დამიქირავე მე!!!

რედაციისგან

სეზონური სამუშაოების დამთავრებისთანავე მასიური დათხოვნები დაიწყება. ეკონომისტები მკითხაობენ იმაზე, თუ რამდენი პროცენტი იქნება უმუშევრობის დონე უახლოეს თვეებში -10% თუ 12%.

ტატისტიკას თუ გადავხედავთ, ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩება, რომ რუსეთში საქმეები არც თუ ისე ცუდადაა. ივლისის თვეში, როდესაც უმუშევრობის მაჩვენებელი შეადგენდა 8,3%-ს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამავე მაჩვენებელმა მიაღწია 9,4%-ს. მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ამერიკული ბაზრის მოდელი მოქნილია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კანონმდებლობით კომპანიებს შეუძლიათ სამუშაო ადგილზე ადვილად დაითხოვონ და აიყვანონ თანამშრომლები.
მაგალითად, დასავლეთ ევროპაში და იაპონიაში მუშაობს ე. წ. მკაცრი მოდელი, სადაც მუშაკთა უფლებები დაცულია. უმუშევრობა ასეთ ეკონომიკებში ძალიან ნელი ტემპებით იზრდება. ასე მაგალითად, გერმანიაში ბოლო 12 თვის განმავლოში გაიზარდა 0,5 %-ით, იაპონიაში კი, 1,3%-ით.
ორივე მოდელს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. იმ ქვეყნებში, სადაც მოქმედებს მოქნილი მოდელი, როგორიცაა აშშ და ესპანეთი და სადაც უმუშევრობის დონე აღწევს 20%-ს, ბიზნესი პირველ რიგში, ანაზღაურებს თავის დანახარჯებს მუშაკთა დათხოვნით. შემგომ სწრაფად გადის ადაპტაციის ეტაპს ახალ პირობებთან მოსარგებად.
რუსეთის სახელმწიფო არ ეთანხმება მასიური დათხოვნების პოლიტიკას. კომპანიებს პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით, ურჩევნიათ თანამშრომლები გადაიყვანონ ნახევარ სამუშაო განაკვეთზე, ან გაუშვან უფასო შვებულებაში. სწორედ ამიტომაც, უმუშევრობის დონე რუსეთში არ აღწევს კატასტროფულ მაჩვენებლებს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1998 წელს დაფიქსირდა – 13,3%.
ექსპერტები ამბობენ, რომ უმუშევართათვის სახელმწიფოს დახმარება არ არსებობს და არც სწრაფი ეკონომკიური ინტეგრაცია. ჩვენ კრიზისადმი ბაზრის ადაპტაცია კი არ გვჭირდება, არამედ მისი რეკონსტრუქცია.
ერთი შეხედვით, შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთში მოქმედებს მკაცრი მოდელი, მაგრამ მათი ეკონომიკის მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, მისცენ ისეთი გარანტიები მუშაკს, როგორიც აქვთ მაგალითად, გერმანიაში ან ავსტრიაში. პოლ შვარცი, აშშ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის ეკონომისტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ შრომითი ბაზრის ხელოვნური დაცვა სიტუაციას არ შველის, პირიქით – აფუჭებს.
შვარცს არგუმენტის სახით მოჰყავს ის ფაქტი, რომ მსხვილი ეკონომიკები, სადაც უმუშევრობის პროცენტი ძალიან მცირეა და მოქმედებს მკაცრი კანონმდებლობა (იაპონია,გერმანია, იტალია და ა.შ) ამ ბოლო პერიოდში განიცდიან მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ვარდნას, იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც მუშაკთა დათხოვნა კანონის დარღვევისა და ფინანსური სიძნელეების გარეშე ადვილია. ასეთი ქვეყნებია, აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქვეყნები, სადაც შრომის მკაცრი ბაზარია, იქ უმუშევრობის მაჩვენებელი, გრძელვადიან პერსპექტივებში უტოლდება იმ ქვეყნების უმუშევრობის მაჩვენებელს, სადაც მოქმედებს ბაზრის მოქნილი მოდელი.
ბაზრის ე.წ. “რბილი”” მოდელი არის ის, რისიც ეშინია რუსეთის ხელისუფლებას და არა უსაფუძვლოდ. ეს მოდელი გათვალისწინებულია ისეთი ეკონომიკებისთვის, სადაც მოსახლეობა მობილურია. მიმდინარე კრიზისმა კი, სრულიად გაანადგურა “რბილი” მოდელის ეფექტურობა.
ზედმეტი ხალხი
შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთის ეკონომიკაში მაინცდამაინც ზაფხულის პერიოდში დაიწყეს საუბარი “ზედმეტ ხალხზე”. ექსპერტების თქმით “ზედმეტ ხალხს” მიეკუთვნება შრომისუნარიანი მოსახლეობის 15%-ი. ეკონომიკის გარდაქმნის გარეშე ეს პრობლემა გადაუჭრელია. ეკონომიკა, რომელიც არის ორიენტირებული ენერგო სექტორზე, არ საჭიროებს მუშაკთა დიდ რაოდენობას” – მიიჩნევს “საქმიანი რუსეთის” თანაშემწე, ბორის ტიტოვი. გამოსავალი აშკარაა – უნდა მოხდეს ეკონომიკის დივერსიფიცირება და შემცირდეს სახელმწიფოს წილი ეკონომიკაში.
დღესდღეობით, რუსეთში შრომისუნარიანი მოსახლეობის 40% დასაქმებულია სახელმწიფო სამსახურში.
ექსპერტის აზრით, საწყის ეტაპზე უნდა აღდგეს შრომის სამინისტრო, რომელიც შიდა მიგრაციის საკითხებს გადაჭრის და ფედერალური მიგრაციის სამსახურისგან განსხვავებით, შეასრულებს არა მხოლოდ პოლიციურ ფუნქციებს, არამედ, რეალურად დაეხმარება მოსახლეობას სამუშაოს შოვნაში. ამ საკითხის გადაჭრას ათასობით წელი დასჭირდება.