საქართველოს გზა WiMAX-ისკენ

რედაქციისაგან

WiMAX-ი ისე შეცვლის საბაზო მომსახურებას, როგორც მობილური ქსელის ტექნოლოგიამ შეცვალა ხმოვანი მომსახურება. საქართველოს ტელეკომუნიკაციების ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებების შესატანად ემზადება VTEL-Georgia, რომელიც WiMAX-ის ტექნოლოგიის დანერგვას საქართველოში აპირებს.

WiMAX-ის ტექნოლოგიები (worldwide Interoperability for Microwave Access) 1990-იანი წლების ბოლოს რამდენიმე კომპანიის ინჟინრებმა შექმნეს. მაგრამ წლების განმავლობაში ჩრდილში იყო, სანამ წამყვან მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს გაყიდვების გასაზრდელად უმავთულო ტექნოლოგიები დასჭირდებოდათ.
Intel-ს სჭირდებოდა ისეთი რამ, რაც ახალ მომხმარებლებს კომპიუტერის შეძენაში დაარწმუნებდა. Sprint-ს მეტოქეVerizon-ისა და AT&T-ისგან გამოყოფა სურდა, Nokia-ს კი – საკომუნიკაციო მომსახურების გაფართოება, ხოლოSamsung Group-ს – ქსელის აღჭურვილობის ბიზნესში დამკვიდრება.
Intel-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა სენ მელონმა მოუხერხებელ და ძვირადღირებულ ოპტიკურ ბოჩკოვან კაბელს ალტერნატივა მოუძებნა და 2002 წელს WiMAX-ის ერა დაიწყო. ანალიტიკოსები სიახლის მიმართ კრიტიკულად განეწყვნენ, მაგრამ შემდეგ ათობით ტელეოპერატორმა 300 WiMAX-ის ქსელის შესაქმნელად დაახლოებით 13 მლრდ დოლარი დახარჯა. ერთ-ერთ კორპორაციას 2008 წლის ბოლოს 100 მლნ მომხმარებელი ეყოლება.
WiMAX-ის ტექნოლოგიები და ბიზნესი ჯერ კიდევ საწყის პროცესშია, მაგრამ უკვე ცხადია, რომ ის საკაბელო ვიდეო გასართობებსა და სატელეფონო მომსახურებას ღირსეულ კონკურენციას გაუწევს. მომავალ წელს დახლებზე გამოჩნდება ახალი ლეპტობები, რომლებიც Intel-ის WiMAX ჩიპებით იქნება აღჭურვილი და DSL და საკაბელო მოდემი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
WiMAX-ი Wi-Fi-ი ტექნოლოგიის მსგავსია, მაგრამ ის უფრო მეტ უპირატესობებს ფლობს, რადგან Wi-Fi-ი ტრადიციულ მავთულზე დაფუძვნებული ქსელია, რომელიც რამდენიმე ასეულ ფუტზე ვრცელდება და ინტერნეტის დაბალი სიჩქარით ხასიათდება.
WiMAX-ი ინტერნეტის უმაღლეს სიჩქარეს გვთავაზობს, მას არ ახასიათებს ციფრული პიკის საათები.
საკომუნიკაციო ჰოლდინგები ახალი ბაზრებისადმი დიდ ინტერესს გამოხატავენ.
დუბაიში დაფუძვნებული VTEL holding LTD-მ მოიპოვა ლიცენზია, რათა საქართველოში ააშენოს და უხელმძღვანელოს WiMAX-ის ქსელს საქართველოში VTEL-Georgia-ს სახელით. შპს-ის მიზანია ახალ ბაზრებზე დამკვიდრება, ამასთან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირში, ლათინურ ამერიკაში, ცენტრალურ ამერიკასა და კარიბის ქვეყნებში აქტიურ მოღვაწეობას აპირებს.
VTEL holding LTD-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ VTEL-Georgia საქართველოში გახდება ალტერნატიული პროვაიდერი, რომელიც მომხმარებელს სრულ ინტერნეტმომსახურებას, აგრეთვე საბაზო, კერძო ვირტუალური ქსელისა და ხმოვან მომსახურებებს სთავაზობს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial