შეგიძლიათ თუ არა გახდეთ წარმატებული ბიზნესმენი

რედაქციისაგან
ინსტრუქცია: უპასუხეთ “კი” ან “არა”

1. შეგიძლიათ თუ არა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა, შექმნილი წინააღმდეგობების მიუხედავად?
2. შეგიძლიათ თუ არა მიღებული გადაწყვეტილების შესრულება, თუ თქვენი გადარწმუნება ადვილია?
3. გიყვართ თუ არა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, მართვა?
4. იმსახურებთ თუ არა თქვენი კოლეგების პატივისცემასა და ნდობას?
5. ხართ თუ არა ჯანმრთელი?
6. ხართ თუ არა მზად იშრომოთ დაუზარებლად დილიდან დილამდე?
7. გიყვართ თუ არა ხალხთან მუშაობა და ურთიერთობა?
8. შეგიძლიათ თუ არა დაარწმუნოთ სხვები ამა თუ იმ გადაწყვეტილების მართებულობაში?
9. გასაგებია თუ არა თქვენთვის სხვების იდეები და აზრები?
10. გაქვთ თუ არა გამოცდილება იმ საქმეში, რაშიც საკუთარი ბიზნესის წამოწყებას გეგმავთ?
11. ერკვევით თუ არა მოქმედ საგადასახადო სისტემაში, სახელფასო ანაზღაურების კალკულაციაში, საბუღალტრო საქმის მართვაში?
12. იქნება თუ არა თქვენს ქალაქში ან რაიონში მოთხოვნა იმ საქონელზე ან მომსახურებაზე, რასაც თქვენ სთავაზობთ?
13. გაქვთ თუ არა დაწყებითი მომზადება მარკეტინგისა და საფინანსო სფეროში?
14. მისდით თუ არა საქმე კარგად თქვენი ქალაქის სხვა მეწარმეებს თქვენი პროფილის ბიზნესში?
15. იცით თუ არა სად უნდა განთავსდეს თქვენი საწარმო ან ოფისი?
16. გაქვთ თუ არა საკმარისი თანხა პირველ წელს თქვენი ბიზნესის ხელშესაწყობად?
17. გაქვთ თუ არა შესაძლებლობა თქვენი ბიზნესის დასაფინანსებლად ნაცნობები ან ნათესავები დაიხმაროთ?
18. გყავთ თუ არა თქვენი ბიზნესისთვის აუცილებელი მომწოდებლები?
19. გყავთ თუ არა სპეციალისტები, რომლებსაც თქვენი ბიზნესისთვის საჭირო გამოცდილება აქვს?
20. დარწმუნებული ხართ თუ არა იმაში, რომ საკუთარი ბიზნესი თქვენი მთავარი ოცნებაა?

გასაღები:
ყოველი დადებითი პასუხი არის 1 ქულა.
შეაჯამეთ შედეგი.

შედეგები:
თუ თქვენ შეაგროვეთ 17 ან მეტი ქულა: თქვენ გაგაჩნიათ ყველა თვისება, რათა აკეთოთ ბიზნესი. თქვენი მიზანსწრაფულობა, ენერგია და წარმატების მიღწევის რწმენა ნებისმიერი იდეის განხორციელებაში დაგეხმარებათ – მთავარია, ეს იდეები ღირდეს ამად.

თუ თქვენ შეაგროვეთ 13-დან 17 ქულამდე: თქვენი ბიზნესმენობის შანსი ნაკლებია.

თუ თქვენ შეაგროვეთ 13-ზე ნაკლები ქულა: თქვენგან ნამდვილად არ გამოვა კარგი ბიზნესმენი. შეეცადეთ მეტი გამოცდილება დააგროვოთ, ვიდრე საკუთარ საქმეს წამოიწყებდეთ, კიდევ ერთხელ შეეცადეთ თქვენი ინტერესები, სურვილები და შესაძლებლობები ერთმანეთს დაამთხვიოთ.