საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2013 წლის იანვარი-მარტი

2013 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2144 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 565 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 1579 მლნ. აშშ დოლარს (8 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-მარტში 1013 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება 2007-2013 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.
2013 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 550 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 11 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 97 მლნ. აშშ დოლარი იყო (8 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი – 453 მლნ. აშშ დოლარი (12 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 17 პროცენტი და იმპორტში 29 პროცენტი. (2012 წლის იანვარ-მარტში – შესაბამისად 27, 20 და 30 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 35 პროცენტი (2012 წლის იანვარ-მარტში – 34 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2013 წლის იანვარ-მარტში 717 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2012 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 2 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტმა 299 მლნ. აშშ დოლარს (23 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა – 418 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (15 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 33 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 53 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი. (2012 წლის იანვარ-მარტში – შესაბამისად 32, 45 და 29 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 12 პროცენტი (2012 წლის იანვარ-მარტში – 21 პროცენტი). 2013 წლის იანვარ-მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნულ ქვეყნებთან უარყოფითი სავაჭრო სალდო 52 პროცენტით შემცირდა.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს ქვეყნების ჯგუფების წილს საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში.

3

4

2013 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (306 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (297 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (157 მლნ. აშშ დოლარი).
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 140 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მთელი ექსპორტის 25 პროცენტი.

5

6

ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 68 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 12 პროცენტს. მესამე ადგილზე კვლავ აზოტოვანი სასუქების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 36 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა.

7

8

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2013 წლის იანვარ-მარტში კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები რჩება, რომლის იმპორტმა 174 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 142 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზეა ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 103 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7 პროცენტი).

9

10

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial