ეს ყველაზე სასტიკი კრიზისი იქნება!

რედაქციისაგან

ხალხმა, რომელიც სამსახურებიდან მასობრივად გაათავისუფლეს, ხელფასების შემცირებასა და კრედიტების მიუწვდომლობას გადაეყარა, მკვეთრად შეამცირა თავისი ხარჯები და საშინაო ბიუჯეტშიც მხოლოდ ყველაზე აუცილებელი ხარჯების მუხლები დატოვა. თავის მხრივ, კომპანიებს, რომლებიც ცდილობენ მოიზიდონ მყიდველები, ახალ-ახალი ნაბიჯების გადადგმა უწევთ. იძულებულნი ხდებიან, დამატებითი ფასდაკლებები დააწესონ ან უბრალოდ შეამცირონ ფასები თავიანთ პროდუქციაზე. შედეგად, გრძელდება სამომხმარებლო ხარჯების შემცირება, ხოლო მათ კვალდაკვალ კი მცირდება ინფლაცია.

ეკონომიიური ვარდნისა და ამერიკელთა შემოსავლების კლების ფონზე იზრდება აშშ-ში დეფლაციის მოახლოების საშიშროება. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ აშშ-ში დეფლაციის ხანმოკლე პერიოდი დადგება.
ეკონომიკაში დაისახა დეფლაციის ვარდნის ტემპების შენელება, ხოლო აღდგენის დაწყებასთან ერთად, დაიწყებს ზრდას ინფლაციაც, რომელსაც ხელს შეუწყობს ფასების ზრდა ნედლეულის ბაზარზე და დაბალი საპროცენტო განაკვეთები. გარდა ამისა, მომავალში ინფლაციის ზრდისთვის დადებითი ფაქტორი იქნება ეკონომიკაში დიდი რაოდენობით ფულადი სახსრების ინექცია. ამაზე მეტყველებს ფულადი სახსრების ზრდა, ხოლო აშშ-ს ადმინისტრაციის ახალი გეგმები ადასტურებენ, რომ დოლარების მოცულობა მიმოქცევაში გაიზრდება და შესაბამისად, გაიზრდება ინფლაციური რისკებიც.

მომხმარებლებს აშშ-ში სიტუაციის გაუმჯობესების სჯერათ
საფონდო ბაზრებზე არსებული გამოცოცხლება, ამერიკული კომპანიების არც თუ ცუდი ანგარიშგებები 2009 წლის I კვარტალის შდეგების მიხედვით, ასევე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც ბოლო დროს შედარებით უკეთესი იყო, ვიდრე ამას ელოდებოდნენ, ნელ-ნელა არწმუნებს ხალხს, რომ რეცესიის ბოლო გამოჩნდა. თუმცა ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი ჯერ ადრეა. ის, რასაც დღეისათვის ვხედავთ, მსოფლიოში ეკონომიკური აქტივობის ვარდნის მხოლოდ შენელებაა. რა თქმა უნდა, დადებითი მოვლენაა, მაგრამ მაინც არ ღირს დავიწყება, რომ ეკონომიკური ზრდის აღდგენის რეალური ნიშნები არ გამოჩნდება მანამ, სანამ კიდევ რამდენიმე თვე არ გაივლის.
მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტის მონაცემებით, სამომხმარებლო ნდობის ინდექსი მარტის თვის 57.3 საბაზისო პუნქტიდან 61.9 პუნქტამდე გაიზარდა აპრილში, რაც იმედის მომცემია იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ სამომხმარებლო ნდობის ინდექსი წარმოადგენს პირველ სიგნალს ვითარების გაუმჯობესებისკენ ეკონომიკის დაქვეითების დროს.
სამომხმარებლო ნდობის ზრდა უკვე ზედიზედ მეორე თვე მიმდინარეობს. ამასთანავე, მაჩვენებლის ზრდის კატალიზატორად გვევლინება, როგორც ინდექსის მდგენელი, რომელიც პასუხს აგებს ეკონომიკურ მდგომარეობაზე მოცემულ მომენტში (66.3 პუნქტი აპრილში მარტის 63.6 პუნქტთან შედარებით), ისე მოლოდინის ქვეინდექსიც, რომელიც მარტის თვის 53.5 პუნქტის შემდეგ გაიზარდა 58.9 პუნქტამდე აპრილში.

ინდექსის ეს დადებითი დინამიკა მარტისა და აპრილის განმავლობაში ასახავს ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებას სააქციო ბაზარზე, ასევე მცირე პოზიტივსაც აშშ-ს შრომით ბაზარზე, სადაც ბოლო მონაცემები ბაზრის მოლოდინზე უკეთესი აღმოჩნდა, იქიდან გამომდინარე, რომ აპრილის მეორე კვირაში უმუშევართა პირველადი დახმარებისთვის მიმართვების რიცხვი 53 ათასით შემცირდა, წინა კვირის მონაცემებთან შედარებით, და 610 ათასი შეადგინა. გარდა ამისა, სამომხმარებლო ნდობის ინდექსის ზრდაში ნაწილობრივ აისახება საცალო გაყიდვების მოცულობის ზრდაც (მარტში საცალო გაყიდვები მოულოდნელად 1.1%-ით დაეცა თებერვლის მონაცემებთან შედაერბით).
ყოველივე ეს იმედისმომცემია. სამომხმარებლო ნდობის ინდექსისა და მისი მდგენლების ზრდა შეიძლება შეფასდეს, როგორც აშშ-ში ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესება. მიუხედავად ამისა, ეკონომიკის აღდგენის შესახებ საუბარი ნაადრევია.
სამომხმარებლო ნდობის ინდექსის მაჩვენებელი მინიმალურ მნიშვნელობას – 55.3 პუნქტს, რომელსაც ნოემბერში მიაღწია, მხოლოდ რამდენიმე პუნტით აღემატება და თავის სშუალო მნიშვნელობამდე – 87 პუნქტამდე ჯერ კიდევ შორი გზა აქვს. ეკონომიკური აქტივობის სხვა ინდიკატორებზეც შეიძლება საუბარი: წარმოებაც, მოხმარებაც და მშენებლობაც, ისევე, როგორც სამომხმარებლო ნდობის ინდექსი, დღეისათვის მინიმუმებთან ძალიან ახლოს დგანან. რა თქმა უნდა, მრავალი მათგანის მიხედვით ზრდა შეიმჩნევა, მაგრამ ჯერჯერობით ეს ზრდა იმდენად მცირე და არასტაბილურია, რომ საშუალებას არ იძლევა, დასკვნა გაკეთდეს აშშ-ში ეკონომიკის ახლო მომავალში აღდგენასთან დაკავშირებით.

ამერიკელი მშენებლები იმედგაცრუებას იწვევენ
აშშ-ში საცხოვრბელი ფართების მშენებლობის ბაზრის აღდგენის იმედები, რომლებიც თებერვალში გაჩნდა, ნაადრევი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც თებრვალში ახალი მშენებლობების რიცხვმა 22%-ით აიწია წინა თვესთან შედარებით, 18 წლის განმავლობაში მაჩვენებლის ვარდნის ყველაზე ხანგრძლივი ციკლის შეჩერებამ ოპტიმიზმი წარმოშვა ინვესტორებში. წარმოიშვა იმის ვარაუდის საფუძველი, რომ საცხოვრებელი ფართების მშენებლობის ბაზარმა როგორც იქნა “ფსკერს მიაღწია. თუმცა, გასულ კვირაში გამოქვეყნებულმა მარტის სტატისტიკამ ინვესტორებს ბოლო იმედი გადაუწურა, რადგან თებერვლის მონაცემების გადახედვის შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 22%-ით ზრდის ნაცვლად 17%-ით შემცირდა. რაც შეეხება მარტის სტატისტიკას, არც მან აჩვენა უკეთესი შედეგი: ახალი მშენბელობების რიცხვი, სეზონური შესწორებების გათვალისწინებით, 10.8%-ით შემცირდა და წლიურ 510000-ს მიაღწია, რაც მოლოდინზე გაცილებით დაბალი მონაცემი აღმოჩნდა (550 000). მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რიცხვმა რეკორდული მინიმუმი დააფიქსირა და 9%-ით დაეცა, წინა წლის მარტის მონაცემებთან შედარებით. ერთოჯახიანი სახლების მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა მარტში 7.4%-ით დაეცა, რაც ასევე ძალიან ახლოსაა თავის ისტრიულ მინიმუმთან.

რეკორდულად დაბალ დონეზეა წლიური სტატისტიკაც. მაგალითად, ახალი მშენებლობების რიცხვი გასული წლის განმავლობაში 48%-ით შემცირდა, ხოლო იმ სამი წლის განმავლობაში კი, მას შემდეგ, რაც ამ მაჩვენებელმა პიკს მიაღწია, ახალი მშენებლობების რიხცვა 78%-ით დაიკლო. გასული წლის I კვარტალთან შედარებით ახალი მშენებლობების რიცხვი მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, 51%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება ნებართვების რაოდენობას, გასული ფინანსური წლის შედეგებით 51%-ით იკლეს. მეორად ბაზართან მკაცრი კონკურენციის პირობებში მშენებლები ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ შეამცირონ არარეაილზებული სახლების რიცხვი. თუმცა, ჯერჯერობით ახალი სახლების გაყიდვების რაოდენობა შემცირების გზაზეა, ხოლო მიწოდება პირიქით – იზრდება. ასეთ ფონზე ძნელია, მშენებლებს ოპტიმისტურად განწყობილები უწოდო, თუმცა გარკვეული პროგრესი, რასაკვირველია, სახეზეა. საცხოვრებელი სახლების მშენებელთა ეროვნული ასოციაციის (NAHB) მონაცემებით, ნდობის ინდექსი (1-დან 100-მდე სკალის პიორობებში) 9-დან 14 პუნქტამდე გაიზარდა.
ახალი მშენებლობების რაოდენობის ასეთი მკვეთრი დაცემა მარტში, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობებით ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სადაც მაჩვენებელი 26.3%-ით დავარდა. რაც შეეხება სამხრეთს, აქ აღნიშნული მაჩვენებელი 16.8%-ით შემცირდა, ხოლო შუა დასავლეთის შტატებში კი 15.9%-ით გაიზარდა. ერთ ოჯახზე გათვალისწინებული საცხოვრბელი სახლების მშენებლობების რაოდენობა მარტში რეკორდულად დაბალ დონემდე – 351000-მდე დაეცა, ხოლო აშენებული საცხოვრებელი ობიექტების რიცხვი კი 3.5%-ით გაიზარდა.
იმავდროულად მთავრობას ეშინია, რომ ყოველთვიური სტატისტიკა, სეზონური ვოლატირულობისა და სხვა სტატისტიკური შესწორებების გამო სწორად არ ასახავს საცხოვრებელი ფართების ბაზარზე არსებულ მდგომარეობას. უმეტეს შემთხვევაში მთავრობა იმაშიც არ არის დარწმუნებული, რეალურად გაიზარდა თუ შემცირდა მშენებლობების მოცულობა. ამის ნათელი მაგალითია თებერვლის სტატისტიკა. ხოლო მარტს რაც შეეხება, აქ კარგი იქნებოდა 11.6%-ის გათვალისწინება. ამიტომაც საჭიროა სტატისტიკური მონაცემების სერიოზული კორექტირება. იმისთვის, რომ მშენებლობების ახალმა ტრენდმა მიმართულება შეიცვალოს, სულ მცირე, 4 თვეა საჭირო. დღეისათვის ცოტას თუ ექნება ილუზია ბაზრის ამ სეგმენტის აღდგენის დაწყებასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ს ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა კარგად ხვდება, რომ სიტუაციის სტაბილიზაციის დასაწყებად ბევრი რამ არის საჭირო. და მაინც, უნდა ავღნიშნოთ, რომ ამერიკული ეკონომიკის დასუსტება მიმდინარე წლის მარტსა და აპრილის დასაწყისში მნიშვნელოვნად შენელდა. ქვეყნის 12-დან 5 ოლქში ეკონომიკური აქტივობის შემცირების ზომიერი ტემპი შეიმჩნევა, ზოგიერთ დარგში კი სტაბილიზაცია შეიმჩნევა მინიმალურ დონეზე. IV კვარტალში მშპ-ს 6.3%-ით შემცირების შემდეგ, ეკონომისტები ვარაუდობენ აშშ-ში ეკონომიკური აქტივობის შემცირებას I კვარტალში 5%-ით, ხოლო მიმდინარე კვარტალში კი – 1%-ით.

ევროპის ექსპორტი თითქმის ერთი მეოთხედით შემცირდა
ევროზონის ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი განაგრძობს კლებას. ამის ნათელი დადასტურება იყო გასული კვირის მონაცემები. მაგალითად, 17 აპრილს ევროპის სტტისტიკურმა ბიურომ ლუქსემბურგში წარმოადგინა ინფრომაცია, რომლის თანახმად იანვარში ევროზონის მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ევროპული საქონლის ექსპორტის მოცულობის ვარდნა გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა ბოლო 9 წლის განმავლობაში. ევროპულ საქონელზე შეკვეთების რაოდენობის კლება ეკონომიკის ყველა დარგში შეიმჩნევა, ავტოწარმოებით დაწყებული, ქიმიური მრეწველობით დამთავრებული. ევროპული საქონლის დიდი ბრიტანეთის შემდეგ სიდიდით მეორე მომხმარებელ ქვეყანაში, აშშ-ში გატანილი ექსპორტის მოცულობა გასულ წელს 27%-ით დაეცა, ბრიტანეთში გატანილი ექსპორტის მოცულობა კი – 29%, ჩინეთში – 26%-ით. რაც შეეხება სავაჭრო ბალანსს (Trade Balance), მისმა დეფიციტმა თებერვალში 2 მლრდ. ევრო შეადგინა, ხოლო სეზონური ცვლილეების გათვალისწინებით – 4 მლრდ. ევრო. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ სავაჭრო ბალანსის დეფიციტი თებერვალში 5 მლრდ ევრო იქნებოდა, ხოლო სეზონური ცვლელებების გათვალისწიებით კი – 4.9 მლრდ ევრო.
ევროპაში სიდიდით მეორე პორტის – ანტვერპენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის I კვარტალში ტვირთების გადაზიდვების მოცულობა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 19%-ით შემცირდა. არადამამშვიდებელია ადმინისტრაციის პროგნოზიც: წლის ბოლოს მოსალოდნელია ამ მაჩვენებლის შემცირება 15%-ით.

ევროზონიდან გლობალური ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ექსპორტის მოცულობის შემცირება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაგრძელდება, სანამ არ იქნება მიღწეული ეკონმიკური ვარდნის “ფსკერი და არ დაიწყება მისი აღდგენა. ჯერჯერობით კი ევროპელი მეწარმეეები მოთხოვნის არარსებობის პირობებში იძულებულნი არიან, შეკვეცონ თავიანთი წარმოების მოცულობა და შეამცირონ სამუშაო ადგილები, რაც სულაც არ უწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკის რეანიმაციას. თებერვალში უმუშევრობამ ევროზონაში სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო წარმოების მოცულობა კი ზედიზედ მეათე თვეა, მცირდება. ეკონომიკის ყველა დარგში კომპანიების ბრუნვა და შემოსავლები მცირდება. გასულ კვირას საყოფაცხოვრებო ტექნიკის უდიდესი მწარმოებელი – Royal Philips Electronics-მა განაცხადა, რომ მიმდინარე კვარტალი ზედიზედ მეორედ გახდა წაგებიანი, ხოლო იოგურტების უდიდესი მწარმოებელი ფრანგული კომპანია Group Danon SA-მ თქვა, რომ 1996 წლის შემდეგ პირველად გაყიდვების მოცულობის მკვეთრად დაცემის გამო კომპანიის კვარტლური შემოსავალი 2.3%-ით შემცირდა.
მაკროეკონომიკურმა სტატისტიკურმა მონაცემებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ რეგიონის ეკონომიკას ხელისუფლების მხარდაჭერა სჭირდება. იმავდროულად ევროპის სამმართველო საბჭოს წევრებს შორის, რომლებიც ევროპის რეგიონში განსაზღვრავენ მონეტარულ პოლიტიკას, სერიოზული უთანხმოებებია. ჟან კლოდ ტრიშეს მიერ ევროპის ცენტრალური ბანკის 6 წლიანი მმართველობის განმავლობაში პირველად ხდება, რომ საბჭოს წევრებს შორის არ არის ერთიანი აზრი იმაზე, ღირს თუ არა აშშ-ის, დიდი ბრიატნეთის და იაპონიის ცენტრალური ბანკების მიბაძვა, რომლებმაც თავიანთი საბაზისო განაკვეთები თითქმის ნულამდე დაიყვანეს და ეკონომიკაში დიდი რაოდენობით ფული ჩაუშვეს.
Bundesbank-ის მმართველი აქსელ ვებერი წინააღმდეგია ეცბ-ს მიერ საპროცენტო განაკვეთის 1%-ზე მეტად შემცირების და არც სახელმწიფო სავალო ქაღალდების გამოსყიდვას უჭერს მხარს. იმავდროულად, პრინციპულად საწინააღმდეგო აზრს ემხრობიან საბერძნეთისა და კვიპროსის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები, რომლებსაც მიზანშეწონილად მიაჩნიათ განაკვეთის შემდგომი შემცირების შესაძლებლობა და სავალო აქტივების გამოსყიდვა დეფლაციის რისკის თავიდან არიდების მიზნით. რადიკალურად განწყობილ მხარეებს შორის, შუალედური პოზიცია უკავიათ ავსტრიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს ედვარდ ნოვოტნის, რომელიც ეთანხმება რა ვებერს იმაში, რომ არ ღირს საბაზისო განაკვეთის შემცირება 1%-ზე მეტად, დარწმუნებულია სავალო აქტივების გამოსყიდვის სისწორეში. ასეა თუ ისე ტრიშეს ბოლო განცხადებების მიხედვით, რომლებიც 17 აპრილს ტოკიოში გააკეთა, აღნიშნული განაკვეთის შემცირების შემთხვევაში ეს მხოლოდ 25-ე საბაზისო პუნქტი იქნება. რაც შეხება ევროპის რეგიონის მხარდაჭერის სხვა არასტანდარტულ ზომებს, ტრიშემ უარი თქვა მათ კომენტირებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ “როგორიც არ უნდა იყოს ecb-ს გადაწყვეტილება, ისინი სრულად გაითვალისწინებენ ევროზონის ეკონომიკის ფინანსურ სტრუქტურას და მონეტარული ხელისუფლების საშუალოვადიან სტრატეგიას შეუთანხმდება”.

1 ბარელი ნავთობის ფასი 50 დოლარის ირგვლივ ბრუნავს
სააღდგომო დასვენების შემდეგ ტრეიდერები “შავი ოქროს” ბაზარზე პესიმისტური განწყობაა. ამის მიზეზი მისი მოხმარების შესახებ პროგნოზები გახდა, რომელიც დღეში 83.4 მლნ. ბარელად იქნა შეფასებული 2009 წლის განმვლობაში, რაც 2.4 მლნ. ბარელით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. შედეგად New York Mercantile Exchange-ზე მაისის ფიუჩერსული კონტრაქტების ფასი WTI მარკის ნავთობზე ფასი 50.05 დოლარამდე შემცირდა 1 ბარელზე. ხოლო ლონდონში InterContinental Exchange-ზე კი მაისის კონტრაქტის ფასი Brent Crude ნავთობზე 52.14 დოლარის ნიშნულზე დაიხურა 1 ბარელზე.
ამ ფაქტორმა აიძულა ბაზრის მონაწილეები, რომ დაბრუნებოდნენ მოხმარების შემცირებისა და მარაგების ზრდის პრობლემას. ამასობაში უყურადღებოდ დარჩა წინასწარი მონაცემები ჩინეთში ვაჭრობის შესახებ, რომლის თანახმად ქვეყნაში ნედლი ნავთობის იმპორტი მარტში მეოთხედზე მეტად გაიზარდა წინა თვესთან შედარებით.
ნავთობის ფასების შემცირებას ხელი შეუწყო უარყოფითმა მაკროეკონომიკურმა ცნობებმაც: გამოქვეყნებულ იქნა მონაცემები აშშ-ში სამრეწველო ფასებისა და საცალო გაყიდვების მოცულობის დინამიკის შესახებ, რომელბიც შესაბამისად 1.2% და 1.1%-ით შემცირდნენ, ასევე მონაცემები სასაქონლო და ნახევარფაბრიკატების მარაგების შესახებ, რომლებიც 1.3%-ით შემცირდა. ასეთ ფონზე შემცირდა წამყვანი საფონდო ინედექსები, რამაც თავის მხრივ, ნავთობის ბაზარზე არსებული ინვესტორების განწყობაზე მოახდინა გავლენა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს უკანასკნელები საფონდო ბაზრის დინამიკას აღიქვამენ ეკონომიკური სიტუაციის შემდგომი განვითარების ინდიკატორად.
ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად იმოქმედა აშშ-ის ენერგეტიკული სამმართველოს (EIA) ნავთობის მარაგების ზრდად დინამიკაზე გავლენა იქონია რიგმა ფაქტორებმა, რომელთა შორისაა მისი გადამუშავების მოცულობის შემცირება, იმპორტის ზრდა, აშშ-ში საკუთარი ნავთობმოპოვების ზრდა, გარდა ამისა, გრძელდება მოთხოვნის შემცირება.
16 აპრილს ნავთობზე ფასები უმნიშვნელოდ გაიზარდა. ამის მიზეზი იყო გამოქვეყნებული ინფორმაცია აშშ-ში უმუშევართა პირველადი დახმარებისთვის მიმართვების რიცხვის შემცირების შესახებ. შედეგად, ფასები ნავთობზე 50 დოლარი/ბარელზე ნიშნულის ოდნავ ქვევით დაიხურა, თუმცა, ეს ზრდა შეზღუდული იყო აშშ-ში ნავთობმარაგების დიდი მოცულობით. Bარცლაყს ჩაპიტალ-ის ანალიტიკოსთა აზრით, ეს ხელს შეუშლის უახლოეს მომავალში ნავთობის ბაზრის განვითარებას დადებითი მიმართულებით. ეს უმნიშვნელო ზრდა ფუნდამენტალურად გამართლებული იყო, რადგან მიწოდების გამოხატული სისუსტე (როგორც ოპეკის მიერ მოპოვების მოცულობის შემცირების, ისე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნებში ნავთობწარმოების მოცულობის შემცირების გამო) აბათილებს მოთხოვნის მკვეთრად შემცირებას. და მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფაქტორების თანაფარდობა მის შემდგომ ზრდაზე მიუთითებს, ანალიტიკოსების აზრით, მოკლევადიან პერსპექტივაში ფასები ჩამოყალიბებული დიაპაზონის ფარგლებში იმოძრავებს სულ მცირე იმ დრომდე, სანამ ნავთობის მარაგებთან დაკავშირებული პესიმისტური განწყობა არ შეიცვლება უკეთესობისკენ. ზემოთ აღნიშნულის გარდა, ნავთობის ბაზარს მხარდაჭერა აღმოუჩინა ასევე ცნობამ იმის შესახებ, რომ ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა პირველად ბოლო 5 თვის განმავლობაში გაზარდეს ნავთობის გადამუშავების მოცულობები.
ბოლოს ჩამოყალიბებული პოზიტიური ფონის მიუხედავად, “შავი ოქროს” ბაზრმა მაინც ვერ მოახერხა წინსვლა. ფასების ნამატმა შეზღუდა დოლარის გამყარება ევროსთან მიმართებაში. ევროპული ვალუტის კურსი შემცირდა ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობაში არსებული უთანხმოებებისა და დაკრედიტების ღირებულების შემცირების გამო. ეცბ-ს საბჭო ვერ თანხმდება, ღირს თუ არა საბაზისო განაკვეთის შემცირება. ანალიტიკოსების აზრით, ეს უთანხმოებები ხელს უშლის ეკონომიკის მხარდასაჭერი ზომების დროულად განხორციელებას, რაც აღრამავებს რეცესიას.