ირანული და ქართული ბიზნესის დასაახლოებლად გამოფენა მოეწყო

რედაქციისაგან

27-29 ნოემბერს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ირანის ბიზნესმენთა კავშირის ორგანიზებით თბილისის საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” ირანული მანქანა-დანადგარებისა და ინდუსტრიული პროდუქციის გამოფენა მოეწყო, სადაც საქართველოს მომხმარებლებისა და ქართული წარმოების სექტორის მხრიდან ირანული პროდუქციისადმი ინტერესის ასამაღლებლად წარმოდგენილი იყო 20-ზე მეტი ირანული კომპანიის საქონელი.

გამოფენა ოფიციალურად გახსნეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ჯემალ ინაიშვილმა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მოჯტაფა დემირჩულმა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მანქანა-დანადგარებისა და აღჭურვილობის მიერ წარმოებული საქონელი – ფართო მოხმარების საგნები, საკვები და რძის პროდუქტები, ფეხსაცმელები, მანქანები, სადენები, ჰიგიენური და კოსმეტიკური პროდუქტები, საფეიქრო პროდუქცია, საბეჭდი აღჭურვილობა და სხვა. ყურადღების ცენტრში მანქანა-დანადგარები და აღჭურვილობა მოექცა. გამოფენაზე ბევრი პროდუქცია იმ ირანული საწარმოების დამზადებულია, რომლებიც ევროპული კომპანიების მიერ მიღებული ლიცენზიით სარგებლობენ და მათი შეძენა ევროპულ ანალოგიებზე ბევრად იაფი ღირს, რაც ქართველი ბიზნესმენებისა და მეწარმეთათვის მომგებიანია. უნდა აღინიშნოს წარმოდგენილი საქონლის ხარისხის მაღალი სტანდარტები, რაც ქართველი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქართული მხარე ანალოგიური გამოფენის მოწყობას ირანში გეგმავს. მისასალმებელ სიტყვაში ირანის ელჩმა საქართველოში განაცხადა, რომ გამოფენაზე ირანელების ინდუსტრიული შესაძლებლობების მხოლოდ მცირედი ნაწილია წარმოდგენილი, მან იმედი გამოთქვა, რომ ქართული მხარე ისევე დაინტერესდება, როგორც ირანელები ინტერესდებიან საქართველოს ბაზრის პოტენციალით.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial