საქართველო-ესტონეთისა და საქართველო-შვედეთის ბიზნეს-ფორუმები თბილისში

რედაქციისაგან

თბილისში საქართველო-ესტონეთის ბიზნეს-ფორუმი 1-2 აპრილს გაიხსნა. ბიზნეს-დელეგაცია, რომელსაც ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი არნოლდ რუუტელი ხელმძღვანელობდა, საქართველოში ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და ესტონეთის სავაჭრო საბჭოს ინიციატივით იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში ესტონური მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები შედიოდნენ, რომლებიც ძირითადად საკვები პროდუქტების, ტექსტილისა და მშენებლობის დარგებს წარმოადგენდნენ.

საქართველო-ესტონეთის ბიზნეს-ფორუმი “თიბისი ბანკის” საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა და საქართველოს ეკონომიკური გავნითარების მინისტრმა, ლაშა ჟვანიამ გახსნა. მან ესტონელ ბიზნესმენებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო მოკლედ გააცნო და ამ სფეროში არსებულ პერსპექტივებზე ისაუბრა. როგორც ჟვანიამ აღნიშნა, “ესტონეთი ჩვენი პოლიტიკური პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა და ძალიან მნიშვნელოვანია, მათთან მჭიდრო ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვავითარება. ამ მხრივ, პოტენციალი ორივე ქვეყნისთვის არსებობს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქართველ და ესტონელ ბიზნესმენებს შორის ინფორმაციის გაცვლას და სამომავლო პერსპექტივებზე მსჯელობას.” როგორც მინისტრმა აღნიშნა, საგულისხმოა, ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ქვეყნის დაინტერესება საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივით – ამ დღეებში თბილისში შვედეთის დიდი ბიზნეს-დელეგაციაც იმყოფებოდა.
შვედურ-ქართული ბიზნეს ფორუმი სასტუმრო “Courtyard Marriott”-ში 31 მარტს გაიხსნა. შვედეთის ბიზნესმენთა დელეგაციას შვედეთის სახელმწიფო მდივანი საგარეო ვაჭრობის საკითხებში გუნარ ვისლანდერი ხელმძღვანელობდა.
სტუმართა შორის იყვნენ ისეთი ცნობილი შვედური კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა “Eრიცსსონ”, “ITT Water & Wastewater”, “Saab International”, “თeliaSonera” და ა.შ. არიან.

Leave a Reply

Your email address will not be published.