მობილური ტელეფონების ექსპერტიზა

რედაქციისაგან

Siemens-BenQ S 68 – ბაზარზე გამოვიდა 2006 წლის თებერვალში, საორიენტაციო ფასი 180$. GSM – ბლოკი გერმანულ-ტაივანური წარმოებისაა. ეს მოდელი გახლავთ ე. წ. “ბიზნესტელეფონი”. Pპირდაპირი მნიშვნელობით მას არ გააჩნია მულტიმედიის საშუალებები და ორიენტირებულია პირველ რიგში სერიოზულ ადამიანებზე.

აპარატის კორპუსი შექმნილია დღეისთვის მოდური თხელი ტელეფონის სტილში და აქვს 107,5 x 44 x 13,2 მმ გაბარიტები, წონა 78,5 გრ. გაფორმება მეტად ასკეტურია, ყველაფერი თავის ადგილზე აქვს და არაფერი ზედმეტი. კორპუსის წინა პანელი ალუმინისაა, რაც იმ ადამიანების ყურადღებას იპყრობს, ვინც პირველ რიგში საიმედოობას აფასებს. ამ მოდელს კამერა საერთოდ არ გააჩნია.Aამან თავისთავად იმოქმედა მის მეხსიერებაზე, რომელიც მხოლოდ 8 მეგაბაიტია. მაგრამ ტელეფონს აქვს MS Office და pdfფაილების დათვალიერების საშუალება, რაც ბიზნეს ფუნქციებში შედის, აგრეთვე მომხმარებლებს ეძლევათ Bლუეტოოტჰ-ის საშუალება. ეს მოდელი ალბად უფრო კონსერვატიულ მომხმარებლებს დააინტერესებს, რომლებსაც არ სურთ ზედმეტის გადახდა მათთვის არასაჭირო მულტიმედიურ შესაძლებლობებში. ფასიც საკმაოდ ადეკვატურია მის ღირსებასთან შფარდებით.
Siemens-BenQ S 88 – ბაზარზე 2006 წლის მეორე კვარტალში გამოვა, სავარაუდო ფასი 325$იქნება. მოდელი გაფორმებულია საკმაოდ საინტერესოდ და ყურადღებას თავისი დიზაინით იქცევს: უკომპრომისო ფერების გამა – შავი ვერცხლისფერთან, რბილი კონტურები და ორიგინალურად გაფორმებული კლავიატურა. მისი გამოსახულება OLED ტექნოლოგიითაა შესრულებული და მოიცავს 260კ ფერს. აპარატს შეუძლია mp3, aac(+) da 3gp ფორმატების გაშვება. Aამბობენ, რომ S 88-ს ექნება არაჩვეულებრივი ჟღერადობა, ყურსასმენები კი ტელეფონის კომპლექტში იქნება. მას აგრეთვე აქვს Bluetooth-ი. მეხსიერება-18 მბ-ია, თუმცა მისი გაფართოება მიცრო SD (T-Flash) ბარათის მეშვეობით შეიძლება. ტელეფონი აღჭურვილია აგრეთვე 2-მეგაფიქსელიანი კამერით.
BenQ-Siemens EF81-გამოვა 2006 წლის მარტში და, სავარაუდოდ, 500$ ეღირება. იგი ე.წ. თხელი გასახსნელი ტელეფონია და ორიენტირებულია საქმიან ადამიანებზე. მოდელის სისქეა 15,9მმ. დიზაინი საკმაოდ საინტერესოა და არასტანდარტული. გაფორმებისთვის გამოყენებული მაგნიუმი, ფოლადი და ალუმინი, რაც მის სოლიდურ წონაზემეტყველებს- 110 გრ. მოდელი “საქმიანია” არა მარტო ფორმით, არამედ შემადგენლობითაც. 64 მეგაბაიტი მეხსიერება, მიცრო SD ფორმატი და Bluetooth-ი, მას შეუძლია ელექტრონული დოკუმენტების კითხვა, Pოწერ-Pოინტ პრეზენტაციების მართვა და ახალი ამბების არხებთან მუშაობა. მულტიმედიის ფუნქციებიც არ არის იგნორირებული და აქვს MP3, 3 გპ, MPEG 4 და Realვიდეო-ს ფაილების ფორმატები. ტელეფონი აღჭურვილია 2-მეგაფიქსელიანი კამერით.

Print Friendly, PDF & Email

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial