იაპონიის ეკონომიკას 50 მილიარდი დასჭირდება

იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაში პოლიტიკურ წინააღმდეგობას წააწყდეს, რადგანაც გაყიდვის გადასახადის დაგეგმილმა ზრდამ შესაძლოა ეკონომიკური ზრდა შეანელოს. Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ იაპონიის შანსი 2008 წლის შემდეგ მეოთხედ გადაეშვას რეცესიაში, 30%-ს უტოლდება. ეს უკავშირდება გაყიდვებიდან გადასახადის 5%-დან 8%-მდე გაზრდას მომავალი წლის აპრილში. იაპონიას დასჭირდება ახალი მასტიმულირებელი ღონისძიებების პაკეტი 5 ტრილიონი იენის მოცულობით (50 მილიარდი დოლარი) იმისთვის, რომ გადასახადის ზრდის შედეგები შეარბილოს.

ზრდის შენელებამ შესაძლოა აბეს რეპუტაცია შეარყიოს, რომელიც ხალხს დაჰპირდა, რომ ქვეყნის ეკონომიკას ააღორძინებდა. ამასთან, გადასახადებთან დაკავშირებული დაპირებების შეუსრულებლობამ შესაძლოა შეარყიოს იაპონიის დაპირებისადმი ნდობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის სავალე ზეწოლას გაუმკლავდება.

მმართველ პარტიაში უთანხმოება უკვე აშკარაა. სტრუქტურულმა რეფორმებმა, რომლებიც გულისხმობს ტრანს-წყნარი ოკეანიის პარტნირობაში გაწევრიანებას, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, იაპონიის სასოფლო სამეურნეო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაძლიერების შესაძლებლობას იძლევა. მაგრამ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა უკვე განაცხადა, რომ პარტნიორობის წევრობის წინააღმდეგ გამოვა.

აღსანიშნავია, რომ გადასახადი გაყიდვებიდან 2015 წელს 10%-მდე უნდა გაიზარდოს. ქვეყნის ეკონომიკა მიმდინარე წლის I კვარტალში 4,1%-ით გაიზარდა წლიურ გამოხატულებაში. იაპონიის ფინანსთა მინისტრმა ტარო ასომ განაცხადა, რომ ხელისუფლება გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს მშპ-ის II კვარტლის მონაცემების შემდეგ, რომლის გამოქვეყნებაც 9 სექტემბერს იგეგმება.

იაპონიამ აღნიშნული გადასახადი ბოლოს 1997 წელს გაზარდა, როცა 3%-დან იგი 5%-მდე ავიდა და ქვეყნის ეკონომიკა ამის შემდეგ 20-თვიან რეცესიაში ჩაეშვა. ეჭვგარეშეა, რომ ხელისუფლებას დასჭირდება დამატებითი სახსრები, ამიტომ აბემ შესაძლოა გადადოს კორპორატიული შემოსავლებზე გადასახადის შემცირება 2015 წლამდე, როცა გადასახადი გაყიდვებიდან 2-ჯერ იქნება გაზრდილი.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial