ავიაგადაზიდვების პროგნოზირების მეთოდები და სამგზავრო გადაზიდვების პერსპექტიული მოცულობები

ლევან სოროზნიშვილი

პროგნოზირება – არის მეთოდი, რომელიც წარსულში დაგროვილი გამოცდილების, დასაბუთებული დაშვებების, პიპოტეზებისა და შეფასებების გამოყენებით მომავლის წინასწარ განჭვრეტის შესაძლებლობას იძლევა.
ორგანიზაციაში განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება პროგნოზირების შემდეგი სახეობები: [1]
1. ეკონომიკური პროგნოზები, რომლებიც ეკონომიკის საერთო მდგომარეობისა და კონკრეტული კომპანიის ან კონკრეტული პროდუქტის გასაღების მოცულობის განსაზღვრისთვის გამოიყენება;
2. ტექნოლოგიური განვითარების პროგნოზები, რომელთა საფუძველზე შეიძლება განისაზღვროს, თუ რა ახალი ტექნოლოგიების შექმნაა მოსალოდნელი, როდის ან როგორი ეკონომიკური ეფექტით;
3. კონკურენციის განვითარების პროგნოზი, რომელიც საშუალებას იძლევა შეფასდეს კონკურენტის სტრატეგია და ტაქტიკა;
4. გამოკვლევებსა და გამოკითხვებზე დაფუძვნებული პროგნოზი, რომელიც საშუალებას იძლევა სხვადასხვა სფეროში დაგროვილი ცოდნის გამოყენებით შეფასდეს მოსალოდნელი სიტუაციის შედეგები;
5. სოციალური პროგნოზირება, რომელიც გულისხმობს საზოგადოების სოციალურ სფეროში, ცხოვრების დონის ხარისხში მოსალოდნელი ცვლილებების შეფასებას.
პროგნოზირებისას გამოიყენება ხარისხობრივი მეთოდები (ანკეტირება, გამოკითხვა, ექსპერტთა შეფასებები); რაოდენობრივი მეთოდები (კორელაციური ანალიზი, რეგრესული ანალიზი, ფაქტორთა სტატისტიკური ანალიზი, ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელირება და სხვა); ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების მეთოდები (თამაშის თეორია, მასობრივი მომსახურების თეორია).
ყოველი ქვეყნის ავიაციაში შექნილი სიტუაცია დაკავშირებულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან. საქართველოც, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არ არის და ყოველი პრობლემა, რომელიც წარმოიშვება ქართულ ეკონომიკასა თუ პოლიტიკაში მაშინვე აისახება მგზავრთნაკადისა და ტვირთნაკადის მკვეთრ ვარდნაში, ასევე ავიაბაზარზე მოქმედი მხარეების შემცირებაში და სხვა.
საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მოცულობის შემცირების ძირითადი მიზეზები შეიძლება აიხსნას შემდეგი გარემოებით: მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობების შესუსტებით; საქართველოს ერთობლივი შიდა პროდუქტისა და მოსახლეობის შემოსავლის მნიშვნელოვანი დაქვეითებით; ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური ვითარებით (განსაკუთრებით აფხაზეთში არსებული სიტუაცია, შიდა საჰაერო მიმოსვლების სრული მოშლა).
ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ყოველგვარი გრძელვადიანი პროგნოზირების გაკეთება ურთულეს საქმედ იქცა, მაგალითად, 2001 წელი ყველა მაჩვენებლის მიხედვით ყველაზე სავალალო იყო, ამიტომ 2002 წელს მიღწეული პროგრესი შეიძლება დადებითადაც და უარყოფითადაც შეფასდეს, რადგან გადაყვანილი მგზავრების მოცულობა მხოლოდ 270 000 კაცი იყო, რაც ბევრად ნაკლებია პროგნოზირებულზე, მაგრამ მეტია 2001 წელთან შედარებით. [2]
გადაზიდვების მაჩვენებლების დეტალურად განხილვისას ჩანს, რომ ქვეყანაში ჩამოსული მგზავრების რაოდენობა ნაკლებია ქვეყნიდან გასული მგზავრების რაოდენობაზე, ხოლო რაც შეეხება ტვირთებს – ქვეყანაში შემოდის გაცილებით მეტი, ვიდრე გადის, რაც უარყოფითი მაჩვენებელია.
საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის განვითარების პროგნოზის მომზადება, მიღებული საერთო პროგნოზირების მეთოდების გამოყენებით, ძნელი აღმოჩნდა სატრანსპორტო გადაზიდვების მოცულობაზე ინფორმაციის უქონლობის, ბოლო ათი წლის მანძილზე ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო.
ეს ფაქტორები, აგრეთვე აეროპორტში გადაზიდვების ხასიათის ძირფესვიანად შეცვლა და გადაზიდვების მკვეთრი მერყეობა, არ იძლევა საშუალებას გამოყენებულ იქნას დაკვირვების ტენდენციის მეთოდი და ეკონომეტრიული დაკვირვების შეფასების მეთოდი (მოდელი). ზემოთ აღნიშნული სიძნელეების გამო საჰაერო გადაზიდვების ზრდის პროგნოზირება გვიხდება დარგობრივ და საბაზრო შეფასებაზე დაყრდნობით, რეგიონებში ადგილობრივი ფაქტორების საექსპერტო ანალიზის შედეგებზე, რეგიონის სავარაუდო სტაბილურობის, მდგარი ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის მოცულობის ზრდის, ადგილობრივი ავიაკომპანიების განვითარების პერსპექტივის, აეროპორტების და საქაერონავიგაციის, აგრეთვე ICAO-ს პროგნოზებისა და სხვა ორგანიზაციების მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევითი სამუშაოების მიხედვით.
ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად, სავარაუდო საჰაერო გადაზიდვების განვითარების პროგნოზის მომზადებისას, აეროპორტის განვითარების და მოდერნიზაციის დაგეგმარებისას, პროგნოზირების დროს უმჯობესია დავუშვათ შეცდომა მეტობისკენ, ვიდრე ნაკლებობისკენ. ამასთან სავარაუდოა, რომ ქვეყანაში მიღწეული სტაბილურობის, ეკონომიკური ზრდისა და ტურიზმის განვითარების კვალობაზე მომავალ პერიოდში საქართველოს ძირითად აეროპორტებში ICAO-ს პროგნოზით დაიწყება საჰაერო ხომალდების მიმოსვლისა და გადაყვანა-გადაზიდვების მოცულობის პროგნოზირების ზრდა, გადაზიდვების გლობალური პროგნოზი მომზადებული ICAO-ს,IATA-ს, კომპანია BOING-ის და Airbus Industries მიერ გვირჩევს ყოველწლიური ავიაგადაზიდვების მოცულობის პროგნოზი უახლოესი 10 წლის განმავლობაში გავზარდოთ 6-10%-ით. ქვემოთ მოყვანილია 2005-2012 წლების სამგზავრო გადაზიდვების პროგნოზი.

1

2

3

4
პროგნოზირების მრავალი მეთოდიდან აღსანიშნავია ზოგიერთი ეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირება წრფივი რეგრესიული მოდელირებით, ეს ამოცანა წარმოიშვება პერსპექტივების დაგეგმვის დროს. ასეთი პროგნოზირება კეთდება სტატისტიკურ-მათემატიკური მოდელირების საშუალებით. ცხადია, პირველ შემთხვევაში შედეგი დამოკიდებულია ექსპერტთა კვალიფიკაციაზე, მათ გამოცდილებაზე, მაშინ როდესაც მათემატიკური მოდელირება, რა თქმა უნდა, შეფასებისათვის შერჩეული მეთოდისა და ალგორითმის გამოყენებით, საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ პროგნოზირება შედარებით ნაკლები ცდომილებით, ვიდრე პირველ შემთხვევაში. [3]
პროგნოზირებისთვის შევადგინოთ წრფივი რეგრესიული მოდელი, რომლის არსიც მდგომარეობს შემდეგში: იგი შესასწავლ სიდიდეს წარმოადგენს ცალკეულ შესაკრებთა ჯამად, რომელთაგან თითოეული შესაკრები უცნობი კოეფიციენტისა და მოცემული მომქმედი ფაქტორის ნამრავლია. შემდგომ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ხდება უცნობი კოეფიციენტების განსაზღვრა. [4]
ვთქვათ , t1,t2,…,tn – დროის მომენტებში ცნობილი შესასწავლი ეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელობებიაy1,y2,..,yნ, მოვახდინოთ პროგნოზირება შემდეგი წრფივი რეგრესიული მოდელით
(1)
სადაც მოცემული დროის მომენტებია, ხოლო ∗0 და ∗1 უცნობი კოეფიციენტებია, რომლებიც განისაზღვრებიან მოცემული სტატისტიკური მონაცემების საშუალებით [5].
∗0 და ∗1 უცნობის განსასაზღვრავად გამოვიყენოთ უმცირეს კვადრატთა მეთოდი. შევარჩიოთ ∗0 და ∗1 კოეფიციენტები იმ პირობით, რომ Yk და Y∗k სიდიდეებს შორის სხვაობის კვადრატთა ჯამი იყოს მინიმალური, ე.ი. მოვახდინოთ შემდეგი ჯამის
(2)
5
მინიმიზაცია გვექნება

6
, (3)

7
, (4)
ამგვარად, საძიებელი ∗0და ∗1კოეფიციენტების გამოსათვლელად მივიღეთ შესაბამისად (3) და (4) ფორმულები.
განვიხილოთ შემდეგი მაგალითი. ცნობილია ერთ-ერთი რეისით გადაყვანილი ავიამგზავრთა რაოდენობის სტატისტიკური მონაცემები ოთხი თვის განმავლობაში [5]:

8

9
მოვახდინოთ ავიამგზავრთა რაოდენობის პროგნოზირება შემდგომი თვეებისათვის. ∗0 და ∗1 მუდმივების გამოსათვლელად შევადგინოთ ცხრილი.

ჩავსვათ ამ ცხრილის მონაცემები (3) და (4) ფორმულებში და გამოვთვალოთ ∗0 და ∗1 კოეფიციენტები.

მათი საშუალებით კი მოვახდინოთ პროგნოზირება ნებისმიერი შემდგომი თვისათვის, კერძოდ, ნოემბრის თვისათვის. ცხადია, ტკ = 5 ფორმულის (1) თანახმად გვექნება:

შემოთავაზებულია ფორმულა (1) ფორმულის ნაცვლად

მართლაც, (5) ფორმულის თანახმად გვექნება:

ცდომილება (1) და (5) ფორმულებს შორის 0,02%-ია.
მოცემულ სტატიაში განხილულია სამგზავრო გადაზიდვების პერსპექტიული მეთოდები, მგზავრთა პროგნოზირების რეგრესიული მოდელი და მოდელის ცდომილების შემცირება.
შემოთავაზებული მეთოდები საშუალებას აძლევს ავიასაწარმოს პროგნოზირების გზით განსაზღვროს მგზავრთნაკადი შემდგომი პერიოდისათვის და შეამციროს მათზე ყველა გაუთვალისწინებელი ხარჯი.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial