ვინ წყვეტს საქართველოს ბედს

პროფესორი ემზარ ჯგერენაია

ექსკლუზიურად ვარშავა-ვროცლავიდან საქართველო რთულ გზასაყარზე დგას – ის იღვწის, საბოლოოდ მოსწყდეს რუსეთის იმპერიული გავლენის სფეროს, შეუერთდეს ნატოს და, პერსპექტივაში, შევიდეს ევროკავშირში, მოაწყოს ქვეყნის ეკონომიკა ისე, რომ არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობაზე, არც მის ნედლეულის ბაზარზე და არც გასაღების სფეროზე.

ამოცანა მეტად რთულია – როგორც დასავლელი ექსპერტები აცხადებენ, ნატოში საქართველოს ან ნებისმიერი ქვეყნის მიღება – რომელიც აუცილებელია რუსეთისაგან საბოლოოდ თავის დასაცავად და, საერთოდ, ქვეყნის უსაფრთხოებისათვის, პოლიტიკური ნაბიჯია და ამ ნაბიჯზე აშშ-ის დაძალებით დასავლეთი შედარებით ადვილად წავა. საქართველო ნატოს წევრი გახდება, მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბრის ბოლოს მოსკოვში ჩასულ გენარალურ მდივანს, ბატონ სხეფერს რუსეთმა პირდაპირ წაუყენა ულტიმატუმი – ნოემბერში საქართველო არ მიიწვიოთ რიგაში ნატოს შეკრებაზე და ახლი არაფერი შესთავაზოთო. ისიც დასთანხმდა – არ მივიწვევ და ამჟამად არავითარ ახალ წინადადებას არ შევთავაზებო (ალბათ, ნატოს ხელმძღვანელი მოერიდა გააფთრებული რუსეთის კვლავ გაღიზიანებას ამ ეტაპზე). რაც უფრო გააფთრებული იქნება რუსეთის წინააღმდეგობა საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე, მით უფრო სწრაფად გახდება საქართველო ნატოს წევრი. რაც შეეხება ევროპის ეკონომიკის სივრცეში სრულუფლებიან წევრად შესვლას, ეს მეტად რთული თემაა და ამაზე ევროპა ასე ადვილად არ წამოვა, მიუხედავად აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ბრაუზას ბრიუსელში ვოიაჟის დროს ევროპელების საყვედურებისა, რომ ნუ შეუშინდებიან ევროპელი ლიდერები მოსკოვს, რადაგან ბრაუზას აზრით, როგორც ევროპას სჭირდება რუსეთის გაზი, ისე რუსეთს სჭირდება ევროპული ფული, არადა, ალტერნატიული წყაროები ბევრია ირანის ჩათვლითო – განაცხადა მან. მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტმა ამ განცხადების შემდეგ სამი რეზოლუცია მიიღო და რუსეთი ისე მკაცრად გაკიცხა საქარველოსათან მიმართებაში, როგორც არასოდეს, აქ ძალზე ბევრია გასაკეთებელი. ეს მეტად რთული პროცესია და სერიოზულ ეკონომიკურ გარდაქმნებს, ეკონომიკის განვითარების მაღალ დონესა და ევროგაერთიანების სტრუქტურებთან სერიოზულ მუშაობას მოითხოვს. ეს უკანასკნელი თავისი თავისებურებებით გამოირჩევა და მეტად ფაქიზია.

1

ოქტომბრის ბოლოს ევროლიდერების პუტინთან შეხვედრაზე, პოლონეთის ლიდერის გარდა, ყველა რევერანსებად დაიღვარა რუსეთის წინაშე, განსაკუთრებით საფრანგეთის პრეზიდენტი, თუმცა ამით “ტოტალის” სახალინურ პრობლემას ბევრი ვერაფერი უშველა. საფრანგეთს რუსეთში თავისი ფირმების ინვესტიციების დაცვა და რუსეთის კეთილგანწყობა უფრო აღელვებს, ვიდრე დემოკრატიისა და თავისუფლების იდეების დაცვა მსოფლიოში, ან საქართველოს უსაფრთხოება.
დღეს საქართველოს ყველა უჭერს მხარს რუსეთის გარდა, მაგრამ ერთია ემოციური სიტყვიერი მხარდაჭერა და მეორეა კონკრეტული ნაბიჯები.
ევროპა სერიოზული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ჯერ არ ჩქარობს, ის პროცესებს არ აჩქარებს. ევროპას რუსეთის იმპერიული ამბიციების მოთოკვა და მისი გადემოკრატება -გალიბერალება სურს, მაგრამ მკვეთრი ნაბიჯების ეშინია. ევროპას, რბილად რომ ვთქვათ, რუსეთი არ მოსწონს, მაგრამ სჭირდება. მას თვითონ აქვს პირადი ინტერესები მთლიანობაში და ცალკეულ მის წევრს კიდევ დამატებით ცალ-ცალკე რუსეთთან მიმართებაში.
საქართველო-რუსეთის ურთიეთობის მწვავე სტაგნაციური ფონი ყველას აწუხებს. მსოფლიო ხედავს, როგორ ებრძვის საქართველოს იდენტურობას რუსეთი 200 წლის განმავლობაში, როგორ ცდილობს მისი სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრას და ყველაფერს აკეთებს ამ პატარა, მაგრამ სტრატეგიული ქვეყნის თავისი გავლენის სფეროში დასატოვებლად. მაგრამ მსოფლიოში მწვავედ მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ დგას, არის კორეისა და ირანის პრობლემები, ტერორიზმი აფრიკაში და დიქტატორული ანკლავები ლათინურ ამერიკაში. ენერგეტიკული უსაფრთხოება, არადემოკრატიული და ეკონომიკური, ასევე სამხედრო კუთხით მზარდი ქვეყნები, რომლებიც მსოფლიოში ნორმალურ ეკონომიკურ განვითარებას თუ, საერთოდ, მშვიდობას ემუქრებიან.
აქ არაფერია ახალი, ეს ყველამ იცის. მთავარია, რომ საქართველოს ის ჭეშმარიტი მეგობრები სჭირდება, რომლებიც საქმითაც უფრო მეტს გააკეთებენ ამ გადამწყვეტ მომენტში. მას სჭირდება სერიოზული ლობისტები ევროგაერთიანებაში, რომლებიც რთულ ევროგაერთიანების ბიუროკრატიულ დერეფნებში გზამკვლევად გამოადგება, იმ სავალ გზებსა და ბილიკებს ასწავლის, რომელიც ქვეყანას უმოკლეს ვადაში ევროგაერთიანებაში შეიყვანს და, მეორეს მხრივ, კავშირის ქვეყნებს დაარწმუნებს ამის მნიშვნელობაში, არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ დემოკრატიული მსოფლიოსათვის.
ძნელია ევროპელს უბრალოდ აუხსნა, რას ნიშნავს რუსეთის 200-წლიანი ბატონობისაგან გათავისუფლება. მას ეს არ გადაუტანია. ძნელია, აუხსნა, როგორ შეუძლია დაჩაგროს რუსეთის ყველა დროის ხელისუფლების იმპერიულმა მმართველობამ პატარა მეზობელი ქვეყანა, რა ვერაგობაა – კლანჭებით მოახრჩო მცირე ეკონომიკა საკუთარი იმპერიული მიზნებისათვის. ის ცხრათავიანი დევია, რომელსაც მზეთუნახავი ჰყავს დატყვევებული და არ უშვებს, მასზე არც დრო და არც სივრცე არ მოქმედებს, – ევროპელებს არც ეს განუცდიათ, მიუხედავად იმისა, რომ სუვოროვი სტუმრობდა ალპებს, მეფის ჯარი პარიზში ებრძოდა ნაპოლეონის ლეგიონერებს და ბერლინის ნახევარიც ეკუთვნოდათ ნახევარი საუკუნე. რუსეთის იმპერიული მანქანის მოქმედება სრულად თავის თავზე აქვს გადატანილი პოლონეთს ამასთან, ახლაც არის სერიოზული სუსხი მათ ურთიერთობაში – პოლონეთსაც სჯის რუსეთი თავისუფლებისა და დემოკრატისათვის. ამდენად, ამ ქვეყანას სრულად ესმის საქართველოს პრობლემის სიმძიმე და ამიტომ მზადაა, ქმედითად დაეხმაროს მას იყოს მისი ლობისტი ევროპაში და სერიოზული ეკონომიკური სავაჭრო პარტნიორი.
2007 წლიდან გერმანია უხელმძღვანელებს ევროპის გაერთიანებას. სწორედ ანჟელა მერკელის მთავრობა ამზადებს საქართველოსათვის სპეციალურ დოკუმენტს – თქვენს ქვეყანასთნ მეზობლურ-პარტნიორული ურთიერთობების ხელშეკრულებას, – განაცხადა ჩვენთან საუბარში პოლონეთის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა პაველ ზალევსკიმ. მისი თქმით, პოლონეთი, როგორც გაერთიანების წევრი და საქართველოს ლობისტი ევროგაერთიანებაში, აპირებს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ დოკუმენტის შედგენაში და მართლა გადაიყვანოს საქართველო-ევროგაერთიანების ურთიერთობა თვისებრივად ახალ ეტაპზე, რაც კიდევ ერთი მხარდაჭერა იქნება ამჟამინდელი სიტუაციიდან გამოსასვლელად, მაგრამ ეს ხანგრძლივი და რთული პროცესი იქნება და საქართველო უნდა მზად იყოს ამისათვის. პოლონეთი, თავის მხრივ, მზადაა, ევროსტრუქტურებთან მუშაობის მდიდარი გამოცდილება გაუზიაროს და, მეორე მხრივ, თვით იყოს ამ სტრუქტურებში საქართველოს ლობისტი.
თუ ამ ომში საქართველო დამარცხდება, ეს მთელი დემოკრატიული სამყაროს დამარცხება იქნება, რადგან ამის შემდეგ რუსეთს ვერავინ მოთოკავს და მის იმპერიულ “აპეტიტს” ვეღარ შეაჩერებენ. კიდევ ხაზს ვუსვამ – ქვეყანა, რომელმაც თითქმის ზუსტად გადაიტანა რუსეთის იმპერიული მანქანის ჯოჯოხეთი ევროკავშირში, არის პოლონეთი. ისიც 200 წელი ჰყავდა რუსეთს კოლონიად, ანადგურებდა ერს, ხვრეტდა ინტელიგენციას და ოფიცრებს, ანგრევდა მის ეკონომიკას და სახელმწიფო წყობას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1918 წელს სახელმწიფოებრიობააღდგენილი პოლონეთი ისევ რუსეთის ზეგავლენის სფეროში იყო 90-იან წლებამდე. საუკუნეობრივი ბრძოლა თავისუფლებისათვის თითქოს დამთავრდა, მაგრამ რუსეთი, ნატოსა და ევროგაერთიანებაში წევრობის მიუხედავად, დღემდე აგრძელებს პოლონეთის წინაღმდეგ ომს, ახლა უკვე ეკონომიკურს. პოლონეთს ამ ომშიც სჭირდება საქართველო, როგორც მეკაშირე.
ამდენად, პოლონეთმა იცის, რა და როგორი გზა გაიარა ევროგაერთიანებამდე, როგორ მოახდინა სოციალისტური ეკონომიკის ტრანსფორმაცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ეკონომიკად, საბაზრო ინსტიტუტების შექმნა და ამუშავება და სერიოზული ინვესტიციების მოზიდვა. რეალურად, მას სჭირდება საქართველოს დამოუკიდებლობა ისევე, როგორც უკრაინის, მოლდოვეთის, ბელორუსის და ბალტიისპირეთის. ეს სერიოზული დემოკრატიული ფრონტი იქნება, მაგრამ არა რუსეთის წინაღმდეგ, არამედ რუსეთში იმპერიალისტურ-დერჟავული ძალების წინაამდეგ, თანასწორუფლებიანი ურთიერთობისა და კულტურის დასამკვდრებლად რუსეთსა და პატარა მეზობელ ქვეყნებს შორის, ენერგოუსაფრთხოების, სამხედრო უსაფრთხოების, ტერიტორიალური მთლიანობისა და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპების დასამკვიდრებლად რეგიონში და რუსეთის, არა როგორც მტრული მეზობელი იმპერიის, არამედ თანასწორუფლებიანი სავაჭრო და პოლიტიკური პარტნიორის სახელმწიფოს შექმნაში.
ლოგიკურად, პოლონეთს აქვს სერიოზული შანსი და, რაც მთავარია, როგორც მისი ლიდერები აცხადებენ, სურვილი – იყოს საქართველოს ლობისტი ევროგაერთიანებაში, ნატოში და საქართველოს საერთო მეკავშირე მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, განვითარებული ეკონომიკის მშენებლობისა თუ კულტურულ-ეთნოსური ჰარმონიისაკენ მიმავალ გზაზე.
მეტად არასახრბიელო ფაქტია ისიც, რომ, მიუხდავად საქართველოსა და პოლონეთის პირველი პირების მჭიდრო კოორდინირებული და მეგობრული ურთიერთობებისა, რაც პოლონეთის პრეზიდენტმა ოქტომბერში ევროგაერთიანების ლიდერების ბალტიისპირეთში პუტინთან შეხვედრისას თავისი გამოსვლით დაამტკიცა, სადაც დემონსტრაციულად მხარი დაუჭირა საქართველოს და გაკიცხა მეზობელი ქვეყანა არადელიკატური ქცევისათვის. მიუხედავად იმისა, რომ სარწმუნო წყაროების ცნობით, კაჩინსკი 23 ნომბერს, თბილისში, ზეიმზე მორიგი მხადაჭერის გამოსახატად ჩამოვა, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა და საინვესტიციო ბალანსი მაინც მეტად მწირია.
რას წარმოადგენს პოლონეთი, რა რეფორმებს ატარებს ის, რას მიაღწია მან და რა შეიძლება მოუტანოს საქართველოს მასთან მჭიდრო ურთიერთობამ?
გთავაზობთ ექსკლუზიურ მასალას ვარშავიდან და ვროცლავიდან, რომელიც ეძღვნება 11 ნოემბერს – პოლონეთის გათავისუფლების დღეს. ვულოცავთ ამ მამაც და მართლა თავისუფლების მოტრფიალე ხალხს დიდ ეროვნულ დღესასწაულს.

მაშ ასე, პოლონეთის ეკონომიკის მიმოხილვა:
2004 წლის 1 მაისს პოლონეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდა. ის წლების მანძილზე ატარებს სხვადასხვა რეფორმას, რათა პოლონური ბაზარი ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდეს. 2004 წელს პოლონეთის მშპ-ის ზრდამ 5.3% შეადგინა, მაგრამ 2006 წელს ის მხოლოდ 3%-ია. ეს მაჩვენებელი საუკეთესოა ევროგაერთიანებაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2006 წლის ბოლოსთვის ქვეყნის მშპ 4% იქნება. სახელმწიფოში დიდი რაოდენობით ხორციელდება უცხოური ინვესტიციები. ინვესტიციების ზრდის ტემპის მიხედვით ის მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.
სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულია მოსახლეობის 25%, მაგრამ ამ სფეროს წვლილი მთლიან მშპ-ში მხოლოდ 3.1%-ს შეადგენს. იგი ეკონომიკის წარმმართველი წარმოების სექტორია, სერვისს კი მშპ-ში 66% უჭირავს. პოლონეთის ბაზარი ინვესტორებს მნიშვნელოვან სავაჭრო შესაძლებლობებს სთავაზობს, განსაკუთრებით ტელეკომუნიკაციების, გარემოს, ტრანსპორტის, მშენებლობისა და საერთაშორისო ტექნოლოგიების სექტორებში.
ეკონომიკური სტაბილურობის წყალობით, პოლონეთში ეკონომიკა სწრაფად ვითარდებოდა როგორც აღვნიშნეთ, იგი ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ეკონომიკაა ევროპის რეგიონში. ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი ექსპორტის, წარმოებისა და ინვესტიციების ზრდას მიუძღვის. ნელა, მაგრამ მაინც მცირდება უმუშევრობის მაჩვენებელი. 2006 წელს ექსპორტის მაჩვენებლის ზრდა სავარაუდოდ 8.4% იქნება, 2007 წელს კი 8.7%, გაიზრდება იმპორტის მაჩვენებელიც. 2005 წელს ინფლაციის მაჩვენებელი 2.1% იყო, ხოლო 2006 წლის მარტში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 0.1%-ით შემცირდა.
2000 წლიდან პოლონეთის ექსპორტის ზრდა იმპორტისას აჭარბებს, რაც პოლონური საქონლის კონკურენტუნარიანობის გაზრდის შედეგია. პოლონეთის ფირმები ექსპორტზე ორიენტებულნი არიან, ბაზრის ლიდერები ექსპორტს მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში არ აწარმოებენ, არამედ რუსეთსა და აზიის ქვეყნებშიც. ექსპორტიორები მუდმივად ცდილობენ საქონლის გაიაფებას და ხარისხის ამაღლებას. მყარი პოლონური ზლოტის წყალობით, მათ მისაღებ ფასებში შეუძლიათ თანამედროვე ტექნოლოგიების შეძენა. 2005 წელს პოლონური კომპანიების მიერ წარმოებულმა ექსპორტმა 89.3 მლრდ. დოლარი შეადგინა. მკვეთრად იზრდება პოლონური ექსპორტის ღირებულება, 2005 წელს ის 2.1%-ით გაიზარდა 2004 წელთან შედარებით.
პოლონეთის მთავარ ექსპორტპარტნიორების სიაში არიან ევროგაერთიანება, ჩეხეთის რესპუბლიკა, დიდ ბრიტანეთი, უკრაინა… პოლონეთის ტვირთბრუნვა 10 ევროპის ექსპორტიორ ქვეყანასთან 68.2%-ს შეადგენს, რაც მთლიანი ექსპორტის 67.1%-ია.

რეფორმები – შოკური თერაპია
რა არის შოკური თერაპია? რატომ იღებენ მას? როგორ მუშაობს? რა არის რეფორმის რეალური სოციალური ღირებულება? რა შედეგები მოაქვს მას ეკონომიკური თვალსაზრისით პოსტ-კომუნისტური ქვეყნებისთვის, რა დამოკიდებულებაში მოდიან ისინი დასავლეთის ქვეყნებთან და თვით მათთან, სადაც შოკური თერაპიის რეფორმები ტარდება?
ტერმინი – შოკური თერაპია – ეკონომიკაში რადიკალური ცვლილებების გატარებას ნიშნავს, რომლის მიზანიც ეკონომიკური სტაბილიზაცია, ლიბერალიზაცია, პრივატიზაცია და საერთაშორისო ბაზრისთვის ღია ეკონომიკის შექმნაა. შოკური თერაპიის პირველი პრეცენდენტი ბოლივიაში განხორციელდა, შემდეგ პოლონეთში. აღნიშნულ ქვეყნებში რეფორმის წარმატების ხარისხები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. ახალმა პოლიტიკამ პოლონეთში მრავალი დებატი გამოიწვია, რომელიც ერთ საკითხზე იყო ორიენტებული – გაამართლებდა თუ არა შოკური თერაპია იმ ტკივილებს, რომლებიც რადიკალური ცვლილებების გამო გარდაუვალი იქნებოდა. ეს დებატები დღესაც არ წყდება.
შოკურ თერაპიას ანალიტიკოსები მარტივად ასე განსაზღვრავენ – ის სხვა არაფერია, თუ არა რევოლუციური სტრატეგია ქვეყნის ეკონომიკური რეკონსტრუქციის დასასრულებლად.
პოლონეთში შოკური თერაპიის გატარების ინიციატორი მაშინდელი ფინანსთა მინისტრი ლეშეკ ბალცეროვიჩი იყო. მის წინადადებას მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების მთელი არმია გამოუჩნდა. ბალცეროვიჩი მსოფლიო ყურადღების საგანი გახდა. შოკურმა თერაპიამ პოლონეთი აღმავლობის გზაზე დააყენა, მაგრამ რეფორმა, რომლის გამოც იზრდებოდა საპროცენტო განაკვეთები და ფასები, იმდენად არაპოპულარული იყო, რომ ბალცეროვიჩმა 1991 წელს თანამდებობა დატოვა.
ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლონეთში შოკური თერაპია ეკონომიკური აღმავლობის მთავარი წარმმართველი ძალა არ იყო, მაგრამ მკვლევართა გარკვეული ნაწილი აცხადებს, რომ რეფორმა უდავოდ წარმატებული იყო, რის შედეგადაც ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელმაც იკლო, ტალია გაიზარდა.
თუმცა, მიუხედავად ამჟამინდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დამსახურებისა ეკონომიკის წინაშე, პოლონეთის საკანონმდებლო ორგანომ შექმნა სპეციალური კომისია, სადაც განიხილავენ წინა წლების პრივატიზაციის პოლიტიკურ ხარვეზებს. კომისიაზე დაიბარეს ბალცეროვიჩი, მაგრამ მან თავი აარიდა. ხოლო ჩვენთან საუბარში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, სახელმწიფო მდივანმა პიოტრ ნაიმსკიმ (Piotr naimski) განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში ის დატოვებს თავის სავარძელს, რადგან პოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფს მიაჩნია, რომ მისი რეფორმები არ იყო ეფექტიანი და მათ პოლონეთი რამდენიმე წლით უკან დაწიეს.

პრივატიზაციის პროცესი პოლონეთში
წლების მანძილზე პოლონეთში პრივატიზაციის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები დომინირებს. ეს საკითხი იყო და კვლავ ცხარე დებატების მიზეზად რჩება. საზოგადოების ნაწილი მას უარყოფით შეფასებას აძლევს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პრივატიზაციას სასურველი შედეგები მოაქვს.
OECD-ის ქვეყნებმა მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებში ახალი ცნება ჩამოაყალიბეს, რომელსაც ზრდილობიანად “გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები” უწოდეს. მათი წარმომადგენლების ერთ ნაწილში პრივატიზაციის პროცესი თითქმის დასრულდა, მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ დასრულდა, მაგრამ სინამდვილეში იქ არც დაწყებულა. ოფიციალური ციფრების თანახმად, ალბანეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, ესტონეთში, ლიტვაში, პოლონეთსა და სლოვაკეთში პრივატიზებულია მცირე საწარმოთა 90%, რუსეთსა და ლატვიაში კი 70%.
მსხვილ საწარმოთა შემთხვევაში უფრო რთული მდგომარეობაა: ჩეხეთის რესპუბლიკა (81%), უნგრეთი, ესტონეთი (75%), ლიტვა (57%), რუსეთი (55%), ლატვია და სლოვაკეთი (46%), მონღოლეთი (41%), პოლონეთი (32%), მოლდოვეთი (27%), ბელორუსია და ბელგია (11%), საქართველო (22%).
პოლონეთში პრივატიზებულ საწარმოთა 50% უცხოელებს ეკუთვნით, ანუ მათი მართვის სტილი და სტანდარტები დასავლეთზეა ორიენტებული. მეორეს მხრივ, პრივატიზაცია მომავალში ფირმების არსებობას და, აქედან გამომდინარე, დასაქმების მაჩვენებლის ზრდას უზრუნველყოფს.
90-იან წლებში პოლონეთის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, ყველაზე დამახასიათებელი კი პრივატიზაციის პროცესი იყო. კომუნისტური სისტემის მსხვრევამ კერძო სექტორში მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რომელთა უმეტესობას მცირე სავაჭრო და სამშენებლო საწარმოები წარმოადგენდნენ. ამ წლებში პოლონეთში 516 000 ახალი ბიზნესი ჩამოყალიბდა, ხოლო 100 000 მცირე ბიზნესი, რომელიც ფორმალურად სახელმწიფოს ეკუთვნოდა, კერძო ინვესტორებს მიეყიდათ. 1991 წლიდან ქვეყანაში რეგისტრაცია გაიარა 41 450 ახალმა კომპანიამ და 1.4 მლნ. ერთი პიროვნების საკუთრებაში მყოფმა ბიზნესმა. საბოლოოდ, 1990-1991 წლებში პოლონურ მაღაზიათა 80% კერძო საკუთრებაში იმყოფებოდა, იმპორტის 40%-ს კი კერძო მოვაჭრეები აწარმოებდნენ.
სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმოების პრივატიზაციის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ მოსამზადებელ პერიოდს მოსალოდნელზე დიდი დრო დასჭირდა. მცირე მაღაზიების, რესტორნებისა და სხვა სერვისების პრივატიზაციის პროცესი მსხვილ საწარმოების პრივატიზაციაზე ბევრად იოლი აღმოჩნდა. მსხვილი საწარმოების პრივატიზაციაში ჩაება უცხოური კაპიტალიც. პროცესის გასამარტივებლად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იან ბიელესკიმ ახალგაზრდა მოქალაქეებისთვის უბეგარო ვაუჩერები შემოიღო, რომელთა გადაცვლაც საინვესტიციო ფონდის წილზე იყო შესაძლებელი. თავდაპირველად ფონდებს უცხოური და პოლონური ფირმები კონტრაქტის საფუძველზე ერთად განაგებდნენ. ვაუჩერის მფლობელებს “მასობრივი პრივატიზაციის” შერჩეულ საწარმოში წილის 27% უნდა ჩაედოთ, შემდეგ მათ შესაძლებლობა ეძლეოდათ, მფლობელობაში ჰქონოდათ აუქციონზე გაყიდული პრივატიზებული საწარმოს 33%-იანი წილი. ამ გადაწყვეტილების მიზანი გახლდათ საწარმოზე წილის მფლობელთა კონტროლი, მაგრამ ამ პროგრამას მთელი რიგი პრობლემები მოჰყვა. 1992 წელს შეიცვალა პოლონეთის მთავრობა, ამიტომ გაიყიდა მხოლოდ ათამდე მსხვილი საწარმოს ვაუჩერი.
1990 წელს პოლონეთის ეკონომიკის ყველაზე დინამიურ სექტორს კერძო სექტორი წარმოადგენდა. ქვეყნის მშპ 12%-ით შემცირდა, თუმცა 17%-ით გაიზარდა კერძო სექტორში, 23%-ით შემცირდა წარმოების მთლიანი პროდუქცია, მაგრამ 8%-ით გაიზარდა კერძო სექტორში. 1991 წელს კერძო სექტორში დასაქმებულთა მაჩვენებელმა 38%-ს მიაღწია. კერძო სექტორზე მოდიოდა სამრეწველო პროდუქციის 22.1%, მშენებლობის 43.9%, საცალო გაყიდვის 70%. სიურპრიზი იყო კერძო სექტორის საგარეო ვაჭრობის აქტივობა, რომელმაც 1991 წელს საგარეო ტრანსაქციების 28% დაიკავა.
1992 წელს მოხდა სახელმწიფო საწარმოთა 17.4%-ის პრივატიზაცია. პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაცია რამდენიმენაირად მოხდა: ლიკვიდაცია განიცადეს საშუალო საწარმოებმა, ხოლო მსხვილი საწარმოები სააქციო კომპანიებად და შპს-ებად გადაკეთდნენ.
ამ პროცესის სრულყოფის ბოლო გადამწყვეტი ეტაპი პოლონეთში მაინც მისი ევროკავშირის წევრობის შემდგომ დაიწყო, რაც წარმატებული პოლონური ეკონომიკის საფუძველია.
პოლონეთის ხაზინის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2006 წელს პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავალი 3.1 მლრდ. ზლოტი იქნება (ერთი მილიარდი დოლარი). მთავრობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დეფიციტის დაფარვა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კომპანიების დივიდენდებით არის შესაძლებელი. შემოსავლის კლება ენერგეტიკის სექტორში რამდენიმე კომპანიის გაყიდვებიდან გამოთიშვის გამო მოხდა. ხაზინის მინისტრმა პარლამენტის წევრებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ სახელმწიფო საკუთრების ახალ სტრატეგიას, რომელზეც მისი სამინისტრო მუშაობს, მინისტრი ამტკიცებს, რომ ახალი სტრატეგია პრივატიზაციიდან სახელმწიფო შემოსავალს უზრუნველყოფს, რაც ყოველწლიურად 3-4 მლრდ ზლოტი იქნება.

ინდუსტრიული და
ტექნოლოგიური პარკები პოლონეთში – ევროკავშირის პროექტი საშუალო და მცირე ბიზნესის მხარადსაჭერდ, რომელიც მნიშნელოვანი
სიახლეა საქართველოსათვის
ევროკავშირს გააჩნია სპეციალური პროგრამა საშუალო და მცირე ბიზნესის დასახმარებლად და ასევე “სტარტაპი” ბიზნესის მხარდასაჭერად. ისინი თვლიან, რომ თუ ადამიანს აქვს იდეა და სურს მეწარმეობა, ყოველმხრივ უნდა შეეწყოს მას ხელი, რათა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილი. არც ერთი ბიზნესიდეა და ინიციატივა არ უნდა დარჩეს დახმარებისა და ყურადღების გარეშე. ამ მიზნით მთელს პოლონეთში ევროკავშირის დახმარებითა და გრანტებით შეიქმნა ტექნოპარკები, რომელთა დანიშნულებაა, დაეხმარონ მცირე და საშუალო ბიზნესს.
რას წარმოადგენენ ეს ტექნოპარკები – ჩვენ ვესტუმრთ ერთ-ერთ მათგანს ვროცლავის, პოლონეთის ერთ-ერთი ულამაზესი და მაღალგანვითარებული ქალაქის, სიახლოვეს.
ტექნოპარკი – რა არის ეს? ეს არის თანამედროვე ბიზნესცენტრი, სუპერთანამედროვე საწარმო, საგამოფენო და სხვა ფართებით, რომელიც ბიზნესს სჭირდება. ეს არის ლაბორატორიები, ტექნოლოგიური, მარკეტინგული და “პრომოუშენული” კონსულტაციები მეხუთედ ფასში. თქვენ თუ გაქვთ იდეა და არ გაქვთ საწარმო ფართი, შეგიძლიათ, სიმბოლურ ფასში იქირავოთ, ასევე მოიხმაროთ ლაბორატორია, მიიღოთ სერტიფიკატი, შესაფუთი მოწყობილობები, დაიხმაროთ მარკეტინგში მათი სპეციალისტები და არხები და ასე შემდეგ, ყველაფერი ის, რაც მინიმალური დანახარჯებით პროდუქციის საწარმოებლად არის საჭირო.
ვროცლავის მერის, რომელიც ახლა ნოემბერში ხელახლა იყრის კენჭს, რაფალ დუდკევიჩის განცხადებით, ამ ტექნოპარკის დახმარებით, მის ქალაქში შეიქმნა ათიათასობით სამუშაო ადგილი და ათასობით ახალი ბიზნესი. აქ ასევე სტუდენტები გადიან სტაჟირებას და პრაქტიკას, ხოლო ეს პატარა ფირმები ამავე სტუდენტებიდან ირჩევენ თანამშრომლებს, ამიტომ ვროცლავში სტუდენთა რაოდენობამაც იმატა, მოსახლების შემოსავლებმაც და ინვესტორებისთვისაც მიმზიდველი გახდა. ამის მაგალითია კორეული ელექტროგიგანტის LG-ის უზარმაზარი ახალი ქარხანა ვროცლავში, რომელიც წლის ბოლომდე ამუშავდება, თქვა მან. ამასთან მერმა მიგვიწვია სპეციალურ ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც მსჯელობა გაიმართა 2012 წელს შანხაის შემდეგ ვროცლავში მსოფლიო გამოფენის ჩატარებასა და მის როლზე ეკონომიკის განვითარებაში. ასსეტ უმსხვილეს გამოფენებს დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ჩვენი პოტენციალის უცხოური ინვესტორებისათვის გასაცნობად, საქართველოში წარმოებული პროდუქციის მსოფლო ბაზარზე გასატანად. პოლონეთს დიდი გამოცდილება აქვს საერთაშორისო გამოფენების მოწყობაში. აქ არსებობს სერიოზული სკოლა სასაქონლო პრომოუშენის.
ტექნოპარკების პოპულარობა დღითიდღე იზრდება და ის ევროპული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის სერიოზული შემადგენელი ნაწილია. მას დიდი წვლილი მიუძღვის ახალი ბაზრის დაპყრობის საქმესა და დასაქმებაში. პოლონეთი სერიოზულ გამოცდილებას ფლობს ამ მხრივ და ჩვენი პარტნიორები მზად არიან, საქართველოს გაუზიარონ ეს გამოცდილება – თუ როგორ მოაწყონ მსგავსი პარკები საქართველოში და როგორ ჩააბან ამაში ევროკავშირი. ვფიქრობთ, ეს საქართველოს ეკონომიკისათვის გადაუდებელი ღონისძიებაა და ჩვენმა მთავრობამ დღეიდან უნდა დაიწყოს თანამშრომლობა ამ კუთხით.
პოლონეთში ინდუსტრიული და ტექნოლოგიური პარკები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება იმიტომაც, რომ ისინი რეგიონული განვითარების საშუალებად მიიჩნევა, რაც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს რეალობისათვის.
ტექნოლოგიური პარკი ხელს უწყობს სამეცნიერო ინსტიტუტებსა და ბიზნესს შორის ცოდნის გაცვლას. მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს შემდეგ სერვისებს სთავაზობენ:
კომპანიის ესტაბლიშმენტსა და განვითარებას;
ტექნოლოგიების ტრანსფერს;
ტექნოლოგიურ სიახლეებში სამეცნიერო გამოკვლევებისა და განვითარების პროექტებს;
ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
პოზნანის სამეცნიერო და ტექნოლოგიური პარკი შეიქმნა 1995 წლის მაისში, რაც პოლონეთში პირველი პრეცენდენტი იყო. პოლონეთში ტექნოპარკების შემდგომ განვითარებას მხარს უჭერდა პოლონეთის ბიზნესისა და ინოვაციების ცენტრის ასოციაცია.
ინდუსტრიული პარკი შექმნილია ადგილობრივ მმართველობასთან თანამშრომლობით, რაც ბიზნესაქტივობისთვის შეღავათებს ითვალისწინებს, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო საწარმოებისათვის.
ინდუსტრიული და ტექნოლოგიური პარკების მთავარი მიზნები:
კომპანიებისთვის ახალი ტექნოლოგიების გამოყენების საშუალება;
ინვესტორთა მოზიდვა;
ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიულ და ტექნოლოგიურ პარკებს ერთნაირი მიზნები აქვთ, მათი შესაძლებლობები განსხვავებულია. თითოეულ პარკს განსხვავებული ნიშნები აქვთ და თავის რაიონზე, კულტურულ და ეკონომიკურ პირობებზეა გათვალისწინებული. არ არსებობს ერთი უნივერსალური მოდელი, მაგრამ თითოეულ მათგანს მენეჯმენტის საკუთარი სისტემა აქვს. ტექნოლოგიური და ინდუსტრიული პარკები პოტენციურ ინვესტორთათვის გაკეთებული კიდევ ერთი მეგობრული ჟესტია.
– მივიჩნევ, რომ პოლონეთის ეკონომიკის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა ეკონომიკაში ჩატარებულმა რეფორმებმა, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა პიოტრ ნაიმსკიმ, – რომელიც დაიწყო 90-იანი წლებიდან. ესენია – სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაცია, ძლიერი სახელმწიფო ვალუტა, თავისუფალი ბაზრის შექმნა. სპეციალური ეკონომიკური ზონები განსაკუთრებით გამართლებულია პოლონეთის ზოგ რეგიონებში, სადაც ძალიან დიდი უმუშევრობა იყო, არ ფუნქციონირებდა სახელმწიფო ქარხნები თუ ფაბრიკები და ამ რეგიონებში ასეთი ზონების შექმნა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. სახელმწიფომ გადაწყვიტა სპეციალური ეკონომიკური ზონების შექმნა, მიიღო სპეციალური რეფორმები გადასახადებთან დაკავშირებით, საზღვარგარეთის ინვესტიციების მისაზიდად, შედეგად კი ამ სპეციალურ ეკონომიკურ ზონებში მართლაც ძალიან ბევრი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო. ამდენად, 90-იან წლებში ჩატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად, განვითარდა მცირე და საშუალო მრეწველობა, ხოლო სპეციალური ზონები მხოლოდ დამხმარე როლს თამაშობდნენ ეკონომიკის განვითარებასა და ექსპორტის ზრდაში. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ამ ზონების შექმნას რუსეთთან მიმართებაში პრობლემის სიმწვავის მოსახსნელად გადამწყვეტი როლი არ ექნება. ეს უფრო გარკვეული რეგიონების განვითარებას დაეხმარება. ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და გაზრდის დასაქმებას. ასევე რეგიონალური განვითარების და საექსპორტო წარმოების ხელშემწყობი იქნება. ვინაიდან პოლონეთი, ისევე როგორც საქართველო, სოციალისტური ბლოკის წევრი იყო, და ჩვენ ბევრი საერთო პრობლემა გვქონდა ეკონომიკაში ვფიქრობ, რომ პოლონეთის გამოცდილება შეიძლება საქართველოს დაეხმაროს.
პირველი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია, არის მოსახლეობის მეწარმეობის, კერძო ბიზნესის კეთების უნარჩვევების დონის ამაღლება. მეორე – სახელმწიფოს მხარდაჭერა გადასახადების შემცირებაზე, ასევე იმ გადასახადებზე, რომელიც შეეხება განათლებას და ჯანმრთელობის სფეროებს, ასევე დემოკრატიისა და საერთაშორისო ინტეგრირების გაძლიერება. დემოკრატიული სისტემის გაძლიერება და დასავლეთის სისტემებში გაწევრიანება არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც პოლონეთს ეხმარება პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ეკონომიკური გაძლიერების სფეროში. ვფიქრობ, რომ ამ ქმედებებმა პოლონეთს დიდი შედეგები მოუტანა. იმის გარდა, რომ სტაბილური ფასები უნდა იყოს, მნიშვნელოვანია საბიუჯეტო დეფიციტის მინიმუმადე დაყვანა, სავაჭრო ბალანსის ოპტიმალური დეფიციტიც და ეროვნული ვალის სიმძიმის შემსუბუქება.. აუცილებელია, ბიუჯეტის დეფიციტმა 3%-ს და სახელმწიფო ვალმა 60%-ს არ გადააჭარბოს. ეს ევროკავშირის მიერ დაწესებული ორი კრიტერიუმია და ამის არშესრულება იწვევს სანქციების დადებას და უარყოფით შედეგებს. ამიტომ პოლონეთის ხელისუფლება ბოლო წლებში ძალიან მკვეთრ ცვლილებებს ახორციელებს, რაც ხელფასების მომატებას და რეფორმების გატარებაში გამოიხატება, რათა შეასრულოს ევროკავშირის ეს 3 %-იანი მოთხოვნა. აქამდე პოლონეთი ასრულებდა ამ მოთხოვნებს, დეფიციტი 3%-ზე ნაკლებიც იყო, მაგრამ მომავალ წლიდან ეს დეფიციტი გადააჭარბებს 3%-იან კრიტერიუმს და ამიტომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაუბრუნდეს ამ მოთხოვნის შესრულებას. ვიმედოვნებთ, ეკონომიკის გაზრდა 5%-ით, რომელიც მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე შენარჩუნდება, მოგვცემს საშუალებას, სერიოზულ წარმატებას მივაღწიოთ საფინანსო სტაბილიზაციის კუთხით – განაცხადა მან…
სპეციალური ეკონომიკური ზონები პოლონეთში სხვადასხვა პერიოდში შეიქმნა, მაგრამ ძირითადად 90-იანი წლების შემდეგ. ევროკავშირი აღიქვამს სპეციალურ ზონებს, როგორც ეკონომიკის დამხმარე ადგილებს, მაგრამ ევროკავშირის მოლაპარაკების დროს დაგვთანხმდნენ, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი ზონები და ზოგიერთი მათგანი ძალიან კარგად და ძლიერად წარმოაჩენს თავს. როგორ იმოქმედებენ ისინი, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ინფრასტრუქტურას შეუქმნიან მათ. ფაბრიკებში, რომლებიც საზღვარგარეთის ინვესტიციებით არის გახსნილი ამ ზონებში, გაზის მოწოდების დიდი პრობლემა გვაქვს და რუსეთის გამო. მაგრამ ვიმედოვნებთ ჩვენ შევქმნით ენერგო უსაფრთხოების სერიოზულ პროგრამას რათა ბიზნესს არ შექმნას პრობლემა.
– ჩვენ გვახსოვს სიძნელეები რუსეთთან, – განაცხადა პან-მინისტრმა, – რომელიც იანვარში დაიწყო და გამოიწვია უკრაინის კონფლიქტმა, ამის შემდეგ გართულდა ევროპაში გაზის მიწოდება. ამიტომ თვალყურს ვადევნებთ განსაკუთრებით იმას, თუ რა მდგომარეობაა უკრაინაში გაზის მარაგთან დაკავშირებით. ვინაიდან, უკრაინისთვის გაზის მიწოდების კრიზისი პოლონეთს, უნგრეთსა და ბრიტანეთსაც კი დაეტყო, ამ უკანასკნელს ბუნებრივი აირის მიწოდება 3%-ით შეუმცირდა. მაგრამ რადგანაც რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ გაზის ფასსა და ტრანზიტზე, ვიმედოვნებთ, ეს პრობლემა წელს არ გვექნება.
პოლონეთში ინვესტიციები უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ჩვენ ამას ველოდებოდით, ის ახლა 10 მლრდ. დოლლარს შეადგენს. ეს იმიტომ ხდება, რომ მთავრობა ცდილობს, გაუმარტივოს ინვესტორებს ინვესტიციების ჩადების პროცედურის ფორმალური მხარე. ორი წელი გავიდა ევროკავშირში გაწევრიანებიდან და პოლონეთში მუშახელის რიცხვი ჯერ კიდევ გაცილებით დაბალია, ვიდრე ძველ ევროკავშირის ქვეყნებში. ეს ის ქვეყანაა, რომელიც დიდი ეკონომიკით შევიდა ევროკავშირში, ამიტომ არის ძალიან აბსტრაქტული ქვეყანა სხვა ქვეყნებისთვისაც, მხედველობაში არ მაქვს მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ვსაუბრობ კორეასა და იაპონიაზე. ამ ქვეყნების წვლილი ჩვენს ეკონომიკაში ძალიან დიდია. ბოლო დიდი ინვესტიცია, რომელსაც ხელი მოეწერა, იყო ფირმა “დელთან”, ისინი აშენებენ ძალიან დიდ ფაბრიკას ქალაქ ვოლცის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში და ეს იქნება სამუშაო რამდენიმე ათეული ათასი ადამიანისათვის. მიმდინარე წელს პოლონეთში უმუშევრობა მნიშვნელოვნად შემცირდა და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ ამით. გასულ წელს ჩვენთან უმუშევრობის დონე დაახლოებით 18% იყო, ახლა კი დაახლოებით 16%-ია..”
აღსანიშნავია ბოლო წლებში საექსპორტო წარმოების სწრაფი ზრდა. პოლონეთში ექსპორტის გაზრდა რამდენიმე გარემოებით არის გამოწვეული. ერთ-ერთი არის ინვესტიციის ეფექტი. ჩვენ გვაქვს სამანქანო მშენებლობის ინვესტიცია, პოლონეთი მთლიანად არ ითვისებს ამ მანქანების წარმოებას, ამ მანქანების ნაწილი პოლონეთისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ ამ მანქანების წარმოების ძალიან დიდი ნაწილი ევროპისთვისაა განკუთვნილი. პოლონეთი ჩატარებული რეფორმები შედეგებს იმკის და ბუნებრივია, ევროგაერთიანების სიკეთეებს – ის გახდა მანქანათმშენებლობის და ტექნოლოგიატევად დარგებში სერიოზული ექსპორტიორი ევროპაში. ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პოზიტიური ეფექტი.”
– რატომ არის ევროპა ასეთი მორიდებული და მოკრძალებული რუსეთის იმპერიული და არასაბაზრო მექანიზმების მიმართ?
– ევროპაში ბევრი პოლიტიკოსი და ბიზნესმენია, განსაკუთრებით დიდი ევროპული კონცერნების ხელმძღვანელები, რომლებიც ფიქრობენ, რომ თავზე ხელის გადასმის მეთოდი უფრო მომგებიანია, ვიდრე ძალიან მკვეთრი რეაგირება. თუ სჰელლ-ის პრობლემები აქვს სახალინზე, ამ პრობლემებით ჰოლანდია და ბრიტანეთია დაინტერესებული და ამ ქვეყნების მთავრობები მიიჩნევენ, რომ, თუ ამ პრობლემებზე ხმამაღლა არ ილაპარაკებენ, უფრო სწრაფად მოაგვარებენ მათ. პოლონეთში არის ის პრობლემა, რომ გაზის იმპორტის 60% არის ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, ანუ რუსეთიდან. ჩვენმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ რუსეთის გარდა სხვა ალტერნატივები ეძებონ. ვაპირებთ გაზის შუა აზიის ქვეყნებიდან შემოტანას.
– თუ განიხილება პოლონეთში ირანიდან გაზის შემოტანის საკითხი?
– ჩვენ კარგად ვიცით, რომ ირანში ბევრი გაზი და ნავთობია, მაგრამ არის პრობლემა პოლიტიკუ რი სიტუაციის გამო, ასე რომ, პოლონეთი და ამერიკა იმედებს არ ამყარებს ირანიდან გაზის მიწოდებაზე.
ბუნებრივი აირის მოხმარება პოლონეთში ნელი ტემპით იზრდება. 2005 წელს პოლონეთის ბაზარზე გაზის გაყიდვებმა 13.7 მლრდ. მ3 მიაღწია, რაც 2004 წლის მონაცემებს თითქმის 0.5 მლრდ. მ3-ით აღემატება.

განსაკუთრებული ეკონომიკური
ზონები პოლონეთში
მათ დიდი როლი ითამაშეს ადამიანთა დასაქმებაში.
რატომ არ მივბაძოთ?
განსაკუთრებული ეკონომიკური ზონები წარმოადგენენ განსაზღვრულ ადგილებს, სადაც წარმოების ან დისტრიბუციის აქტივობას შეღავათიანი პირობები აქვს შექმნილი. მათი მიზანი რეგიონული განვითარებაა. ისინი შეიქმნენ, რათა:
დაეხმარონ ეკონომიკის ზრდას პოლონეთის რეგიონში;
განავითარონ და გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები პოლონეთის ეკონომიკაში;
გაზარდონ პროდუქციისა და სერვისების კონკურენტუნარიანობა;
სასარგებლო გახადონ პოსტ-ინდუსტრია და ინფრასტრუქტურა;
სტიმული მისცენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას;
პოლონეთში 14 განსაკუთრებული ეკონომიკური ზონაა. თითოეული მათგანის მიზანი ზონებში ბიზნესის ხელშეწყობა და საინვესტიციო პროცესის დახმარებაა.

1. პომერანიანის სპეციალური ეკონომიკური ზონა 2001 წლის 11 ივლისის დეკრეტის საფუძველზე შეიქმნა, იგი 2017 წლის 30 ნოემბრამდე იმოქმედებს.
პომერანიანის სპეციალური ეკონომიკური ზონის
მთავარი ინვესტორები:

2

2. სლუპსკის სპეციალური ეკონომიკური ზონა Pომერანიან-ის რეგიონული განვითარების სააგენტოს მიერ იმართება. ზონის ფართობი 210.02 ჰექტარია, მასში 5 საინვესტიციო სივრცე ერთიანდება

1. Slupsk wlynkowko(102.92ჰ)
2. Redzikowo(33.10 ჰ)
3. koszalin(22ჰ)
4. Dbrzno(9.8ჰ)
5. Szczecinek(42.13ჰ)

3. შუვაკიის სპეციალური ეკონომიკური ზონა პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, მასში ოთხი დამატებითი ზონაა მოთავსებული. ზონას მოქმედებისთვის 20 წლის ვადა ქვს. ის ინვესტორებს შემდეგ უპირატესობებს სთავაზობს:

სივრცე აღჭურვილია ტექნიკური ინფრასტრუქტურით;
ყველაზე დაბალი ფასები უძრავი ქონებისთვის;
შესაძლებლობა, ითანამშრომლონ ზონაში მოქმედ კომპანიებთან;
შესანიშნავი მდებარეობა – რუსეთთან, ლიტვასა და ბელორუსიასთან;
ყველაზე იაფი მუშახელი პოლონეთში;
მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა მუშაკები;
მეგობრული დამოკიდებულება.
ამ სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში მოქმედებს 62 ფირმა, აღნიშნულ ადგილზე 55-მა ინვესტორმა უკვე დაიწყო საქმიანობა.

4. ვარმია მაზურის სპეციალური ეკონომიკური ზონა 1997 წელს შეიქმნა. ის პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს – რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის რაიონთან. დაგეგმილი ინვესტიციების მთლიანი ღირებულება 423.7 მლნ. ევროა, რომლის მეშვეობითაც დასაქმდება 5 550 ადამიანი.
მთავარი ინვესტიციები ვარმია-მაზურის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში
3

5. ლოდზი პოლონეთის მეორე უმსხვილესი ქალაქია 800000 მისახლეობით. მისი სპეციალური ეკონომიკური ზონა 16 ქვეზონად არის დაყოფილი. ეს ზონა მაღალი ხარისხის სტანდარტებითა და სერვისით გამოირჩევა, რაც ინვესტორებისთვის კარგ გარემოს ქმნის.
ლოდზის სპეციალური ეკონომიკური ზონის
მთავარი ინვესტორები

4

6. კოსტრინ სლუბიცის სპეციალური ეკონომიკური ზონა პოლონეთის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. გეოგრაფიულად ის ევროპის ცენტრს წარმოადგენს და ახლოსაა გერმანიასა და ჩეხეთის რესპუბლიკასთან.
უცხოური კაპიტალის მქონე კომპანიები, რომლებმაც ზონაში საქმიანობა 2005 წელს დაიწყეს:
Bee Polska (ბელგია, პლასტმასები)
Hanke Tissue (გერმანია, ქაღალდი)
HMP Heidenhain Microprint (გერმანია, ელექტრონიკა)
Arcobaleno (Eტალია, ფეხსაცმელები)
VW PoznaD (გერმანია, ავტონაწილები)
Homanit (გერმანია, ხე-ტყის წარმოება)
BCC Polska safrangeTi, ავტონაწილები)
Fraba (გერმანია, ელექტრონიკა)

7.ლენგიცას სპეციალური ეკონომიკური ზონა პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, იგი 7 ქვეზონად არის დაყოფილი, ევროპის ცენტრშია და საკომუნიკაციო ქსელის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
ლენგიცას სპეციალური ეკონომიკური ზონის
მთავარი ინვესტორები
8

8. ტანობრზეგის სპეციალური ეკონომიკური ზონა 1997 წელს 20 წლიანი ვადით დაარსდა. საინვესტიციო პროექტებით შეიქმნა 6000 ახალი სამუშაო ადგილი, ამჟამად დასაქმებულია 9 000 ადამიანი.
ტანობრზეგის სპეციალური ეკონომიკური ზონის
მთავარი ინვესტორები:

7

9. სტარაჩოვისის სპეციალური ეკონომიკური ზონა 329.8 ჰექტარს მოიცავს.
სტარაჩოვისის სპეციალური ეკონომიკური ზონის
მთავარი ინვესტორები
6

10. ქემიენა გორას სპეციალური ეკონომიკური ზონა პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და ის მცირე ბიზნესისთვის არის ხელსაყრელი. ზონა ესაზღვრება გერმანიისა და ჩეხეთის რესპუბლიკებს, იგი 2017 წლამდე იმოქმედებს. ზონაში საქმიანობს 27 ინვესტორი, მათ 2000-ზე მეტი ადამიანი ჰყავთ დასაქმებული.
ქემიენა გორას სპეციალური ეკონომიკური ზონის
მთავარი ინვესტორები
5

11. ვალბრზიჩისის სპეციალური ეკონომიკური ზონა 15 ქვეზონად იყოფა. თითოეულ ქვეზონას თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა აქვს, რომელიც მუდმივად ვითარდება. ზონაში მოქმედი კომპანიები 18 788 ადამიანს ასაქმებს.
ვალბრზიჩისის სპეციალური ეკონომიკური ზონის
მთავარი ინვესტორები
9

12. კატოვაისის სპეციალური ეკონომიკური ზონა 1996 წელს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით დაარსდა. შექმნილია 21 690 ახალი სამუშაო ადგილი.
კატოვაისის სპეციალური ეკონომიკური ზონის
მთავარი ინვესტორები

10

13. ევრო-პარკ მაიელეცის სპეციალური ეკონომიკური ზონა 1995 წელს დაარსდა და ის პოლონეთში პირველი პრეცენდენტი იყო. დღეს მას პოლონეთის ეკონომიკურ რუკაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ინვესტორებს ის მოსწონთ, რადგან იქ მათთვის კარგი პირობები და ბიზნესისთვის ხელსაყრელი საგადასახადო სისტემაა. ზონაში შექმნილია 11 000 ახალი სამუშაო ადგილი.
ევრო-პარკ მაიელეცის სპეციალური ეკონომიკური ზონის
მთავარი ინვესტორები

11
14. კრაკოვის ტექნოპარკის სპეციალური ეკონომიკური ზონა 1998 წელს დაარსდა.
კრაკოვის ტექნოპარკის სპეციალური ეკონომიკური ზონის
მთავარი ინვესტორები
12

საბანკო სისტემა და ფინანსური
სერვისები პოლონეთში
პოლონური საბანკო სისტემა ძლიერი და მყარია. 1989 წლიდან, ანუ გარდამავალი ეპოქის დაწყების შემდეგ, პოლონეთისთვის შესაძლებელი გახდა სერიოზული პრობლემებისგან თავის დაღწევა, რომელიც ცვლილებების გამო სხვა ქვეყნებს დაატყდა თავს.
პოლონეთის საბანკო სისტემა – პროცესების ეფექტიანობა, ამ ბაზარზე უკანასკნელი ათი წლის მანძილზე დამკვიდრდა. პოლონეთის ბაზარზე მოქმედი კომერციული ბანკებიდან ყველაზე დიდ ჯგუფს მთლიანად ან ნაწილობრივ პრივატიზებული ბანკები წარმოადგენენ. მათ პრივატიზაციაში მონაწილეობას იღებდნენ ევროპისა და მსოფლიოს ყველაზე მსხვილი დაწესებულებები, ამიტომ პოლონეთის ბანკების მეტი წილი უცხოელი ინვესტორების ხელშია.
ერთდროულად, მსხვილ კომერციულ ბანკებთან ერთად, პოლონეთში მუშაობენ მცირე ბანკებიც. 2005 წლის II კვარტალში კომერციული ბანკების ძირითადი კაპიტალი 11.948 მლნ. ზლოტი იყო, ხოლო კორპორატიული ბანკების საფონდო წილი 529 მლნ. ტალი.
საბანკო ბაზრისთვის ბოლო წლებში დამახასიათებელი გახდა საკრედიტო კამპანიის ძლიერი განვითარება, რაც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს: ბანკების გარკვეული რაოდენობა მომხმარებელს ინტერნეტსერვისს სთავაზობს.
საბოლოოდ, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე პოპულარული გახდა დანაზოგის საინვესტიციო ფონდებში ან სხვა ფინანსურ დაწესებულებებში შეტანა. 2006 წლის დასაწყისში პოლონეთში მოქმედი საინვესტიციო ფონდის სახსრები 61.1 მლნ. ზლოტს შეადგენდა. მოცემული თანხა ამ წლის მანძილზე დაახლოებით 60%-ით გაიზარდა, რაც ქვეყნის დანაზოგის 20%-ს შეადგენს. რეგიონში მომხდარი განვითარება მეტყველებს, რომ პოლონეთის საზოგადოება მაღალგანვითარებული ქვეყნებისას უტოლდება.

სამუშაო ძალის ხელმისაწვდომლობა
პოლონეთში
ბოლო წლების მანძილზე პოლონეთის მრავალრიცხოვანი ინვესტიციების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს კვალიფიციური სამუშაო ძალა წარმოადგენს. პოლონეთის შრომის ხარისხი შეიძლება უფრო განვითარებული ქვეყნებისას შევადაროთ, თანაც ის ბევრად იაფია. ამ სხვაობის რაობას გვიჩვენებს Boston Consulting Group-ის 2004 წლის ივლისის მოხსენება სათაურით პოლონეთის უპირატესობა კონკურენციაში”, რომელშიც შედარებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნების შრომითი დანახარჯები.
მცირე დანახარჯებთან ერთად, პოლონეთის უპირატესობას სამუშაო ძალის ხელმისაწვდომლობა წარმოადგენს, რაც ხაზგასმულია Ernest & Young-ის 2005 წლის მოხსენებაში – “ინვესტიციების მოზიდვა ევროპაში”. მასში პოლონეთი მითითებული იყო, როგორც ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანა ევროპაში სამუშაო ძალის მიხედვით. არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი – სამუშაო ძალისათვის დანახარჯების სიმცირის გარდა, პოლონეთს მნიშვნელოვნადმრავალრიცხოვანი მოსახლეობა ჰყავს, ხოლო ბევრ სფეროში (მაგალითად, ავტოწარმოება) მას მრავალწლიანი საწარმოო ტრადიციები გააჩნია, რის გამოც ბაზარზე ადვილად მოიძებნება კვალიფიციური სამუშაო ძალა და ამ სფეროს ინჟინრები. უნდა აღინიშნოს, რომ პოლონეთში სამუშაო ძალის ხელმისაწვდომლობა რეგიონზე, საუნივერსიტეტო და სამრეწველო ტრადიციებზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, კვალიფიციური ინჟინრებისა და ინფორმატიკის სპეციალისტის მოძიებისას, მხედველობაში უნდა მივიღოთ ყველაზე მსხვილი ქალაქები, სადაც საუნივერსიტეტო ცენტრები მდებარეობენ. ვარშავის გარდა, მნიშვნელოვანია კრაკოვი (სადაც მოტოროლა-ს უკვე აქვს კვლევითი ცენტრი), გდანსკი (ინტელ), ვროცლავი, ლოდზი.
პოლონეთის კვლევით ლაბორატორიებში მრავალმა საერთაშორისო კომპანიამ განახორციელა ინვესტიციები. ეს ფაქტი მეტყველებს, რომ საერთაშორისო ბიზნესი პოლონეთში ამ სფეროს უპირატესობას აფასებს.
ამ უპირატესობის შემდგომ განვითარებას პოლონეთში საზოგადოებრივ-დემოგრაფიული პროცესები ეხმარება. სახელმწიფოს შრომით ბაზარზე ახლანდელი დემოგრაფიული ბუმი 10-15 წლის წინანდელზე მაღალია.

მასობრივი გაქცევის ეფექტები
ევროკავშირის ახალ წევრ სახელმწიფოებს შორის პოლონეთი სამუშაო ძალის ექსპორტით პირველ ადგილზეა. ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 15.5%-ია, მაგრამ ქვეყანაში მოქმედი ზოგიერთი ბიზნესი კვლავ ვაკანსიების შევსებას ცდილობს, სხვა სექტორებმა კი ხელფასები დასაქმებულთა შენარჩუნების მიზნით გაზარდეს.
პოლონეთის მთავრობა კი მუდმივად აცხადებს, რომ ფერმერები ესაჭიროება. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის სამუშაო ძალა საზღვარგარეთ უკეთესი სამსახურისა და ხელფასისთვის მიდის, პოლონეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეს კანონიერად მუშაობისთვის ნებართვა სჭირდება, ხოლო სამუშაო ნებართვის მოგვარების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, მაგალითად, ჟურნალისტებს, უცხო ენის მასწავლებლებს და სამღვდელოების წარმომადგენლებს ნებართვისთვის დიდხანს ლოდინი არ მოუწევთ. ასევე გამარტივდა თურქეთის მოქალაქეებისა და იმ მუშახელის სამუშაოზე აყვანა, რომელიც მხოლოდ სეზონურ სამუშაოზე მუშაობენ მეზობელი ქვეყნებიდან. პოლონეთს ბევრი მეზობელი ქვეყანა აქვს, მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე მათგანს ეხება – უკრაინას, ბელორუსიას, რუსეთსა და გერმანიას.
პოლონეთიდან ექიმთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობა მიემგზავრება საზღვარგარეთ სამუშაოდ. პოპულარობით სარგებლობენ ანესთეზიოლოგები, რომელთა 8%-მა ქვეყანა უკვე დატოვა, შემდეგ მოდიან ქირურგები და ახალგაზრდა ექიმები, რომლებიც საზღვარგარეთს გამოცდების ჩასაბარებლად და პრაქტიკის დასაწყებად მიაშურებენ. მონაცემების თანახმად, პოლონეთში ექიმის შემოსავალი ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალია, თუ არ ჩავთვლით გაერთიანებულ სამეფოს, სადაც ამ მხრივ უარესი მდგომარეობაა. ექთნის საშუალო შემოსავალი პოლონეთში საათში 9 ზლოტია, ეს სასაცილოო თანხაა იმ პიროვნებისთვის, რომელიც 6 წელი სწავლობდა და რეგულარულად აბარებს რთულ გამოცდებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
სპეციალისტთა მეორე ჯგუფი, რომლებიც ბედსა და ფულს საზღვარგარეთ ეძებენ, მშენებლები არიან. სამშენებლო კომპანიებში საგანგაშო მდგომარეობაა – სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება კვალიფიციური მშენებლის პოვნა. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ პოლონეთში უძრავი ქონების ბუმია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვან მიზეზად მშენებლების მიგრაცია მიიჩნევა. პოლონელებს ეგონათ, რომ აგურის აგურზე დადება დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა და ამას ყველა შეძლებდა, მაგრამ სიძნელეები უკვე თვალსაჩინოა, ხოლო მშენებლები კი სამუშაოდ ინგლისში არიან წასულები. ამიტომ პოლონეთში მშენებლობა უძრავი ქონების გაყიდვაზე რთული საქმეა. მშენებელი ძალის მისაზიდად სამშენებლო კომპანიები კომპენსაციებს ზრდიან, პოლონეთის სტატისტიკური ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით, სამშენებლო სექტორში 2006 წლის მეორე მეოთხედში საშუალო ხელფასმა 2. 495 ზლოტს მიაღწია, რაც გასული წლის აგვისტოს მონაცემებს 15%-ით აღემატება.
სამუშაო ძალის გადინების შესახებ მსოფლიო ბანკმა ქვეყნები გააფრთხილა – მათი მიმღები ქვეყნები ეკონომიკურ მოგებას ნახულობენ, ხოლო იმ ქვეყნებმა, საიდანაც სამუშაო ძალა გადის, თვალ-ყური უნდა ადევნონ ამ ტენდენციებს და საკუთარი ეკონომიკის მომავალზე იფიქრონ. პოლონეთში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის გამოც საუბრობენ და შიშობენ, რომ მათი მრავალი მოქალაქე ფორმალურად არის უმუშევარი, სხვადასხვა დახმარებების მიღების მიზნით.

პოლონეთის მშენებლობის
მინისტრი ინვესტორებს
სარფიან დაბანდებას, ხოლო ქართველ მშენებლებს მაღალ ანაზღაურებას ჰპირდება
ანტონ იაშჩაკი (პოლონეთის მშენებლობის მინისტრი). “დღეს პოლონეთში მშენებლობის ბუმია “შესაბამისი პრობლემებით, ეს ასევე სერიოზული საინვესტიციო ბაზარია ქართული ბიზნესისათვის და შრომის ბაზარი სპეციალისტ მშენებლებისათვის”
მინდა აღვნიშნო, განაცხადა ბატონმა ანტონმა, რომ ჩვენი სამინისტრო ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. სრულად 6 თვეც არ არის, რაც შეიქმნა ტრანსპორტისა და მშენებლობის სამინისტროს გაყოფით. ეს სამინისტრო გაიყო სამ ნაწილად: მშენებლობის სამინისტრო, საზღვაო ეკონომიკის სამინისტრო და ტრანსპორტის სამინისტრო. ჩვენს სამინისტროში დასაქმებულია 230 ადამიანი, ეს სტრუქტურა სამად არის განაწილებული, რომლის ხელმძღვანელობასაც ეწევიან ჩემი ორი მოადგილე და კიდევ ერთი მინისტრის მოადგილის მოადგილე. ჩემი ზედამხედველობის ქვეშ არის ასევე სამი ბიურო, მინისტრის სამდივნო, საინფორმაციო ბიურო და საზღვარგარეთთან თანამშრომლობის ბიურო. ჩვენი სამინისტრო სამ სფეროში მოღვაწეობს, ესენია: მშენებლობა, ბინათმშენებლობა და სივრცის ათვისების სფერო. ჩვენი უმთავრესი მოქმედებები არის მშენებლობის დარეგულირება და მშენებლობის ნებართვის აღების გაადვილება. ასევე ვმუშაობთ გზების გაყვანის, სარკინიგზო ლიანდაგებისა და წყალსადენი მილების სფეროში. ხელისუფლების პოლიტიკა იქითკენ არის მიმართული, რომ ხელი შეუწყოს ამ პროცედურებს იმისათვის, რომ კარგი პირობები შეუქმნას უცხოელ ინვესტორებს. ჩვენი მიზანია საზღვარგარეთის ინვესტორების მოზიდვა, ამიტომ გვინდა ვიყოთ კონკურენტუნარიანები ჩვენთან ინვესტიციების ჩადების საკითხში, განსაკუთრებით ლიტვასთან, სლოვაკეთთან და ჩეხეთთან მიმართებაში, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანები.
ამდენად, თუ ქართველ ინვესტორებს სურვილი ექნებათ, პოლონეთში ჩადონ ინვესტიციები, გვსურს, რომ უკეთესი პირობები შევუქმნათ მათ, ვიდრე ამას გააკეთებენ ჩეხები, სლოვაკები და ლიტველები. რაც შეეხება ინვესტიციის ჩადების საკითხებს, არსებობს კონკურენცია ევროკავშირის შიდა ფარგლებში. ამდენად, ევროკავშირის ყველა ინვესტორი დაკავშირებულია პოლონეთის ბაზართან. ამავე დროს, არიან ჩრდილოეთ ამერიკის ინვესტორები, კანადისა და კორეის წარმომადგენლები. ამ წელს პოლონეთის შიდა პროდუქტი უნდა გაიზარდოს 4,6%-ით, ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ბინათმშენებლობის რაოდენობის გაზრდა და აქ არის გატარებული გარკვეული სამთავრობო პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს, რომ მშენებლობის სამინისტრო დაეხმაროს მსურველებს ბინათმშენებლობის საკითხში. სამწუხაროდ, ევროკავშირში პოლონეთი ბოლო ადგილზეა. ბინის მშენებლობის საკითხში, 7-8 წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს 1,8 მილიონი სახლის აშენება. ეს იქნება ბინები, რომლებიც სახელმწიფოს, კერძოდ, მშენებლობის სამინისტროს დახმარებით აშენდება, ხოლო 1.2 მილიონი ბინა იქნება კომერციული ხასიათის მშენებლობა. ტექნიკურად ამ ამოცანის შესრულება შესაძლებელია, მაგრამ ამჟამად, როდესაც პოლონეთი გახდა ერთი დიდი სამშენებლო ადგილი, უკვე იგრძნობა შესაბამისად მომზადებული მუშახელის ნაკლებობა, რომელიც მშენებლობაში იქნება დასაქმებული. ამჟამად ამ საქმის საუკეთესო პროფესიონალები ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მუშაობენ, აქედან გამომდინარე, ვაპირებთ, ყველანაირი პირობა შევქმნათ მშენებლობის სფეროში, მაგრამ, სამწუხაროდ, პოლონეთის ახალგაზრდობა არ მიისწრაფვის სამშენებლო საქმის შესწავლისაკენ. სურვილი გვაქვს, გამოვიყენოთ ესპანეთის გამოცდილება მშენებლობაში. მხედველობაში მაქვს მაღალტექნიკური მასალების გამოყენება, რადგან, თუ შევადარებთ ესპანეთისა და პოლონეთის სამშენებლო პოტენციალს, ესპანელებმა გასულ წელს 600 ათასი ბინა გადასცეს მომხმარებელს, პოლონელებმა კი 120 ათასი ბინა. ამდენად, ეს განსხვავება მნიშვნელოვანია და სურვილი გვაქვს, ეს მონაცემები გავზარდოთ. რა თქმა უნდა, ეს შეეხება ბინების სხვადასხვა ჯგუფს – საკუთარი ბინებისა და საზოგადოებრივი ბინათმშენებლობისას. პოლონეთში არსებობს საფრანგეთიდან გადმოტანილი ნიმუში ეგრეთწოდებული ბინათმშენებელი საზოგადოებებისა და ასევე კომუნალური და სოციალური ბინათმშენებლობა. ევროკავშირის წევრი ქვეყნის ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საკუთარი ჭერი. ეს არ ნიშნავს, რომ პოლონეთში არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არა აქვთ თავშესაფარი. ეს არის მსგავსი შემთხვევა, როგორც პარიზში – იქ არიან უსახლკაროები, რადგან მათ არ სურთ ჰქონდეთ სოციალური თავშესაფარი და ურჩევნიათ, ღია ცის ქვეშ იცხოვრონ. სამწუხაროდ, დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე, თავად ხელისუფლებას არ შეუძლია მოახდინოს მათზე ზეგავლენა, მაგრამ სურვილი გვაქვს, რომ ამას ადგილი ჰქონდეს, რაც შეიძლება მცირე რაოდენობით. ეს არის ჩვენი სამინისტროს საქმიანობის ზოგადი მონახაზი.
რა იგულისხმება სახელმწიფოს დახმარებით აშენებულ ბინებში?
– სახელმწიფოს დახმარება გულისხმობს გარკვეული ტიპის ოჯახებს, მარტოხელა დედებს, ეს არის მშენებლობისათვის აღებული კრედიტის პროცენტის დახმარება. ბოლო 8 წლის განმავლობაში ასეთი მოქალაქეები იღებენ დახმარებას კრედიტის გადასახადში. ეს დახმარება განპირობებულია პოლონეთში ძალიან გავრცელებული ჰიპოთეკური კრედიტით, წლიური 3%-იანი გადასახადით. სახელმწიფო ხელისუფლება მიისწრაფვის იმისკენ, რომ ზლოტებში აიღონ კრედიტი, მაგრამ უფრო მეტად კრედიტს შვეიცარიული ფრანკებით იღებენ. ეს უფრო იაფია, ვიდრე ზლოტებში აღებული კრედიტი. კრედიტის დრო განსაზღვრულია 25 წლიდან 40 წლამდე. ასეთი კრედიტის აღების საშუალებამ ბინის ფასების 30%-ით გაზრდა გამოიწვია. ამჟამად მოსახლეები ჩაწერილები არიან ბინების მისაღებად ცარიელ მინდვრებზე, სადაც ჯერ არ არის ცნობილი, როდის და რა სახის ბინები აშენდება. აქ ლაპარაკია იმ ბინებზე, რომლებიც 2-3 წლის განმავლობაში უნდა აშენდეს და ფასები მოსახლეობისათვის არის ატრაქციული. არსებობს უკვე გამზადებული, აშენებული ბინები, მაგრამ მათი ფასი არ არის ისეთი ხელმისაწვდომი, ვიდრე ის, რომელიც უნდა აშენდეს.
რამდენი პროცენტია მშპ-ში მშენებლობის წილი და როგორ იბეგრება ის?
– მშენებლობას არა აქვს დიდი წილი მშპ-ში, რადგანაც, როგორც გითხარით, 130 ათასი ბინა უნდა გადაეცეს წელს, და ძირითადად ეს არის მრეწველობის წილი. რაც შეეხება დაბეგვრას, ჯერჯერობით ეს პრობლემატიკური საკითხია, ჩვენ გვინდა 7% შევინარჩუნოთ. ეს არის გარკვეული წინააღმდეგობა – 7% ბინისთვის და 22% სამშენებლო მასალებისთვის. 7% გადასახადის განსაზღვრა ეს არის ევროკომისიის გადაწყვეტილება, ამიტომ ველოდებით ფინანსთა მინისტრის განსაზღვრებას საზოგადოებრივი მშენებლობის შესახებ.
რამდენად ღიაა შრომითი ბაზარი ქართველი მშენებლებისთვის პოლონეთში?
– ამ საკითხში ჩვენ გახსნილები ვართ. უბრალოდ, ხელი უნდა მოეწეროს ხელშეკრულებას პოლონეთისა და საქართველოს შრომის სამინისტროებს შორის. ასეთი ხელშეკრულებები უკვე მზადდება უკრაინასთან და დაწყებულია მოლაპარაკებები ბელორუსიასთან. მარგამ პრობლემაა რუსეთის მხრიდან, რადგან ის დიდი კონკურენტი, რაც მშენებლობისათვის მუშახელის მიზიდვას შეეხება.

რუსეთს ემბარგო და ეკონომიკური სანქციებით დემოკრატიისა და
თავისუფლების წინაღმდეგ ომი საქართველოთი არ დაუწყია –
მანამდე იყო პოლონეთი
საბჭოთა კავშირის დაშლამ და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნამ გეოპოლიტიკური მდგომარეობა შეცვალა, რაც მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპას არ შეეხება. დასავლეთმა დაკარგა მთავარი მტერი – დასრულდა ცივი ომი. თუმცა რუსეთი კვლავ დიდ ძალად რჩება ბირთვული იარაღითა და გაურკვეველი ეკონომიკური თუ პოლიტიკური რეფორმებით, მათ შორის, ბურუსით მოცული საგარეო პოლიტიკით, რაც განსაკუთრებით მის მოსაზღვრე ქვეყნებს ეხებათ. რუსეთის მეზობელ ქვეყნებთან დაძაბული ურთიერთობების გამო დასავლეთის პოლიტიკა რეგიონში ცვლილებებს განიცდის.
ევროპისა და რუსეთის ურთიერთობებში სუსხი იგრძნობა, რუსეთი კი უკრაინასა და საქართველოზე ბრაზობს. ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის გახსნის შემდეგ, მოსკოვი კასპიის რეგიონიდან დასავლეთში ენერგომატარებლების გადატანის მონოპოლიას კარგავს. მოულოდნელად, გაზპრომი ენერგომატარებლებზე მსოფლიო ფასებს ითხოვს და მას ქვეყნების გასაკონტროლებლად მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მიიჩნევს.
თუ რუსეთი თანამედროვე სახელმწიფოდ გარდაქმნის პოლიტიკას განაგრძობს, გაიზრდება ევროკავშირის მნიშვნელობაც. მომავალი განვითარება რუსეთის სტრატეგიულ არჩევანზეა დამოკიდებული, აგრეთვე ევროკავშირის უნარზე – იყოს საერთაშორისო არენის უსაფრთხო მოთამაშე.
ევროკავშირისა და რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობები ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია. რუსეთის საგარეო ვაჭრობის 50% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. ევროკავშირი კი რუსეთისთვის ტექნოლოგიების, ნოუჰაუებისა და ინვესტიციის წყაროა, სამაგიეროდ რუსეთი ბუნებრივი რესურსებით მდიდარია და მას კვალიფიციური სამუშაო ძალა ჰყავს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა რუსეთს შეუძლია. ახლა ის მოხმარებული გაზის 25 % აწვდის ევროპას. რუსეთი ევროკავშირის მეხუთე სავაჭრო პარტნიორია აშშ-ის, შვეიცარიის, ჩინეთისა და იაპონიის შემდეგ.
2006 წელს ორ მხარეს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ენერგეტიკაზე იყო ორიენტებული, რაც ფინეთში გამართულ ევროპის საბჭოს სამიტზე პუტინის გამოსვლაში ნათლად იგრძნობა. ევროპას რუსული ენერგია სჭირდება, რუსეთს კი ის უზარმაზარი ენერგობაზარი, რაც ევროპას გააჩნია. მაგრამ ევროპელები რუსეთს ახსენებენ, რომ ეკონომიკური ურთიერთობები მხოლოდ ენერგომატარებლებს არ მოიცავს.
რუსეთი ეკონომიკურ სანქციებს მხოლოდ საქართველოს მიმართ არ იყენებს. პოლონეთმა უკვე გაიარა ეს გზა – განაცხადა ჩვენთან საუბარში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ბარბარა კრისტინა ტუგე-ერცინსკამ. 2004 წლის ნოემბერში აიკრძალა პოლონეთიდან იმპორტირებული ხორცი, ხილი და რძის პროდუქტები, რადგან პროდუქციის 1%-ში აღმოაჩინეს რაღაც წუნი და მთლიანად აკრძალეს იმპორტი პოლონეთიდან, რამაც პოლონეთს 50 მოლიონი ევრო დააკარგვინა. შემდეგ მოცემული სტანდარტებით მიეწოდა რუსეთს პროდუქცია, მაგრამ მაინც არ მიიღეს და ასე გრძელდება დღემდე. მიუხედავად ამისა, ჩვენი ექსპორტის 60% ევროპაში მიდის და ძირითადი პარტნიორიც ისაა. ამასთან, ბოლო სამი წლის განმავლობაში ექსპორტი სამჯერ გაიზარდა. ამ ბაზრის ასე სწრაფად მონახვაში “დაგვეხმარა” რუსეთი.
უფრო მეტიც, – გააგრძელა მინისტრმა, – რუსეთი ეწინაღმდეგება პოლონურ ინვესტიციებს მეზობელ ქვეყნებში. ასეთი ფაქტი: ლიტვაში იყიდებოდა საკმაოდ დიდ ნავთობგადამამუშავებელი “მოჟაიკის” ქარხანა, რომელიც პოლონელმა ინვესტორებმა შეიძინეს სერიოზულ ფასად, როცა რუსებს მისი მუქთად ჩაგდება უნდოდათ ხელში. ზეწოლის იარაღად ჰქონდათ ის, რომ ნავთობსადენი, საიდანაც ქარხანა მარაგდებოდა, რუსული ნავთობით იყო სავსე. გაბრაზებულმა რუსებმა ჯერ შეწყვიტეს ნავთობის მიწოდება მილსადენით, მაშინ პოლონელმა ინვესტორებმა ალტერნატიული წყარო მონახეს, ამის შემდეგ იჩივლეს ევროგაერთიანების სტრუქტურებში – ანტიმონოპოლიური კანონი ირღვევაო. როცა ცნობილი გახდა, რომ ამ სტრუქტურებმა დადებითი დასკვნა გამოიტანეს საჩივარზე და რუსები ვერას გახდნენ – სრულიად ახლახან ქარხანას გაურკვევლი მიზეზით გაუჩნდა ცეცხლი და დაიწვა. ზარალი ასობით მილიონ ევროს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ბიზნესში რუსეთში პოლონეთი საკმაოდ სერიოზულადაა წარმოდგენილი, ინვესტიციების ზრდა მაინც არაა საკმარისი. ეს ქვეყანა, რბილად რომ ვთქვათ, არაა ღია ეკონომიკის ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ, რომ დალაგდეს ურთიერთობა და ეს იყოს პარტნიორულ საწყისებზე. ასევე, ჩვენი მეზობლების – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოველების პრობლემებსაც არ ვტოვებთ უყურადღებოდ, რადგან ეს ჩვენთვის და საერთოდ ევროპული დემოკრატიისათვის პრინციპული საკითხია. მიუხედავად ამისა, თქვენ მეტი უნდა გააკეთოთ თქვენი წარმოების გაზრდისა და ევროპაში მისი რეკლამირებისათვის. დღეს თუ ხვალ რუსეთი თავის ბაზარს მაინც დაგიკეტავდათ, ეს მისი სტილია და რაც უფრო ადრე გადახვალთ ევროპულ სტანდარტებზე, მით მეტად გადაჭრით თქვენ წინაშე დასმულ ამოცანებს – განაცხადა მან.
პოლონეთი – რუსეთის მეოთხე პარტნიორი ქვეყანაა ევროკავშირის 25 სახელმწიფოს შორის. 2006 წლის პირველ შვიდ თვეში ტვირთბრუნვამ 10 მლრდ. დოლარს მიაღწია, თუმცა პოლონეთი რუსეთის მხრიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, განსაკუთრებით კი ხორცზე, ემბარგოს მოხსნას ელის.
რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბულობა მაშინ დაიწყო, როცა 1992 წელს რუსეთმა უარი უთხრა ფულის ნიშნების მოწოდებაზე, შემდეგ პროდუქციის მოწოდებასა და ანგარიშსწორების განხორციელებაზე. ის აფხაზეთში ებრძოდა საქართველოს და ატყუებდა შევარდნაძის ხელისუფლებას, როცა ყოველი მოლაპარაკების შემდეგ ართმევდა აფხაზეთის ნაწილს, და ბოლოს, რუსეთმა 280 ათასი ქართველი გამოდევნა საკუთარი სახლებიდან საქართველოს ამ კუთხეში. ესეც არ იკმარა და სამოქალაქო ომის ინსპირირება მოაწყო თავისი აგენტების მეშვეობით 1993-1994 წლებში. აქედან მოყოლებული, ის ნაბი-ნაბიჯ იზოლაციას და ბლოკადას უწყობდა საქართველოს, შემდეგ იყო მისი, ე. წ. სამშვიდობო დროშით ჯარების შემოყვანა კონფლიქტურ ტერიტორიებზე, ვიზების შემოღება საქართველოს მოქალაქეებისათვის მთელს სნგ-ში, ეს დაძაბულობა ახალ ფაზაში მას შემდეგ შევიდა, რაც საქართველოში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსეთის ოთხი მოქალაქე დააკავეს. შედეგად, რუსეთში ქართული დიასპორის შევიწროება და სხვა არასახარბიელო გადაწყვეტილებები მოჰყვა. იკრძალება რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები და ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა. გაურკვეველია, როგორ განაგრძობს რუსეთი საქართველოსთან ეკონომიკურ ურთიერთობებს. რუსეთის გაზის მონოპოლისტი “გაზპრომი” აცხადებს, რომ შექმნილი ვითარების მიუხედავად, საქართველოს გაზმომარაგებას არ შეუწყვეტს. 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველომ ორიენტაცია დასავლეთზე აიღო, რუსეთმა კი ნათლად დაინახა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში გავლენას კარგავდა. რუსეთის მზარდი აგრესია საქართველოს მიმართ ეკონომიკურ სანქციებში გამოიხატა. 2005 წლის ზამთარში რუსეთმა საქართველოს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ იგი ენერგომატარებლებით მდიდარი ქვეყანა და ისევ ის იმპერიაა, რაც მეფის, ლენინის თუ სტალინის, გნებავთ, ელცინის რუსეთი იყო.
ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ, მაშინდელი პოლონეთის პრეზიდენტის გამონათქვამის გამო, ის პოლონეთზე გაბრაზდა და 2 წელი სერიოზული ოფიციალური კონტაქტი არ ჰქონია. ამის შემდეგ პირველი ოფიციალური პირი, რომელიც ამ შემოდგომაზე ვარშავას ესტუმრა, ლავროვი იყო, რუსეთის საგარე საქმეთა მინისტრი და როგორც იუწყებიან, პოლონელმა ექსპერტმა იქაც დააყენა საკითხი ნატოს გაფართოების შესახებ და გამოვიდა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების წინაღმდეგ, თან საქართველოს წევრობის შესახებაც მიანიშნა, თუმცა ამ საკითხში მან მოისმინა პოლონეთის პრეზიდენტის ურყევი პოზიცია, რაც შემდგომ ბატონმა პრეზიდენტმა ევროპის ხელმძღვანელების შემოდგომის პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, კერძოდ, საქართველოს მიმართ სანქციები უსამართლოა, რომ მას აქვს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრირების უფლება
და ეს არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამ შეკრებაზე პოლონეთის პრეზიდენტი ყველაზე აქტურად უჭერდა საქართველოს მხარს და არ მოერიდა ამ საქმეში პუტინის განაწყენებას.
– ე.ჯ. საქართველოს ევროგაერთიანებაში შესვლის რა შანსი აქვს და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამისთვის, ან, საერთოდ, სჭირდება საქართველოს ევროგაერთიანებაში შესვლა?
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე? – კარგი იქნებოდა, თუ საქართველო ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანდებოდა. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ნატოში გაწევრიანება უფრო ადვილი იყო ჩვენთვის, ვიდრე ევროკავშირში. ნატოში გაწევრიანება ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ევროკავშირში გაწევრიანება კი ეკონომიკური პროცესია. არ შეიძლება პოლიტიკური გადაწყვეტილებით გადაიჭრას ეკონომიკური პრობლემები.
– ე.ჯ. რა დახმარება შეუძლია გაუწიოს პოლონეთმა საქართველოს, არის თუ არა საუბარი ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ დახმარებაზე?
– ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის დახმარებას მოითხოვს საქართველო ჩვენგან. მე შემიძლია გითხრათ რას ვაკეთებთ დღეს. განვითარებაში დახმარების თვალსაზრისით ჩვენთვის საქართველო პრიორიტეტული ქვეყანაა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ამ თვალსაზრისით რამდენიმე ქვეყანა არის იდენტიფიცირებული, ეს არის ქვეყნების ვიწრო ჯგუფი და მათ შორის არის საქართველოც. მეორეს მხრივ, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სწრაფვას ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. ევროკავშირი მომავალ წელს გერმანიის თავმჯდომარეობით ჩამოაყალიბებს გეგმას აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართ. აღმოსავლეთის პოლიტიკაში შედიან ასევე კავკასიის ქვეყნები, სურვილი გვაქვს, რომ შეთავაზებებს, რომლებიც საქართველოს მიმართ იქნება, ჰქონდეს კონკრეტული ხასიათი. პოლონეთი მონაწილეობას მიიღებს ამ აღმოსავლეთის პოლიტიკის კონცეფციის შემუშავებაში და სურვილი გვაქვს, რომ ამ პოლიტიკას მნიშვნელოვანი ფინანსური განზომილება ჰქონდეს. საქართველოს სხვადასხვა შეხვედრების დროსაც ვემხრობით. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო თავისი დემოკრატიული ასპირაციებით პოლონეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია.

ბუნებრივი აირი და ნავთობი – პოლონეთის სტრატეგია
და საქართველოს
ადგილი ევროპაში
ბუნებრივი აირის თემა მეტად მნიშვნელოვანია პოლონეთისათვის, სადაც გადის რუსეთ-ევროპის გაზსადენი და მოხმარებული გაზის 60% იმპორტირებულია რუსეთიდან (დანარჩენი საკუთარი მოპოვებისაა). რუსეთმა ცნობილ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი გერმანიასთან და პოლონეთის გვერდის ავლით გაზის მიწოდების ახალ არხს აკეთებს, რითაც დიდი ზიანი მიაყენა პოლონეთის ეკონომიკურ ინტერესებს, მაგრამ პოლონეთი ეძებს ალტერნატიულ მომწოდებელს ცენტრალურ აზიაში, – განაცხადა ჩვენთან საუბარში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, სახელმწიფო მინისტრმა პეტრე ნაიმსკიმ. მისი განცხადებით, საქართველოს გავლით ახალი მილსადენის მშენებლობა შავი ზღვით უკრაინისა და პოლონეთის გავლით ევროპისაკენ მეტად მნიშვნელოვანია მთელი ევროპისათვის და ეს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ქვაკუთხედია. ევროპას არ სურს, დამოკიდებული იყოს რუსეთზე და მან თავისი პირობები გვიკარნახოს. ჩვენ სერიოზულად ავამუშავეთ ჩვენი ქვანახშირის საბადოები. ის დღითიდღე სერიზულ ადგილს იჭერს ენერგეტიკაში. ამასთან, საქართველოსა და უკრაინის დახმარება, იქ ეკონომიკური რეფორმების განხორციელება და რუსეთთან დაძაბულ ურთიერთობაში თქვენი მხარდაჭერა ჩვენი სახელმწიფო ინტერესია. ჩვენთვის ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრირება. ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ ლეშეკ ბალცეროვიჩმა პრივატიზაცის დროს და “შოკური თერაპიის” ადრეულ ეტაპზე დაუშვა რამდენიმე შეცდომა, რომელმაც პოლონეთს დიდი ზიანი მიაყენა და შეაფერხა მისი განვითარება. ჩვენ ახლა ვასწორებთ ამ შეცდომებს, მაგრამ ბალცეროვიჩმა პასუხი უნდა აგოს ამაზე და ის მინიმუმ რამდენიმე ხანში არ იქნება ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, მას მოუწევს სეიმის სპეციალური კომისიის კითხვებზე პასუხის გაცემა. დღეს ძირითადი ეკონომიკური პარამეტრებია. პოლონეთი ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის მქონეა, ხოლო ინვესტიციების ზრდის ტემპით, ჩვენ მე-4 ადგილზე ვართ მსოფლიოში ისეთი გიგანტების გვერდით, როგორიც ჩინეთია.
ჩვენი ამოცანაა სრული ენერგეტიკული უსაფრთხოება და არსებული ეკონომიკის განვითრების დონის შენარჩუნება, ასევე ბიუჯეტური დეფიციტისა და უმუშევრობის დაძლევა და ევროზონაში დროულად შესვლა, – თქვა მან.
პოლონეთში 256 ბუნებრივი აირისა და 89 ნავთობის საბადოა. მონაცემების მიხედვით, პოლონეთს 154.4 მლრდ. მ3 გაზისა და 19.5 მლნ. ტონა ნავთობის რესურსი აქვს.
ნავთობზე წლიური მოთხოვნა 11.4 მლრდ. მ3-ია, წლიური წარმოება კი 5.2 მლნ. მ3.
მართალია, პოლონეთში ბევრი ნავთობსაბადოა, მაგრამ მათი უმრავლესობა ან ძალიან მცირე, ან თითქმის გამოფიტულია. ქვეყნის ნავთობი, მიუხედავად ახალი საბადოების აღმოჩენისა, მთლიანი მოთხოვნის 4%-ს შეადგენს.
ბევრად უფრო კარგი მდგომარეობაა ბუნებრივ აირთან დაკავშირებით – ქვეყანას საკმაოდ დიდი რესურსი გააჩნია, მისი წარმოება მოთხოვნის 32%-ს შეადგენს, დანარჩენი 60%-ის იმპორტი რუსეთიდან (ბელორუსიისა და უკრაინის გავლით), 8% კი ნორვეგიიდან და გერმანიიდან იმპორტირდება.

40-მილიონიანი მოსახლების ევროპული ქვეყნის საბიუჯეტო პრობლემები
პოლონეთში ამჟამად რთული პოლიტიკური სიტუაციაა. სულ ახლახან შეიქმნა ახალი კოალიციური მინისტრთა კაბინეტი, პირადად ვიყავი მოწმე ახალივიცე-პრემიერის დანიშვნისა. ამის სანაცვლოდ, ასევე, ჩემ თვალწინ, უყარეს კენჭი სეიმის დაშლა-არდაშლის საკითხს. მაგრამ, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მითხრა, ეს ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესია და არ აისახება მის საფინასო ეკონომიკურ საქმიანობაზე, მათ შორის სეიმში ბიუჯეტის ახალი პროექტის დამტკიცებაზე.
მთავარი პრიორიტეტი არის დეფიციტის შემცირება, თუმცა ბიუჯეტი სერიოზულად იზრდება. პოლონეთის მთავრობა 2007 წლის ბიუჯეტის პროექტს იღებს, რომელშიც ევროკავშირის ფონდები პირველად ჩაერთვნენ. მიმდინარე წლის 27 სექტემბერს მიღებული ბიუჯეტის გეგმის თანახმად, სახელმწიფო შემოსავლის მოსალოდნელი მოცულობა 226.8 მლრდ. ზლოტია, დანახარჯები 256.8 მლრდ. ზლოტი, დეფიციტი კი 30 მლრდ. ზლოტი. ბიუჯეტის შემოსავლები ევროკავშირის ფონდიდან 14.6 მლრდ. ზლოტს შეიცავს. საგადასახადო და არასაგადასახადო წყაროებიდან მოსალოდნელი მთლიანი შემოსავალი კი 212.2 მლრდ. ზლოტია.
სამთავრობო საინფორმაციო ცენტრის მონაცემების თანახმად, ბიუჯეტს შემდეგი მიზნები აქვს: მშპ-ის ზრდა 4.6%, სამომხმარებლო ზრდა 3.7%, საშუალო წლიური ზრდა საქონელსა და სამომხმარებლო სერვისებზე 1.9%, საზოგადოებრივი სექტორის დასაქმების საშუალოდ 1.4%-იანი ზრდა, საზოგადოებრივ სექტორში ხელფასების ნომინალური ზრდა 5.1%.
2007 წლის მშპ-ის დასახული ამოცანა 2006 წლისას ჩამორჩება, რაც გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებას უკავშირდება. პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და ფინანსთა მინისტრმა ზიტა გილოვსკამ ბიუჯეტის შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის ინოვაციურია და ცუდი არ არის, მაგრამ დანახარჯების მნიშვნელოვან შემცირებას არ ითვალისწინებს.
ფინანსთა მინისტრის გათვლებით, 2007 წლის დასასრულს უმუშევართა რიცხვი 2.18-მდე შემცირდება და 1,4.% იქნება. გასულ აგვისტოს უმუშევართა მაჩვენებელი 15.5% იყო, 2006 წლის ბიუჯეტში წლის ბოლოსთვის გათვალისწინებული უმუშევრობის მაჩვენებელი 16.2% იყო.
გადასახადებიდან შემოსული მთლიანი შემოსავალი 191.7 მლრდ. ზლოტია გათვალისწინებული. იგივე შემოსავალი 2006 წლის მშპ-ში 16.8%-ს დაიკავებს, 2007 წლის მშპ-ში კი 17.4%. ბიუჯეტში დაგეგმილია 11.4%-იანი დღგ-სა და სერვისების შემოსავლის ზრდა და აქციზების 6.2%-იანი ნომინალური ზრდა. აქციზის შემოსავლის ზრდაზე გავლენას მოახდენს თამბაქოს პროდუქტებზე აქციზის ტარიფის 13%-ით, ასევე ლუდის აქციზის 10%-იანი ზრდა. აქციზებზე ტარიფის ზრდა ევროკავშირის ტარიფების სტანდარტებთან დასაახლოებლად ხდება.
კორპორაციული შემოსავლების გადასახადების შემოსავალი 15.3%-ით გაიზარდა და 22 მლრდ. ზლოტი შეადგინა, კერძო საგადასახადო შემოსავლებმა კი 31.5 მლრდ. ზლოტს მიაღწია და 10.1%-ით გაიზარდა. გეგმიური შემოსავალი პრივატიზაციიდან 3 მლრდ. ზლოტია, დივიდენდების ნავარაუდევი შემოსავალი კი 2.4 მლრდ. ზლოტი.
ბიუჯეტის გასავლის წილი მშპ-ში 23.4% იქნება, 2006 წელს კი 21.8% იყო. ლეგალურად განსაზღვრული დანახარჯები გეგმიური დანახარჯების 73%-ს შეადგენს, ის 2006 წელთან შედარებით 13.7%-ით გაიზრდება. შედეგად იზრდება თავდაცვის, სოციალური დაზღვევისა და კეთილდღეობისთვის განკუთვნილი დანახარჯები.
მთავრობის მიერ მიღებულ ბიუჯეტს ენთუზიაზმით არ ხვდებიან ბიზნესმენები და აცხადებენ, რომ ბიუჯეტს არ შეუძლია დეფიციტის შეზღუდვა და საზოგადოების დაფინანსების აღდგენა, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ქვეყნის მკვეთრი ზრდის მიუხედავად, სოციალური კეთილდღეობის დანახარჯები იზრდება. მეწარმეები უარყოფითად აფასებენ სოციალური კეთილდღეობისთვის გამოყოფილი დანახარჯების 3 მლრდ. ზლოტამდე ზრდას. ისინი მთავრობას სახელმწიფო ვალების შემცირების შესახებ უყურადღებობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ვალებმა შეიძლება მშპ-ის 50%-ს გადააჭარბოს, რაც პირველი გამაფრთხილებელი ნიშანი იქნება. ექსპერტები აცხადებენ, რომ შესაძლოა, მთავრობამ შემოსავლების მაჩვენებელი 3-4 მლრდ. ზლოტით გაზარდა, რადგან საგადასახადო პროგნოზები მეტად ოპტიმისტურად გაკეთდა. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მხოლოდ დღგ-ის გადასახადის მაჩვენებელი 3 მლრდ. ზლოტით აჭარბებს რეალურს.
პოლონეთის სავაჭრო პალატა აცხადებს, რომ 2007 წლის ბიუჯეტი პოლონეთის სტაბილურ ეკონომიკას ვერ შექმნის. პალატა დასძენს, რომ საზოგადოებრივ სექტორში რეფორმების არარსებობას ბიუჯეტი უარყოფით შედეგებამდე მიჰყავს. პოლონეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი დღგ-ის შემოსავლის 11.4%-იანი ზრდის შესახებ კომენტარს აკეთებს და მას, უბრალოდ, უსამართლოს უწოდებს. პალატის წარმომადგენლები სოციალური კეთილდღეობისათვის და დაზღვევისათვის გაზრდილ დანახარჯებსაც ეხებიან და აცხადებენ, რომ ამის გამო დეფიციტის შემცირების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. მათი კომენტარი შემდეგნაირია – როდესაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მაღალია, ეროვნული ბიუჯეტი ისე უნდა იყო დაბალანსებული შემოსავლებისა და დანახარჯების კუთხით, რომ 30 მლრდ. ზლოტიან დეფიციტზე საუბარი არ იყოს. სავაჭრო პალატა საპენსიო ფონდებზეც ღელავს, რომელსაც ეროვნული ბიუჯეტი 15 მლრდ. ზლოტით აფინანსებს, რაც გეგმიური შემოსავლების 92%-ს შეადგენს.
პოლონეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე ლეზეკ ბალცეროვიჩი აცხადებს, რომ ეროვნული ბიუჯეტი ორი პრობლემის წინაშე დგას: ექსცესური “ფიზკალიზმისა” და სახელმწიფოს დაგროვილი ვალების.
– ე.ჯ როგორია პოლონეთის ბიუჯეტის დინამიკა შემოსავლებთან დაკავშირებით ბოლო 2 წლის მანძილზე?
– 2005 წელს პოლონეთის ბიუჯეტში დეფიციტი 3,9% იყო, 2007 წელს დაგეგმილია 1,7%.
2005 წელს ბიუჯეტში შემოსავალი დაახლოებით 180 მლრდ. ზლოტი იყო, 2007 წელს დაგეგმილია 227 მლრდ ზლოტი, ეს 15 %-ით მეტი იქნება.
რამდენია საგადასახადო შემოსავალი და რამდენი არასაგადასახადო?
– 2005 წელს 155 მლრდ. და 2006 წელს 173 მლრდ. ხოლო 2007 წელს 191 მლრდ ზლოტი იქნება საგადასახადო შემოსავალი. ეს შემოსავლები ორი ფაქტორით არის განპირობებული – ევროკავშირში გაწევრიანებამ გამოიწვია ხელფასების მომატება, გარდა ამისა, ორი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა საგადასახადო სისტემაში. ევროკავშირში გაწევრიანებამ გამოიწვია ევროკავშირის სტანდარტის პროდუქტებზე გადასახადის 27 %-ით გაზრდა, გარდა ამისა, რაც შეეხება მრეწველების შემოსავლიდან გადასახადებს, ისინი შემცირებული იქნა 19%-ით, მაგრამ შემოვიდა ამ გადასახადების უფრო ფართო არეალი. გაუქმდა მთელი რიგი შეღავათები, რაც მანამდე არსებობდა მრეწველებისთვის და ამის შემდეგ შეინიშნება მრეწველების მიერ შომოსული გადასახადების ზრდა.
– რა წვლილი მიუძღვით განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონებს ამ გადასახადების შემოტანის ზრდაში?
– ამჟამად მათი წვლილი უმნიშვნელოა, ეს სპეციალური ზონები შეიქმნა იმისათვის, რომ მოეზიდათ უცხოური ინვესტიციები და იმ რეგიონების გააქტიურებითვის, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხოთ უმუშევრობა. ამჟამად სპეციალური ეკონომიკური ზონებისთვის შეღავათები ძალიან შემცირდა იმის გამო, რომ პოლონეთი ევროკავშირში გაერთიანდა. გადასახადის მოხსნის მიზნით იყო შეღავათები ამ უძრავი ქონების ფლობისთვის და ასევე იყო საშემოსავლო გადასახადებზე შეღავათები. ძირითადი შეღავათები იყო იმაზე, თუ რამდენად გაზრდიდა იგი ხალხის დასაქმებას.
– ჰქონდათ თუ არა ამ ზონებში არსებულ საწარმოებს მოგების გადასახადში შეღავათები?
– ამ ზონებში არსებულ საწარმოებს შეღავათები ჰქონდათ მოგების გადასახადთან დაკავშირებით, მაგრამ ეს შეღავათები გარკვეული დროით იყო განსაზღვრული.
– განვითარებულია თუ არა ამ რეგიონებში წარმოება?
– ყველგან არა. მხოლოდ ამ სპეციალური ზონების შექმნა საკმარისი არ იყო, აუცილებელი იყო ინფრასტრუქტურის განვითარებაც. ამიტომაც, ახლანდელი ინვესტიციები თავმოყრილია არა ამ სპეცილურ ზონებში, არამედ იმ რეგიონებში, სადაც განვითარებული ინფრასტრუქტურაა, ქალაქთან ახლოს.
– როგორი სტრუქტურა აქვს ფინანსთა სამინისტროს?
– 2001 წელს ფინანსთა სამინისტრო და საბაჟო გაერთიანდა. გარდა ამისა, საგადასახადო ყოველთვის ემორჩილება ფინანსთა სამინისტროს. ასევე ფინანსთა სამინისტროს ექვემდებარებიან პოლიცია, საგადასახადო და მსგავსი ორგანოები.
– რა პლუსები აქვს ევროკავშირში გაერთიანებას?
– ევროკავშირში გაწევრიანება ყველა ქვეყნისთვის უკვე ნიშნავს ცვლილებების შეტანას ფინანსთა სამინისტროში. მოითხოვს უფრო გამჭვირვალე პოლიტიკის გატარებას და იმის დაგეგმვას, თუ რაში უნდა დაიხარჯოს თანხები და ფინანსები. ეს არის ორმაგი პროგრამა, რაც ევროკავშირის მიერ არის წაყენებული. იგი ევროკავშირის ყველა ქვეყნის მიერ სერიოზულად არის აღქმული და ამ ქვეყნებმა უნდა აჩვენონ, თუ როგორ შეძლეს ამ პროგრამის განხორციელება. რაც შეეხება გაწევრიანების მეორე მხარეს, ქვეყანას საშუალება აქვს შევიდეს ბაზარში, მაგრამ იმისათვის, რომ შეხვიდე ევროკავშირის ბაზარზე, შენი ქვეყნის მიერ წარმოებული პროდუქცია უნდა იყოს კონკურენტუნარიანი. ევროკავშირის მხრიდან უფრო ღარიბი ქვეყნების მიმართ გათვალისწინებულია განსაკუთრებული შეღავათები, როგორიცაა, მაგალითად, რეგიონალური სასოფლო მეურნეობის განვითარების პოლიტიკა, მაგრამ ეს დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული იმიტომ, რომ ევროკავშირის დაფინანსება უნდა იყოს შევსებული თვითონ ქვეყნის დაფინანსებით და ის სწორად უნდა იყოს გამოყენებული. ფინანსების არასწორი მოხმარება ნიშნავს იმას, რომ დაფინანსების თანხა მთლიანად უკან უნდა დაბრუნდეს. დაფინანსება ხდება ყველა ქვეყნის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების მიხედვით.
– ევროკავშირში ყოფნას მარტო პლუსები აქვს?
– ეს არის გარკვეული ინსტრუმენტი, რომელიც დამყარებულია როგორც ვალდებულებაზე, ასევე მიღებაზე, არ არის მარტო ცალმხრივი დახმარება, რომ მარტო რაღაცა მიიღო. ასევე მნიშვნელოვანია, თუ რამდენადაა ქვეყანა მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და რისი გამოყენება სურს მას. ბევრი რამ დამოკიდებულია თვითონ ევროკავშირში გაწევრიანებულ ქვეყნებზე. მაგალითად, ერთი და იგივე დროს გაწევრიანებული ქვეყნები ახლაც სხვადასხვა დონეზე არიან. მაგალითისთვის მოგიყვანთ ესპანეთისა და საბერძნეთის გაწევრიანებას. ამჟამად ეს ორი ქვეყანა განვითარების სხვადასხვა დონეზე იმყოფება, რაც მიანიშნებს იმაზე, თუ როგორ გამოიყენა ამ ორმა ქვეყანამ ევროკავშირში ყოფნის შესაძლებლობა. აუცილებელია სერიოზული რეფორმების ჩატარება და სახალხო ფინანსების სწორი გამოყენება. გარდა ამისა, ბევრ სფეროში შედეგების მიღება გარკვეულ დროს მოითხოვს.

13
14
15

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial