ჩრდილოვანი ბანკების სატყუარა

ჩრდილოვანი ბანკები ფინანსური კრიზისის ხელშემწყობნი გახდნენ, უკეთესმა რეგულირებამ იგივეს განმეორება შეიძლება თავიდან აგვაცილოს
მარკ ქერნი, ინგლისის ბანკისა და ფინანსური სტაბილურობის საბჭოს (FSB) ხელმძღვანელი, გამოვიდა ინიციატივით, რომელიც მომავალი ფინანსური კრიზისის ალბათობის აღმოფხვრას უკავშირდება. მისი შეფასებით, მთავარია მსოფლიოს ეკონომიკის წინაშე მდგარი მთავარი საფრთხეების იდენტიფიცირება. მან ასეთად განვითარებად ბაზრებზე ე.წ. ჩრდილოვანი ბანკები დაასახელა.

ინგლისის ბანკის ხელმძღვანელის შეფასებით, ასეთ ბანკებს ნამდვილად აქვთ „პოტენციალი“ მსოფლიო ეკონომიკის ურჩხულებად იქცნენ. ისინი სწრაფად მზარდი ინსტიტუტებია, რაც არ არის ცუდი თუ მათ სწორად ვმართავთ, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შენელებული მოქმედების ნაღმებად შეიძლება იქცნენ.

FSB ჩრდილოვან ბანკებს განიხილავს, როგორც არა ტრადიციულ ბანკებს, არამედ საკრედიტო ინსტიტუტებს, რომელთაც გლობალური ფინანსური სისტემის მეოთხედი უკავიათ. გასული წლის დასაწყისში მათი აქტივების საერთო მოცულობა 71 ტრილიონ აშშ დოლარს აღწევდა, 10 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შდარებით ეს 26 ტრილიონი აშშ დოლარით მეტია. ზოგიერთ ქვეყანაში ჩრდილოვანი ბანკები კიდევ უფრო სწრაფად მზარდი სექტორია: მხოლოდ ჩინეთში ისინი 2012 წელს 42%-ით გაიზრდნენ.

მაგრამ აზრთა სხვადასხვაობაა იმსათან დაკავშირებით, თუ რა თვლება ჩრდილოვან ბანკად. მთავარი დეტერმინანტი კრედიტებია (ყველაფერი, ჩინური სატრასტო ფონდებიდან დაწყებული ფულადი ფონდებით დამთავრებული). უფრო ფართო გაგებით,

ჩრდილოვან საბანკო სექტორს შეიძლება მივაკუთვნოთ ყველაფერი, რაც ბანკების მსგავს საქმიანობას ახორციელებენ, მაგრამ არ რეგულირდებიან, როგორც ბანკები: მაგალითად ავიღოთ, Vodafone-ის მიერ შეთავაზებული მობილური გადახდების სისტემა ან ტექნოლოგიური კომპანია BlackRock-ის მიერ შეთავაზებული ობლიგაციებით ვაჭრობის პლატფორმა და საინვესტიციო პროდუქტები. მსგავსი მომსახურების მასშტაბები სულ უფრო იზრდება და ისინი ანაცვლებენ ტრადიციულ საბანკო სისტემას

რომელთაც ფინანსური კრიზისის შემდეგ მძიმე დროება უდგათ: გამკაცრებული რეგულაციები, კაპიტალის გაზრდილი მოთხოვნები, დაუსრულებელი იურიდიული დავები და უზარმაზარი ჯარიმები. ამ დანაკარგების კომპენსირებას ბევრი ბანკი დაკრედიტების შემცირებისა და ხშირად მთლიანი ფილიალების დახურვით პასუხობს. მაგალითისათვის, აშშ-ში საინვესტიციო ბანკებს აღარ აქვთ უფლება საკუთარი ანგარიშებით ივაჭრონ გარკვეული ზღვარს ზემოთ. 2007 წლიდან მოყოლებული ბრიტანულმა ბანკებმა ბიზნესის დაკრედიტება 30%-ით შეამცირეს. ახლახან გახდა ცნობილი, რომ Barclays ბანკი 14 000 თანამშრომლის შემცირებას აპირებს. ამ ხვრელებს კი ჩრდილოვანი ბანკები ავსებენ.

bankebi -2 mark qrni

სასარგებლო არგუმენტები

არავინაა იმის წინააღმდეგი, რომ ბანკებს კონკურენტები ჰყავთ საკუთარ ბიზნესში: მაგალითად, ცუდი იმაში არაფერია, რომ Google-ს შეუძლია დაეხმაროს ხალხს, უკეთესად მართონ საკუთარი ფულადი რესურსი. თუმცა, საკამათოა დაკრედიტების საკითხები. რაღაც ეტაპზე კარგია, რომ გაჩნდა ინსტიტუტები ტრადიციული კომერციული ბანკების გვერდით, რომლებიც აკრედიტებენ ბიზნესს, მაგრამ როგორი სახე შეიძლება მიიღოს ყოველივე ამან?

ბანკების რეგულირება რამდენიმე მიზეზის გამო ხდება: მათ აქვთ „გადახდისუნარიანიობის შეუთავსებლობები“ (სესხულობენ თანხას უმეტესწილად მოკლე პერიოდით, მაშინ როცა გაასესხებენ მას ხანგრძლივი ვადით), ლევერიჯის დიდი მოცულობა და, ამასთანავე, ბანკები ბევრ სხვა ფინანსურ ინსტიტუტთან ერთად, ჩართულნი არიან ფინანსურ ოპერაციებში, რაც სექტორს საკმაოდ არამდგრადს ხდის. შედეგად, როდესაც კომერციულ ბანკებს ცუდი დროება უდგათ, ეს გადასახადის გადამხდელებისთვის ყელში წაჭერილი ყულფივითაა, რადგან მთავრობები დეპოზიტების გარანტორებად გამოდიან და მსგავსი გიგანტური ფინანსური ინსტიტუტების გაკოტრებას არ დაუშვებენ. ასე რომ, თუ დაკრედიტება გარკვეული მასშტაბებით სხვა ინსტიტუტების ხელში გადავა, ფინანსური სისტემა უფრო მყარი გახდება.

ამ მიზეზების გამო, მისტერ ქერნი კმაყოფილი უნდა იყოს, დავუშვათ, ბრიტანული ლუდის მწარმოებელი კომპანია გრძელვადიან სესხს ბანკების ნაცვლად საპენსიო ან სადაზღვევო ფონდიდან რომ იღებს გრძელვადიანი ვალდებულებებით. თუ სესხი „გაშავდა“, კრედიტორი დაკარგავს ფულს, მაგრამ ლევერიჯის გარეშე, ამ შემთხვევაში, დანაკარგი ნაკლებად დააზრალებს სხვებს.

მიუხედავად ამისა, ცუდად რეგულირებული ჩრდილოვანი ბანკები ისეთივე საშიშნი შეიძლება იყვნენ, როგორც კომერციული ბანკები. ფინანსურ კრიზისში ერთ-ერთი დამნაშავე „სტრუქტურული საინვესტიციო მანქანა“ იყო, ბანკების მიერ სესხების ბონდებად გაყიდვა. ეს იყო დამოუკიდებელი ოპერაციები, მაგრამ როცა ფინანსური კრიზისი დაიწყო, ბანკებმა კრიზისში ერთმანეთი ჩაითრიეს. არასტაბილურობის კიდევ ერთი წყარო ფულადი ფონდები იყვნენ, რომელთა საშუალებითაც კომპანიები და ფიზიკური პირები საკუთარი თავისუფალი ფულადი რესურსების ინვესტირებას ახდენდნენ. თავდაპირველად ეს ურისკო ინვესტიციები ჩანდა, მაგრამ განვითარებულმა მოვლენებმა – საპირისპირო დაამტკიცა.

ჩინეთის შავი ფული

ფინანსური კატაკლიზმები გამკაცრებული რეგულირების აუცილებლობაში გვარწმუნებს – მიიჩნევენ დასავლელი ანალიტიკოსები. ჩრდილოვანი ბანკების ქმედებებს უფრო მეტი ზარალიანობა მოჰყვა და ეს მომავალში კატასტროფად შეიძლება იქცეს. მათი ვალდებულებები მომწიფების პერიოდში გადახდისუუნაროდ იქცა, რამაც ფინანსური სექტორის დანაკარგები გაზარდა. ყველაზე შემაშფოთებელი იყო ის, რომ მათ ტრადიციული ბანკებიც ჩაითრიეს კრიზისში, რომელთაც საკუთარი პრობლემებიც თავზე საყრელი ჰქონდათ. ჩრდილოვანი ბანკებისთვის ტრადიციული კომერციული ბანკები ან კრედიტორების როლში იყვნენ ან სხვა გზით მონაწილეობდნენ მათ ოპერაციებში. გასაკვირი არ არის, რომ ჩრდილოვანი ბანკები, რომლებიც ამ ფორმით რეგულაციებისგან თავის დაღწევის მიზნით იქმნება, ისეთივე სარისკონი გახდნენ, როგორც კომერციული ბანკები.

ბევრ ქვეყანაში შემოღებული ახალი რეგულაციები მსგავსი სქემებისგან თავის დაცვას ემსახურება. სტრუქტურული საინვესტიციო აქტივობების განხორციელებისას ბანკებმა უნდა გაითვალისწინონ საკუთარი საბალანსო უწყისების მონაცემები. ფულის ფონდები უნდა ფლობდნენ მეტ ლიკვიდიურ აქტივებს, გაკოტრებისაგან თავის დაცვის მიზნით. ასევე უნდა შეიზღუდოს ლევერიჯის მასშტაბები და ზედა ზღვარი უნდა დაწესდეს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვის.

მიუხედავად ამ ზომებისა, ინგლისის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ჩრდილოვანი ბანკების მუშაობის ტექნიკა ჯერ მაინც ძალიან შორსაა სრულყოფილებისგან. მაგალითად, ამერიკელი მარეგულირებლები ჯერ ისევ ქმნიან იმის ილუზიას, რომ ფულის ფონდებში სახრების ინვესტირება ინვესტორებისთის უსაფრთხოა. „აუცილებელია, რომ მარეგულირებლებიცა და ფინანსური ინსტიტუტებიც უფრო მეტად გულახდილი იყვნენ მომხმარებლების წინაშე“ – მიიჩნევენ დასავლელი ანალიტიკოსები.

bankebi 3

ყველაზე დიდი საფრთხე კი მოდის ჩინეთიდან, სადაც მარეგულირებელი ნორმები ტრადიციული ბანკების მიმართ საგანგაშო დონეზეა. კომერციულ ბანკებს ჩინეთში ეკრძალებათ გარკვეულ ინდუსტრიებში ინვესტიციების განხორციელება არსებულ ზღვარს ზემოთ, ასევე აქვთ აკრძალვები დეპოზიტებზე ზედმეტად მიმზიდველი მაღალშემოსავლიანი შეთავაზებების გაკეთებაზე. ამიტომ ჩინეთში კომერციული ბანკები ამ აქტივობებს ახორციელებენ ჩრდილოვანი საბანკო ინსტიტუტების საშუალებით, რომლებიც მსგავსი რეგულაციებისგან თავისუფალნი არიან. რთულია იმის დაჯერება, რომ ამ გზით გაცემული სესხები ნაკლებრისკიანია, მიუხედავად ამისა, ისინი კვლავაც წარმოადგენენ ინვესტორებისთვის დიდი ინტერესის საგანს.

ამგვარად, ყალიბდება ახალი კრიზისის საფუძველი. რთული წარმოსადგენი არ არის, რომ ამ სესხების მასშტაბებიდან გამომდინარე, ჩინეთის (ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ქვეყნის) მთავრობა ისევე მოიქცევა, როგორც კომერციული ბანკების შემთხვევაში და ბაზრის ლიკვიდურობის ასამაღლებლად გაცემული სამთავრობო დანახარჯები ძალიან დიდი იქნება.

„ამიტომ, რაც უფრო მალე მოხდება სარისკო ინვესტიციების იდენტიფიცირება და ყველაფრისთვის საკუთარი სახელის დარქმევა, მით უფრო ადვილი იქნება მომდევნო კრიზისის თავიდან აცილება. ჩრდილოვან ბანკებს მართლაც შეუძლიათ ფინანსური სექტორი უფრო სტაბილური გახადონ, მაგრამ მხოლოდ გამჭვირვალობისა და სწორი რეგულირების შემთხვევაში“ – წერენ დასავლელი ანალიტიკოსები.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial