პოლიტიკა და კორუფცია

მოამზადა ნინო არველაძემ

რით გამოირჩევიან და რა აერთიანებთ ამერიკის ერთგულ და უახლოეს მოკავშირეებს, რომლებიც კორუფციის დაგმობით არასდროს იღლებიან.

ვინ განიხილავს სიმართლესა და სამართლიანობას იმ ფასდაუდებელ ღირებულებად, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია მორალურად ამაღლებულ, კორუფციისა და კრიმინალისგან შორს მდგარ პოლიტიკურ ლიდერზე ფიქრი? საკითხავია რამდენად რეალურია, როდესაც პოლიტიკოსისგან მხოლოდ მორალურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს მოველით? ჩამორჩება თუ არა დანაშაულების მხრივ ჯორჯ ბუში სილვიო ბერლუსკონის? თუ ტონი ბლერი ორივე მათგანზე უცოდველია? ჟაკ შირაკზე ან სხვა პოლიტიკოსებზე რას იტყვით? რამდენი უბიწო პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი მოიძებნება თანამედროვე მსოფლიოში? არსებობს კი ფორმულა, რომელიც “პატიოსან პოლიტიკურ ლიდერს” ქმნის? ამ საკითხებზე დაფიქრება ნამდვილად ღირს.

ტონი ბლერის ცოდვები

ის ამომრჩეველს “პატიოსნებისა და წესიერების მაღალ სტანდარტებს” აღუთქვამდა, მაგრამ ახალ-ახალი ფინანსური სკანდალები ლიდერის სამარცხვინო დაღად იქცა. კონდოლისა რაისის “ხელის ბიჭი” ფინანსურ სკანდალებში გაეხვია.
ტონი ბლერი, როგორც პრემიერ-მინისტრი, მოხსენებით პირველად 1997 წლის 14 მაისს წარდგა. მის მოხსენებაში გამოკვეთილად ჟღერდა ფრაზა: “პატიოსნებისა და წესიერების მაღალი სტანდარტი საზოგადოებრივ ცხოვრებაში”.
1995 წელს ტონი ბლერი შეუწყნარებლად ადანაშაულებდა ჯონ მეიჯორს კონსერვატული პარტიისადმი ფულად ინტერესებში. დეკადის შემდეგ კი ფეხსაცმელი მეორე ფეხზე აღმოჩნდა. ბლერი გახდა პირველი მოქმედი პრემიერ- მინისტრი, რომელიც სქოთლანდ იარდმა დაკითხა – ლეიბორისტულ პარტიას დონორების მოსყიდვა ედებოდა ბრალად. სკანდალები ნელნელა ღვივდებოდა.
ახალი ლეიბორისტების ცაზე შავი ღრუბლები ორმა მოვლენამ შეყარა. პირველი იყო ბერნი ეკლესთოუნის პარტიისთვის შეწირული 1 მლნ ფუნტი სტერლინგი, რაც მთავრობის მხრიდან “ფორმულა ერთის” შეხვედრაზე თამბაქოს რეკლამების აკრძალვას უკავშირდებოდა. მეორე იყო “ბრმა ნდობის” გამოყენება – მილიონერებს ფულით უნდა უზრუნველეყოთ შრომის პარტია. პროცედურა მოგვიანებით კანონგარეშე ცნო საზოგადოებრივი ცხოვრების სტანდარტების საბჭომ.
ეკლესთოუნის საქმიანობამ ტონი ბლერი მნიშვნელოვნად დააზარალა. თუმცა მას დღეისთვის უფრო ფართო შედეგები მოჰყვებოდა: პრემიერ-მინისტრი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ ის საოცრად დიდი პოპულარობის მქონე მთავრობის პირველი დღეები იყო. ტონი ბლერი არ ერიდებოდა თხოვნით მიემართა საზოგადოებრივი ცხოვრების სტანდარტების კომიტეტის ხელმძღვანელ სერ პატრიკ ნეილისთვის (ის ახლა ლორდის წოდებით სარგებლობს), რათა მისთვის სასურველი წესი გაეტარებინა.
“ბრმა ნდობის” საქმიანობა დღევანდელი წოდებების მიღების მსგავსია. ის არჩევნებამდე შეიქმნა, რათა ბლერის ოფისსა და ახალ ლეიბორისტებს მილიონერებისგან შემოწირულობები საიდუმლოდ მიეღოთ. ნდობით აღჭურვილი პირები – ოთხი ლეიბორისტი წარჩინებული უნდა ყოფილიყო – ერთ-ერთი მათგანი ლედი ჯეი, რომელიც მოგვიანებით მთავრობაში მოვიდა და მაიკლ (მოგვიანებით ლორდი) ლევი – ბლერის ტენისის პარტნიორი, მუსიკის მილიონერი პრომოუტერი. ფონდის ხელმძღვანელი, აწ განსვენებული ჰენრი დრაკერი პროტესტის ნიშნად გადადგა, მას არ მოსწონდა დონორების გასაიდუმლოების ტენდენცია. მისმა ნაბიჯმა მღელვარება და დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ დონორების უმრავლესობამ მაღალი წოდებები მიიღო, რასაც ჭორები და დაჭერები მოჰყვა. ეს ბლერისა და მისი ამომრჩევლების დამოკიდებულებაზე დრამატულად აისახა.
ტონი ბლერმა ბრალდებების ნაწილი საკუთარ თავზე უნდა აიღოს. ის ვერსად გაექცევა ეკლესთოუნის საქმიანობას, მდიდარი და ცნობილი პიროვნებების აგარაკების გამოყენებას, მათ შორის, სილვიო ბერლუსკონის, ლეიბორისტთა პარტიის “მხარდამჭერი” მილიონერების გასაიდუმლოებას. კონსერვატორთა პარტიიდან აცხადებენ, რომ კონსერვატორების სკანდალი ყოველთვის სექსს უკავშირდება, ლეიბორისტთა კი – ფულს. ტონი ბლერმა ყველას ჩამოტოვება მოახერხა.
2006 წლის ივლისში პრესამ ტონი ბლერის შესახებ სტატიების გამოქვეყნება არ დაიზარა და ბრიტანელი პრემიერ-მინისტრის გვარი ახლო აღმოსავლეთსა და აშშ-ის ძლიერთა ამა ქვეყნისას დაუკავშირდა. ტონი ბლერი კონდოლისა რაისის ჩანთების დამტარებლადაც მოიხსენიეს, ჩანთების დანიშნულების ადგილი კი ახლო აღმოსავლეთია. დიდი რვიანის შეხვედრაზე პეტერბურგში ბუშის ფამილარურმა მიმართვამ ბლერისადმი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო – მათ მხედველობიდან გამორჩათ ჩართული მიკროფონი და ჭორაობას თამამად შეუდგნენ. ბუში თავის უახლოეს ევროპელ მოკავშირეს შემდეგი სიტყვებით მიესალმა: “ეი, ბლერ”. მისი გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთის კრიზისის შესახებ სირიას აიძულებდა ჰეზბოლაზე ზეწოლა “ამ ჯანდაბის შეწყვეტის” მიზნით მოეხდინა. ბლერის პოლიტიკური კურსი ბუშისთვის მოსაწონი იყო, მაგრამ სწორედ ამ კურსის გამო კარგავდა ბრიტანელი პრემიერ-მინისტრი პოპულარობას ბრიტანელ ხალხში.
1994 წლის მარტში ტონი ბლერმა ლონდონში ისრაელის საელჩოში გამართულ სადილზე მაიკლ ლევი გაიცნო. ლევი “გადამდგარი” ბიზნესმენი გახლდათ, რომელიც ებრაული ჯგუფებისთვის ფულის შეგროვებით იყო დაკავებული. მათი შეხვედრის შემდეგ ლევი ფულს უკვე ტონი ბლერისთვის აგროვებს. წყაროების ცნობით, ლევიმ ბლერისთვის 7 მლნ გირვანქა სტერლინგი შეაგროვა. 1998 წლის თებერვალში გამოქვეყნდა ჯონ ლოიდის სტატია, სადაც ის წერდა, რომ მთავარი სპონსორები იყვნენ სერ ემანუელ კეია (Kaye Enterprises), სერ თრევორ ჩინი (Lex garages), მორის ჰათერი (IMO Precision Group) და მორის ჰათერი (Sage Software).
1994 წლის აპრილში ჯონ სმითი გარდაიცვალა და ბლერი ლიდერი გახდა. მაიკლ ლევის ფულით ბლერმა კადრების უფროსად პენსიონერი დიპლომატი ჯონათან პაუელი დანიშნა, რომელიც ლეიბორისტული პარტიის წევრი არ იყო, ხოლო მისი ძმა ჩარლზ პაუელი მარგარეტ ტეთჩერის მარჯვენა ხელად ითვლებოდა.
მაიკლ ლევის ფულით ტონი ბლერმა კერძო ოფისში ალასთეირ კემპბელიც მოიყვანა. პაუელიც და კემპბელიც მოგვიანებით ერაყის დაპყრობის საქმეში მთავარი ფიგურები გახდნენ. რა თქმა უნდა, უბრალოდ დამთხვევაა, რომ ეს გადაწყვეტილება ისრაელის მთავრობის ზრახვებზე პირდაპირ პროპორციულად აისახა.
ტონი ბლერის კორუფციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა მედია ბარონი რუპერტ მერდოკია. 1995 წელს ტონი ბლერი ავსტრალიაში გაფრინდა. მას საერთაშორისო ახალი ამბების აღმასრულებლების შეხვედრაზე თავის ერთგულება უნდა დაემტკიცებინა – “ფეოდალისადმი ვასალის ერთგულების ექსტრაორდინალური ქმედება”. შეხვედრის შედეგად მერდოკის გაზეთებში, ყველაზე უარეს შემთხვევაში, ლეიბორისტული პარტიის შესახებ ნეიტრალური სტატიები იბეჭდებოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტონი ბლერმა ჰარპერ კოლინსთან გააფორმა შეთანხმება, რომელიც 3.5 მლნ გირვანქა სტერლინგი დაუჯდა. ჰარპერ კოლინსი კი რუპერტ მერდოკის საკუთრებაში მყოფი კომპანია იყო. აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც ტონი ბლერს კონტრაქტი ლონდონში სახლის ყოდვისას თავის დასაცავად დასჭირდა. მარგარეტ ტეთჩერსა და ჯონ მეიჯორს ჰარპერ კოლინსთან ტონი ბლერის მსგავსი დაჯავშნის კონტრაქტები ჰქონდათ გაფორმებული. ფაქტია, რომ ნაპოვნი იქნა პრემიერ მინისტრის მოსყიდვის გზა.
“ახალი ლეიბორისტების” შესაქმნელად ბლერი იძულებული იყო ურთიერთობები სავაჭრო კავშირის მოძრაობისკენ მიემართა. ტრადიციის თანახმად, სავაჭრო კავშირები ლეიბორისტულ პარტიას ყოველთვის უზრუნველყოფდნენ ფულით. თუმცა ბლერს სხვა ფინანსური მხარდამჭერებიც უნდა მოეპოვებინა, რაც სერ მაიკლ ლევის საქმე გახდა. მსხვილი თანხის გამღები ყოველთვის სამაგიეროდ რაიმეს მოელის, ბიზნესმენები პოლიტიკური პარტიისთვის გაღებულ თანხებს ყოველთვის ინვესტიციებად მიიჩნევენ.
ტონი ბლერის სახელი და კორუფცია კიდევ არა ერთხელ დაუკავშირდა ერთმანეთს, ერთ-ერთი მიზეზი ბიზნესმენი პოლ დრაისონი გახდა. ბლერი მას 2001 წლის დეკემბერში შეხვდა, შეხვედრას კი ორი მოვლენა მოჰყვა: 1. პოლ დრაისონმა ლეიბორისტთა პარტიას 100 000 გირვანქა სტერლინგი შესწირა; 2. დრაისონის კომპანია Pოწერჟეცტ-მა 32 მლნ გირვანქა სტერლინგიანი კონტრაქტი მოიპოვა ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის დასამზადებლად. კონტრაქტის ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვირველი მხარე ის იყო, რომ ის ღია ტენდერზე არ გაუტანიათ. ამ შემთხვევაში მას გერმანულ-დანიური კომპანია Bავარიან Nოდრიც-ი მოიპოვებდა. ამბობდნენ, რომ სწორედ ამ კომპანიისგან შეისყიდა დრაისონმა ყვავილის ვაქცინა, რომელიც მას 12 მლნ ფუნტი სტერლინგი დაუჯდა. აქედან გამომდინარე ბიზნესმენის 100 000 გირვანქა სტერლინგიანი ინვესტიციის შედეგი 20 მლნ გირვანქა სტერლინგიანი მოგებაა, ამას ემატება მიღებული მაღალი წოდება.
კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც ტონი ბლერთან უცნაური დამოკიდებულება ჰქონდა, ჟარვის Eნგინეერინგ-ია, მისი თავმჯდომარეა სტივენ ნორისი, რომელიც ფორმალურად კონსერვატული პარტიიდან პარლამენტის წევრი და ტრანსპორტის მინისტრი იყო 1992-1996 წლებში. თუმცა, მან თემთა პალატა დატოვა და კომპანიის თავმჯდომარეობა ამჯობინა. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ კონსერვატული პარტიის წევრი იყო, ნორისი ლეიბორისტული პარტიისათვის მსხვილი თანხის შეწირვას ურიგო გადაწყვეტილებად არ მიიჩნევდა. ამ ნაბიჯს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური კურსის ცვლილება მოჰყვა. ტონი ბლერი და გორდონ ბრაუნი საზოგადოებრივი ფინანსების საინიციატივო კომიტეტის მწვავე ოპონენტები იყვნენ. კონსერვატიული მთავრობის მიერ შექმნილი სქემის თანახმად, კერძო კომპანიებს არ ჰქონდათ უფლება მთავრობასთან გაეფორმებინათ კონტრაქტი, რომლის საშუალებითაც ისინი საზოგადოებრივ სექტორს მომსახურებას გაუწევდნენ. შემოწირულების მიღების შემდეგ ტონი ბლერმა და გორდონ ბრაუნმა სქემა წარმატებულად და ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნიეს. გასაკვირი არ არის, რომ ჟარვის Eნგინეერინგ-მა საზოგადოებრივი ფინანსების საინიციატივო კომიტეტის კონტრაქტები გააფორმეს.
როდესაც ტონი ბლერი აირჩიეს, მან პირობა დადო, რომ ლორდთა პალატას რეფორმები შეეხებოდა და ის დემოკრატიული საზოგადოებისათვის მისაღები და შესაბამისი გახდებოდა, თუმცა ბლერმა პალატის შეცვლა ვერ შეძლო, მიზეზი ნათელია – ლორდთა პალატაში მყოფი კანდიდატების შერჩევა პრემიერ-მინისტრს უზარმაზარ ძალაუფლებას ანიჭებს, ასევე ბლერი ამ წყაროდან მნიშვნელოვან შემოსავალს იღებდა მაღალი წოდებების გაყიდვით.
დონორებთან, წარჩინებულებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ურთიერთობა ტონი ბლერს ახალი ტაქტიკის შემუშავებაში დაეხმარა. მან ბიზნესმენები ახალ საქმიანობაში ჩააბა, რაც საჩუქრების ნაცვლად სესხებს ითვალისწინებდა. სესხების დეკლარირება საჭირო არ იყო. წარმატებული კონტრაქტის შემდეგ კი სესხი საჩუქრად იქცეოდა.
2005 წლის არჩევნებისათვის მაიკლ ლევიმ ამ გზით პარტიისთვის 14 მლნ გირვანქა სტერლინგის მოგროვება შეძლო. 1997 წლის შემდეგ ლეიბორიტული პარტიის რიგები 50%-ით შემცირდა, მას თითქმის აღარ ეხმარებოდა სავაჭრო კავშირიც. ამიტომ სესხების გასტუმრების ერთადერთი გზა დონორებისგან მიღებული ფული იყო. ფინანსური სიგიჟე? მაგრამ ნურავინ დაივიწყებს, რომ ლეიბორისტული პარტიის ოფიციალური პირები მსგავს სესხებზე ინფორმაციის ქონას უარყოფენ. პარტია გაკოტრების პირზეა.
ჩამოთვლილი სკანდალები წვრილმანებად მოსჩანს კიდევ ერთ სკანდალთან შედარებით. სკანდალში ფიგურირებს ტონი ბლერის, ჯონათან პოუელის, ალასთეირ კემპბელის, მაიკლ ლევის, რუბერტ მერდოკისა და სხვათა სახელები, ასევე ლეობორისტული პარტიის ფონდი და ერაყის ომი. შესაძლებელია თუ არა, რომ რამდენიმე ზემოთ ნახსენები სესხი იმ კომპანიისგან იყოს, რომლებიც ერაყის ომიდან სარგებელს ნახულობენ? ამის გამო განიცდის მტკივნეულად ტონი ბლერი 2005 წელს სესხის გამცემის გამოაშკარავებას?
ყველამ იცის, თუ როგორ ახდენდა ზეგავლენას ლინდონ ჯონსონი კონგრესზე და როგორ ბიძგს აძლევდა ის ვიეტნამის ომის დაწყებას. ცნობილია იმ სამი კომპანიის სახელიც, რომლებიც ამ ომის გამო სარგებელს ნახულობდნენ -Brown&Root; General Dinamics და Bell Corporation. შეიძლება თუ არა ამ ორ მოვლენას შორის პარალელის გავლება? ფაქტია, რომ ამ სესხების “მომხერხებელი” ადამიანი მაიკლ ლევია. 2007 წლის იანვრის ბოლოს გენერალური პროკურორი ლორდ გოლდსმიტმა გადაწყვეტილება შეცვალა და იარაღის კომპანია BAE-ის კორუფციაში ბრალის დადებისთვის საჭირო ფაქტების სიმცირეზე მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც Dowing Street-იდან ტონი ბლერმა თითი დაუქნია. შობამდე სასწრაფო შეხვედრაზე ლორდ გოლდსმიტი ადვოკატებსა და პროკურორებს დაეთანხმა, რომSerious Fraud Office-ს შეეძლო BAE-ის ყოფილი ხელმძღვანელისთვის ბრალეულობის წაყენება, მტკიცებულებების გამო “საჩუქრები” საუდის საჰაერო ძალების იმდროინდელ ხელმძღვანელ პრინც თურქი-ბინ-ნასრენთან გადამისამართდა.

სილვიო ბერლუსკონის ცოდვები
2006 წლის საარჩევნო კამპანიის დასაწყისში სილვიო ბერლუსკონიმ შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: “მე პოლიტიკის იესო ქრისტე ვარ, მე ვარ მომთმენი მსხვერპლი და ყველას ვწირავ საკუთარ თავს”. იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ წაყენებული ყველა კრიმინალური ბრალდებების ჩამოთვლას და განვრცობას ალბათ მხოლოდ იტალიის შესაბამისი სტრუქტურები თუ შეძლებენ. ბერლუსკონი ჯორჯ ბუშის მხურვალე მხარდამჭერი და მისი პოლიტიკის გამტარებელი ამ მოსაზრებას თითქოს ბრალდებად იღებდა და მუდმივად ცდილობდა საწინააღმდეგო მხოლოდ სიტყვებით დაემტკიცებინა, ამის ერთ-ერთ გზად კი ერაყის ომის “არასასურველ მოვლენად” გამოცხადებაც გამოიყენა.
ევროპის ისტორია მუდამ უნიკალური ლიდერებით გამოირჩევა. დედოფალი ელიზაბეტიდან მოყოლებული მუსოლინით დამთავრებული, ევროპელი ლიდერები პოპულარობას არა მხოლოდ პოლიტიკური ქმედებებით აღწევენ, არამედ ისეთი საკითხებითაც, რომელიც ხშირად სადავო ხდება. სილვიო ბერლუსკონი იტალიის ერთ-ერთი გამორჩეული პრემიერ-მინისტრი იყო, ამის მიზეზი კი მხოლოდ მისი პლასტიკური ოპერაციები არ ყოფილა.
სილვიო ბერლუსკონი იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და იტალიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, ის ჟურნალ Fორბეს-ში გავლენიანი მილიარდელების ჩამონათვალშია. ის პოლიტიკურ პარტია “წინ იტალიას” ხელმძღვანელობდა. ამბობენ, რომ მისი ქონება პატიოსანი გზით მოპოვებული არ არის, თავად კი პოლიტიკაში საკუთარი ქონების დასაცავად მოვიდა. სილვიო ბერლუსკონის წინააღმდეგ კრიმინალური ბრალდება არა ერთხელ წაუყენებიათ. მისი ცხოვრების ისტორიას უამრავი კრიმინალური ბრალდება “ამშვენებს”. მათი ჩამოთვლისას იმასაც დავადგენთ, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა: პოლიციელთა და მოსამართლეთა მოქრთამვა, საბუღალტრო ანგარიშების გაყალბება, გადასახადების სფეროში თაღლითობა, პოლიტიკური პარტიების არაკანონიერი დაფინანსება, ქონების არაკანონიერად შეძენა, ანტიმონოპოლიური კანონების დარღვევა, ფულის გათეთრება და მაფიაში მონაწილეობა. მას ცრუმოწმეობაშიც ადანაშაულებენ (მან მასონური ლოჟის წევრობა უარყო). სილვიო ბერლუსკონისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო მისთვის ხელსაყრელი კანონის მიღება. მისმა მთავრობამ დააკანონა ინდივიდუალური პირების მაქსიმალური წილი მედია ბაზარზე, ამით ბერლუსკონის საკუთარ სამ ტელევიზიაზე კონტროლის საშუალება მიეცა, ანუ ის იტალიის ტელევიზიების 90%-ს აკონტროლებდა. მან პრემიერ-მინისტრის ძალაუფლებაც გააძლიერა. ბერლუსკონის იმ მანქანების აფექებასაც აბრალებენ, რომელშიც ანტიმაფიურად განწყობილი მოსამართლეები ისხდნენ.
ერთი შეხედვით სილვიო ბერლუსკონის მრავალი პრობლემა აქვს, მაგრამ იტალიელი ხალხისთვის კორუფციაში ჩაფლული პოლიტიკოსი უცნაურობა არ არის. ბერლუსკონის იტალიის 3 უმსხვილესი სატელევიზიო არხი ეკუთვნის, ხოლო როგორც პრემიერ-მინისტრი, 3 სახელმწიფო არხს აკონტროლებდა, რაც ამომრჩეველსა და მის მომხრეებზე აისახებოდა.
მისი პრემიერ-მინისტრობის დროს იტალია უღიმღამო ეკონომიკური ზრდით, დაბალი პროდუქტიულობით, ექსპორტის კლებით, უმუშევრობისა და კორუფციის მაღალი დონით გამოირჩეოდა.
ფინანსურ სკანდალებს ბოლო არ უჩანდა. ბრიტანეთის კულტურის, მედიისა და სპორტის მინისტრმა სკანდალში საკუთარი მეუღლე დევიდ მილსი და სილვიო ბერლუსკონი ჩაითრია. იტალიელი პროკურორების ინფორმაციაზე დაყრდობით, რომლებმაც საგადასახადო თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდება მილსის და ბერლუსკონის წინააღმდეგ აღძრეს, იტალიელმა პრემიერ-მინისტრმა მილსს 600 000 აშშ დოლარი ცრუმოწმეობისთვის გადაუხადა. ეს თანხა სავარაუდოდ საერთაშორისო ჰეჯ ფონდის საშუალებით გაირეცხა, რომელიც ხელახლა ჩაიდო ჯოველისა და მილსის საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის. ოჯახი ირწმუნებოდა, რომ ეს თანხა ბერლუსკონის არ ეკუთვნოდა და მას იტალიის ერთ-ერთ ბიზნეს-ასოციაციას მიაწერდნენ. თავის მხრივ, ბრალდებას უარყოფდა სილვიო ბერლუსკონიც და პროკურორებს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებდა. იტალიური წყაროს ცნობით, აღნიშნული თანხა 7 სხვადასხვა საერთაშორისო ანგარიშზე ბრუნავდა.
2005 წლის ნოემბერში გაზეთ “ლა რეპუბლიკაში” გამოქვეყნდა იტალიის საიდუმლო სამსახურის (SISMI) აგენტის ანონიმური სტატია, სადაც ის ადასტურებდა ერაყში ომის დაწყების წინა პერიოდში (ოთხი თვით ადრე) რომში გამართული შეხვედრის პრეცენდენტს, რომელსაც აშშ-ისა და იტალიის მაღალი დონის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ, შეხვედრაში მონაწილეობდნენ იდუმალებით მოცული ირანელებიც. სტატიაში ნათქვამია, რომ იტალიამ და აშშ-მ ერაყის მასობრივი განადგურების იარაღი საკუთარ იარაღად გამოიყენეს და საზოგადოება ქიმიური და ბიოლოგიური თავდასხმით შეაშინეს, კოალიციის ძალები კი ბანგლადეშისკენ მიმართეს.
არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ ყველაფერი სილვიო ბერლუსკონის უნდა დავუკავშიროთ, თუმცა სატელევიზიო გამოსვლისას ერაყის ომის შესახებ მან განაცხადა, რომ არასოდეს სურდა ერაყში ომის დაწყება. ჯორჯ ბუშის წერილი “ძვირფასი სილვიოსადმი” კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ბერლუსკონიმ ისიც განაცხადა, რომ იტალიის შეიარაღებული ძალები ერაყში დამპყრობლურ საქმიანობას არ ეწევიან და ისინი მხოლოდ გაეროს მანდატით სამშვიდობო ძალებს წარმოადგენენ. ნებისმიერი ომი დიდ ფულს უკავშირდება, რომელიც კარგად არის შენიღბული სხვადასხვა მიზეზებით.
იტალიაში ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს ირანის იმამი, სკანდალმა კვლავ სილვიო ბერლუსკონის კარზე დააკაკუნა. სკანდალების მიუხედავად, მას იტალიაში მრავალი მხარდამჭერი ჰყავდა, თუმცა, ცხადია, რომ მოწინააღმდეგეები უფრო კონკრეტულნი და მომთხოვნი იყვნენ. მავანნი მის ხანგრძლივ პოლიტიკურ კარიერას მის მაფიასთან ურთიერთობას მიაწერენ და აცხადებენ, რომ სხვა შემთხვევაში იტალიაში ხანგრძლივად პოლიტიკური სავარძლის შენარჩუნება წარმოუდგენელია.

ჟაკ შირაკის ცოდვები
ის გემოვნებით ჩაცმული, მომხიბვლელი, კარგად აღზრდილი და სიცოცხლით სავსე პიროვნებაა, რომელიც ძალაუფლების ისეთი ატრიბუტებით ნებივრობდა, როგორიცაა ფუფუნებით აღსავსე საზღვარგარეთული ვოიაჟები ან სამთავრობო სასახლე. ის საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა. მისი მოსაზრებები ერაყის შესახებ ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა. მისი შეხედულებები მხოლოდ გეოპოლიტიკით არ ისაზღვრება, რადგან ჟაკ შირაკის შეხედულებებს ამ საკითხზე აყალიბებდა ხანგრძლივი, კომპლექსური და ზოგჯერ იდუმალი ურთიერთობები სადამ ჰუსეინთან.
ამიტომ საფრანგეთის შეხედულებების განხილვამდე უნდა გვახსოვდეს, რომ ის მხოლოდ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოსაზრებებით არ იმართება. დეტალების გასარკვევად კი უნდა გადაიხედოს ჟაკ შირაკისა და სადამ ჰუსეინის ურთიერთობების ისტორია. ურთიერთობა სათავეს 1974 წლიდან იღებს, როდესაც საფრანგეთის პრემიერი ჟაკ შირაკი ბაღდადში ერაყის მთავრობის #2 ადამიანს – ვიცე-პრეზიდენტ სადამ ჰუსეინს შეხვდა. შეხვედრის დროს მთავარი საკითხი იყო ერაყის მიერ ატომური რეაქტორების შეძენა. 1975 წლის სექტემბერში ჟაკ შირაკმა პირადად დაათვალიერებინა სადამ ჰუსეინს საფრანგეთის ბირთვული ქარხანა. ერაყის შენაძენი საკმარისი იყო 3-4 ბირთვული პროექტის წამოსაწყებად. ბაღდადმა ერთმეგავატიანი კვლევითი რეაქტორიც შეიძინა. საფრანგეთმა თანხმობა განაცხადა 600 ერაყელი ბირთვული ტექნიკოსისა და მეცნიერის ტრეინინგებზე.
ურთიერთობები ნელ-ნელა ღრმავდებოდა. საფრანგეთი დათანხმდა ერაყისათვის 1.5 მლრდ დოლარის ღირებულების იარაღი მიეყიდა, მათ შორის იყო საჰაერო თავდაცვის ინტეგრირებული სისტემა, სანაცვლოდ ერაყი საფრანგეთს 70 მლნ დოლარის ღირებულების ნავთობს მიყიდდა.
ინტენსიურად განიხილებოდა ჟაკ შირაკისა და სადამ ჰუსეინის პირადი ურთიერთობების დეტალები. ჭორების თანახმად, ჰუსეინმა ჟაკ შირაკს ფინანსური დახმარება გაუწია, როდესაც ის 1977 წელს პარიზის მერი გახდა. გახმაურდა სადამ ჰუსეინის მიერ ფონდებიდან უზარმაზარი თანხების გამოტანაც, ამბობდნენ, რომ ჟაკ შირაკმა ყველაფერი იცოდა, მაგრამ დუმდა.
ჟაკ შირაკის წინასაარჩევნო კამპანია გარდაცვლილ კაცსაც დაუფინანსებია, რომელიც მხოლოდ იმიტომ წამოდგა საფლავიდან, რომ მისი ფავორიტის პოლიტიკური პარტიისთვის ანგარიშზე ასი ათასობით დოლარი გადაერიცხა.
ჟაკ შირაკი 1995 წლიდან 2007 წლამდე საფრანგეთის პრეზიდენტი იყო. მისი საშინაო პოლიტიკისათვს დამახასიათებელი იყო დაბალი საგადასახადო ტარიფები, ფასებზე კონტროლის მოხსნა, ტერორიზმისა და დანაშაულის მიმართ მკაცრი სასჯელების გატარება. ჟაკ შირაკი საფრანგეთის ყველაზე ხანგრძლივად მოქმედ პრეზიდენტებს შორის მხოლოდ ფრანსუა მიტერანს ჩამორჩება.
ჟაკ შირაკის სახელი ფინანსურ სკანდალს არა ერთხელ დაუკავშირდა. გამოძიების მიხედვით, 1992-1995 წლებში ის ეგრეთწოდებულ “საიდუმლო ფონდებს” პირადი ინტერესებისათვის იყენებდა. ფონდების შესახებ არაფერი იყო ცნობილი, მაგრამ მოგვიანებით ბევრი რამ გაირკვა. თუმცა ჟაკ შირაკის დაკითხვა ვეღარ მოხერხდა, რადგან მას პრეზიდენტის იმუნიტეტი იცავდა. ამ პრივილეგიის გამო მას უსიამოვნებები რამდენჯერმე ასცდა. იგი ეჭვმიტანილი იყო შვებულებებში ნაღდი ფულით ანგარიშსწორებაში, რაც დაახლოებით 3 წლის მანძილზე თვეში 10000 დოლარს შეადგენდა, საბოლოოდ მთლიანმა თანხამ სოლიდურ ციფრს მიაღწია.
2001 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს ჟაკ შირაკის პარტიამ ფინანსური სკანდალების შედეგად პარიზზე კონტროლი დაკარგა.
2006 წელს ჟაკ შირაკის წარმომადგენლები ყოველკვირეულ ფრანგულ გაზეთში გამოქვეყნებულ ბრალდებას უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტს იაპონურ შოწა Bანკ-ში ანგარიში არასოდეს ეკუთვნოდა. თუმცა, საიდუმლო აგენტის ინფორმაცია მოსამართლეებს გადაეცათ. აგენტი აცხადებდა, რომ საფრანგეთის იმდროინდელ პრეზიდენტს იაპონიაში მრავალ-მილიონ-ევროიანი ანგარიში ჰქონდა. გაზეთში ნათქვამი იყო, რომ ბოლო წლების მანძილზე “კულტურული ფონდის” მიერ ტოკიოს შოწა Bank-ში ჟაკ შირაკის სახელზე 45 მლნ ევრო ჩაირიცხა. ჟაკ შირაკის წარმომადგენლები ბრალდებას პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიის ნაწილად მოიხსენიებდნენ.
საფრანგეთის პრესაში ხშირად ქვეყნდებოდა სტატიები, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჟაკ შირაკის დრო იწურება და მას შემდეგ, რაც ის საფრანგეთის ჩვეულებრივი მოქალაქე გახდება და პრეზიდენტის იმუნიტეტი აღარ დაიცავს, შირაკს მრავალი ფინანსური სკანდალის მთავარი მოქმედი გმირობის გამო სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს. 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შარლ დე გოლის პრინციპების მიმდევარმა ნიკოლას სარკოზიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ მას ჟაკ შირაკთან გარიგება არ აქვს და ყოფილ პრეზიდენტს არ შეპირებია დაეცვა პროკურორებისგან, რომლებიც მას ფინანსურ სკანდალებში ადანაშაულებენ.