თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიზნესისა და ეკონომიკის კარგ ფაკულტეტს იმსახურებს

რედაქციისაგან

თსუ-ის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე მიმდინარე ცვლილებების შესახებ გვესაუბრება ფაკულტეტის დეკანის მრჩეველი, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET-ის) დამფუძნებელთა საბჭოს წევრი იოზენ ციმერმანი.
– თქვენ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მრჩეველი ბრძანდებით, რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით და რა მდგომარეობაა ამჟამად ფაკულტეტზე?
– გვაქვს დასახული მიზნები, რაც ბიზნესისა და ეკონომიკის პროგრამებზე უნდა აისახოს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიზენსისა და ეკონომიკის კარგ ფაკულტეტს ნამდვილად იმსახურებს, რადგან ის უნივერსიტეტის წამყვანი ფაკულტეტია და ამ კუთხით საწინააღმდეგო აზრი არ არსებობს. კიდევ ერთი შეთანხმების საფუძველზე, გვინდა მისაღებ გამოცდებზე მოსულ სტუდენტებს განსაკუთრებული საერთაშორისო გზვა გავუკაფოთ. ამრიგად, ჩვენ ვაპირებთ თვალყური ვადევნოთ მისაღებ გამოცდებს და ყურადღება უცხო ეაზე გავამახვილოთ. ვაპირებთ დაახლოებით 150 საუკეთესო სტუდენტების ჯგუფის გამოყოფას და მათ დასავლურ სტანდარტებთან ზიარებას, რომელიც ჩვენი აქტივობის ნათელი დადასტურება იქნება და ჯგუფების მოდელს წარმოადგენს. ამ გზით გვინდა ვაჩვენოთ, რომ ბაკალავრის ხარისხის მიღება უცხო ენაზეა შესაძლებელი. ეს მოდელი ხელს შეუწყობს ბიზნეს ურთიერთობებისა და მომავალი ბიზნესმენების დაახლოებას. ყველაფრის მიღწევა ერთბაშად არ შეიძლება, მაგრამ 3-4 წლის განმავლობაში საფეხურეობრივად ყველაფერი მოგვარდება. ამჟამად, ფაკულტეტზე სპეციალიზაციების შერწყმა-შემცირება მიმდინარეობს, რადგან ორიენტაცია და მიმართულება მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული. ამის მიღწევის შემდეგ ვნახავთ, თუ რა იქნება შემდგომი ნაბიჯი ხარისხის ასამაღლებლად. ხარისხის ამაღლება კი მიმართულებას გვიკარნახებს. ვხედავ, რომ საქართველოში ბევრი კარგი და მოტივირებული სტუდენტია და მათი ენერგიისთვის სწორი კალაპოტის მიცემას ვისურვებდი.
– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე ბოლონიის პროცესის მიხედვით ცვლილებები მიმდინარეობს – იცვლება პროგრამები, სილაბუსები, კურიკულუმები და მოდულები. თუ ეცნობით არსებულ მდგომარეობას და როგორ შეაფასებდით მას?
– უნდა აღინიშნოს, რომ სწორი მიმართულება უკვე აღებულია და ჩვენ ამ პროცესს დავაჩქარებთ, ვაპირებთ შევქმნათ პროგრამები და კურიკულუმები ბაკალავრებისთვის 2 წელიწადში. გერმანიაში არსებულ აკრედიტაციის სააგენტოს ურთიერთობა აქვს გერმანიის, ავსტრიის, აშშ-ის, ასევე ინდოეთის უმაღლესი სასწავლებლების პროგრამებთან და თითოეული მათგანი სათავეს ბოლონიის ნორმებისგან იღებს. მე ვიტყოდი, რომ ამ მხრივ ფაკულტეტს ნახევარი გზა აქვს გავლილი. ფაკულტეტის წარმომადგენლები ამ მიმართულებით ბევრს მუშაობენ. საჭიროა გადაწყვეტილებები, რომლებიც ბაკალავრის კურსისთვის სპეციალიზაციებს ჩამოაყალიბებს და მას მთავარ მოდელად აქცევს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არსებობენ ხალხი, რომლებიც რეფორმას უხალისოდ უჭერენ მხარს.
– ცოტა რამ თქვენს შესახებ, როგორ მოგწონთ საქართველო?
– საქართველოში 1999 წლიდან ჩამოვდივარ, ამიტომ მას უკვე კარგად ვიცნობ. პიველად ჩამოსვლისას ხელი მოვაწერეთ თსუ-სა და ბირმინგემის უნივერსიტეტს შორის პრეს-თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. ჩემი საქართველოში ვიზიტების განმავლობაში თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა ოთხი დეკანი გამოიცვალა.
ვფიქრობ, საქართველოში ბევრი სასიკეთო ცვლილება მოხდა. ვყოფილვარ კახეთსა და სასრიალო კურორტებზე. პირადად ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს საქართველოს ღვინის ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება და როდესაც მას 90-იანი წლების ბოლო მონაკვეთთან ვადარებ, ნათლად ვხედავ უზარმაზარ პროგრესს. თქვენ შესანიშნავი სტუდენტები გყავთ და ახლა ტექნოლოგიების გაუმჯობესება გჭირდებათ, რაც თქვენი ღვინის ხარისხსა და ცხოვრების დონეს აამაღლებს.