პლასტიკური ბარათების ბაზრის ტენდენციები

რედაქციისგან

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2009 წლის აგვისტოსთვის საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ემიტირებული და მიმოქცევაში არსებული პლასტიკური ბარათების რაოდენობამ 3,6 მილიონი შეადგინა, რაც 2008 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 16%-ით აღემატება. არსებული პლასტიკური ბარათებიდან 89,8% – სადებეტო, 10,2% კი საკრედიტო ბარათებზე მოდის.

იმოქცევაში არსებული ბარათების 82%-ს “VISA” ბარათები შეადგენს, “EURO CARD” და “MASTER CARD” ბარათებზე 11,5% მოდის, დანარჩენი ბარათების წილი 6,5%-ია. 2009 წლის აგვისტოს მდგომარეობით, რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული ბარათებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა 353,7 მლნ. ლარით განისაზღვრა, 2008 წელს იგივე მაჩვენებელი 317,4 მლნ. ლარს შეადგენდა ანუ ზრდა 11,4% იყო.
2009 წლის აგვისტოში კომერციული ბანკების კუთვნილი ბანკომატებითა და პოსტერმინალებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა 350 მლნ. ლარს გაუტოლდა. ოპერაციების საერთო მოცულობიდან 94,8% რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული ბარათებით ქვეყნის შიგნით განხორციელებულ ოპერაციებზე, ხოლო 5,2% – ამავე ბარათებით საზღვარგარეთ განხორციელებულ ოპერაციებზე მოდის.
საქართველოს პლასტიკური ბარათების ბაზარზე სიახლეა. “საქართველოს ბანკმა”” საქართველოში American Express Card-ისა და American Express Gold Caრდ-ის გამოშვება დაიწყო. American Express Cardხელმისაწვდომი იქნება მათთვის, ვისი ყოველთვიური ანაზღაურებაც შეადგენს ან აღემატება 400 ლარს, ხოლოAmerican Express Gold Card მაღალშემოსავლიანი სეგმენტისთვის არის განკუთვნილი.
ამ ბარათების მფლობელი ავტომატურად ჩაერთვება American Express-ის მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ Mემბერსჰიპ ღეწარდს-ის პროგრამაში, რომელიც ბარათის მფლობელს საშუალებას აძლევს, მიიღოს ქულები და შემდეგ გადაცვალოს ისინი ტურისტული და საცალო ვაჭრობის სხვადასხვა ობიექტების მომსახურებასა ან პროდუქტში.
American Express Gold Card და Aმერიცან Express Card მომხმარებელს სთავაზობს საქართველოს ბაზრისთვის სრულიად ახალ მომსახურებას, ისევე როგორც არაერთ ძირითად სარგებელს, რომელიც დაკავშირებულია American Express-ის ბრენდთან და პროუდქტებთან მსოფლიოს მასშტაბით. ბარათის მფლობელები ქულებს მიიღებენ ყოველ ჯერზე, როდესაც თავიანთ კუთვნილ ბარათს გამოიყენებენ; როდესაც ბარათს პროდუქციის ყიდვისას გამოიყენებენ, მიიღებენ სამჯერ მეტ ქულას, ვიდრე ბარათით ნაღდი ფულის გამოტანისას. ეს კლიენტებს საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად გადაცვალონ ქულები მათთვის სასურველ სერვისებსა თუ პროდუქტებში. ქულებს არასდროს გასდის ვადა და ბარათის მფლობელს შეუძლია, ქულების სანაცვლოდ მიიღოს სხვადასხვა სახის ექსკლუზიური სამოგზაურო პაკეტები – ავიაგადაფრენები, სპა მომსახურება, თანამედროვე ელქტრონული ხელსაწყოები, ცნობილი ბრენდის საათები თუ კოსმეტიკა.
American Express Gold Card-ის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მაღალი ხარისხის ტურისტული მომსახურება და ისიამოვნონ ექსკლუზიური სამოგზაურო შეთავაზებებით Gold Travel Service-ისგან. Gold Travel Service არის ტურიზმის ექსპერტი კონსულტანტებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელთაც გამოცდილება აქვთ მოგზაურობის ყველა ეტაპის დაგეგმვაში. ამასთანავე, საზღვარგარეთ მოგზაურობისას ბარათის მფლობელებს სამოგზაურო და ჯანმრთელობის დაზღვევა დაიცავს ზარალისა და სამედიცინო დანახარჯებისგან. American Express Gold-ის მფლობელებს Travel Inconvenience Insurance უზღვევს ძირითად ხარჯებს იმ შემთხვევაში, თუ გადაიდო ან გაუქმდა რეისი, იგვიანებს, დაიკარგა ბარგი და ასე შემდეგ. ბარათების მიერ უზრუნველყოფილი დაზღვევა საშუალებას იძლევა, შენგენის ქვეყნის ვიზაზე განაცხადი დამატებითი დანახარჯების გარეშე გაკეთდეს.
ბრენდირებულ მაღაზიაში თუ ონლაინ შოპინგის დროს American Express ბარათებით განხორციელებული ყველა შენაძენი ავტომატურად დაზღვეულია მოპარვისა და დაზიანებისგან. ბარათის მფლობელები ასევე სარგებლობენ თაღლითობისგან დაცვით და არ დაეკისრებათ ხარჯები, თუკი ბარათი დაკარგეს ან მოპარეს.
ბარათების მფლობელებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ მაღალი საკრედიტო ლიმიტით და 55-დღიანი უპროცენტო კრედიტით სავაჭრო ოპერაციების განხორციელების ან ნაღდი ფულის გამოტანისას.
ბარათის მფლობელთათვის ხელმისაწვდომი იქნება ნაღდი ფული “საქართველოს ბანკის”” ნებისმიერ ბანკომატში და 800 ათასზე მეტ ბანკომატში მსოფლიოს მასშტაბით. წელს “საქართველოს ბანკი”” 100 000 ბარათის გამოშვებას გეგმავს.
1850 წელს დაფუძნებული American Express Company diversificirebuli კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სამოგზაურო, ფინანსურ და ქსელურ მომსახურებას ეწევა. ის მსოფლიოში ლიდერი კომპანიაა სხვადასხვა ტიპის საკრედიტო ბარათების, სამოგზაურო ჩეკების, სამოგზაურო და ბიზნესმომსახურებაში. კომპანიას მსოფლიოს 128 ბაზარზე აქვს წარმომადგენლობა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial