როგორ ვიშოვოთ ფული მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სავაჭრო ბირჟა -NYMEX-ზე

თეონა აბდუშელიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტი

ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟა (The New-York Mercantile Exchange) მსოფლიოს უმსხვილესი მატერიალური საქონლის ბირჟაა. ის ენერგიისა და ძვირფასი ლითონების ცნობილ სავაჭრო ფორუმს წარმოადგენს. მასზე მსოფლიოში საკმაოდ გამახვილდა ყურადღება, რადგან ძვირფას ლითონებზე, ნავთობსა და ენერგომატარებლებზე ფასი სულ უფრო და უფრო მაღლა იწევს. თუ 2004 წელს 1 უნცია ოქროს ყიდვა 320 დოლარად შეიძლებოდა, ახლა მისი ფასი 650 დოლარამდე გაიზარდა. ასევე სწრაფად მატულობს ნავთობის ფასიც. ამ სტატიაში შევეხებით, თუ რას წარმოადგეს მსოფლიოს ეს უმსხვილესი ბირჟა, როგორ იმართება იგი და როგორ შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საკმარისი ოდენობის კაპიტალი გააჩნია, ამ ბირჟაზე გასვლა.

ნიუ-იორკში ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული საქმეების წარმოება 1725 წლიდან იწყება. ოპერაციები, თავისი წარმომავლობიდან გამომდინარე, მიმდინარეობდა ნიუ-იორკის ქვედა ნაწილში, ანუ უოლ-სტრიტის დასაწყისში. ეს ბაზარი გაჯერებული იყო ისეთი საქონლით, როგორიცაა ხორბალი, თამბაქო და ასევე ფასიანი ქაღალდები. 1788 წლამდე აქ მონების ყიდვა-გაყიდვასაც კი ჰქონდა ადგილი. რა თქმა უნდა, ფასიანი ქაღალდების ბაზარს ამ პერიოდისათვის არ ეკავა მნიშვნელოვანი ადგილი.
ფასიანი ქაღალდების ბაზარი პირველად მნიშვნელოვანი გახდა ფედერალური ხელისუფლების შექმნის შემდეგ. ამერიკის ისტორიაში ალექსანდრე ჰამილტონი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ადამიანი იყო ფინანსების სფეროში. 1790 წელს თავის ანგარიშში მან ურჩია სახელმწიფო მეთაურებს გაეუქმებინათ რევოლუციური პერიოდის სამხედრო სასესხო ობლიგაციები და ისინი ახლით შეეცვალათ. ამ ემისიის ავტორებს უნდა მიეღოთ 3% და 6% დივიდენდის მქონე ფასიანი ქაღალდები. ქვეყანა მოიცვა უდიდესმა სპეკულაციამ. ბანკირები, ბროკერები, გუბერნატორები, კონგრესმენები და სპეკულანტები ხალხს არწმუნებდნენ, რომ შეეძინათ ძალიან გაუფასურებული ობლიგაციები. ამ პროცესების დროს საკმაოდ დიდი ფული გაკეთდა.
პირველად ფასიანი ქაღალდების სფეროში მომუშავე დილერები იყვნენ არა მხოლოდ ბროკერები, არამედ უფრო მეტად ვაჭრები და აუქციონისტები. ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა მათი პროფესია გახდა. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით სპეკულაციის შემდეგ, 1790 წელს სასაქონლო დილერები და ფასიანი ქაღალდების ბროკერები გაიყვნენ. ბროკერებმა ორგანიზება გაუკეთეს ვაჭრობას უოლ-სტრიტზე ჭადრის ხის ქვეშ. შესაძლებელია ბროკერები დაიღალნენ აუქციონისტების მონოპოლიისგან და ამიტომ გადაწყვიტეს შეექმნათ თავიანთი ორგანიზაცია. 1792 წლის მარტში ისინი შეიკრიბნენ საიდუმლო შეხვედრაზე სასტუმრო Corres-ში, რათა თავიანთი ქმედებების შესახებ ემსჯელათ. 1792 წ. 17 მაისს მათ მიიღეს პირველი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ორგანიზაცია, რომელიც მოგვიანებით გადაიქცა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟად.
ბირჟა 130 წელზე მეტია მხარს უჭერს ბაზრის მთლიანობასა და ფასების გამჭვირვალობას. ბირჟაზე სისრულეში მოყვანილი გარიგება თავიდან გვაცილებს დუბლიკატის უქონლობის რისკს, რადგან ანგარიშსწორების პალატა ისე მოქმედებს, როგორც დუბლიკატი ყოველ ვაჭრობაზე. ვაჭრობა იმართება ორი განაყოფით: NYMEX-ის ერთი ნაწილი – ენერგიის, პლატინისა და პოლადიუმის (მოთეთრო ფერის მბრწყინავი ლითონი) ბაზრების კერაა, სხვა ნაწილი კი – ყველა სხვა ლითონით ვაჭრობს.
ბირჟამ პირველმა გაიკვლია გზა ენერგომატარებლების განვითარებისკენ და 26 წლის წინ აირჩია საგარანტიო კონტრაქტები, რაც ნიშნავდა ფასების გამჭვირვალობას და რისკიან მენეჯმენტს ამ სასიცოცხლო ბაზარზე. ბირჟის პრეზიდენტია ჯეიმს ნიუსონი. ბირჟას ჰყავს 2 ვიცე-პრეზიდენტი – კეილ დეკერი და ჰოვარდ ჰოპკინსი. კეილ დეკერი ხელმძღვანელობს კორპორაციულ კავშირებს და ინვესტორებთან ურთიერთობებს, ხოლო ჰორვარდ ჰოპკინსი ხელმძღვანელობს მარკეტინგს. ვიცე-პრეზიდენტებს ირჩევს დირექტორთა საბჭო. დირექტორთა საბჭო შედგება 15 წევრისგან და ისინი არჩეულები არიან ორგანიზაციის B კლასის წევრებისგან. ბირჟას მართავს დირექტორთა საბჭო. დირექტორთა საბჭოს მმართველი აუცილებლად უნდა იყოს B კლასის წევრი. საბჭო ატარებს როგორც რეგულარულ სხდომებს, რომლის დროსა და ადგილს წინასწარ ადგენენ, ასევე საგანგებო შეკრებებს მნიშვნელოვანი პრობლემების დროს.
ბირჟის მიერ გათვალისწინებული სავაჭრო ბაზრების დიდი ჩამონათვალი გულისხმობს ქონებისა და სამომავლო ყიდვა-გაყიდვების საგარანტიო კონტრაქტებს გადაუმუშავებელი ნავთობის, ბუნებრივი გაზის, ელექტროენერგიის, ოქრო-ვერცხლის, სპილენძის, ალუმინისა და პლატინისთვის. უძრავ-მოძრავი ქონების ხელშეკრულებებში შედის ქვანახშირი, უფერო გაზი და პოლადიუმი; სამომავლო ყიდვა-გაყიდვების საგარანტიო კონტრაქტებში კი ფასების სხვაობით შედის გადაუმუშავებელი ნავთობი და ბენზინი, სათბობი ნავთობი, ბრენტისა და დასავლეთ ტეხასის საშუამავლო გადაუმუშავებელი ნავთობი, სხვა საქონლის (პროდუქციის) საგარანტიო კონტრაქტებშია სინათლე, ბრენტის გადაუმუშავებელი პროდუქცია, ბენზინი, საწვავი ნავთობი და ბუნებრივი აირი.
ბირჟის ჩამონათვალში ასევე შედის NYMEX miNYtm-ის ელექტრობაზები, დანაწევრებული განათების, გადაუმუშავებელი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ბაზების ხელშეკრულებები, რაც უფრო მცირე ინვესტორებსა და მოვაჭრეებს ენერგობაზარზე მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. ხელშეკრულების დამდები მხარეები ვაჭრობენNYMEX ClearPort-ის ელექტრონული სავაჭრო სისტემით და აღწევენ ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟის ანგარიშსწორების პალატაში.
ინვესტორები თავიანთ საქმეში ეძებენ სწრაფტემპიან აქტიურ ბაზარს, რომელსაც ისეთი პროდუქციის გაყიდვის კარგი შესაძლებლობა აქვს, რომელიც საპირისპირო გავლენას მოახდენს აქციებთან და ობლიგაციებთან მიმართებაში, ამასთან მათი მეშვეობით შეეძლებათ ისწავლონ უფრო მეტი ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟის ენერგიისა და ლითონების ბაზარზე, ასევე ყიდვა-გაყიდვის უფლებიან ბაზრებზე.
ფასების ცვალებადობით გამოწვეულ დავას დიდი ადგილი უკავია ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟაზე, სადაც ადგენენ იმ მომენტისთვის ყველაზე შესაბამის ფასს ერთმანეთის თანხმობის მიხედვით. ფასების კურსებს კი შემდეგ გამოიყენებენ ურყევი სტანდარტით მყიდველები და გამყიდველები ენერგო და ლითონის ბაზარზე მსოფლიოში.
მომავლის ფასები წინასწარ დადგენილი არაა, მაგრამ არსებობს ბაზრის ამჟამინდელი თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ფასებს მთავარი ადგილი უკავია. ეს მოსაზრება და ფასების მიმართულება შეიძლება შეიცვალოს, რაც ამ ბაზრებზე ვაჭრობას სადავოს და რისკიანს ხდის.
ბირჟა საჯარო ბაზრის ფორუმია და ნებისმიერს შეუძლია საკუთარი როლი ითამაშოს ამ მნიშვნელოვან გლობალურ ბაზარზე. მონაწილეობის მიღება არაა რთული, მაგრამ საჭიროა გარკვეული პროცესის გავლა. პირველ საფეხურზე უნდა გაიხსნას ანგარიში, მესამე სერიაში, შესაბამის ბროკერთან.
შუამავალი ანუ ბროკერი იქნება თქვენი ბაზარზე შესვლის მიმთითებელი, ასე რომ, შერჩევა იმავე სიფრთხილით გაიარეთ და ისეთი გულმოდგინებით შეუდექით ამ საქმეს, როგორ პროფესიონალურადაც გააკეთებდით სხვა ფინანსურ ოპერაციებს.
ბროკერი, რომელსაც ირჩევთ, უნდა ემსახურებოდეს კლიენტურას სწრაფად, თქვენი ვაჭრობის დონის შესაბამისად. ზოგიერთი ბროკერი უმთავრესად ვაჭრობს კომერციულ და საზოგადოებრივ კლიენტებთან, ზოგიერთ მაღალშემოსავლიან პირთან, სხვები კი ემსახურებიან ძირითადად უფრო მცირე ინვესტორებს.
შუამავლები გვთავაზობენ მომსახურეობის სხვადასხვა დონეს:
1. სრული მომსახურეობის საბროკერო ფირმას შეუძლია შემოგთავაზოთ რჩევა ინვესტიციებსა და სტრატეგიებზე, უზრუნველგყოთ გამოკვლევით და რეგულარულად დაგიკავშირდეთ ვაჭრობაში გამოსადეგი რჩევების მოსაწოდებლად. სრული მომსახურეობის საბროკერო ფირმა შეიძლება განსაკუთრებით გამოგადგეთ, თუ თქვენ ისურვებთ ბევრი ბაზრის შესწავლას. გადასახადები სრული მომსახურეობის ფირმაში ჩვეულებრივ უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ტიპის ფირმებში.
2. ბროკერები ფასდაკლებით გვთავაზობენ ლიმიტირებულ მომსახურეობას და საფასურად ნაკლებს მოითხოვენ. ინვესტორები, რომლებიც ასრულებენ საკუთარ გამოკვლევებს და სანდონი არიან თავიანთ სავაჭრო შესაძლებლობებში, ხშირად აღმოაჩენენ, რომ შუამავლებს, რომლებიც ფასდაკლებით ემსახურებიან, თვით სჭირდებათ დახმარება.
3. შუამავლების წარმოდგენა ფირმების სრულ მომსახურეობაში შედის და ისინი აფორმებენ ყიდვა-გაყიდვის ორდერს დიდ ცნობილ საფინანსო სახლებთან, რომლებიც ბირჟის ეჭვგარეშე (აშკარა, ღია) წევრები არიან. შუამავლების გაცნობა ჩვეულებრივ ხდება უფრო პატარა ქალაქებში და სანამ მათ არ იცნობენ დიდი უოლ-სტრიტის ფირმის სახელით, მანამდე მათი მომსახურეობა ხშირად მაღალი დონისაა.
როდესაც შეარჩევთ ისეთ მაკლერს, რომელიც თქვენს მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებს აკმაყოფილებს, საჭიროა იცოდეთ რა რეპუტაციით სარგებლობს იგი ბაზარზე. შემოწმების პირველი საფეხური არის ეროვნული ქონების ასოციაცია (The Nacional Futures Association), რომელიც ინახავს ყველა დისციპლინური ქმედების ჩანაწერს ბროკერების წინააღმდეგ. ონლაინის სისტემის მეშვეობით უკანა პლანის წევრობის სტატუსის საინფორმაციო ცენტრი (Backgroand Affiliation Status Information Center(BASIC), NFA შესაძლებელს ხდის ინფორმაციასა და ქონებასთან დაკავშირებული ქმედებების რეგისტრაციას. მასში წვლილი NFA-ის შეაქვს, საერთო ქონების მოხმარების სავაჭრო კომისიასა (The Commodity Futures Trading Commission (CFTC) და აშშ-ის ქონების ბირჟას. ინფორმაციის მოსაპოვებლად დაუკავშირდით NFA-ის საინფორმაციო ცენტრს ნომერზე (800) 621-3570.
NFA მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქონების ინდუსტრიის თვითმარეგულირებელი პასუხისმგებლობების აღებაში იმით, რომ ყველა ფირმასა და ინდივიდს ტესტირებით გამოცდის, რათა ბიზნესი აწარმოოს საზოგადოების კაპიტალის დაბანდებებით. NFA-ის საქმიანობას ხელმძღვანელობს CFTC, მთავრობის სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია აშშ-ის ქონების ინდუსტრიის რეგულირებას.
ფაქტობრივად ყოველი ფირმა და პიროვნება, რომელიც ხელმძღვანელობს საერთო მოხმარების ქონებას ან სამომავლო ყიდვა-გაყიდვების გარანტიებიან ბიზნესს, უნდა იყოს NFA-ის წევრი და დარეგისტრირებული CFTC-თან. NFA წარმართავს რეგისტრაციის პროცესს CFTC-ის სახელით. NFA-ის წევრთა კატეგორიები შემდეგნაირია: საერთო ქონების მოხმარების სავაჭრო მრჩევლები (Commodity Trading Advisors(CTA), საერთო ქონების მოხმარების ბიუროს ოპერატორები (Commodity Pool Operators), პროდუქციის საერთო ქონების მოხმარების კომერსანტები (Futures Commission Merchants(FCM) და ბროკერების განმხილველი კატეგორია (Introducing Brokers(IB).
NFA ასევე მოიცავს ქონებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მონაცემთა ბაზას, მათ შორის CFTC-ის სარეგისტრაციო ინფორმაციას და NFA-ის საწევრო ინფორმაციას.
შუამავლის არჩევის შემთხვევაში, მან უნდა იცოდეს:
თქვენი ფინანსური მდგომარეობა;
თქვენი გამოცდილება საერთო მოხმარების ქონებისა და სამომავლო ყიდვა- გაყიდვების გარანტიებით ვაჭრობის საქმეში;
რისკზე და დაბანდების ობიექტებზე თავის გართმევა.
თითოეული საქონლის ვაჭრობით ანგარიშს შესაძლოა ჰქონდეს საკუთარი დამახასიათებელი თვისებები და აგებული იყოს მოვაჭრის მოთხოვნილებების შესაბამისად. შუამავლები ინიშნებიან მაღალ კონკურენტუნარიან ბიზნესში და კლიენტებმა შეიძლება შეამჩნიონ, რომ კომპეტენციის მინიჭება სავაჭრო საგანია. ბევრ საბროკერო ფირმას აქვს რაციონალიზებული ანგარიშის გახსნის პროცესი იმით, რომ მისაწვდომს ხდის საჭირო ფორმებსა და დოკუმენტებს ქსელური საიტებით (ვებ-საიტებით).
ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი სამუშაო ქაღალდი თავისი გამოაშკარავებული ფორმითურთ და შეავსეთ ფორმები რაც შეიძლება აკურატულად. ნუ გააზვიადებთ თქვენს შემოსავალს. თუ საშუამავლო ფირმა ასევე არაა ბირჟის აშკარა წევრი, მაშინ მას უნდა აკავშირებდეს ურთიერთობა მსგავს წევრთან. ბროკერს შესაბამისი ფორმები უნდა ჰქონდეს და უნდა შეეძლოს დაგეხმაროთ თქვენ ფორმების შევსებაში, ანგარიშის გასახსნელად და ასე შემდეგ.
საბაზრო ეკონომიკაში ჩართულ ყველა მონაწილეს ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟაზე უნდა ჰქონდეს საიმედო ანგარიში ბირჟის აშკარა წევრთან, სანამ ისინი აწარმოებენ რაიმე გარკვეულ ბიზნესს ბირჟაზე. ბევრი გარკვეული წევრი სამაკლერო მომსახურეობით უზრუნველყოფასაც იღებს საკუთარ თავზე.
საქონლის ბაზრისგან განსხვავებით, სადაც “ფულის მარაგი ნასესხებ ფონდებს ეხება, საიმედოობა საერთო მოხმარების საქონლისა და ყიდვა-გაყიდვების უფლებიან ბაზრებზე წარმოდგენელია სესხის ბარათის სახით – “ძალიან სარწმუნო დეპოზიტისა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია არახელსაყრელი გაყიდვის ტემპის მქონე საქონლის ღირებულებების დასაფარავად. საბაზრო ეკონომიკაში ჩართულებისა და საერთო ბაზრის მთლიანობის დასაცავად ბირჟა იმის გარანტიას უნდა იძლეოდეს, რომ მონაწილეებს ექნებათ საკმარისი ფონდები დანაკარგებზე თავის გასართმევად. ფულის მარაგს ბირჟა აკონტროლებს, რომელიც ამავდროულად ეფუძნება ფასების რისკისა და მათი ცვალებადობის ანალიზს ბაზარზე. ფულის მარაგები იქმნება მაღალ დონეზე, რათა ადეკვატურად დაიცვას საბაზრო ეკონომიკაში მონაწილენი, ამასთან იმისგან, რომ ფასების ზრდა არ გაიჭიმოს დროშიც და შემცირდეს ბაზრის მდგომარეობის ცვლილების შესაბამისად.
ყველანაირი ვითარება ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟაზე აღინიშნება ბაზარზე ყოველდღიურად მოგება-დანაკარგის გამოთვლით თითოეული ხელშეკრულების მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ყოველ სავაჭრო დღეს იწვევს ქონებისა და ყიდვა-გაყიდვის უფლებიანი კონტრაქტების ღირებულებაში ცვლილებებს. თუ კლიენტის ანგარიშში მიუკერძოებლობა დაიკლებს ან გაიზრდება იმ რაოდენობასთან შედარებით, რომელიც ბირჟას წინასწარ განზრახული ჰქონდა, მაშინ აშკარა წევრმა სანდო ზარის მეშვეობით უნდა აღადგენინოს მას მიუკერძოებლობა. პოზიციები, რომლებსაც მოგება მოაქვთ, ანაზღაურებას იღებენ ანგარიშსწორების პალატიდან.
ვთქვათ, ამოირჩიეთ მაკლერი და გახსენით საბანკო ანგარიში, ახლა უკვე დროა გამოსცადო შენი საბაზრო თეორიები. როგორ აკეთებ ამას? საბირჟო ვაჭრობა წარმოადგენს ინტელექტუალურ და სტრატეგიულ გამოწვევას მათთვის, ვინც მზადაა რისკისთვის. ვაჭრობა შეიძლება წარმართულ იქნას სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტებითა და ხერხებით, რაც საბირჟო ბაზრებს რაც შეიძლება მოხერხებულსა და სარგებლიანს ხდის ბაზრის წევრთა ფართო სპექტრისთვის. რაც უფრო მეტია მონაწილე, მით მეტია ბაზრის შესაძლებლობა და შეთავაზების კონკურენტუნარიანობა:
1) ბირჟის დიდი უმრავლესობის სავაჭრო საქმიანობა წარმოშობს ღია განაცხადს სავაჭრო სართულზე დღის განმავლობაში. სართულზე ყველა მოვაჭრე ბირჟის წევრი უნდა იყოს, მნიშვნელობა არ აქვს იგი მაკლერია კლიენტის სახელით, თუ ვაჭრობს საკუთარი ანგარიშისთვის. განაცხადი ხშირად ენერგიულია და უმეტეს შემთხვევაში სასტიკი აუქციონია, სადაც თითოეული მონაწილე აკეთებს განაცხადებს და იღებს პასუხს მაკლერისგან, რომელსაც სურს ვაჭრობის სხვა მხარე დაიკავოს;
2) ენერგიისა და ლითონის სასაქონლო კონტრაქტები ხელმისაწვდომია CME/GLOBEX-ის სავაჭრო პლატფორმაზე, როდესაც სავაჭრო სართული დახურულია. მაშინ იმართება ონლაინ ვაჭრობები, რაც ბაზრებს დღის მანძილზე 22 საათზე მეტხანს ხელმისაწვდომს ხდის. ონლაინზე ენერგიით ვაჭრობისათვის პიროვნებას ანგარიში გახსნილი უნდა ჰქონდეს აშკარა წევრებთან და მომხმარებლად უნდა იყოს რეგისტრირებული. ლითონებით ვაჭრობა ბროკერმა უნდა წარმართოს.
3) NYMEX miNY TM ენერგიისა და ლითონის საფეხურეობრივი კონტრაქტები უფრო წვრილ ინვესტორებსა და მოვაჭრეებს თავაზობენ მონაწილეობა მიიღონ ენერგო ბაზრებზე. ისინი საქონლით ვაჭრობას აწარმოებენ შუამავლის ან პირდაპირ MYNEX ClearPort-ის ელექტრონული სავაჭრო სისტემის საშუალებით.
სპეკულანტებს და ინვესტორებს განსხვავებულ სქემებს თავაზობენ, ამიტომაა, რომ ისინი ბაზრებზე ასე კარგად ავსებენ ერთმანეთს. ინვესტორები მაინცდამაინც არ ეძებენ მოგებას სასაქონლო ბაზრებზე. ისინი იყენებენ საქონელს, რათა მოახდინონ საკუთარი ბიზნეს ოპერაციების ღირებულებებისა და წლიური შემოსავლების სტაბილიზაცია, რადგან მათ დაბალანსებული პოზიცია ქვთ ბაზარზე. მოგება ან ზარალი სასაქონლო ბაზარზე ჩვეულებრივ გარკვეულწილად ანაზღაურებულია ნახსენები ზარალით ან მოგებით.
სპეკულანტები, კი პირიქით, ელიან მოგებას საბაზრო ბრუნვიდან, რადგან მათ არ აქვთ დაბალანსებული ფიზიკური პოზიცია, არიან სპეკულანტები, რომლებიც ცდილობენ მოგება მიიღონ მზარდი ბაზრიდან და პირიქით, რომლებსაც სჯერათ, რომ მიიღებენ მოგებას დაღმავალი ბაზრიდან. სპეკულანტების უმეტესობა არ ცდილობს განავითაროს ბაზარი არამიზნობრივად, ერთი მიმართულებით. მის ნაცვლად, ისინი მიჰყვებიან საერთო ტენდენციას, გეგმავენ ბიზნესს იმგვარად, რომ ყიდულობენ დაბალ ფასში და ყიდიან უფრო მეტად, ან ჯერ ყიდიან მაღალ ფასში და შემდეგ ყიდულობენ იგივეს იაფად. ეს მოქნილი სტრატეგიაა. ბიზნესი თქვენი შეხედულებისამებრ რომ დაიწყოთ, როგორც მყიდველმა ან როგორც გამყიდველმა, ეს სასაქონლო ბაზრის ერთ-ერთი მიმზიდველი მხარეა.
იკავებენ რა პოზიციას მოგების მიღების იმედით, ინვესტორები გადამწყვეტი ბაზრის როლს ასრულებენ და შესაძლებლობას აძლევენ სპეკულანტებს ადვილად დაიკავონ და დატოვონ პოზიციები.
ზოგიერთი მოვაჭრე თვალს ადევნებს საბაზრო პრინციპებს, მარაგებსა და მოთხოვნებს. არკვევენ იმას, არის თუ არა პროდუქციის დეფიციტი ან სიჭარბე, ოქროს გაყიდვა სტაგნაციურია, თუ აქტიური. ასეთი განვითარება ნახსენებ ბაზრებზე ხშირად იმის მაჩვენებელია, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ფასები. სხვა მოვაჭრეები სწავლობენ ფასების ცვლილებათა ტექნიკურ მიზეზებს ვითარების დასადგენად კომპიუტერული პროგრამებისა და ბაზრის მდგომარეობის ამსახველი ცხრილებისა და დიაგრამების საშუალებით, ამით არკვევენ მოსალოდნელია, თუ არა ყიდვა-გაყიდვების ტენდენციის გაგრძელება ან შეწყვეტა.
ბირჟებზე ქონების კონტრაქტები ხელმისაწვდომია ვაჭრობისათვის რამდენიმე თვის ან ზოგჯერ რამდენიმე წლის მანძილზეც. პრაქტიკულად ყველაზე აქტიური სავაჭრო თვეებია კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩენილი რამდენიმე თვე, როგორც კი კონტრაქტის ამოწურვის ვადა ახლოვდება და სასაქონლო ბაზრის აქტიურობა ხშირად სავალუტო ბაზრისას უტოლდება. ბირჟაზე მოქმედი ენერგეტიკული და ლითონის საქონლის კონტრაქტები ფიზიკურადაა გაფორმებული. მიუხედავად იმისა, რომ ერთ პროცენტზე ნაკლები საქონელი იყიდება სავაჭრო ბირჟის გავლით, ბაზრის წევრებისთვის ბირჟის გავლით ალტერნატივის მიცემა უზრუნველყოფს ნასესხები ბაზრის სასაქონლო ფასებით ასახვას. კონკურენცია ფიზიკურ შენატან ობლიგაციებზე შეიძლება აცილებული იქნას NYMEX miNY TM-ის ენერგოსაქონლით, ბირჟის ყველაზე პოპულარული სასაქონლო კონტრაქტის 2 შემცირებული ვარიანტით (დაუმუშავებელი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის), რომლებიც სპევიალურად მიმართულია ინდივიდუალური ინვესტორებისადმი.
ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟა გარკვეულ როლს თამაშობს ნიუ-იორკის კომერციულ, სამოქალაქო და კულტურულ ცხოვრებაში. ის უზრუნველყოფს ათასობით სამუშაო ადგილით ფინანსურ სამსახურებს და გაერთიანებულ ინდუსტრიებს, ასევე ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟის საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით უზრუნველყოფს კულტურული და სოციალური მომსახურეობის პროგრამებს ქალაქის საქმიან ნაწილში მცხოვრები მოსახლეობისათვის. ამასთან აქვს უფრო მასშტაბური ქველმოქმედების მცდელობები დედაქალაქის ნაწილში.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial