალდებულებების დაზღვევა – დაზღვევის დარგია, სადაც ობიექტის როლში გამოდის მესამე პირის (იურიდიული ან ფიზიკური) მიმართ ვალდებულება, რომელიც მზღვევლის რაიმე მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად შეიძლება ზარალის მიზეზი იყოს. სამწუხაროდ, საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის პროცესის დროს ვინმეს მიმართ ზარალის მიყენება არათუ შესაძლებელი, არამედ მოსალოდნელიცაა. აქ ბევრი საფიქრალი აქვთ პროექტის ინიციატორებსაც, ინვესტორებსაც და მზღვევლებსაც, რადგან ამგვარი უსიამოვნებისაგან დაზღვევის არარსებობის შემთხვევაში პროექტის ინიციატორებმა ან ინვესტორებმა, იღებენ რა რისკს თავის თავზე, შეიძლება ძალიან იზარალონ და გაკოტრდნენ.

ეკონომიკური რისკების დაზღვევაში (საწარმოო რისკებში) გამოიყოფა ორი ქვედარგი: პირდაპირი და ირიბი დანაკარგების რისკების დაზღვევა. პირდაპირ დანაკარგებს შეიძლება მივაკუთვნოთ შემოსავლების მიუღებლობითი დანაკარგები, დანადგარების გაცდენით გამოწვეული ზარალი, ნედლეულის, მასალის და მაკომპლექტებელი პროდუქტების მოუმარაგებლობით, გაფიცვებით და სხვა ობიექტური მიზეზებით გამოწვეული ზარალი; ირიბ დანაკარგებს – დაკარგული სარგებლის დაზღვევა, საწარმოს გაკოტრება და სხვ. საინვესტიციო დაზღვევის სფეროში ეკონომიკური რისკების დაზღვევის დროს აუცილებელია გამოვიყენოთ იმ რისკების კლასიფიკაცია, რომლებიც არსებობენ ან იქმნება მოცემული სახის საინვესტიციო პროექტისათვის.

საინვესტიციო დაზღვევისას სადაზღვევო კომპანიები სხვადასხვა პროექტებში შეხვდებიან რთულ და შესაძლებელია, რისკების სხვადასხვა სისტემას, რომლებიც ერთსა და იმავე კლასიფიკაციას არ ეკუთვნიან. თავის მხრივ, ეს ნიშნავს, რომ რაიმე საინვესტიციო პროექტის რისკების დაზღვევისათვის მზადებისას, აუცილებელია გამოკვლეულ იქნას რეალურად არსებული რისკების სისტემა და დოკუმენტურად მკაფიოდ იქნას დაფიქსირებული.

ეს მნიშვნელოვანია გაკეთდეს მზღვეველების მიერ არა მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ გაერკვნენ, არამედ იმიტომაც, რომ დამზღვევთან მოლაპარაკების დროს და მასთან ხელშეკრულების დადებისას ორივე მხარემ ერთნაირად აღიარონ რეალურად არსებული რისკების სისტემა. უფრო მეტიც, ეს პოზიცია სასარგებლოა დოკუმენტურად სადაზღვევო ხელშეკრულების დანართის სახით. მაშინ დაფიქსირდეს. თუ პროექტის რეალიზაციის მონაწილეს ან ინვესტორს შეექმნება პრობლემები, შეიძლება ობიექტურად გაირკვეს, არის თუ არა ეს ის სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც იყო დაზღვევის საგანი. თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა და საქმე მივიდა საარბიტრაჟო სასამართლომდე, მაშინ მზღვეველს ექნება დოკუმენტი მისთვის სასარგებლო არგუმენტებით.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყველა რისკის ერთიანი კლასიფიკაციის (რომელიც დააკმაყოფილებდა ყველა სადაზღვევო კომპანიას) შემუშავება, რომელიც საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის და დაფინანსების დროს არსებობს, უახლოეს მომავალში ვერ მოხერხდება. მაგრამ, განა ეს ასე საჭიროა მზღვეველებისათვის ბაზრის მოცემულ სეგმენტში დამკვიდრებისათვის? ასეთი აუცილებლობა არ არის, რამდენადაც გამორიცხულია რომელიმე სადაზღვევო კომპანიამ ხელი მოკიდოს ნებისმიერი პროექტის ნებისმიერი რისკის დაზღვევას. ალბათ, დადგება საკითხი ამ რისკების სპეციალიზაციის და მზღვეველებზე მათი განაწილების შესახებ. სპეციალიზაციის პირობებში პრაქტიკულად მისაღები რისკების კლასიფიკაციის მომზადება ხელმისაწვდომია ნებისმიერი სოლიდური სადაზღვევო კომპანიისათვის, თუ მას ჰყავს განათლებული სპეციალისტები და საინვესტიციო დაზღვევის არეში მომუშავე კონსულტანტები. თუ ასეთი სპეციალისტები არ ჰყავს, მაშინ პირველ რიგში მათ მოზიდვაზე უნდა იზრუნოს, და შესაბამისად, უზრუნველყოს კომპანიაში მათი მუშაობა. ამ შემთხვევაში მხედველობაში რისი მიღება უნდა იყოს სასარგებლო?

1) იმისათვის, რომ წარმატებით ვიმუშაოთ სადაზღვეო ბაზრის ამ პერსპექტიულ სეგმენტზე, აუცილებელია მოქმედების გარკვეული პროფესიონალიზაცია, რომელიც კომპანიაში შრომის დანაწილებას, დანაყოფებსა და თანამშრომლებს შორის კოოპერაციის ეფექტური ფორმის დანერგვას გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ საინვესტიციო დაზღვევის ორგანიზაციის მთავარ საკითხს, მათ შორის მეთოდური და ნორმატიული უზრუნველყოფის ჩათვლით, სადაზღვევო კომპანიის სპეციალიზებულ ქვედანაყოფებში მობილიზება წარმოადგენს. საინვესტიციო პროექტების დაზღვევაზე მუშაობის მცოდნე სპეციალისტების შერჩევა საკუთარი მეთოდოლოგიური ცენტრის გარეშე, რომელიც შეიმუშავებს ტიპობრივ გადაწყვეტილებებს და რაციონალურ მიდგომებს და ასევე მონაწილეობს ყველაზე რთული პროექტების რისკების ანალიზში, არც ისე ადვილია.

2) პირველ პუნქტში აღნიშნული ქვედანაყოფის შექმნისას, არაა აუცილებელი მისი ზედმეტად გადატვირთვა, ანუ მას დაეკისროს აბსოლუტურად ყველა და გაუმართლებლად მრავალრიცხოვანი ფუნქციის შესრულება. არ ღირს სერიოზული გამოცდილების მიღებამდე და მუდმივი კლიენტების შეძენამდე, კომპანიის შიგნით შეიქმნას თვითმმართველი სპეციალიზებული ფირმა. ყველა დამხმარე და უზრუნველმყოფი სამუშაო სხვა ქვედანაყოფების მიერ უნდა შესრულდეს.

3) როგორც არ უნდა უნდოდეთ, სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელებს, მოცემულ სფეროში მომუშავე ყველაზე კვალიფიცირებული სპეციალისტების მუდმივ შტატში მოზიდვა არ ძალუძთ, ასეთი სპეციალისტი არც ისე ბევრია. ამიტომ, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ მათ ურჩევნიათ იმუშაონ კონსულტანტებად ან ხელშეკრულებით შესაბამისი ჰონორარით. ამას უნდა შევეგუოთ და აუცილებელია ასეთი ექსპერტების და კონსულტანტების ეფექტური გამოყენება, ძირშივე აღმოვფხვრათ ცალკეული შტატიანი თანამშრომლების არაკეთილსინდისიერი “კონკურენცია” არაშტატიანების მიმართ, რომლებსაც სურთ გადააბრალონ დაშვებული შეცდომები. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, რამდენადაც რთულია მოღვაწეობის სფერო ან ბიზნესის სფეციფიკა, მით უფრო მეტად უნდა შევათანხმოთ შტატიანი და მოწვეული კონსულტანტების და ესქპერტების საქმიანობა, რაც შრომის ანაზღაურების ხარჯების ოპტიმიზაციის საშუალებას და ამავდროულად კარგ ფინანსურ შედეგს იძლევა.

4) ამ საქმისათვის სპეციალისტების სწორი შერჩევის მნიშვნელობა ძნელი შესაფასებელია. იმისათვის, რომ შეირჩეს პერსონალი, საჭიროა ზუსტად განისაზღვროს, რომელი სპეციალისტია საჭირო, პროფესიის, კვალიფიკაციის და გამოცდილების თვალსაზრისით და რამდენი. ეს ნიშნავს, რომ კომპანიის ხელმძღვანელები უნდა ხელმძღვანელობდნენ საქმიანობას საკუთარი კონცეფციით, მაგრამ ვის შეუძლია შეადგინოს კარგი კონცეფცია (ან მუშაობის გეგმა), როცა ჯერ საკუთარი გამოცდილი სპეციალისტები არ ჰყავთ, და საეჭვოა, რომ ხელმძღვანელებსაც ჰქონდეთ შესაბამისი გამოცდილება? ამ შემთხვევაში საკითხი ვერ მოგვარდება ამ საქმისათვის გარედან მოწვეული კონსულტანტების და ექსპერტების გარეშე. ასევე აუცილებელია კომპანიის თანამშრომლების ნაწილის მოცემულ საქმიანობაზე გადაყვანა. კონვენციაზე მუშაობის შედეგად სადაზღვევო კომპანიებს უჩნდებათ შესაძლებლობა, საკუთარი თანამშრომლების პერსპექტიულობა და კომპეტენცია სპეციალისტების გარეშე გამოარკვიონ. შემუშავებული კონცეფცია ან მოცემული მიმართულებით მუშაობის განვითარების გეგმა საფუძვლად უნდა ედოს მთელი მომდევნო მუშაობის ორგანიზებას და პირველ რიგში თანამშრომელთა მოსამზადებლად უნდა გამოიყენებოდეს.

5) ამ მიმართულებით საქმიანობის რაციონალური ორგანიზების მნიშვნელოვან ფაქტორს სწავლების ეფექტური ფორმების გამოყენება და კადრების კვალიფიკაციის ამაღლება წარმოადგენს. რა თქმა უნდა, საინვესტიციო დაზღვევის სფეროში შესვლა კომპანიამ პერსონალის მომზადებით უნდა დაიწყოს. ამასთან, უნდა მომზადდეს არა მარტო ის ხელმძღვანელი და თანამშრომელი, რომლებიც უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმეში, არამედ მასში არამონაწილე ხელმძღვანელები და სპეციალისტებიც. სპეციალისტები აუცილებლად უნდა მომზადდნენ სხვადასხვა პროგრამით. იმ თანამშრომლებისათვის, რომლებიც რაიმე განსაზღვრულ ფუნქციას ასრულებენ, უნდა შემუშავდეს მომზადების სპეციალური პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგ მათ არა მხოლოდ ეცოდინებათ, თუ რა არის საინვესტიციო დაზღვევა, არამედ ჰქონდეთ სწორედ იმ ფუნქციის ეფექტურად შესრულების გარკვეული გამოცდილება, რომელიც მათ დაეკისრებათ. სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელთა მომზადების მსგავსი პროგრამის სავალდებულო ელემენტი საქმიანი თამაშობები უნდა იყოს. ეს სწავლების ყველაზე ეფექტური ფორმაა. თამაშები უნდა წარიმართოს რეალურ პრაქტიკულ მასალაზე, მაშინ თანამშრომლები ცოდნის გარდა გარკვეულ თვითდაჯერებულობას იძენენ, რაც საწყის პერიოდში ასე აუცილებელია. ჩამოყალიბებული ძირითადი ქვედანაყოფების თანამშრომლებმა, მაგალითად, მართვის – პირადი დაზღვევის, ქონების დაზღვევის, გადაზღვევის და საერთაშორისო ურთიერთობის, სერვისული მომსახურების, რეგიონული ქსელი და სხვა, ასევე უნდა გაიარონ სპეციალური მომზადება, თუმცა არც ისე ღრმა, როგორც იმათ, ვისაც ინვესტიციების დაზღვევა მოუწევს, მაგრამ საკმარისი, იმისათვის, რომ ეფექტურად ითანამშრომლონ ახალ ქვედანაყოფებთან, გაიგონ მათი საქმიანობა და გადასაწყვეტი ამოცანები.

6) სადაზღვევო კომპანიის საორგანიზაციო სტრუქტურების დახვეწა. ზემოხსენებული კონცეფციის (ან გეგმის) არსებობის დროს, თანამშრომლების შერჩევა და მათი მომზადება ქმნის სადაზღვევო კომპანიაში სპეციალური ქვეგანყოფილების შექმნის (საინვესტიციო დაზღვევის მართვა), მისი ამოცანების და ფუნქციების, უფლების და მოვალეობის, ასევე სხვა ქვეგანყოფილებებთან ურთიერთობის ზუსტი რეგლამენტის დადგენის ობიექტურ პირობას. ეს უნდა განხორციელდეს სადაზრვევო კომპანიის საორგანიზაციო სტრუქტურების დახვეწის ჩარჩოებში. ახალი მართვის წარმოქმნის შემდეგ, სადაც, ალბათ, შევლენ საინვესტიციო პროექტების დაზღვევის ორგანიზაციები, საინვესტიციო დაზღვევის მეთოდოლოგიის განყოფილებებები, საექსპერტო ჯგუფი, ასევე შესაძლოა, სხვა სამსახურები, ამ სტრუქტურულ ქვეგანყოფილებებს და სადაზღვევო კომპანიის სხვა ქვეგანყოფილებებს შორის მკაფიოდ უნდა განაწილდეს და ფორმალურად მიემაგროს ფუნქციები, სამუშაო და მოვალეობები. საჭიროა საქმიანობის ან შესრულებადი ტექნოლოგიების თითოეული სახისათვის ზუსტად განისაზღვროს: ვინ და რას ასრულებს; ვის, როდის და რა ფორმით გადასცემს თავის შედეგებს ან სხვა მასალებს; კონკრეტულად ვის რა უფლება აქვს და რაზე უნდა აგოს პასუხი; რა ეკრძალებათ თანამშრომლებს და ა.შ. სადაზღვევო კომპანიის ახალი საორგანიზაციო სტრუქტურების დამუშავება ხელმძღვანელების და წამყვანი სპეციალისტების მხრიდან სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს. მას შემდეგ, რაც ყველა მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდება და ყველა ქვეგანყოფილებას განესაზღვრება ფუნქციები, უფლებები, მოვალეობები და სხვა ქვედანაყოფებთან ურთიერთდამოკიდებულება, მიღწეული შედეგი უნდა გამყარდეს სადაზღვევო კომპანიის გენერალური დირექტორის ბრძანებით ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ.

7) საორგანიზაციო-მართვითი დოკუმენტაციის კომპლექსი, რომელიც რეგლამენტირებას უწევს კომპანიის შიდა მოქმედებას. მაშინაც კი, როდესაც ზემოხსენებული ბრძანება გამოიცემა, ეს არ ნიშნავს, რომ დაზღვევის ახალი მიმართულებით მუშაობა დაიწყება. კომპანიის ყველა ქვეგანყოფილებისათვის უნდა შემუშავდეს დებულება, ხოლო თანამშრომლებისათვის – თანამდებობრივი ინსტრუქციები. ამის გარდა, ქვეგანყოფილების მუშაობის ორგანიზების ყველა ძირითადი საკითხი, მუშაობის შესრულების თანამიმდევრობა და ტექნოლოგიების მიღება შესაბამის ინსტრუქციაში უნდა აისახოს. ყველა ეს დოკუმენტი ერთმანეთთან კავშირში უნდა იყოს, ე. ი. არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს, ქმნიდეს კომპანიის საორგანიზაციო-მართვით დოკუმენტაციის ერთიან კომპლექსს. ეს ძნელი, მაგრამ ძალიან სასარგებლო სამუშაოა.

საქართველოში ზოგადად იქმნება საინვესტიციო პროექტების მასშტაბური რეალიზაციის ხელსაყრელი პირობები, მაგრამ მათი რეალიზაციის და დაფინანსების რისკების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. აუცილებელია ეს რისკები ადეკვატური სისტემების შექმნით ეფექტურად ვმართოთ, მაგრამ არანაკლები როლი უნდა ეკუთვნოდეს საინვესტიციო დაზღვევას. რაც უფრო სწრაფად და ხარისხიანად დაფუძნდება საქართველოს სადაზღვევო ბაზრის მოცემული სეგმენტი, ქვეყნისათვის მით უფრო დიდ სასარგებლო აქტიურობას განავითარებენ ქართველი და უცხოელი ინვესტორები. რაც შეეხება საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის და დაფინანსების რისკების მართვას, ამის ათვისება მოუწევთ პროექტის დაფინანსების ყველა მონაწილეს, სადაზღვევო კომპანიების ჩათვლით.