ბაზელი II – კაპიტალის საერთაშორისო სტანდარტების ახალი შეთანხმების მოსალოდნელი შედეგების ზოგადი მიმოხილვა

მ. კუკუ (რეზიუმე)

საბანკო საქმიანობის ინტერნაციონალიზაცია, ასევე საბან-
კო რისკისადმი უფრო მგრძნობიარე კაპიტალის რეგუ-
ლირების პრინციპების ახალი სისტემის დანერგვის აუცილებლობა, საბანკო ზედამხედველობა და საბაზრო დისციპლინა განსაზღვრავს კაპიტალის საერთაშორისო სტანდარტების ახალი შეთანხმების (ბაზელი II) მნიშვნელობას და აქტუალობას.
ბაზელის შეთანხმების სამი კომპონენტის ანალიზმა ავტორს საშუალება მისცა, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭებინა კაპიტალის რეგულირების ახალი შეთანხმების გამოყენების სარგებლობისთვის, როგორიცაა: რისკის გამჭირვალობა, დიდი დანახარჯების ეფექტურიანობა და დიდი დანაკარგების მცირე დაუცველობა, საგარეო თანამშრომლობის განვითარება კაპიტალის სტანდარტების გამოყენებაში საერთაშორისო საბანკო ჯგუფებთან და ა.შ. მეორეს მხრივ, ახალმა შეთანხმებამ შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს საბანკო სექტორზე მოცემული ქვეყნებისათვის. გაძლიერებულ მგრძნობიარობას რისისადმი შეუძლია, არა მხოლოდ შეამციროს უცხოური ინვესტიციების შედინება ასეთ ქვეყნებში, არამედ ჩააყენონ საკუთარი ბანკები არაკონკურენტუნარიან მდგომარეობაში უცხო ბანკებთან მიმართებაში; აგრეთვე შეამციროს ამ ქვეყნების საერთაშორისო კაპიტალის ბაზართან ინტეგრაციის შესაძლებლობა.
ბაზელის შეთანხმების შესრულება, რასაკვირველია, აუცილებლად ხელს შეუწყობს საერთაშორისო საფინანსო სისტემის უსაფრთხოებას, სიმტკიცეს და იგი გახდება ეფექტიანი გლობალური სტანდარტი.

Print Friendly, PDF & Email

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial