შაქარი გაიაფდა

თსუ პროფესორი ემზარ ჯგერენაია

მარტში, მსოფლიო ეკონომიკის ძირითადი თემა პროდუქტებზე, ოქროსა და ნავთობის გამოკლებით, ფასების გაიაფება იყო. დოლარმა პოზიცები გაიმყარა და განსაკუთრებით ევროს მიმართ ბოლო ხანებში მაქსიმუმს მაღწია. ამან ხელი შეუწყო იმას, რომ შაქარზე, ბრნიჯზე, პურსა და სხვა პროდუქტებზე ფასებმა დაიწა – შაქარი 720 დოლარიდან 520-მდე ჩამოვიდა, ხოლო ხორბალი 480 დოლარი გახდა, გაიფდა ბუნებრივი გაზი და ლითონები.

ყოველივე ეს ხდება კრიზისის ახალი ტალღის მოლოდინის და დავალიანებათა კრიზისის გამწვავების ფონზე. მუხედავად იმასა, რომ საბერძნეთის მიმდინარე დავალიანების პრობლემა ყველას პირზე აკერია და 27 მილიარდის გამო ევროს გაუფასურება ემუქრება, ყველაზე მთავარი პრობლებმა ოკეანის გამღმაა.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სიტემის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის 2009 წლის მოცულობის – 14,3 ტრილიონის ფონზე მოსახლეობის ვალმა 13,5 ტრილიონი დოლარი შეადგინა, კორპორაციებისა – 7,2 ტრილიონი, ფედერალური მთავრობის ვალმა – 7,8 ტრილიონი, შტატების და ადგილობრივი ხელისუფლების ჩათვლით მთლიანმა დავალიანებამ 50,4-ს გადააჭარბა.
მიუხედავად ამისა, ფედერალურმა ხელისუფლებამ ბოლო რვა კვარტლის განმავლობაში 52%-ით გაზარდა თავსი დავალიანება, რაც მსოფლოს აშფოთებს. ის მთელი მსოფლოს საფინანსო სისტემას დესტაბილიზაციით ემუქრება.
ნიუ იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის მონაცემებით, 2009 წლის ბოლოსათვის მიმოქცევაში იყო 890 მილიარდის მოცულობის დოლარის კუპიურები, აქედან 65% – საზღვარგარეთ, ანუ 580 მილიარდი, ამ გზით, ინფლაციის გათვალისწინებით “სენიორაჟის”” სახით ყოველწლიურად აშშ 30 მილიარდ დოლარს ღებულობს, მაგრამ დავალიანების გამო მთელს მსოფლიოში დეპოზიიტები დოლარში მცირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა სავალუტო გარგიების 86% დოლარზე მოდის, მისი ვარდნა სერიოზულ, არნახულ კრიზისს გამოიწვევს, თუმცა შტატებში ინვესტიციები იზრდება, ხოლო საზღვარგარეთ ამერიკული ინვესტიციები მცირდება.
დავალიანების პრობლემა აშშ-ს და მთელს მსოფლიოს ემუქრება. დღეს, როგორც სააგენტო “როიტერი”” აცხადებს, ამერიკის ეკონომიკა მხოლოდ მონეტარული მხარდაჭერით სულდგმულობს, მაგრამ როდემდე?
მარტის ბოლოს იაპონიის თებევრლის თვის სავაჭრო ბალანსი გამოქვეყნდა, რაც ბევრი სკეპტიკოსისთვის მოულოდნელი სიურპირიზი აღმოჩნდა: იაპონიის ფინანსთა სამინიტროს განცხადებით, 1982 წლიდან ქვეყანას სავაჭრო ბალანსის პროფიციტის ზრდის ასეთი ტემპი არასოდეს ჰქონია. თებერვალში ექსპორტი 45,3%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და მიაღწია 5,1 ტრილიონ იენს. ანალიტიკოსების აზრით, იაპონიის ექსპორტის ზრდის კატალიზატორი აზიური ქვეყნების მოთხოვნის ზრდა გახდა, მაგალითად, ჩინეთში ექსპორტი 47,7%-ით გაიზარდა, თუმცა მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა, როგორც აშშ-ის, ასევე ევროპული ქვეყნების მხრიდანაც. “ტოიოტას” პრობლემების მიუხედავად, აშშ-ში ექსპორტის მაჩვენებელი სწორედ ავტომობილებზე მოთხოვნამ განაპირობა.
გერმანიაში გამოქვეყნდა მიუნხენის ინსტიტუტის IFO-ს მიერ გაკეთებული გამოკვლევები საქმიანი აქტივობის შესახებ. გამოიკითხა გერმანული უმსხვილესი კომპანიების მაღალი რგოლის 7000 მენეჯერის განწყობა და აღმოჩნდა, რომ იგი საკმაოდ პოზიტიურია. გერმანელი მწარმოებლები მომავალს იმედის თვალით შესცქერიან და ფიქრობენ, რომ მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე საზღვარგარეთ მოთხოვნა გაიზრდება. საქმიანი განწყობის მაჩვენებელი თებერვლის 95,2 პუნქტიდან მარტში 98,1-მდე გაიზარდა. თუმცა, გერმანელი მომხმარებელი მოლოდინთან დაკავშირებით უფრო თავშეკავებულია – ნიურნბერგის ინსტიტუტის GფK-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ გამოკითხული 2000 მომხმარებლიდან უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოთხოვნა მართალია არ მცირდება, მაგრამ არც იზრდება. ექსპერტები ელიან, რომ მომხმარებლის ნდობის მაჩვენებელი აპრილში, ადრე ნავარაუდევი 3,1 პუნქტამდე დაცემის მაგივრად, მარტის ნიშნულზე – 3,2 დარჩება.
ევროპული კომპანიების მენეჯერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც ლონდონის Markit economics-მა ჩაატარა, დამამუშავებელ მრეწველობასა (PMI Manufacturing) და მომსახურების სფეროში (PMI Services) გაყიდვებზე მენეჯერების მოლოდინის საერთო ინდექსი (PMI Composite) ევროზონაში, თებერვლის 53,7 პუნქტიდან 55,5 პუნქტამდე გაიზარდა, როცა 53,8 პუნქტს პროგნოზირებდნენ, ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2007 წლის აგვისტოს შემდეგ.
ევროზონის წამყვან ქვეყნებში, გერმანიასა და საფრანგეთში ეკონომიკის რეალურ სექტორებში ზრდა შეინიშნება, PMI Mანუფაცტურინგ ინდექსი გერმანიაში 57,2 პუნქტიდან 59,6 პუნქტამდე გაიზარდა (პროგნოზირებდნენ ვარდნას 56,8 პუნქტამდე), ხოლო საფრანგეთში იგივე ინდექსი 54,9 პუნქტიდან 56,3 პუნქტამდე გაიზარდა (პროგნოზირებდნენ 54,6 პუნქტამდე ზრდას), თითქმის იგივე დინამიკაა PMI შერვიცეს ინდექსის თვალსაზრისით ევროზონის ორივე ქვეყანაში.
მარტის თვეში ასევე გამოქვეყნდა რამდენიმე შედგენილი ინდექსი, რომელსაც Gოლდმან შაცჰს-თან ერთად ჩინეთის ეკონომიკური მონიტორინგისა და ანალიზის ცენტრი იკვლევს. გამოკვლევის თანახმად, წამყვანი ინდიკატორების ინდექსმა 8 პუნქტით მოიმატა და თებევრლის მონაცემებით მიაღწია ნიშნულს – 104,73. ეს შედგენილი ინდექსი რამდენიმე მაჩვენებელს აერთიანებს: ფულის აგრეგატი M2, მომხმარებლის ნდობის ინდექსი და სპრედის ცვლილება სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე, სამრეწველო პროდუქციის გაყიდვები და სხვა. რაც შეეხება კორპორატიულ გაყიდვებს, მიმდინარე წლის პირველი ორი თვის შედეგები ერთობ დამაიმედებელია: ჩინეთის ხელისუფლების მიერ გასულ წელს გატარებულმა საკრედიტო პოლიტიკამ თავის შედეგი გამოიღო. სუფთა მოგების აგრეგირებული მაჩვენებელი 120%-ით გაიზარდა. თუმცა, ასეთ ეკონომიკურ ეფექტს თან ერთვის ინფლაცია, რაც შეუძლებელია ჩინეთის ხელისუფლებას არ აღელვებდეს. პრობლემის დაძლევის ინსტრუმენტი იუანის მიზანმიმართული რევალვაციაა. თავის მხრივ, იუანის გამყარება, შესაძლოა, დადებითად არ აისახოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სავაჭრო ბალანსზე.