ICT-საინფორმაციო და კომუნიკაციური ტექნოლოგიების ბიზნეს – სესია

27 ოქტომბერს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ICT – საინფორმაციო და ბიზნეს ტექნოლოგიების სესია გაიმართა. სესიას თავმჯდომარეობდა ქალბატონიიუე იუ იუანი. მან განაცხადა, რომ CACCI-ს დანიშნულებაა, მოიზიდოს სხვა ქვეყნის წევრები, რათა ითანამშრომლონ და განავითარონ ეს ბიზნესი.
“ჩვენ ვცდილობთ, მივიღოთ ინფორმაცია ყველა წევრი ქვეყნიდან და შემდეგ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება.”
სესიის თავმჯდომარემ მოუწოდა საქართველოსა და სომხეთს, შეუერთდნენ CACCI-ს პროგრამებს. ” ჩვენ შევეცდებით, დაგეხმაროთ თქვენი ბიზნესის განვითარებაში.”
საქართველოს წარმომადგენელმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ აპირებს, მჭიდროდ ითანამშრომლოს CACCI-სთან.
თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას, მოაწყონ ონ-ლინე შეხვედრები, სადაც ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და დასახავენ ახალ გეგმებს.
კონფერენციაზე შეთანხმდნენ, რომ წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს წელიწადში ორ-სამჯერ შეხვდნენ, შეხვედრები შეიძლება მოხდეს ჩათის ან იმეილის საშუალებით.