საქართველო აგრარულ ქვეყნად უნდა ჩამოყალიბდეს!

მათე მელია

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საქართველოში მიმდინარე წლის ექვს თვეში წინა წელთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის 5,2%-ით მატებაა დაფიქსირებული. ზრდის ამგვარი ტემპის ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი წვლილი სოფლის მეურნეობის მთლიანი დამატებული ღირებულების 9,9%-ით ზრდამ შეიტანა. ოპერატიული ინფორმაციით, ივნისის თვეში უკვე აღებული იყო თავთავიანი კულტურები 28,5 ათას ჰექტარზე. აქედან, 77,3 ათასი ტონა მარცვალია. საშუალო მოსავლიანობამ ერთ ჰექტარზე 27,3 ცენტნერი შეადგინა. ხორბლის მოსავლიანობამ ერთ ჰექტარზე – 29,3 ცენტნერი, მთლიანმა მოსავლიანობამ კი ჰექტარზე – 36,4 ათასი ტონა.

ამის მიუხედავად დარგში უამრავი პრობლემებია დაგროვილი. სოფლის მეურნეობის მინისტრი საზოგადოების წინაშე რეფორმების გეგმას ამზადებს. გეგმა, ძირითადად, 35 პუნქტისაგან შედგება და დარგის ყველა სექტორს მოიცავს. პროგრამა ხორციელდება უცხოელებთან ერთად და შესაბამისი დაფინანსებაც გააჩნია.

სოფლის მეურნეობა საქართველოსათვის ხერხემალია და იქ მიმდინარე პროცესი მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. დღეს, განსაკუთრებით სამინისტროს Pუბლიც ღელატიონ-ის სამსახურმა, მაია ბიგვავას ხელმძღვანელობით გადაწყვიტა პროგრამა საერთო სამსჯავროზე გამოიტანოს. რეფორმა, მით უმეტეს, სოფლის მეურნეობაში მეტად მძიმე საქმეა და ამდენად, მინისტრი ცდილობს, პროცესი გამჭვირვალედ და ხალხის მხარდაჭერით წარმართოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.