კავკასია – ადგილი, სადაც “დიდი თამაშის” მორიგი თავი იწერება

(“The Financial Times”, დიდი ბრიტანეთი)
იზაბელ გორსტი

“ბათუმში საფეიქრო ფაბრიკა BTM-ის მმართველ დირექტორს ჯეზმი აქშაჰინს (Cezmi Aksahin) უყოყმანოდ შეუძლია იმ ძირითადი მიზეზის დასახელება, რომლის გამოც თურქეთში მისი სათაო კომპანია ფულს აბანდებს საქართველოში. ეს იაფი სამუშაო ძალაა.

ფაბრიკას ყოფილი ჩაის დაფასოების საწარმოს შენობა უკავია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიტოვებული იყო და რომელსაც რეკონსტრუქცია თურქული საფეიქრო პროდუქციის ერთ-ერთმა წამყვანმა მწარმოებელმა, კომპანია AKH-მა ჩაუტარა.
ამ გაკრიალებულ კორპუსებში პროდუქციის წარმოება სექტემბერში დაიწყო და იგი მხოლოდ ერთ-ერთია იმ ხუთ საფეიქრო ფაბრიკათა შორის, რომლებიც მუშაობას იწყებენ ამ შავიზღვისპირა პორტში. მომავალ წელს, როცა ისინი საპროექტო სიმძლავრეზე გავლენ, მათში ათასი ადგილობრივი მცხოვრები იმუშავებს. მათ უნდა აწარმოონ ტანსაცმელი, რომლის ექსპორტი ბრიტანულ ბაზარზე მოხდება.
აქშაჰინი ინვესტიციის სხვა მიზეზებსაც ასახელებს: იაფი ელექტროენერგია, არავითარი ბიუროკრატია, სტაბილური ეკონომიკა. ფაბრიკა თურქეთის საზღვრის მახლობლად არის განლაგებული. გარდა ამისა, იგი ამბობს, რომ თუ თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა მისცემს ამის საშუალებას, შემდეგში მათი პროდუქცია რუსეთშიც შეიძლება გაიტანონ.
BTM – საქართველოს ეკონომიკაში ბოლო სამი წლის განმავლობაში უცხოური ინვესტიციების უზარმაზარი ნაკადის შესვლის შესანიშნავი მაგალითია. ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ვარაუდობდა, რომ 2007 წელს ეს ინვესტიციები მთლიანი შიდა პროდუქტის 25%-ს, ანუ 2,3 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2005 წელს ეს მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 7 პროცენტს შეადგენდა, გასულ წელს 13,4 პროცენტამდე გაიზარდა. იმ მოცულობიდან, რომელიც ივარაუდება ამ წლისთვის, 1,6 მილიარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, ხოლო დაახლოებით 700 მილიონი – საპორტფელო ინვესტიციები.
“ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წარმატების საუკეთესო მაჩვენებელია”, – თვლის რობერტ კრისტიანსენი (Robert Christiansen), საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი თბილისში.
მეორე წარმატება, რომლითაც თბილისი ძალზე ამაყობს, მისი რეიტინგის ამაღლებაა, მსოფლიო ბანკის მიმოხილვაში Doing Business (პირობები ბიზნესის საწარმოებლად), რომელთა ავტორები ზომავენ ინვესტირების სიმარტივეს ამა თუ იმ ქვეყანაში. საქართველომ (178 ქვეყნიდან) 2005 წელს 112-დან 2007 წელს მე-12 ადგილზე გადაინაცვლა და ბევრი განვითარებული ეკონომიკის გვერდით დადგა.
გასულ წელს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მთავარი წყარო დიდი ბრიტანეთი გახდა. მას მოჰყვებოდნენ აშშ, ყაზახეთი და თურქეთი. 2007 წლის პირველ ნახევარში პირველი ადგილი დაიკავა დანიამ, მეორე – ნიდერლანდმა, მესამე – ჩეხეთმა, მეოთხე – ყაზახეთმა. თითოეული ამ ქვეყნის ანგარიშზე მინიმუმ 70 მილიონი დოლარის საინვესტიციო პროექტებია. ამ სიაში თურქეთის შემდეგ რუსეთი მოდის.
ყაზახეთი საქართველოში სტაბილურად დიდ ინვესტირებას ახდენს, რადგან მისი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოს ვარდების რევოლუციის შემდეგ 2003 წელს და დაპირდა 1 მილიარდამდე დოლარის დაბანდებას. მის სიტყვებს ყოველდღიურად ადასტურებენ ყაზახური ბანკები, დეველოპერული კომპანიები და ნავთობის სახელმწიფო კომპანია.
“90-იან წლებში ყაზახეთში რეფორმები დუნედ მიმდინარეობდა, საქართველომ კი მხოლოდ სამი წლის განმავლობაში ყველა ძველი საბჭოური კანონი უარყო”, – ამბობს დეველოპერული კომპანია ბარგანას გენერალური დირექტორი ალჟან აკმოლდაევი.
საქართველოში ინვესტიციები როგორც კომერციული, ასევე სტრატეგიული ხასიათისაა: ეს ქვეყანა წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სავაჭრო დერეფანს, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან აერთებს. ამიტომ ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია ყაზმუნაიგაზმა შეიძინა შავი ზღვის ბათუმის ნავთობსასხმელი პორტის 50 პროცენტი, რომელსაც იმავდროულად სარკინიგზო მიმოსვლა გააჩნია მეზობელ აზერბაიჯანთან.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია სოკარი ყულევში, შავი ზღვის სანაპიროზე ნავთობის საექსპორტო ტერმინალს აშენებს და ეძებს საშუალებებს, დაამყაროს კონტროლი იმ ნავთობსადენზე, რომელიცმიერ ბაქოსა და სუფსის პორტს შორის არის აშენებული.
გარდა ამისა, ფოთის პორტში, სადაც უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად თავისუფალი სამრეწველო ზონა შეიქმნება, ყაზახეთი მარცვლეულის ტერმინალს აგებს. 49 წლით კონცესიისათვის იბრძვის 12 უცხოელი ოპერატორი, რომელთაგან სამი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს წარმოდგენს.
– საქართველოში საექსპორტო არტერიების კონტროლისათვის რეგიონული ნავთობის სახელმწიფოების ბრძოლა ხსნის დიდი თამაშის ახალ თავს, – თვლის კაან ნაზლი (Kaan Nazli), კონსალტინგური კომპანია Medley Global Advisors-ის დირექტორი განვითარებადი ბაზრების საკითხებში.
კავკასიურ სავაჭრო დერეფანში ნავარაუდევია საქონლის მოძრაობა ორივე მიმართულებით. უცხოელი ინვესტორები უფრო აქტიურად ადევნებენ თვალს საქართველოს, როგორც მათი საქონლის ექსპორტისთვის მოსახერხებელ ბაზას ამ რეგიონში. გერმანულმა ჯგუფმა ჰეიდელბერგჩემენტ-მა შეიძინა ქარხანა ქართული ცემენტის აქციების საკონტროლო პაკეტი და გამოისყიდა ბაზრის ლიდერი საქცემენტი. მისი განცხადებით, ეს ქმედებები ნაკარნახევია კავკასიის რეგიონში ბაზრის სწრაფი ზრდის გამოყენების სურვილით.
საზღვარგარეთ არანაკლებ ინტერესს იწვევს ქვეყანაში მიმდინარე პრივატიზაცია, თუმცა ბოლო დროს რამდენადმე შემცირდა სახელმწიფო აქტივების გაყიდვის ტემპი. თუ 2006 წელს ქვეყანაში პრივატიზაციისგან შემოსავალმა კერძო კაპიტალის ნაკადის 45 პროცენტი შეადგინა, 2007 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 32 პროცენტამდე დავიდა.
ყაზმუნაიგაზის სატრანსპორტო შვილობილმა ყაზტრანსოილმა შეისყიდა კომპანია თბილგაზი, რომელიც დედაქალაქში გაზის განაწილებით იყო დაკავებული. ყაზახეთის უმსხვილესმა ბანკმა ტურანალემმა შეიძინა კომპანია United Telecom – ფიქსირებული სატელეფონო კავშირის ოპერატორი საქართველოში. სამი წლის წინ ტურანალემმა იყიდა ნავთობსატრანსპორტო-ნავთობსავაჭრო კომპანია Silk Road Group-ის 49 პროცენტი და პირველი ბანკი გახდა, რომელმაც საქართველოში ინვესტირება მოახდინა.
დღეს ერთობლივ ბანკს (ტურანალემთან) BTA Silk Road-ს საქართველოში მერვე ადგილი უკავია და უკვე სერიოზულ კონკურენციას განიცდის: წელს მთავრობა ქვეყნის საბანკო სექტორში 700 მილიონი დოლარის მოზიდვას გეგმავს. Bანკ ღეპუბლიც უკვე კონტროლდება შოციეტე Gენერალე ჯგუფის მიერ, ხოლო უკრაინული პრივატბანკი გეგმავს, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა ბანკი, ტაო-ბანკი ბაზრის ლიდერად გადააქციოს. საქართველოში საბანკო ლიცენზიის შეძენაზე უკვე გააკეთა განაცხადი HSBC ჯგუფმა.
BTA Silk Road გეგმავს, ხუთი წლის მანძილზე ინვესტიციები წელიწადში 300 მილიონი დოლარიდან მილიარდამდე გაზარდოს. იგი უკვე აქტიურად იჭრება უძრავი ქონების სეგმენტში: ბანკი იძენს ელიტურ კურორტს ბორჯომის ეროვნულ პარკში და მიწის ნაკვეთს ელიტური მშენებლობისათვის ბათუმში, ძველი საზღვაო პორტის მახლობლად, სადაც ოდესღაც საოკეანო ხომალდები დგებოდნენ.
ქვეყანაში უკვე იგრძნობა სასტუმროების ნომრების ქრონიკული უკმარისობა. ყველა წამყვანი ქსელი – Radisson,Intercontinental, Hyatt, Kempinski – Four Seasons – უახლოეს მომავალში საკუთარი სასტუმროების კარს გაუღებს თბილისსა და ბათუმში მოზღვავებულ ბიზნესმენებსა და ტურისტებს.
მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა საქართველოს სავაჭრო ემბარგო დაუწესა, რუსული კომპანიები საქართველოში ფულს აქტიურად აბანდებენ. რუსეთის კვების კონგლომერატმა ვიმ-ბილ-დანმა ახლახან შეიძინა კომპანიაGeorgian Foods, რომელსაც ქვეყანაში რძის პროდუქტების წარმოების მოცულობით მესამე ადგილი ეკავა. რაო ეესი, რუსული ელექტროენერგეტიკული მონოპოლია, უკვე მართავს გამანაწილებელ კომპანია Telass, რომლის ტერიტორიაშიც შედის თბილისი, და საქართველოს სხვა აქტივებსაც უმიზნებს. რუსულმა მეტალურგიულმა ჯგუფმა ევრაზმა 2005 წელს ჭიათურის მანგანუმის საბადო იყიდა, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ გარიგებიდან გავიდა. შედეგად, ჭიათურის კომპლექსი წელს 77 მილიონ დოლარად გაიყიდა ბრიტანულ კომპანია შტემცორ-ზე, რომელიც დაკავებულია ფოლადის გაყიდვით და თანმხლები მომსახურებით.
უნდა აღინიშნოს, რომ უცხოური ინვესტიციების სწრაფი ზრდა და პრივატიზაციის მაღალი ტემპები კრიტიკის გარეშე არ რჩება. ვლადიმერ პაპავა, რომელსაც შევარდნაძის მთავრობაში ეკონომიკის მინისტრის პოსტი ეკავა, თვლის, რომ ზოგიერთი ნაკლებად ცნობილი უცხოური კომპანიის უკან, რომლებიც სხვებთან ერთად ყიდულობენ საქართველოს აქტივებს, შეიძლება რუსი ინვესტორები იდგნენ. მაგრამ პრემიერ-მინისტრი ნოღაიდელი თვლის, რომ ეს ასე არ არის.
“მიუხედავად რუსეთთან ყველა პოლიტიკური წინააღმდეგობისა, რუს ინვესტორებთან ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს. რუსებს არ ესაჭიროებათ არანაირი ცრუშემცვლელი კომპანიები. მათ შეუძლიათ სრულიად ღიად შემოვიდნენ”.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial