აჭარის ეროვნული მეურნეობის განვითარების ცალკეული საკითხები ქ. ბათუმის სტატისტიკური სამმართველო

მ. ჭანიძე

1878 წლის იანვარში, რუსეთ თურქეთის ომის დამთავრების შემდეგ, სამხრეთ საქართველოს მიწა-წყლის ნაწილი, კერძოდ აჭარა, კვლავ დაუბრუნდა დედასამშობლოს. ოსმალეთის სამასწლიანმა ბატონობამ აჭარას დაუტოვა გაჩანაგებული ეკონომიკა, განადგურებული და დარბეული ქალაქები და სოფლები, მწვავე სოციალურიმ პრობლემები.

განვითარების პირველსავე წლებში აჭარაში აშენდა ტარის ქარხანა (1882წ), ნავთობჩამოსასხმელი ქარხანა (1883წ); გაიხსნა თბილისი-ბათუმის რკინიგზა (1883წ); ამუშავდა ბათუმის ნავსადგური (1884), რომელსაც იმ დროისათვის ტვირთბრუნვის მიხედვით მესამე ადგილი ეკავა პეტერბურგისა და ოდესის ნავსადგურების შემდეგ; აშენდა ქიმიური ქარხანა (1990წ), როტშილდის თუჯჩამოსასხმელი და მექანიკური ქარხნები, ბაქო-ბათუმის ნავთობსადენი. ბათუმი თითქმის მესამე სამრეწველო ქალაქი გახდა ამიერკავკასიაში ბაქოსა და თბილისის შემდეგ. მნიშვნელოვანი წარმატებები იქნა მიღწეული მრეწველობაში. XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, აჭარაში დაიწყო ციტრუსის, ბამბუკის, ევკალიპტის, ტუნგოსა და სხვა ძვირფასი კულტურის გაშენება. განვითარდა მევენახეობა, მეთამბაქოეობა და სხვა სასოფლო- სამეურნეო დარგები. შეიქმნა ჩაის, ციტრუსისა და ხილის გადამამუშავებელი მრეწველობის მძლავრი ქსელი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნიადაგის ეროზიისა და გამოფიტვის საწინააღმდეგო სამუშაოებს. მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა განა- თლების, კულტურისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში. XX საუკუნე საქართველოს ისტორიაში ისტორიული ქარტეხილების საუკუნე იყო. ვერც აჭარა გადაურჩა ამ ქარტეხილს. ქვეყნის მოწყობის პოლიტიკურმა სახეცვლილებამ, საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადებამ, არსებული ეკონომიკური ურთიერთობების მსხვრევამ და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დამკვიდრებამ მრავალი სოციალური და პოლიტიკური პრობლემა წარმოშვა, რომელთა გადასაჭრელად როგორც მთელს ქვეყანაში, ისე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც აუცილებელი გახადა პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა. ერთ-ერთ ასეთ პრიორიტეტად შეიძლება ჩაითვალოს უნიკალური რეკრეაციული ზონების ფართომასშტაბიანი ეფექტური გამოყენება. აჭარის რეკრეაციულ რაიონებში ტურიზმისა და საკურორტო მეურნეობის განვითარება ხელს შეუწყობს რეგიონის ეროვნული მეურნეობის გაძლიერებას და ეკონომიკურ სტაბილურობას. აჭარის რეკრეაციული რაიონი მრავალფუნქციურია. აქ შეხამებულია სამკურნალოსაკურორტო, სამთო-კლიმატური, გამაჯანსაღებელი და ტურისტულ-შემეცნები- თი შესაძლებლობები. რეგიონში თავმოყრილია საკურორტოტურისტულ დაწესებულებათა კომპლექსური სანატორიუმები და სამკურნალო პანსიონატები, რომლებიც განლაგებულია ქობულეთის, მახინჯაურის, მწვანე კონცხისა და ციხისძირის ტერიტორიებზე. ბუნებრივი მრავალფეროვნება, ზღვის სანაპირო ზოლი, უნიკალური გეოგრაფიული ლანდშაფტები და საუკეთესო საკურორტო კლიმატური პირობები, მდიდარი ეგზოტიკური მცენარეულობა, სუბალპური და ალპური მდელოებით შემოსილი მთები, წყალუხვი მდინარეები, მათი ხეობები და სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური წყაროები ამ მხარის საკურორტო მეურნეობის განვითარების დიდ პერსპექტივას სახავს და რეალურად განაპირობებს ჯანმრთელობის კერების – სპორტულ-გამაჯანსაღებელი და საკურორტო- ტურისტული რეკრეაციული ობიექტების ფართომასშტაბიან მშენებლობას. თბილი ზღვა, საუცხოო ქვიშიანი პლაჟები, სუბტროპიკული ჰავა და ეგზოტიკური მცენარეულობა ოდითგანვე იპყრობდა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დამსვენებელთა და ტურისტთა ყურადღებას. ეროვნული მეურნეობის განვითარების სპექტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია რეგიონის სასარგებლო წიაღისეული რესურსები, რომელთა კომპლექსური, რაციონალური მოპოვებადამუშავება ქვეყნის ეკონომიკის განვი- თარებისა და სიძლიერის განმსაზღვრელი ფაქტორია. მინერალური რესურსების თვალსაზრისით, აჭარა გამოირჩევა სასარგებლო წიაღისეულთა ფართო სპექტრით. კერ- ძოდ, იგი ცნობილია კეთილშობილი, ფერადი ლითონების საბადოებითა და მადანგამოვლინებებით, ლითონური წია- ღისეულის, სხვადასხვა სახეობის სამრეწველო მარაგითა და ობიექტებით. მეტალოგენური დარაიონების მიხედვით აჭარის ტერიტორია წარმოადგენს მადნიან რეგიონს, სადაც რამდენიმე მადნიანი კვანძი, მადნიანი ველი და ცალკეული მადანგამოვლინებებია. მათ შორის ერთერთი ყველაზე პერსპექტიულია მერისის მადნიანი კვანძი. დღეისათვის შესწავლილია ცალკეულ საბადოებად დაჯგუფებული 45-ზე მეტი კვარცმადნიანი ძარღვი, რომლებშიც მადნიანი ელემენტები წარმოდგენილია სპილენძის, ტყვიისა და თუ- თიის სახით. გვხვდება ასევე ოქრო და ვერცხლი. მერისის ჯგუფების მადნების ტექნოლოგიურმა გამოცდამ ცხადყო, რომ მათ შორის პრაქტიკული მნიშვნელობისაა ქალკოპირიტი, გალენიტი, სფელეტიტი, ოქრო, ვერცხლი, რაც კი მოითხოვს დამატებითი გეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას. კერძოდ, ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, როგორიცაა: პერსპექტიულ მადნიან ფართობებზე ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩატარება; საბადოების და პერსპექტიული მადანგამოვლინებების დამატებითი შესწავლა: მადნების ბუნებრივი სამრეწველო ტიპების გადამუშავება-გამდიდრების ტეაჭარის მ. ჭანიძე ქნოლოგიების შემუშავება; სამრეწველო მარაგის განსაზღვრა და საბადოების სამრეწველო ათვისების ტექნოლოგიურ- ეკონომიკური დასაბუთება. მერისის ჯგუფის მადნების გამოყენება მიზანშეწონილია მადნის გამდიდრებით მადნეულის მამდიდრებელ ფაბრიკაში ან ადგილზე მობილური მამდიდრებელი მოდულების გამოყენებით. აჭარაში ცნობილია ალუნიტისა და ალუნიტიზებული ქანის საკმაოდ დიდი ფართობები (ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონებში). აღნიშნულ ობიექტებზე ალუნიტის შემცველობა მერყეობს 40- დან 70%-მდე, ხოლო Aლ2 O 3-ისა – 22-დან 36%-მდე. წინასწარი მონაცემებით, ალუნიტის პროგნოზული რესურსები მეტად მნიშვნელოვანია. ალუნიტებთან ასოციაციაში ხშირია გოგირდკოლჩედანური (პირიტული) ბუდობები, ასევე მეორეული კვარციტები, რაც საფუძველს ქმნის ქიმიური მრეწველობის (კერძოდ, გოგირდმჟავისა და გოგირდის წარმოების), მინისა და კერამიკული წარმოების განვითარებისათვის. საჭიროა გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების ჩატარება და მათი გამდიდრება- გადამუშავების ტექნოლოგიების შემუშავება. აჭარის ტერიტორიაზე კონცენტრირებულია აგრეთვე საშენი მასალების დიდი პოტენციალი. მათ შორისაა მისაპირკეთებელი ქვები (გაბრო, გაბრო-დიორიტი, მიკროტუფბრექჩიები), ღორღი და ინერტული მასალები (ტუფბრექჩიებისა და პროფირიტების საბადო), ქვიშა და ხრე- ში, სააგურე თიხები, ცეცხლგამძლე და ძნელლღობადი თიხები, წვრილკრისტალური აფგიტიანი პორფირიტები, მკვრივი აფგიტიანი ანდეზიტები და მათი ტუფები და სხვა. მთლიანად ქვეყნისა და აჭარის რეგიონის წინსვლას დიდად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობაში სწორი ეკონომიკური რეფორმების განხორციელება, რაც საშუალებას მოგვცემს, გადავარჩინოთ ჩაისა და ციტრუსების, მევენახეობის, მეხილეობისა და მეთამბაქოეობის დარგები, რომელთა აღორძინება გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარების ძირი- თად მიმართულებად უნდა იქცეს. განსაკუთრებით ყურადღება უნდა დაე- თმოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების დამზადების ორგანიზაციას. სოფლის მეურნეობისათვის ხელსაყრელია მოწეული მოსავლის ადგილზე რეალიზაცია. ციტრუსისა და სოფლის მეურნეობის და სხვა პროდუქტების რეალიზაციისათვის სეზონზე 2,5-3,5 მლნ ტარამასალაა საჭირო, რომელთა დამზადებას მთლიანად აჭარაში 11 სახერხი დაზგა-დანადგარი ესაჭიროება. სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების აღორძინებით, გარდა იმისა, რომ შეიქმნება მოსახლეობის ფულადი და საბიუჯეტო შემოსავლების ძირითადი წყარო, შესაძლებელია, ადგილზე ვაწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. აშენდა მრავალი ახალი სამეწველო ობიექტი და კომერციული ბანკები, სკოლები, კეთილმოეწყო ზღვისპირა პარკი მუსიკალური შადრევნითა და ატრაქციონებით. ბათუმ-ქობულეთის საავტომობილო გზის მწვანე კონცხის მონაკვეთზე შენდება საავტომობილო გვირაბი. ამჟამად კეთილმოწყობილია 576 მ-იანი ერთი გვირაბი, ხოლო მეორე გვირაბში მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები. მიმდინარეობს აგრეთვე საავტომობილო გზების სარემონტო სამუშაოები, მათი კეთილმოწყობა, ასფალტის საფარის დაგება და სხვ. მწყობრში ჩადგა თანამედროვე ტექნიკითა და ტექნოლოგიით აღჭურვილი ნავ- თობტერმინალი, რომლის სიმძლავრეა 5- 15 მლნ ტონამდე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამუშავება წელიწადში. ბათუმის ნავსადგური ერთ-ერთი მძლავრი Pპორტია შავი ზღვის აუზში, საიდანაც უწყვეტ ნაკადად მიემართება ტვირთები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მწყობრში ჩადგა ბათუმის პორტის საბორნე გადასასვლელი, რომელიც მთლიანად უზრუნველყოფს პორტის საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედებას, რაც საშუალებას მოგვცემს, გადამუშავდეს 15 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი. ამასთან, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. ზღვით მიღებული ტვირთების რეგიონის სიღრმეში და აღმოსავლეთის ქვეყნებში გადაზიდვა გამოიწვევს საავტომობილო გზების და მთლიანად ავტოსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. სწორედ ბათუმის საზღვაო ჭიშკრის რეკონსტრუქცია და მისი რაციონალურად გამოყენება მისცემს ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას, ერთდროულად განავი- თაროს ეკონომიკის რამდენიმე დარგი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროს საწარმოთა საქმიანობას. დღეისათვის კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული საწარმოების გარდა, შექმნილია მრავალი არასახელმწიფოებრივი ორგანიზაცია, რომლებიც ეწევიან კავშირგაბმულობისა საშუალებებით მომსახურებას. ბოლო წლებში დამონტაჟდა შვიდ და სამინდექსიანი ავტომატური ციფრული სატელეფონო სადგური. ციფრული სადგურები დამონტაჟდა ავტონომიური რესპუბლიკის ყველა რაიონულ ცენტრსა და მიმდებარე სოფლებში. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დამკვიდრებულმა სტაბილურმა მდგომარეობამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი ვაჭრობის განვითარებას. აშენდა და გაიხსნა ახალი სავაჭრო ობიექტები. დაიწყო მაღაზიების სპეციალიზაცია საქონლის ჯგუფების მიხედვით. ამჟამად ჩვენი სავაჭრო სისტემა გადადის ვაჭრობის თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე, მომსახურების ცივილიზებულ ფორმებზე. რეგიონში სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება ძირითადი ფაქტორია იმ უცხოური ბიზნესმენებისა და მეწარმეების დაინტერესებისა, რომლებიც აქამდე სიფრთხილეს იჩენდნენ და არ ჩქარობდნენ ინვესტიციების ჩადებას მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში. მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვა სწორედ რომ ერთ-ერთი მთავარი გარანტია საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელებისა და მსოფლიო ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობისა, რასაც მიზანმიმარ- თულად უნდა ახორციელებდნენ რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს მისახლეობის ფულადი შემოსავლებისა და ბიუჯეტის ზრდას, ახალი ეკონომიკური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, ასევე მოქალაქეთა სოციალური დაცვისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას. გამოყენებული ლიტერატურა 1. გ. ვაშალომიძე. აჭარის დედასამშიბლოსთან დაბრუნების 120 წლისთავი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა. “მეცნიერება და ტექნიკა #10-12; 1998 2. საქართველოს გეოგრაფია. “მეცნიერება, 1998