კაპიტალი მიედინება…

სარედაქციო წერილი

საინვესტიციო კლიმატი უარესდება” – ამის შესახებ “ალფა-ბანკის” პრეზიდენტმა პეტრ ავენმა გაზეთ The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. ავენის თქმით, ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფები კონკურენციას ზღუდავენ. ავენის აზრით, რუსეთის ამჟამინდელი ბიუჯეტი უფრო მეტად საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდს მოგვაგონებს. როგორც ფინანსისტი აღნიშნავს, როცა ხელისუფლებაში გორბაჩოვი მოვიდა, რუსეთი მაშინაც გიგანტურ რეზერვს ფლობდა, მცირე ვალსა და ნავთობზე მაღალ ფასს ინარჩუნებდა, “თუმცა, 3-4 წლის შემდეგ ფული აღარ დარჩა და გაჩნდა უდიდესი საგარეო ვალი”, – აღნიშნავს ავენი. მისი თქმით, რუსეთმა კონკურენციის განვითარებაზე უნდა იზრუნოს, რათა კერძო ინტერესების სტიმულირება შეძლოს.

ამის სამირისპიროდ, 2010 წლის 10 თვის მანძილზე ქვეყნიდან 21 მლრდ დოლარის კაპიტალი გავიდა. ბოლო ორი წელია, კრიზისის გამო, ინვესტორებს აქტიურად გააქვთ კაპიტალი რუსული ეკო-ნომიკიდან. 2008 წელს კაპიტალის გადინებამ 130 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო 2009 წელს – 56.9 მლრდ დოლარი.
უცხოური ბანკები რუსეთს ტოვებენ და ამას ქვეყანაში არსებული დიდი რისკებითა და არახელსაყრელი საინვესტიციო კლიმატით ხსნიან. ბოლო 2-3 თვის განმავლობაში რუსეთში წარმომადგენლობების სრულიად ან ნაწილობრივ დახურვა გადაწყვიტეს ისეთმა საბანკო და საფინანსო ორგანიზაციებმა, როგორებიც არიან: HSBC, Bარცლაყს, შწედბანკ, ღაბობანკ, შანტანდერ და სხვა.
უცხოელი ექსპერტებისგან განსხვავებით, საპირისპირო მოსაზრებები აქვთ რუს ექსპერტებს, რომელთა აზრითაც, რუსულ ბაზარს ტოვებენ ის კომპანიები, რომლებიც ვერ შეეგუენ რუსეთში არსებულ პირობებს, დაუშვეს სტრატეგიული შეცდომები და არ აღმოჩნდნენ მზად კონკურენტულ გარემოში გადარჩენისათვის, ეს განსაკუთრებით პოსტკრიზისულ პერიოდზე ითქმის.
დღეს რუსულ ბაზარზე შესული უცხოური ბანკების ქვეყნიდან გასვლის სურვილი იმდენად დიდია, რომ ისინი არც ძვირადღირებული ლიცენციების დათმობას ერიდებიან და არც შვილობილი კომპანიებს იაფად გაყიდვას. ბაგალითად Bარცლაყს, ბაზარზე კრიზისის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, 2008 წელს შევიდა. მან “ექსპობანკი” 745 მილიონ დოლარად შეიძინა. დღეს მისი ფასი 2-2.5-ჯერ მცირეა საწყის ფასთან შედარებით და დაახლოებით 333 მილიონ დოლარს შეადგენს. რაც იმას ნიშნავს, რომ შვილობილი კომპანიის გაყიდვის შემთხვევაში, Barclays საკუთარი ინვესტიციის ნახევარსაც კი ვერ დაიბრუნებს უკან.
უცხოელი ინვესტორები ბაზრიდან გასვლას სხვადასხვა მიზეზით ხსნიან: სტრატეგიის შეცვლა, რუსეთში არსებული მკაცრი სახელმწიფო რეგულირება და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების რუ-სეთში გავრცელების საშიშროება. “დღეს, ახლო აღმოსავლეთში მასობრივი აქციებია, ანტისამათავრობო გამოსვლები ტუნისში, ეგვიპტესა და ბაჰრეინში. ამ ქვეყნების მგავსად, რუსეთშიც მოსახლეობის ცხოვრების დონე დაბალი და სოციალური უკმაყოფილების დონე მაღალია. ამიტომაც ანტისახელისუფლებო გამოსვლები არა მარტო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ემუქრება” – მიიჩნევს Barclays Capital-ის წარმომადგენლობის დირექტორი, ჰანს-იგორ რუდლოფი და დასძენს, რომ მოსკოვი ვერასოდეს გახდება საერთაშოერისო საფინანსო ცენტრი.
Rabobank-ის წარმომადგენელთა განცხადებით, უახლოეს წლებში მათთვის პრიორიტეტული იქნება ჩინეთში, ინდოეთში, ბრაზილიასა და აშშ-ში გაფართოება, ამიტომაც გადაწყვიტეს რუსეთიდან კაპიტა-ლის გატანა.
თუმცა, რუსი ექსპერტები უფრო ღრმა ანალიზის გაკეთებას ცდილობენ და უცხოელი ინვესტორების ბაზრიდან წასვლის სურვილს მათი უნიათობითა და არამართებული სტრატეგიით ხსნიან და არა ქვეყანაში შექმნილი არასასურველი ბიზნეს-კლიმატით. მათი შეფასებით, კრიზისამდე გლობალური ფინანსური ინსტიტუტები საკუთარ შვილობილ კომპანიებს რუსეთის ბაზარზე შედარებით იაფი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფდნენ, ამიტომაც ისინი უფრო კონკურენტუნარიანები იყვნენ ადგილობრივ ბაზარზე. ფინანსური კრიზისის შემდეგ კი, ბევრი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისათვის შვილობილი კომპანიების დაფინანსება აღარ არის პრიორიტეტული. როგორც რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, ხელისუფლებები უცხოურ კომპანიებს აიძულებენ კაპიტალის საკუთარ ქვეყნებში დაბრუნებას. ამიტომაც, ექსპერტთა ნაწილი უცხოელი მოთამაშეების ბაზრიდან გასვლას ფინანსური კრიზისით ხსნის.
ამასთანავე, კრიზისის პერიოდში იმ ბანკების აქტივები, რომელთაც რუსული ბაზრიდან გასვლის შესახებ გააკეთეს განცხადებები, მნიშვნელოვნად შემცირდა – დასძენენ რუსი ანალიტიკოსები. 2010 წელს შანტანდერ-ის აქტივები 43%-ით, 4 მილიარდ რუბლამდე შემცირდა, მათ შორის, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების პორტფელი შემცირდა 32%-ით, 3.5 მილიარდ რუბლამდე. Barclays Bank-ის წარმომადგენელთა განცხადებით, 2009-2010 წლებში შვილობილმა კომპანიამ მოგებაზე გასვლა მხოლოდ სათაო კომპანიის ფინანსური დახმარებით მოახერხა. ეს დახმარება 2009 წელს შეადგენდა 4.3 მილიარდ რუბლს, 2010 წელს კი – 496 მილიონ რუბლს. ამ დახმარების გარეშე ბანკის ზარალს 2009 წელს შეიძლება 3.8 მილიარდი რუბლისათვის მიეღწია, ხოლო 2010 წელს – 400 მილიონი რუბლისთვის. 2010 წელს ღაბობანკ-ის ზარალმა 54.6 მილიონი რუბლი შეადგენა.
რამდენიმე უცხოურმა ბანკმა, რომლებიც ფიზიკურ პირებზე მუშაობდნენ კრიზისის წინ, ვერ შეძლეს მნიშვნელოვნად გაეზარდათ დაკრედიტების მოცულობა, რამაც მათი ბიზნესი რუსეთში არა-რენტაბელური გახადა – მიიჩნევენ რუსი ექსპერტები. უცხოური ფინანსური ინსტიტუტებისათვის ასევე პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ უცხოელი მუშახელი თავს იკავებს დაბალშემოსავლიან ბაზარზე სამუშაოდ შემოსვლისგან. შედეგად, რუსეთში იქმნება კვალიფიციური კადრების დეფიციტი.
რუსი ანალიტიკოსები კიდევ ერთ ტენდენციაზე საუბრობენ – როგორც ზოგადი ტენდენცია გვიჩვენებს, საერთაშორისო კომპანიების შვილობილი კომპანიების მმართველებს დამოუკიდბელი მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების საშუალება არ აქვთ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისევე, როგორც ნებისმიერი ქვეყნის ბაზარი, რუსეთის ბაზარიც განსხვავებულია, რომელიც თავის სპეციფიური თვისებებით ხასიათდება. როგორც რუსი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ბიზნესის მართვა ადგლობრივ დონეზე ნებისმიერი სათაო ოფისიადნ რთულია, რადგან აუცილებელია, ადგილობრივი ვითარების და სპეციფიკის უკეთ გაგება. რუს ექსპერტებს მაგალითად მოჰყავთ ის გარემოება, რომ რუსეთში საბანკო სისტემის და მომსახურების მიმართ ნდობა მოსახლეობის მხრიდან უფრო დაბალია, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში. ამის დასაძლევად ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები დამატებითი ხარჯების გაღებას არ უნდა მოერიდონ. დაბალია მოსახლების გათვითცნობიერებულობის დონე ფინანსურ საკითხებში, ამ ყველაფრის გადაწყვეტასა და მოგვარებას კი, დრო და ფული სჭირდება. გარდა ამისა, რუსი მიმომხილველები უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებს ურჩევენ, კარგად გააანალიზონ ის, თუ რა სეგმენტზე აკეთებენ გათვლებს, ვინაიდან ბევრი ისეთი საბანკო პროდუქტი, რომელიც დასავლეთში ძალიან პოპულარულია, შეიძლება რუსეთში სრულიად არ იყოს საინტერესო მოსახლეობისათვის (მაგალითად, პრივილეგირებული მომსახურება, იპოთეკური კრედიტები, დეველოპერების დაკრედიტება). “იმან, რომ სათაო ოფისებში დიდად არ უზრუნიათ რუსეთის ბაზრებზე არსებული დამატებითი და სპეციფიური რისკებისა და მახასიათებლების გათვალისწინებაზე და შვილობილი კომპანიებისათვის დამატებითი ფინანსების გამოყოფაზე, გამოიწვია მათი მარცხი ბაზარზე” – მიიჩნევენ რუსი ანალიტიკოსები.
ამასთანავე, ყველა უცხოელი არ არის იმედგაცრუებული რუსული ბაზრით. რუსულ ბაზარზე წარმატებული არიან ისეთი საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც ფიზიკური პირების დაკრედიტების გარდა, აქტიურად მიმართავენ კორპორატიული კლიენტების დაკრედიტებასაც. შედეგად, ისინი არათუ წაგებას განიცდიან და ბაზრიდან წასვლაზე ფიქრობენ, არამედ რუსული ფილიალების მუშაობას წარმატებულად აფასებენ. მაგალითად, კრიზისთან გამკლავება და რუსულ ბაზარზე საკუთარი პოზი-ციების შენარჩუნება შეძლო UniCredit-მა. რომელიც ყველაზე მსხვილი უცხოური ბანკია რუსეთის ბაზარზე.
ხელისუფლების მცდელობა ინვესტიციების ზრდასთან დაკავშირებით გასულ წელს წარუმატებელი აღმოჩნდა საქართველოშიც. გარდა იმისა, რომ დაგეგმილი ინვესტიციების დიდი წილი ვერ განხორ-ციელდა, საქართველოდან სწრაფი ტემპით გაედინება უცხოური ინვესტიციებიც. მათ შორის, იმ ქვეყნების, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარ სავაჭრო პარტნიორებად მიიჩნევიან. ოფიციალუ-რი სტატისტიკით, 2010 წლის პირველ კვარტალში ყაზახურმა ბიზნესმა ქვეყნიდან 14 მილიონ დოლარ-ზე მეტი ინვესტიცია გაიტანა. ყაზახეთი საქართველოში, ძირითადად, სასტუმროების, დასასვენებელი კომპლექსების და კავშირგაბმულობის სექტორებშია წარმოდგენილი. 2010 წლის პირველ კვარტალში სერიოზულად იკლო არაბულმა ინვესტიციებმაც. საქართველოდან ინვესტიციების გადინების კუთხით მეორე ადგილს ვირჯინიის კუნძულები, ხოლო მესამეს ჩინეთი იკავებს.