რა ვალდებულება აქვთ ოლიგარქებს კრემლის წინაშე

მოამზადა ეკა წირღვავამ

რუსი მულტიმილიარდელები მათ შორის აღმოჩნდნენ, ვინც ყველაზე მეტად თავის თავზე იწვნია კრიზისის შედეგები. მათ ხელგაწვდილებს მოუწიათ დახმარების სათხოვნელად კრემლში მისლვა, მაგრამ ხელისუფლება უბრალოდ არავის ეხმარება.

კრიზისის დაწყებიდან რუსი ოლიგარქების სიმდიდრის ორი მესამედი, რაც 300 მლრდ დოლარს შეადგენს, გაქრა და ისინი გლობალური რეცესიის საშიშროების წინაშე დატოვა.
“ჩვენ ყველა უნდა ამოგვშალონ “Forbes”-ის სიიდან” – აღიარა ალექსანდრე ლებედევმა. მაისში ეს ბიზნესმენი რუსი მილიარდელების სიაში 39-ე ადგილზე იყო.
მათ შორის, ვისაც კრიზისმა დიდი ზარალი მიაყენა, არის ოლეგ დერიპასკა, რომელიც ბრიტანული გაზეთების პირველ გვერდებზე მოხვდა მას შემდეგ, რაც თავის საკუთარ იახტაზე შეხვდა ბრიტანელ პოლიტიკოსებს პიტერ მენდელსონს და ჯორჯ ოსბორნს.
მაისში ჟურნალ “Forbes”-ში გამოქვეყნებული სიის მიხედვით, ო. დერიპასკა რუსეთის ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლებიდა, მისი ქონება 28 მლრდ დოლარი იყო. კრიზისის შემდეგ მან თითქმის მთელი თავისი ქონება დაკარგა. სააგენტო “Bloomberg”-ის მონაცემებით კი, ი. დერიპასკას ზარალი 16 მლრდ დოლარია.
ნებისმიერ შემთხვევაში დერიპასკა დასავლეთის ბანკებიდან კრედიტორებისათვის ვალის გასტუმრების დროს სერიოზული სირთულეების წინაშე აღმოჩნდება. რუსეთის ხელისუფლება მას 4,5 მლრდ დოლარის კრედიტით დაეხმარა, მაგრამ კრემლი დახმარებებს ტყუილად არ არიგებს. წინასწარ გამოცხადებული პაკეტის – 50 მლრდ დოლარის კრედიტის სანაცვლოდ ოლიგარქებს სავარაუდოდ საკუთარი აქტივების დათმობა მოუწევთ.
ზუსტად არავინ იცის რამდენი ფული აქვთ ოლიგარქებს, თუმცა ბევრს სრულიად დასაბუთებული ციფრები მოჰყავს.
სააგენტო “Bloomberg”-მა შეადარა 25 ყველაზე მდიდარი რუსის ქონება ჟურნალ “Forbes”-ის სიას და გაარკვია, რომ მთლიანად მათი ზარალი 230 მლრდ დოლარს შეადგენს. კლუბ “ჩელსის” მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა 20 მლრდ დოლარი დაკარგა მხოლოდ სხვადასხვა კომპანიის აქტივებში, უძრავი ქონებისა და ნაღდი ფულის გარდა.
“SmartMoney”-ს შეფასებით კი, აბრამოვიჩმა 15 მლრდ დოლარი დაკარგა, რაც არც ისე ცოტაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მაისში ჟურნალ “Forbes”-ში გამოქვეყნებულ სიაში მისი ქონება 23,5 მლრდ დოლარით იყო შეფასებული.
რუსული პირამიდა
რუსი ოლიგარქების სიმდიდრის წყაროები იგივეა, რაც მისი დაკარგვის მიზეზი.
რუსეთმა ახლახანს გაიარა სწრაფი ეკონომიკური ზრდის ათწლეული, რომელიც რუბლის დევალვაციით დაიწყო და იკვებებოდა ნავთობითა და სხვა საქონლით, რომელთა ფასი მსოფლიო ბაზრებზე სწრაფად იზრდებოდა.
ბოლო 8 წლის განმავლობაში ბარელი ნავთობის ფასი 20 დოლარიდან 150 დოლარამდე გაიზარდა და მთლიანად ეკონომიკამ და ცალკეულმა მეწარმეებმა გაამყარეს თავიანთი პოზიციები.
ენერგომატარებლების მაღალ ფასებზე ინვესტორებმაც იხეირეს. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ბაზრის ორ მესამედს ენერგეტიკული კომპანიები წარმოადგენს, Pთჩ ინდექსი 2003 წლიდან 2008 წლამდე 400%-ით გაიზარდა.
ბევრისთვის ცდუნება – დახმარება ეთხოვა რუსული და უცხოური ბანკებისათვის, რათა მათ რუსული კომპანიის აქციები შეესყიდათ, ძალიან დიდია. თუ კრედიტები გამოილევა, ახალი კრედიტების აღება ფასიანი ქაღალდების გირაოთი იქნება შესაძლებელი.

ახალი რეალიები
რუსეთის საფონდო ბაზარმა ბოლო თვეების მანძილზე ღირებულების 75% დაკარგა, ბაზრის ვარდნა ყველაზე მეტად ბოლო კვირეებში შეიმჩნეოდა. მართალია, ამ კვირაში ზრდის ტენდენციებია, მაგრამ თუ ბაზრის ვოლატიურობას გავითვალისწინებთ, ეს ზრდა შეიძლება გაგრძელდეს, შეიძლება არა.
საფონდო ბაზრის ვარდნას ხელი შეუწყო ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკამ, მათ დამოკიდებულებამ ინვესტორების მიმართ და ნავთობის ფასის ვარდნამ, რომელიც ბარელზე 60 დოლარი გახდა.
უცხოური ინვესტიციების ნაკლებობა და ადრე გათვლილი მოგების განახევრება იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ნავთობკომპანიებს მოუწევთ თავიანთ ამბიციებსა და ბიზნესის გაფართოებაზე უარის თქმა.
სხვა მწარმოებელი კომპანიებიც დაზარალდნენ ლითონებსა და მინერალებზე ფასების ვარდნის გამო.
ოლეგ დერიპასკამ, რომელიც კომპანია აქციების 25%-ის მფლობელია, გამოიყენა ფასიანი ქაღალდები დასავლეთის ბანკებისაგან 4,5 მლრდ დოლარის კრედიტის მისაღებად, რაც 31 დეკემბრამდე სრულიად უნდა დაფაროს.
მოცემულ შემთხვევაში კრემლის დახმარებას ორმაგი ეფექტი აქვს. ჯერ ერთი, ეს უზრუნველყოფს რუსეთში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აქტივების შენარჩუნებას, მეორეს მხრივ კი თუ დერიპასკა ვერ შეძლებს ხელისუფლებისთვის ვალის დაბრუნებას, სახელმწიფო მისი აქტივების ნაწილს მიიღებს.
მსგავს სიტუაციაში ბევრი ოლიგარქი აღმოჩნდა, ან უნდა დაეკარგათ თავიანთი აქტივები და გადაეცათ ისინი კრედიტორებისათვის, ან მეორე ვარიანტი – მიეღოთ ფული კრემლისგან ბიზნესის წილის სანაცვლოდ.
მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ კრიზისს მათთვის მნიშვნელოვანი ზარალი არ მიუყენებია. მაგალითად, რომან აბრამოვიჩი ამბობს, რომ დანაკარგი რეალური გახდება მაშინ, როცა აქტივები გაიყიდება, ის კი არ გეგმავს ოქროს მომპოვებელ და ქვანახშირის კომპანიებში არსებული მისი აქციების გაყიდვას.
სხვა ოლიგარქებმაც იგრძნეს ლიკვიდურობის უკმარისობა და რიგში დგანან ხელისუფლებისათვის დახმარების სათხოვნელად, რათა დაეხმარონ თავიანთ კომპანიებს ვალების რეფინანსირებაში.
ამ კრედიტების დახმარებით კრემლი შეძლებს ჩაატაროს ქვეყანაში საკუთრების ყველაზე დიდი გადანაწილება. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფოს ამ ეტაპზე ფული აქვს.
რუსეთის ოქროს ვალუტის რეზერვები აგვისტოს 600 მლრდ დოლარიდან 485 მლრდ დოლარამდე დაეცა, რაც ძირითადად გამოიწვია რუბლის კურსის გამყარების მცდელობამ და ზოგიერთი კომპანიისათვის დახმარების გაწევამ.
ოქროს ვალუტის რეზერვის მიხედვით რუსეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა, პირველსა და მეორე ადგილებზე არიან ჩინეთი და იაპონია.

ფულს ძალაუფლება მოაქვს
1990-იან წლებში, როცა რუსეთს ძალიან სჭირდებოდა ფული, ბევრმა ოლიგარქმა გაიღო ის სახელმწიფო კომპანიებში წილის სანაცვლოდ. ეხლაც იგივე ხდება, მხოლოდ პირიქით.
სახელმწიფო დახმარების პირობები ჯერ არ არის გამოქვეყნებული. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კრედიტების გაცემისათვის სახელმწიფო დასავლეთის ბანკების გარანტ აქციების პაკეტებს მოითხოვს.