სწავლულ ექსპერტთა საბჭო გაუქმდა

ნინო არველაძე, ემზარ ჯგერენაია

უმაღლესი განათლების კანონის თანახმად, სწავლების მესამე საფეხურის სისტემა შეიცვალა. ძველ ვარიანტში უმაღლესი განათლება 5 წელს ითვალისწინებდა, ხოლო ასპირანტურა – 3 წელს.
იყო ორი საფეხური და არსებობდა პრეზიდენტის ბრძანებით სწავლულ ექსპერტთა საბჭო, “საქართველოში სამეცნიერო ხარისხის მინიჭების წესი”, ასევე “საქართველოში სამეცნიერო პედაგოგიური წოდების მიკუთვნების წესი”. ორივე ეს დოკუმენტი 4 ივნისს გაუქმდა შესაბამისი # 341 ბრძანებით, ანუ აქედან უკვე ცენტრალიზებული სახელმწიფო ორგანო არ იფუნქციონირებს ამ მიმართულებით და განათლების კანონის თანახმად, უნივერსიტეტები თვითონ შექმნიან ფაკულტეტებზე საბჭოს წევრებიდან სადისერტაციო კომისიას და დოქტორანტურის ინსტიტუტს.
დაცვა მოხდება ამ საბჭოზე დამტკიცებული დებულიბების თანახმად და ეს საბჭოვე მიანიჭებს დოქტორის – პი-ეი-დი-ს წოდებას.
ამით შეიკრა სამსაფეხურიანი განათლების სისტემაზე გადასვლის ციკლი
ბაკალავრიატი – 4 წელი
მაგისტრატურა – 2 წელი
დოქტორანტურა – 3-5 წელი
განსახილველად წარმოგიდგენთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადოქტორო საბჭოს დებულებას.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
28.05.2007
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა #23
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაცის საბჭოს დებულება (დანართი 1)
საფუძველი: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

გიორგი ხუბუა,
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულება
I. ზოგადი დებულებები
1. მიზანი
1.1. ეს დებულება აწესრიგებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სადოქტორო პროგრამების განხორციელებისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებისათვის აუცილებელ პროცედურას “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
1.2. დოქტორანტურის მიზანია: სადოქტორო პროგრამების საფუძველზე დოქტორანტის ინტელექტუალური ზრდა, აკადემიური და კვლევითი რესურსების დაახლოება, ქვეყანაში სამეცნიერო მუშაობის გააქტიურება და ხარისხის ამაღლება, დოქტორანტის ინტეგრაცია საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში.
2. დოქტორანტურა
2.1. დოქტორანტურა არის უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხური, სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრების მომზადებას და მთავრდება ფილოსოფიის დოქტორის – Pჰ.D. აკადემიური ხარისხის მინიჭებით.
2.2. დოქტორანტურა მოიცავს სასწავლო და კვლევით კომპონენტს.
2.3. დოქტორანტი არის პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში.
2.4. დოქტორი – უმაღლესი აკადემიური ხარისხია, რომელიც დოქტორანტურის კურსდამთავრებულს ენიჭება დისერტაციის დაცვის შემდეგ.
II. დოქტორანტურაში მიღების წესი
3. დოქტორანტურაში სწავლის უფლება
3.1. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს მაგისტრს, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
3.2. “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უნივერსიტეტის მაგისტრატურის კურსდამთავრებულს.
4. დოქტორანტურაში მიღების პირობები
4.1. დოქტორანტობის კანდიდატი წარმოადგენს განაცხადს და გადის გასაუბრებას სადისერტაციო საბჭოს მიერ დადგენილი კომისიის წინაშე.
4.2. დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ერთ-ერთი უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) არანაკლებ C1 დონეზე ცოდნა.
4.3. დოქტორანტობის კანდიდატი, თუ მას ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და ქართული მისი მშობლიური ენა არ არის, წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
4.4. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, უნივერსიტეტის რექტორი გამოსცემს დოქტორანტად ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. გადაწყვეტილება ეცნობება უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტს.
4.5. უნივერსიტეტი, დოქტორანტი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, ჩარიცხვიდან ორ თვეში ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს ყველა მხარის ვალდებულებებსა და უფლებებს. ხელშეკრულების ნაწილია დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა.
5. განაცხადი
დოქტორანტურაში ჩარიცხვისათვის დოქტორანტობის კანდიდატი სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე წარადგენს განაცხადს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:
ავტობიოგრაფია CV;
დიპლომის დამოწმებული ასლი;
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი, ასლთან ერთად;
სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა.
6. სამეცნიერო ხელმძღვანელი
6.1. ფაკულტეტი უზრუნველყოფს დოქტორანტს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სამეცნიერო ხელმძღვანელით, უქმნის პირობებს სამეცნიერო კვლევაზე ორიენტირებული სამუშაოს ჩასატარებლად, რომელიც უნდა მოიცავდეს დასაბუთებულ თეორიულ ან/და ექსპერიმენტულ შედეგებს.
დოქტორანტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო ხელმძღვანელის შერჩევაში.
6.2.სამეცნიერო ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს დოქტორანტის სადისერტაციო თემის პრობლემატიკაზე სამეცნიერო კვლევის გამოცდილება და პუბლიკაციები.
6.3. სამეცნიერო ხელმძღვანელს შეუძლია უხელმძღვანელოს ერთდროულად არა უმეტეს სამი დოქტორანტისა, რაც აისახება მის სალექციო და კვლევით დატვირთვაში.
6.4. სამეცნიერო ხელმძღვანელი კონტროლს უწევს დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმის შესრულებას.
6.5. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო ხელმძღვანელი უარს ამბობს სწავლის ნებისმიერ ეტაპზე დოქტორანტის ხელმძღვანელობაზე, იგი ვალდებულია ამის შესახებ დასაბუთებული განცხადება წარუდგინოს სადისერტაციო საბჭოს.
III. დოქტორანტურაში სწავლა
7. დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა და ჩაბარების ვადები
7.1. დოქტორანტს მოეთხოვება კურიკულუმის ელემენტების შესრულება, რაც იძლევა ფუნდამენტური კონცეფციების ცოდნას და უნარ-ჩვევების განვითარებას.
7.2. დოქტორანტმა სწავლის და კვლევის პროცესში უნდა დააგროვოს არანაკლებ 180 კრედიტისა. დოქტორანტურის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 5 წელი.
7.3. დოქტორანტურაში სასწავლო კომპონენტი შეადგენს კრედიტების საერთო რაოდენობის 1/3 (60 კრედიტი), დანარჩენი 2/3 (120 კრედიტი) ეთმობა კვლევას.
7.4. დოქტორანტურაში მიღება ცხადდება შემოდგომის სემესტრისათვის.
8. დოქტორანტურის სასწავლო და კვლევითი კომპონენტები
8.1. დოქტორანტურის სასწავლო და კვლევითი კომპონენტები გულისხმობს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას.
8.2. სადოქტორო პროგრამის კურიკულუმს შეიმუშავებს ფაკულტეტის საბჭო და ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
კურიკულუმი მოიცავს:
სპეციფიკური დარგობრივი კურსებისაგან შემდგარ მოდულს;
ძირითადი მეცნიერული უნარების განმავითარებელ საფაკულტეტო მოდულს ან ცალკეულ კურსებს (კვლევის მეთოდებსა და ხერხებს);
სწავლების თანამედროვე მეთოდების კურსს, რომელსაც მოსდევს დოქტორანტის ჩართვა სწავლების პროცესში.
შემოთავაზებულ მოდულებში დოქტორანტს შეუძლია აირჩიოს საკვლევი თემის შესაბამისი კურსები.
8.3. დოქტორანტის კვლევის ინდივიდუალურ გეგმას ადგენს დოქტორანტის ხელმძღვანელი დოქტორანტთან შეთანხმებით. ინდივიდუალური გეგმა იქმნება კონკრეტული კვლევითი პროექტის განსახორციელებლად და დარგში მიღებული ცოდნის გასაღრმავებლად. ინდივიდუალურ გეგმაში მოცემული უნდა იყოს კვლევის მიზანი, სადისერტაციო თემის მოკლე აღწერა და კვლევის გრაფიკი.
9. დოქტორანტის კოლოკვიუმი
9.1. დოქტორანტურაში სწავლის აუცილებელი ნაწილია დოქტორანტის კოლოკვიუმი. კოლოკვიუმზე ხდება კვლევის შედეგების პრეზენტაცია, მიღწევებისა და პრობლემების განხილვა.
9.2. დოქტორანტი ვალდებულია წელიწადში ორჯერ მაინც წარდგეს კოლოკვიუმზე მოხსენებით.
10. დოქტორანტის სტატუსის შეწყვეტა
ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დოქტორანტს შეიძლება დოქტორანტის სტატუსი შეუწყდეს:
პლაგიატობის ან მონაცემების გაყალბების დადასტურებისას;
უნივერსიტეტს, დოქტორანტსა და სამეცნიერო ხელმძღვანელს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისას.
IV. სადისერტაციო საბჭო
11. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე.
12. სადისერტაციო საბჭო შედგება ფაკულტეტის ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისაგან.
13. სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირები, უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით;
14. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს, ფარული კენჭისყრით, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო 2 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ერთი და იგივე თავმჯდომარე ზედიზედ შესაძლებელია არჩეულ იქნეს 2-ჯერ. თავმჯდომარის არჩევამდე პირველ სხდომას უძღვება ფაკულტეტის დეკანი;
15. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სხდომაზე არყოფნის შემთხვევაში, საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სხდომის თავმჯდომარეს.
17. სადისერტაციო საბჭოს სხდომები და ფუნქციები
17.1. სადისერტაციო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს საბჭოს სხდომებზე. სადისერტაციო საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიღებულია, თუ მას ხმას მისცემს დამსწრეთა 2/3. გადაწყვეტილებები მიიღება ღია კენჭისყრით;
17.2. სადისერტაციო საბჭოს ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი;
17.3. სადისერტაციო საბჭო:
იღებს გადაწყვეტილებას დოქტორანტურაში მიღების, სადისერტაციო თემისა და ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ;
ნიშნავს შემფასებლებს და განსაზღვრავს დისერტაციის დაცვის თარიღს;
განსაზღვრავს სადისერტაციო ნაშრომის ზღვრულ მოცულობას, სავარაუდო ფორმატს და სხვა ტექნიკურ მონაცემებს;
ამტკიცებს სადისერტაციო კომისიას;
სადისერტაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე ანიჭებს დოქტორის აკადემიურ ხარისხს;
18. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე:
იწვევს და უძღვება სადისერტაციო საბჭოს სხდომებს სემესტრში ერთხელ მაინც;
საბჭოს შემადგენლობიდან განსაზღვრავს სადისერტაციო კომისიას;
უზრუნველყოფს დოქტორანტებისათვის კოლოკვიუმების ორგანიზებას ფაკულტეტის დეკანთან შეთანხმებით;
უზრუნველყოფს სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებას უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
19. სადისერტაციო საბჭოს მდივანი
19.1. სადისერტაციო საბჭოს მდივანს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭო.
19.2. მდივანი უზრუნველყოფს სადისერტაციო საბჭოს ორგანიზაციულ საქმიანობას:
აწარმოებს სადისერტაციო საბჭოს სხდომის ოქმებს, უნივერსიტეტში საქმის წარმოების ერთიანი წესების შესაბამისად;
ეხმარება თავმჯდომარეს ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში;
ხელმძღვანელობს საბჭოს არქივსა და საქმის წარმოებას;
კონსულტაციას უწევს და ეხმარება დოქტორანტებს დისერტაციის დაცვამდე და დაცვის შემდგომ სათანადო დოკუმენტაციის მომზადებაში.
V. დისერტაცია და მისი დაცვის პროცედურა
20. დისერტაცია
20.1. დისერტაცია უნდა ასახავდეს თეორიული და/ან ექსპერიმენტული კვლევის დასაბუთებულ შედეგებს, ახასიათებდეს მეცნიერული სიახლე და წვლილი შეჰქონდეს დარგის განვითარებაში. იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტი კვლევით ჯგუფშია ჩართული, ნათლად უნდა ჩანდეს მისი წვლილი კვლევაში.
20.2. დისერტაცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე. სხვა ენაზე დისერტაციის შესრულების საკითხს წყვეტს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
სადისერტაციო ნაშრომის ზღვრული მოცულობა – 180-200 გვ. (არაუმეტეს 400 000 ასო-ნიშანი), დასკვნა – 10-12 გვ.; ნაშრომს თან უნდა ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი; ფურცლის ზომა – A/4; ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს 12-იანი შრიფტით, შრიფტის სახეობა – Aცადნუსხ-ი; სტრიქონებს შორის მანძილი – 1,5; გვერდის საზღვრები: მარცხნიდან 3 სმ., მარჯვნიდან – 1 სმ., ზემოდან – 2,5 სმ., ქვემოდან – 2,5 სმ.
21. დისერტაციის წარდგენა
21.1. დოქტორანტი სადისერტაციო საბჭოს წარუდგენს დისერტაციის ბეჭდურ (4 აკინძულ ეგზემპლარს) და ელექტრონულ ვერსიებს.
21.2. დისერტაციას თან ერთვის დოქტორანტის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ ნაშრომი მის მიერაა შესრულებული და ნაშრომში გამოყენებული ყველა წყარო სათანადოდაა მითითებული.
21.3. დისერტაციის დაცვაზე დასაშვებად დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი სადისერტაციო საბჭოს წარუდგენს სადისერტაციო ნაშრომის საჯარო განხილვისათვის მზადყოფნის შესახებ დასკვნას.
21.4 დისერტაციის დაცვამდე, დისერტანტს დისერტაციის თემაზე გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამი სამეცნიერო პუბლიკაცია, რეცენზირებად ჟურნალებში, რომელთაგან ორს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო ექსპერტიზა. სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაცვის პროცესში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე უცხოელი შემფასებლის ჩართვისას, დისერტანტს მოეთხოვება ორი სტატიის გამოქვეყნება, მათ შორის ერთის – საერთაშორისო ექსპერტიზა. ექსპერტიზას უზრუნველყოფს უნივერსიტეტი.
21.5. რეცენზირებადი ჟურნალების ნუსხას ადგენს სადისერტაციო საბჭო.
22. დისერტაციის წინასწარი შეფასება
22.1. დისერტაციის წარდგენის შემდეგ, სადისერტაციო საბჭო დისერტაციის შესაფასებლად გამოყოფს მინიმუმ ორ გარე შემფასებელს.
22.2. დისერტაციის შეფასება წარმოებს შემფასებელთა დასკვნების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ შემფასებლების ნახევარზე მეტი უარყოფითად შეაფასებს დისერტაციას, იგი დაცვაზე არ დაიშვება.
22.3. ორი შემფასებლიდან ერთის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, სადისერტაციო საბჭო 10 დღის ვადაში გამოყოფს მესამე გარე შემფასებელს.
22.4. შემფასებლებმა თავიანთი წერილობითი დასკვნა უნდა წარმოადგინონ დისერტაციის წარდგენიდან არა უგვიანეს 2 თვისა. მესამე შემფასებლის დანიშვნის შემთხვევაში, მას ნაშრომის შეფასებისათვის ეძლევა 1 თვე.
22.5. დასკვნაში მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილება დისერტაციის დაცვაზე დაშვების, მისი შესწორების მიზნით დოქტორანტისათვის უკან დაბრუნების, ან დაცვაზე უარის შესახებ. უმნიშვნელო შენიშვნების შემთხვევაში, დისერტაციის მიღება ხდება ხარვეზების გამოსწორების პირობით.
22.6. შესწორების მიზნით დოქტორანტისათვის დისერტაციის უკან დაბრუნების შემთხვევაში, დისერტაცია ხელახლა უნდა იქნეს წარდგენილი 1 წლის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პირი დაცვაზე აღარ დაიშვება.
22.7. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ დოქტორანტს წერილობით უნდა აცნობოს შემფასებლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. დაცვაზე დაშვების შემთხვევაში, შეტყობინებაში მითითებული უნდა იქნეს დაცვის თარიღი.
შეტყობინებიდან დაცვის თარიღამდე დოქტორანტს დაცვისათვის მოსამზადებლად ეძლევა არანაკლებ 1 თვისა. დოქტორანტს უფლება აქვს გაეცნოს შემფასებლების დასკვნებს.
22.8. დაცვაზე დაშვების უარის შემთხვევაში, უარყოფითი დისერტაცია და შემფასებლების წერილობითი დასკვნები ინახება სადისერტაციო საბჭოს არქივში. დოქტორანტი უფლებამოსილია გაეცნოს ამ დოკუმენტებს.
23. სადისერტაციო კომისია
23.1. სადისერტაციო საბჭო დისერტაციის დაცვის წინ ქმნის სადისერტაციო კომისიას.
23.2. კომისია შედგება მინიმუმ ხუთი წევრისაგან (ზოგადად, კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება კენტი რიცხვით), რომელთაც აქვთ ხმის მიცემის უფლება.
23.3. ხელმძღვანელს და შემფასებლებს აქვთ კომისიაში სათათბირო ხმით მონაწილეობის უფლება.
24. დისერტაციის დაცვა
24.1. დისერტაციის დაცვა არის საჯარო.
24.2. დაცვის ენა არის ქართული, თუ სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
24.3. დაცვის პროცესი ითვალისწინებს დოქტორანტის მიერ ნაშრომის პრეზენტაციას, მეცნიერულ დისკუსიას და სადისერტაციო კომისიის დასკვნას.
24.4. სადისერტაციო საბჭოს მიერ თითოეული კომისიისათვის ერთ დღეს შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს ორი დაცვისა.
25. დისერტაციის შეფასება
25.1. დისერტაციის შეფასების კრიტერიუმებია:
საკვლევი თემის აქტუალობა;
კვლევის მეთოდების გამოყენების სათანადო დონე; კვლევის საგანთან და ობიექტთან მათი შესაბამისობა;
მეცნიერების მოცემული დარგის განვითარებაში დისერტანტის მიერ შეტანილი წვლილი;
მიღებული შედეგების პრაქტიკული რეალიზაციის შესაძლებლობების დასაბუთება;
25.2. დისერტაციის დაცვა ფასდება სადისერტაციო კომისიის დახურულ სხდომაზე ღია კენჭისყრით, რაზეც დგება ოქმი.
25.3. დისერტაცია არ ითვლება დაცულად, თუ მას სადისერტაციო კომისიის უმრავლესობა უარყოფითად აფასებს. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის ხმას, რომელიც იმავდროულად ხელმძღვანელობს სადისერტაციო კომისიას.
25.4 დისერტაციის შეფასებისას ხელმძღვანელის და გარეშემფასებლების შეფასება განისაზღვრება 2/3-ით, კომისიისა – 1/3-ით.
25.4. საბოლოო შეფასება ხდება შემდეგი სისტემით:
სუმმა ცუმ ლაუდე – ფრიადი;
მაგნა ცუმ ლაუდე – ძალიან კარგი;
ცუმ ლაუდე – კარგი;
ბენე – საშუალო;
რიტე – დამაკმაყოფილებელი;
ინსუფფიციენტერ – არადამაკმაყოფილებელი;
სუბ ომნი ცანონე – სრულიად არადამაკმაყოფილებელი;
25.5. სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარე, დოქტორანტს კომისიის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, ოქმიდან ამონარიდის სახით, აცნობს ზეპირად.
25.6. სადისერტაციო კომისიის მიერ, დისერტაციის უარყოფითად შეფასების შემთხვევაში, განმეორებითი დაცვა დასაშვებია ერთი წლის განმავლობაში.
25.7. დოქტორანტის განცხადება განმეორებითი დაცვის მოთხოვნის შესახებ, სადისერტაციო საბჭოს წარედგინება შედეგის გამოცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში.
26. ხარისხის მინიჭება
26.1. დოქტორანტს აკადემიურ ხარისხს ანიჭებს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
26.2. დიპლომი გაიცემა დისერტაციის გამოქვეყნების შემდეგ, არაუგვიანეს ერთი თვისა.
26.3. დიპლომი შეიცავს დისერტაციის სახელწოდებას, დაცვის თარიღსა და საერთო შეფასებას. დიპლომს ხელს აწერს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ფაკულტეტის დეკანი, უნივერსიტეტის რექტორი და მოწმდება უნივერსიტეტის ბეჭდით.
26.4. დიპლომის ასლი ინახება უნივერსიტეტის არქივში.
27. დისერტაციის გამოქვეყნება
დოქტორანტი ვალდებულია დისერტაციის დაცვის შემდეგ, სამი თვის ვადაში, გამოაქვეყნოს დისერტაცია ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასზე არ გაიცემა დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი.
28. დოქტორის აკადემიური ხარისხის ბათილობა
დოქტორის აკადემიური ხარისხი, ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დოქტორს ჩამოერთმევა აკადემიური პატიოსნების ნორმების დარღვევის, სადისერტაციო საქმის წარმოებისას არასწორი მონაცემების წარდგენის შემთხვევაში.
VI. დოქტორანტურა პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით
29. შეთანხმება სადოქტორო პროგრამების განხორციელებაზე
სადოქტორო პროგრამის განხორციელება, პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით, წესრიგდება ამ უნივერსიტეტთან დადებული შეთანხმებით თანამშრომლობისა და ერთობლივი დოქტორანტურის შესახებ.
30. განცხადება დოქტორანტურაში დაშვების შესახებ
30.1. პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობის შემთხვევაში, დოქტორანტურაში ჩარიცხვის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ორივე უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მიღების წინაპირობებს.
30.2. განცხადებას ამ დებულებით გათვალისწინებულ საბუთებთან ერთად, უნდა დაერთოს პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი პროფესორის თანხმობა თემის თანახელმძღვანელობაზე.
31. დოქტორანტის ხელმძღვანელი
31.1. პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობის შემთხვევაში, დისერტაციას ერთობლივად უნდა უხელმძღვანელონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორებმა. აუცილებელია ორივე ხელმძღვანელის დასკვნა და დისერტაციის დაცვაზე ერთ-ერთის დასწრება მაინც.
31.2. თუ სადისერტაციო საქმის წარმოება უპირატესად პარტნიორ უნივერსიტეტში მიმდინარეობს, გამოიყენება პარტნიორი უნივერსიტეტის დოქტორანტურის დებულების პირობები.
32. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი
დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს ის უნივერსიტეტი, სადაც განხორციელდა დისერტაციის დაცვა პარტნიორი უნივერსიტეტების მითითებით.
33. დისერტაციის წარმოდგენისა და დაცვის ენა
დისერტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულად და პარტნიორი უნივერსიტეტის სამუშაო ენაზე. იგივე წესი ვრცელდება დაცვასთან დაკავშირებით.
VII. დაფინანსება
34. დოქტორანტის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო გრანტის, საუნივერსიტეტო დაფინანსების, სტიპენდიების, ქველმოქმედების და თვითდაფინანსების ფორმით.
VIII. გარდამავალი დებულებები
35. დოქტორის აკადემიური ხარისხის მისაღებად თსუ-ს ყველა მაძიებელმა და ასპირანტმა უნდა ჩააბაროს დოქტორანტურაში მინიმალური სტანდარტით დადგენილი წესით.
36. უნივერსიტეტის დოქტორანტურაში ჩარიცხული ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც მინიმუმის საგნები აქვთ ჩაბარებული ან/და აპრობაცია აქვთ გავლილი, თავისუფლდებიან მინიმალური სტანდარტით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტის კრედიტების დაგროვებისაგან. დისერტაციის წარდგენა და დაცვა ხორციელდება მინიმალური სტანდარტით დადგენილი წესით. გამოქვეყნებული სამი სტატიიდან – ორმა უნდა გაიაროს საერთაშორისო რეცენზირება.
37. უნივერსიტეტის ის ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც შესრულებული აქვთ ამ დებულებით გათვალისწინებული კვლევითი კომპონენტი და არა აქვთ ჩაბარებული მინიმუმის გამოცდები, სასწავლო კომპონენტით განსაზღვრული კრედიტების დაგროვების შემდეგ დისერტაციას წარადგენენ და დაიცავენ ამ დებულებით დადგენილი წესით.
38. იმ კვლევითი ინსტიტუტების ასპირანტები, რომლებთანაც უნივერსიტეტს დადებული აქვს ხელშეკრულება, დოქტორანტები ხდებიან ამ პარაგრაფის 35-ე მუხლის შესაბამისად.

დანართი 1
ადგილი, თარიღი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ/ქალბატონ ———————–
0128 თბილისი, უნივერსიტეტის ქ. 1.
განმცხადებელი —————————- (სახელი, გვარი)
მისამართი ——————————————
ტელ.:
ელ-ფოსტა:
განცხადება დოქტორანტურაში მიღების შესახებ
ბატონ/ქალბატონ ———————– ,
გთხოვთ მიმიღოთ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურაში. ჩემს მიერ შერჩეული თემაა —————- ———————————— (თემის სახელწოდება)

თემის ხელმძღვანელობაზე თანხმობა განაცხადა პროფესორმა ——————————- (სახელი, გვარი)
ვადასტურებ, რომ ვაკმაყოფილებ დოქტორანტურის დებულებით გათვალისწინებულ მიღების პირობებს და სრულად წარმოგიდგენთ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტებს.
პატივისცემით, —————————- (სახელი, გვარი)

დანართები:
ავტობიოგრაფია ჩV;
დიპლომის დამოწმებული ასლი;
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი, ასლთან ერთად;
სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა.

რა პრობლემები წარმოჩინდა ამ გზაზე:
1. ვინ გამოაცხადებს დოქტორანტურაში მიღებას და ვინ გამოყოფს ადგილებს?
2. რა ბედი ეწევათ იმ ასპირანტებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს დაცვა 2006 წლის 31 დეკემბრამდე;
3. როგორი იქნება დოქტორანტურაში მიღების წესები და უცხო ენების სწავლების საკითხი;
4. როგორ გადაწყდება სამეცნიერო პუბლიკაციების საკითხი;
5. რა ეღირება საერთო ჯამში დოქტორანტურის საფეხური და იქნება თუ არა ის მიმზიდველი წარმატებული ბაკალავრისათვის;
6. დოქტორანტი, რომელიც ახლა დაიცავს, იქნება მომავალი პროფესორი და პედაგოგი? რამდენად არის გათვალისწინებული აქ სასწავლო და კვლევითი კომპონენტების ჰარმონია და რას უნდა ველოდოთ სწავლების მესამე საფეხურზე.
აი კითხვები, რომლებიც დაუგროვდა საზოგადოებას და მასზე პასუხებს ელიან.
ჩვენ გთავაზობთ დასავლეთის ქვეყნების მასალებს პუბლიკაციაზე – რომელია სამეცნიერო პუბლიკაცია და ჟურნალების კატეგორიას, მათ შორის Impact Factor-ს და იქ გამოქვეყნების წესს, ასევე მის პლიუს-მინუსებს, წამყვან უნივერსიტეტებში პუბლიკაციის წესებს და ასევე მოთხოვნებს, რომელსაც უყენებენ დოქტორანტს.

Impact Factor-ის
დადებითი და
უარყოფითი მხარეები
რა არის Impact Factor?
Impact Factor (IF) სამეცნიერო და სოციალურ-სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული იმ სტატიების, ვებ-გვერდების, ბიბლიოგრაფიების, პუბლიკაციებისა და სხვა ნაშრომების საზომია, რომლებსაც უნიკალურობაზე აქვთ პრეტენზია. Impact Factor მუდმივად გამოიყენება გარკვეული ჟურნალის მნიშვნელობის დასამტკიცებლად ამა თუ იმ სფეროში.
მეცნიერების წესები
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების შესახებ კანონების ჩამონათვალი არ არსებობს, რამდენიმე ძირითადი, დაუწერელი წესი მაინც არის. სამეცნიერო ნაშრომის პირველი დაუწერელი კანონია ის, რომ მეცნიერული ცოდნა არგუმენტებსა და მტკიცებულებებს უნდა ეყრდნობოდეს და არა ავტორის მოსაზრებებს. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მკვლევარმა უნდა წარადგინოს ისეთი მოდელი, რომელიც რეალობას შეესაბამება და არა ავტორის პირად (სუბიექტურ) მისწრაფებებს. როდესაც საქმე მეცნიერებას ეხება, მაშინ ყველაზე პესიმისტური სიმართლეც კი ფიქციას სჯობს. კიდევ ერთი საინტერესო წესი – მეცნიერებაში არ არსებობს დემოკრატია: შეიძლება ყველა მეცნიერის მოსაზრება მცდარად მივიჩნიოთ, გარდა იმ ერთისა, რომელსაც შეუძლია მტკიცებულების წარმოდგენა. მკვლევარი, რომელიც არგუმენტს არ იღებს და მხოლოდ უმრავლესობას მიჰყვება, ხშირად აღმოაჩენს, რომ მთელი საზოგადოება ცდებოდა. მაგრამ, მეორეს მხრივ, როდესაც არსებული ცოდნა არამყარია და სინამდვილეს არ შეეფერება, დასაშვებია პლურალიზმი, ღია განხილვები და სპეკულაციაც კი. რა თქმა უნდა, ყველაფერი მყარი არგუმენტებითა და მონაცემით უნდა იყოს წარმოდგენილი. ამასთან, არ შეიძლება მეცნიერებამ შეზღუდოს შესაძლო გადაწყვეტილებები და აუხსნელი ფენომენების ინტერპრეტაციები: ყველაფერი აპრიორი დასაშვებია. რა თქმა უნდა, რეფერირებად ჟურნალში უნდა გამოქვეყნდეს ნაშრომები, რომლებშიც ყველაზე მეტად აისახება სინამდვილე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესის თანახმად, მეცნიერული მტკიცებულებანი, პირველ რიგში, სისტემატურ ძიებებს – ექსპერიმენტებს უნდა ეყრდნობოდეს. კვლევის ექსპერიმენტის შედეგი უნდა გადმოიცეს ნათლად და თანმიმდევრულად, ლოგიკურ-სტრუქტურული გზით, სადაც ყურადღება კვლავ არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე უნდა იყოს გამახვილებული, რაც პირად შთაბეჭდილებებსა და მოსაზრებებს დაჩრდილავს.
მეცნიერების მიზნები:
სამეცნიერო ნაშრომის მთავარი მიზანია აღმოჩენები და მათი ახსნა. ისინი (აღმოჩენები/ახსნები) თითქმის ყველა შემთხვევაში, ადამიანთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად გამოიყენება.
ვინ არიან მეცნიერები:
მეცნიერები არიან ის ადამიანები, რომლებიც ექსპერიმენტებსა და კვლევებს არსებული ფენომენის ასახსნელად, ან მიმდინარე სისტემის გასაუმჯობესებლად იყენებენ. მეცნიერების დამახასიათებელი თვისებებია: ცნობისმოყვარეობა, წარმოსახვა და სრულყოფილებისაკენ სწრაფვა.
სამეცნიერო სტატიის მიზანი:
გამოკვლევის ტიპის სტატია არის მოხსენება ექსპერიმენტის შესახებ, ესეი, ან გიდი იმ კოლეგებისთვის, რომლებსაც მსგავსი გამოკვლევის ჩატარება სურთ. სტატია აუცილებლად ლოგიკურ-სტრუქტურული ჯაჭვით უნდა იყოს შეკრული, ყველა მათგანში შეიძლება გამოიყოს სტრუქტურის 3 დონე: მაკრო (სექციები), მესო (სექციები) და მიკრო (წინადადებები). ჟურნალების უმეტესობა ავტორისგან რეზიუმიულ სტრუქტურას ითხოვს. სამეცნიერო სტატიის მთავარი დანიშნულებაა საზოგადოებას შესთავაზოს ახალი ცოდნა და მონაცემები.
სამეცნიერო სტატიების ტიპები:
მთავარია, მკვლევარმა მეცნიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს, ანუ მასზე გავლენა მოახდინოს. სტატიისა და მისი ავტორის საუკეთესო შემფასებელია “სამეცნიერო ინფორმაციის ინსტიტუტი” ფილადელფიაში (www.scientific.thomson.com). ის დაახლოებით 8 000 ჟურნალის მონიტორინგს ახორციელებს, IშI-ის სტატია მონაცემთა ბაზაში შეჰყავს და აღრიცხავს, თუ რამდენჯერ გაეცნობიან მას სხვები. ამ მარტივი მექანიზმის საშუალებით ინსტიტუტი მნიშვნელოვან ავტორებს, ჟურნალებსა და სტატიებს ადგენს. ამგვარად განისაზღვრება სტატიის გავლენის დონე, ანუ ” Impact Factor”, რაც უფრო მეტი ადამიანი ეცნობა სტატიას წლის განმავლობაში, მით მეტია მისი Impact Factor-ის დონე. აღნიშნულის საფუძველზე შეგვიძლია გამოვყოთ სტატიების 5 კატეგორია:
მკვდრად შობილნი, რომლებსაც არავინ ეცნობა, ანუ არ ჰყავს აუდიტორია. ასეთი სტატიების იდეები მნიშვნელოვანი არ არის. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ამგვარი ნაშრომები რესურსების ფლანგვაა, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. შეიძლება მათ დიდი პოტენციალი გააჩნია, მაგრამ ავტორი ამ იდეებს კარგად ვერ გადმოგვცემს.
დამადასტურებელი საბუთის მქონენი – ხშირად შეხვდებით რუტინულად, კარგად დაწერილ სტატიებს, რომლებიც უნაკლო მონაცემებს ეყრდნობა და კარგად ორგანიზებულად გვეჩვენება, მაგრამ სხვებმა ის უკვე გააკეთეს. ასეთი სტატიები ხშირად ძალიან სასარგებლოც კია, რადგან უკვე ცნობილ თეორიებს “გადახარშული” სახით წარმოგვიდგენენ და სურათი უფრო ეფექტურია. აღსანიშნავია, რომ ნაშრომმა ახალი ცოდნის ტრანსფერი უნდა განახორციელოს და თუ მისი ავტორი მიიჩნევს, რომ ეს ორიგინალის ავტორზე კარგად შეუძლია, ასეთი ნაშრომი მოსაწონია.
პერსპექტიული ნაშრომები – ეს ისეთი ნაშრომებია, რომლებიც ახალ აღმოჩენებსა და იდეებს გვთავაზობენ, ზოგჯერ შეიძლება პერსპექტიულიც კი იყოს. მკვდრადშობილი ნაშრომებისგან განსხვავებით, პერსპექტიული ნაშრომების ავტორები მეცნიერებისადმი მიდრეკილებას გვიჩვენებენ.
პოპულარული ნაშრომები – ამ ნაშრომებს ხშირად ტვირთავენ საიტიდან და მათ მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ. ზოგჯერ ასეთი ნაშრომები პრაქტიკაში არც გამოიყენება, მაგრამ მათში გამოყენებულია მართებული არგუმენტები მართებულ დროს და სხვა მეცნიერებისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.
მონაპოვარი ნაშრომები – მათში მნიშვნელოვანი თეორიების ნაწილობრივი ან სრული შეცვლა ხდება, რაც საყოველთაოდ აღიარებულ მცნებებში გადატრიალებას ახდენს.
მოკლე მიმოხილვა
Impact Factor ეჟენ გარფილდმა სამეცნიერო საინფორმაციო ინსტიტუტის (Institute for Scientific Information – ISI) დამფუძნებელმა გამოიგონა. ეს ინსტიტუტი ახლა აშშ-ში დაფუძნებული მსოფლიო მასშტაბის გამომცემლობა თჰომპსონ-ის შემადგენელი ნაწილია. სამეცნიერო-საინფორმაციო ინსტიტუტი ყოველწლიურად იკვლევს იმ ჟურნალთა გავლენის დონეს, რომლებიც ინსტიტუტის საძიებელ სისტემაშია შეყვანილი და ფაქტორები და ინდექსები, ციტატები ჟურნალის მოხსენებაში (Journal Citation Report) ქვეყნდება, მას სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრი ბეჭდავს, სადაც მოცემულია ინფორმაცია სამეცნიერო და სოციალურ-სამეცნიერო აკადემიური ჟურნალების შესახებ. თითოეული ჟურნალის შესახებ მოცემული ინფორმაცია შეიცავს:
გამომქვეყნებლის ძირითად ბიბლიოგრაფიულ ინფორმაციას, სათაურის აბრევიატურას, ენას, ISSN.
ISSN ანუ სერიული ნომრის საერთაშორისო სტანდარტი (International Standard Serial Number) არის უნიკალური რვაციფრიანი რიცხვი, რომელიც ბეჭდვითი ან ელექტრონული პერიოდული პუბლიკაციის იდენტიფიკაციისთვის გამოიყენება. ISSN სისტემა მიღებულია, როგორც საერთაშორისო სტანდარტი IშO 3297 1975 წელს, ის ISO ტექნიკური საბჭოს მეცხრე ქვეკომიტეტია და საინფორმაციო წყაროების აღწერილობას უზრუნველყოფს. ISSN კოდს ანიჭებს IშშN ეროვნული ცენტრის ქსელი, რომელიც ჩვეულებრისამებრ ეროვნულ ბიბლიოთეკებშია განთავსებული და პარიზის ISSN საერთაშორისო ცენტრს ექვემდებარება. ის შიდა სამთავრობო ორგანიზაციად 1974 წელს ჩამოყალიბდა UNESCO-სა და საფრანგეთის მთავრობის შეთანხმების საფუძველზე. ის მსოფლიოს ყველა ISSN-ის მონაცემთა ბაზას ფლობს. ISSN რეგისტრაცია ISSN კოდს მოიცავს, იგი დაახლოებით 1 მლნ პერიოდულ გამოცემას აქვს მინიჭებული და მას ყოველწლიურად 50 000 ახალი ჩანაწერი ემატება.
Impact Factor-ის გარდა, გამოითვლება მასთან დაკავშირებული სხვა ღირებულებებიც, გამოთვლებს იგივე ორგანიზაცია ახორციელებს.
ხასიათის ინდექსი – ის ზომავს, თუ რამდენად მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს ეხება სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომი. ყოველწლიურად გამოითვლება Institute for Scientific Information-ში აღრიცხული ჟურნალების ხასიათის ინდექსი;
საშუალო ასაკის ჟურნალები – Journal Citation Report-ში ყოველ წელს ქვეყნდება ჟურნალების საშუალო ასაკი. მაგალითად, თუ ჟურნალ A-ს ნახევარი სიცოცხლე 2005 წელს არის 5, ნიშნავს, რომ ნამუშევრები 2001-2005 წელს არის 50% ყველა 2005 წლის ჟურნალებიდან;
დაქვემდებარებული კატეგორიებისათვის ზემოქმედების შერწყმის ფაქტორი – ყველა ჟურნალში დაქვემდებარებული კატეგორიებისა და ნაშრომების რიცხვი;
ეს ინდექსი მხოლოდ ჟურნალებისათვის და არა ინდივიდუალური სტატიების ან ინდივიდუალური მეცნიერებისათვისაა (H ინდექსისგან განსხვავებით).
ასევე შესაძლებელია იმ ჟურნალის Impact Factor-ის განსაზღვრა, რომლებშიც კერძო პირი სტატიებს აქვეყნებს. ეს მეთოდი მეტად გავრცელებულია, მაგრამ საკამათოა. ეჟენ გარფილდი გვაფრთხილებს “ინდივიდუალური პირების არასწორად შეფასების შესახებ”. Impact Factor-ს უზარმაზარი, მაგრამ საკამათო გავლენა აქვს გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომებზე.
Impact Factor-ის გამოთვლა
ჟურნალის Impact Factor-ის გამოთვლა სამწლიან პერიოდს ემყარება და ყურადღებას ამახვილებს გამოქვეყნების შემდეგ ორწლიან მონაკვეთზე, თუ რამდენჯერ ნახულობენ მას.
2003 წელს ჟურნალის Impact Factor-ის გამოთვლა:
A = 2001-2 წლებში რამდენჯერ გამოქვეყნდა სტატია და რამდენჯერ ნახეს ის 2003 წელს;
B = სტატიების, განხილვების, შენიშვნების ან პროცედურების რაოდენობა 2001-2 წლებში;
2003 წლის Impact Factor = A/B.
(ყურადღება მიაქციეთ, რომ 2003 წლის Impact Factor უნდა გამოქვეყნდეს 2004 წელს, რადგან მისი გამოანგარიშება არ შეიძლება მანამ, სანამ მიღებული არ იქნება 2003 წლის ყველა პუბლიკაცია.)
ერთხელ ნანახი ჟურნალი საშუალოდ თითო გამოქვეყნებული სტატიისთვის Impact Factor -ის 1 ქულას იღებს.
რამდენიმე ნიუანსი არსებობს: ISI არ უშვებს სტატიის რამდენიმე ტიპს (როგორებიცაა, ახალი ამბების საკითხები, კორესპონდენციები და ბეჭდვითი შეცდომის მქონენი). ახალი ჟურნალები, რომლებიც პირველი პუბლიკაციური საკითხებით ირიცხებიან ISI-ში, Impact Factor-ს ორი წლის შემდეგ მიიღებენ, ამ შემთხვევაში, ნაშრომებს ერთ წელიწადში ერიცხებათ 1 მოცულობა და გამოქვეყნებული სტატიების რიცხვი ერთ წელიწადში 1 მოცულობით, ანუ 0 მოცულობად ჩაითვლება.
ჟურნალებს, რომლებიც ნუსხაში შევლენ, სრული 3 წლის მონაცემების გარეშე Impact Factor არ ექნებათ. ყოველწლიურ, ან სხვა განსხვავებულ გამოცემებზე, რომლებმაც შეიძლება წლის განმავლობაში არ გამოაქვეყნონ შესაბამისი მასალა, მდგომარეობა მათ ანგარიშზე აისახება. Impact Factor დროის სპეციფიური პერიოდისთვისაა გათვლილი, რადგან ის შეესაბამება მეცნიერების ისეთ სფეროს, როგორიცაა მოლეკულური ბიოლოგია, ის უფრო ნაკლებად აქტუალური პუბლიკაციების ნიმუშისთვის არ არის განკუთვნილი, მაგალითად, ეკოლოგიისთვის. Impact Factor-ის გამოანგარიშება ნებისმიერ სასურველ დროს შეიძლება, ინსტრუქციებს კი ვებგვერდები იძლევა.
მნიშვნელობა
განსხვავებული ჟურნალებისა და კვლევის ჯგუფების შედარება ზოგჯერ სასარგებლოა. მაგალითად, სამეცნიერო კვლევის სპონსორს შეიძლება სურვილი გაუჩნდეს შეადაროს მისი პროექტის შედეგები. სხვადასხვა პუბლიკაციების მნიშვნელობის ობიექტური საზომია Impact Factor, ის არკვევს რამდენჯერ იყო მოთხოვნა ამა თუ იმ ნაშრომზე. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სხვადასხვა აკადემიურ დისციპლინებს შეიძლება ჰქონდეთ ძლიერ განსხვავებული პუბლიკაციები და მეთოდები, რაც არა მხოლოდ მნახველთა რიცხვზე აისახება, არამედ გვიჩვენებს, თუ გამოქვეყნებიდან რამდენად სწრაფად გამოიწვია მან მნახველთა დაინტერესება. ერთი კატეგორიის ჟურნალები ერთმანეთთან მიმართებაში პირისპირ უნდა დადგნენ, ეს უფრო მართებულია, ვიდრე მათი მხოლოდ Impact Factor-ით განსაზღვრა.
Impact Factor ჟურნალის ხარისხის შეფასებაში უშეცდომო ნამდვილად არ არის. მაგალითად, გაუგებარია, როდესაც მნახველთა რიცხვი მის ხარისხს ან გავლენას გამოკვლევის კონკრეტული პუბლიკაციისთვის განსაზღვრავს. უფრო მეტიც, ჟურნალში, რომელსაც ხანგრძლივი მონაკვეთი აქვს წარდგენასა და გამოქვეყნებას შორის, გამოუქვეყნებელი მასალის ნახვა კი წარმოუდგენელია. ზოგიერთ ჟურნალში ნაშრომის წარდგენასა და გამოქვეყნებას შორის საჭირო მონაკვეთი ორი წელია, ამიტომ Impact Factor -ის შეფასებისთვის გამოყოფილ სამ წელიწადს ავტომატურად აკლდება ორი წელი.
დადებითი მხარეები
ISI-ს დაფარვის ფართო საერთაშორისო ზონა აქვს. ცოდნის გვერდი 9000 სამეცნიერო და სოციალურ სამეცნიერო ჟურნალს 60 ქვეყნიდან მოიცავს;
შედეგების გამოყენება და გაგება შესაძლებელია (თუმცა არა უფასოდ);
ის ობიექტური საზომია და ყველა სხვა ალტერნატივასთან შედარებით მისაღებია;
პრაქტიკაში ალტერნატიულ საზომს “პრესტიჟი” წარმოადგენს. ის რეპუტაციით ფასდება, ეს უკანასკნელი კი ძალიან ნელა იცვლება და ხშირად ობიექტური არ არის, რეპუტაცია კი მხოლოდ პოპულარობას გამოხატავს.
Impact Factor -ის მიერ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
მას არაადექვატური საერთაშორისო დაფარვა აქვს. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ცოდნის გვერდი 60 ქვეყნის ჟურნალს მოიცავს, დაფარვა თანაბარი მაინც არ არის. ის მხოლოდ ინგლისურენოვან პუბლიკაციებს მოიცავს და ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან თითზე ჩამოსათვლელ ჟურნალს ირიცხავს;
ნუსხაში არ შედის ისეთი მაღალხარისხიანი ჟურნალები, რომლებიც მარკეტინგის კომუნიკაციებს, საზოგადოებასთან ურთიერთობებს და მენეჯმენტის განვითარებას ეხება, ასევე არ არის გათვალისწინებული ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ იშვიათად განხილული ტექნიკური ჟურნალები;
ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომები ჟურნალის ხარისხს პირდაპირ არ განსაზღვრავს. დაბალი ცირკულაციის მქონე, განსაკუთრებული სფეროსთვის განკუთვნილი ჟურნალები ვერასოდეს მიიღებენ Iმპაცტ Fაცტორ-ის მაღალ შეფასებას. პრობლემაა აკადემიური პუბლიკაციის ხარისხის განსაზღვრაც;
Impact Factor პოპულარობის განმსაზღვრელი ხდება და არა პრესტიჟის;
აკადემიკოსმა რეცენზენტებმა შეფასების მართვის პროგრამაში ჩააბეს დოქტორის ხარისხის მიმნიჭებელი ინსტიტუტები, რომლებიც აკადემიური პროდუქციის განსაზღვრის მიზნით, ISI-ს ხშირად მიმართავენ. ამის შემდეგ ხდება კვლევის ზოგიერთი ტიპის ავტომატურად არასათანადოდ შეფასება და მთლიანი სტატიის გამოქვეყნება, რასაც ყველა მასწავლებელი აკეთებს;
Impact Factor-ის მთლიანი ღირებულება აზრს მოკლებულია. ჟურნალი Impact Factor-ით არ იქნება შთამბეჭდავი მიკრობიოლოგიაში, მაგრამ იქნება ოკეანოლოგიაში;
Impact Factor-ის შედარება ორ სხვადასხვა სფეროში უნარს მოკლებულია;
მეცნიერების მიღმა, Impact Factor კარგი მიგნებაა სამეცნიერო პუბლიკაციების მსგავსი ნიმუშებისთვის (მაგალითად, ეკონომიკა), სადაც ჟურნალში კვლევა-პუბლიკაციები თითქმის ყოველთვის ამ სფეროს ეძღვნება;
მიუხედავად იმისა, რომ ის პრაქტიკაში გამოიყენება, Impact Factor არ არის ერთადერთი, რომელიც ბიბლიოთეკებმა ჟურნალის შერჩევისას უნდა გამოიყენონ. ჟურნალის ადგილობრივი სარგებლიანობა Impact Factor-ის თანაბარია.
H ინდექსი – ინდივიდუალურ მეცნიერთა Impact Factor
ინდივიდუალ მეცნიერთა Iმპაცტ Fაცტორ-ის განსასაზღვრად არსებობს
H ინდექსი, იგი ითვლის მეცნიერთა მიერ გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომთა რაოდენობას და იმას, თუ რამდენჯერ გამოიყენა გამოქვეყნებული ნაშრომის ციტატები სხვა მეცნიერებმა. H ინდექსის გამოყენება შესაძლებელია მეცნიერთა ჯგუფებზედაც. მაგალითად, დეპარტამენტის, უნივერსიტეტის ან ქვეყნის მეცნიერთა ჯგუფებზე. Hინდექსი 2005 წელს ჯორჯ ჰირშმა დაამკვიდრა და ხანდახან მას ჰირშის ინდექსსაც უწოდებენ.
ჟურნალთა ტიპები
მეცნიერთა მსგავსად ამბიციები აქვთ ჟურნალებსაც – მათაც ლიდერად ყოფნა სურთ. გამოიყოფა ოთხი ტიპის ჟურნალები:
ყველაზე ცხელი ჟურნალები: ეს არის ჟურნალთა ჯგუფი, რომელშიც ყველა ოცნებობს საკუთარი სახელისა და გვარის ამოკითხვას. “ცხელ”, მოწინავე და სტანდარტულ ჟურნალებს შორის საზღვრის დადგენა რთულია, მაგრამ ესეც Impact Factor-ის მეშვეობით განისაზღვრება, რასაც http://nature.com და http://sciencemag.org ახორციელებს.
ISI ინდექსის მქონე ჟურნალები – ISI ახორციელებს ჟურნალის მონიტორინგს, იგი ეფუძვნება ხარისხიან კრიტერიუმს და არჩევს ჟურნალს, რომელსაც ISI ინდექსი მიენიჭება.
სხვა საერთაშორისო ჟურნალები – ბევრ ჟურნალს ISI ინდექსი არ აქვს, მაგრამ მაინც შეუძლიათ ფართო აუდიტორიას სტატიები მიაწოდოს. მათთვის საკმარისია ელექტრონული მისამართი.
ადგილობრივი ჟურნალები – ადგილობრივ ჟურნალად მიიჩნევა ისეთი ჟურნალი, რომლიც ფართო აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი არ არის. ბევრი ჟურნალი ადგილობრივი ჟურნალის სტატუსს იმის გამო ვერ იშორებს, რომ ინგლისურ ენაზე არ იბეჭდება, მით უმეტეს გლობალიზაციის პროცესში, რაც მეცნიერებასაც მოიცავს.
ჟურნალებში გამოქვეყნების წესები
Cambridge Journal of Economics
ინფორმაცია ავტორთათვის:
ავტორებმა ჟურნალში უნდა გამოაგზავნონ ნაშრომის სამი ასლი, რომლებიც მათ აღარ დაუბრუნდებათ. ნაშრომი არ უნდა აღემატებოდეს 7 500 სიტყვას, ხოლო რეზიუმეს მოცულობა – 100 სიტყვას, ხუთი მთავარი სიტყვით, ოთხ JELკლასიფიკაციასა და კორესპონდენციას მისამართთან ერთად. ავტორს მოეთხოვება ფლოპ-დისკზე ამოწერილი ვერსია, აგრეთვე გასაგებად დაწერილი ხელნაწერი იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომი მიღებული და გამოქვეყნებისთვის მზადაა, სტატიის ექსკლუზიური ასლი კი საბჭოზე უნდა დამტკიცდეს.
განლაგება:
ნაშრომის ყველა ასლი ჟურნალის სტილის მიხედვით უნდა გაკეთდეს – A4 ფორმატის ფურცლის მხოლოდ ერთ გვერდზე, ორმაგი სფეისით. სქოლიოს მოცულობა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი და ნაშრომის ბოლოს ცალკე გვერდზე მოთავსებული. ცხრილები და ნახაზებიც ცალკე ფურცლებზე ნაშრომის ბოლოს უნდა განლაგდეს. ციტატის გამოყენებაც უნდა მოხდეს ჰარვარდის სისტემის მიხედვით, სადაც მითითებული იქნება ციტატი, ავტორის ვინაობა, წიგნის სათაური და წიგნში რომელ გვერდზეა ციტატა.
რეცენზიები გამოქვეყნებული სტატიის შესახებ:
გამოქვეყნებული სტატიის შესახებ რეცენზიის გაკეთებამდე (რომელიც ჩვეულებრივ 1 500 სიტყვას არ უნდა აღემატებოდეს), სტატიის ავტორს უნდა გაეგზავნოს გაკეთებული რეცენზიის ასლი, რათა ავტორმა ყველა შესაძლო გაუგებრობას უპასუხოს. რეცენზია გამოსაქვეყნებლად წარდგენილი არ უნდა იყოს ავტორისაგან პასუხის მიღებამდე, რაც განსაზღვრულ ვადაში უნდა მოხდეს. ჟურნალი არ მიიღებს ნაშრომს, რომელიც უკვე დაბეჭდილია სხვა ჟურნალში.