ეკონომიკური წესრიგის ახალი სწავლულები

რედაქციისგან 

ოცი წლის წინ ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპა და იაპონია თითქმის მთელი მსოფლიოს მეცნიერების მწარმოებლები იყვნენ, ტექნიკური ცოდნის არისტოკრატიულ ფენას წარმოადგენდნენ და საუკუნეზე მეტი ხნის რეჟიმის წარმმართველი ძალის სახელით სარგებლობდნენ. ისინი ყველაზე მეტს ხარჯავდნენ, ყველაზე მეტს აქვეყნებდნენ და ყველაზე მეტს აპატენტებდნენ. წარმოებული კვლავ მათ ინდუსტრიებსა და სამედიცინო კვლევის ცენტრებს უბრუნდებოდათ, რის შედეგადაც უფრო მეტად ვითარდებოდა და მაღალ ხარისხში გადადიოდა ინოვაციები, მწარმოებლურობა, ძალაუფლება, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. 

               ყველა კარგ საქმეს თავის დასასრული აქვს და ამ სამეცნიერო არისტოკრატების მეფობაც ნელ-ნელა ხუნდება. 1990 წელს ამ ძალაუფლებების წილი მსოფლიო სამეცნიერო კვლევებსა და განვითარებაში 92% იყო, 2007 წელს კი მაჩვენებელი 76%-მდე შემცირდა. ასეთია გაერთიანებული ერების საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციის – UNESCO-ს უკანასკნელი მოხსენების დასკვნა. სურათში, რომელსაც მოხსენება ხატავს დასავლეთის შემცირების პარარელურად იზრდება აღმოსავლეთი და სამხრეთი, რომელშიც ნათლად ირეკლება მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური წესრიგის ცვლილება. 
               სამეცნიერო sans culottes (ტერმინი ჩამოყალიბდა 1790-1792 წლებში ფრანგების მიერ და აღწერს ბურჟუაზიის ღარიბ წევრებს, ნიშნავს – უშარვლოებს) მარშის დასაწყებად მზად არიან. 
               GERD -ი კარგია 
               ქვეყნების სამეცნიერო მამაცობის საზომის ათვლა ჩვეულებრივ ხარჯების შედარებიდან იწყება და ერთ-ერთი მათგანია GERD  –  მთლიანი  შიდა დანახარჯები კვლევისა და განვითარებისათვის – gross domestic expenditure on R&D. გლობალურად, GERD-ის დანახარჯებმა 2007 წელს 1,15 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც 2002 წლის მონაცემთან შედარებით 45%-ით მაღალია, უფრო მეტიც, ამ ხუთი წლის განმავლობაში აზიის წილი 27%-დან 32%-მდე გაიზარდა. 
               სხვადასხვა ზომის ეკონომიკების შედარებისას ეროვნული სიმდიდრის დანახარჯების წილი R&D-სათვის სასარგებლო მაჩვენებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამეცნიერო უპირატესობები მიდრეკილია მსოფლიოში საკუთარი თავის კონცენტრირებისკენ, რაც საშუალებას აძლევს პატარა ქვეყნების მკვლევარებს, როგორიცაა სინგაპური, გამოიწვიონ დიდი ქვეყნების მეცნიერები, როგორიცაა ამერიკა. 2007 წელს იაპონიამ R&D-სათვის მშპ-ის 3,4% დახარჯა, ამერიკამ 2,7%, ევროპის კავშირმა 1,8% და ჩინეთმა 1,4%. 
               ბევრი ქვეყანა გლობალური სამეცნიერო ადგილის გაუმჯობესებას ცდილობს, ჩინეთი დანახარჯების ზრდას 2,5%-მდე აპირებს, აშშ კი 3%-მდე. 
               აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ადგილას იზრდება მკვლევარების რაოდენობა, ჩინეთს ძალიან ცოტა დარჩა იმისათვის, რომ ამერიკასა და ევროპის კავშირს მეცნიერების რაოდენობით გაუსწროს, უხეშად თუ ვიანგარიშებთ, თითოეულ მათგანს 1,5 მილიონი მკვლევარი ჰყავდა 2007 წელს, მთლიანი რაოდენობა კი 7,2 მილიონს შეადგენდა. თუმცა, ცხადია, ჩინეთის მოსახლეობასთან შედარებით მაჩვენებელი მაინც დაბალია, ინდოეთი, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ჩინეთის შემდეგ მეორე ქვეყანაა, მკვლევარების მხოლოდ მეათედს ფლობს, რაც მოულოდნელი ანომალიაა ქვეყნისათვის, რომელიც საინფორმაციო-ტექნოლოგიების ექსპორტის მსოფლიო ლიდერი გახდა და ამერიკისა და იაპონიის შემდეგ რიგით მესამეა მის მიერ წარმოებული ფარმაცევტული ნაწარმის მოცულობით. 
               ბევრი სწავლულის ყოლა თუ ისინი პროდუქტიულები არ არიან, ბევრს არაფერს ნიშნავს. ქვეყნის უმაღლესი დონის უნარის ერთ-ერთი ინდიკატორია, თუ რამდენს აქვეყნებენ მკველარები. როგორც ინდივიდუალური ქვეყანა, ამერიკა კვლავ მსოფლიოს ლიდერად რჩება. ამერიკის წილი მსოფლიო პუბლიკაციებში 2007 წელს 28% იყო, 2002 წელს კი 31%. ევროკავშირის მთლიანი წილიც დაეცა 40%-დან 37%-მდე, ჩინეთის კი თითქმის 10%-მდე გაიზარდა, ხოლო ბრაზილიის მაჩვენებელმა 1,7%-დან 60%-ს მიაღწია გამოშვების 2,7%-თან მიმართებაში. 
               აიის მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, UNESCO ასკვნის, რომ აზია მომდევნო წლებში დომინანტური სამეცნიერო კონტინენტი გახდება. (ჩინურ ჟურნალებში გამოქვეყნებული ინგლისურენოვანი სტატიების მაჩვენებელი კვლავ დაბალია). შესაძლებელია, ეს ჩინეთის სამეცნიერო სიმწირის გამო ხდება, ან იმიტომ, რომ ამერიკას, ევროპასა და იაპონიას ერთმანეთის გამოწვევის ისტორიული მიდრეკილება აქვთ. 1998-2008 წლებში საშუალოდ ამერიკულ გაზეთში მსგავსი ნაშრომები დაახლოებით 14.3-ჯერ ქვეყნდებოდა, ჩინურში კი მხოლოდ 4.6-ჯერ. 
               სამეცნიერო არისტოკრატიისათვის ეს მძიმე მოლოდინის პერიოდია. მაგრამ ამბავი აქ არ მთავრდება. გასათვალისწინებელია ის ხარისხიც, თუ რამდენად წარმატებულნი არიან ქვეყნები მათ მიერ წარმოებული ცოდნის გამოყენებაში. ამის შემოწმების ერთ-ერთი გზაა ქვეყნის მიერ წარმოებული პატენტების დათვლა, რაც შეიძლება რთული საქმე აღმოჩნდეს. თჰომსონ ღეუტერს-ის ბოლო მოხსენება, როემლიც არის საინფორმაციო ფირმა და ასევეUNESCO-ს სამეცნიერო პუბლიკაციების მონაცემთა ბაზის წყარო, აცხადებს, რომ 2003-2009 წლებში ჩინეთის მიერ გაკეთებული პატენტების მოცულობა 26%-ით გაიზარდა, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტემპია. იგივე საზომით, ჩინეთი 2011 წელს დარეგისტრირებული პატენტების მიხედვით, მსოფლიოს უმსხვილესი ქვეყანა იქნება, რასაც ნამდვილად შეგვიძლია დაბრკოლება ვუწოდოთ. ჩინური პატენტების ოფიციალური პირები, ბიუროკრატები, რაც უფრო მეტს დაარეგისტრირებენ, მით მეტ გასამრჯელოს აიღებენ. შედეგად, გაჩნდა ჩინური პატენტების მაღალი მთა, რომლის ხარისხიც საფუძვლიან ეჭვს იწვევს. UNESCO-ს ბოლო მცდელობა, გადაეხედა პატენტებისათვის, ორიენტებული იყო ამერიკის, ევროპისა და იაპონიის ოფისებზე, რადგანაც ისინი “მაღალხარისხიანად” მიიჩნევა. ამ პატენტის ოფისებში 2006 წლის მონაცემებით, დომინანტურია ამერიკა მსოფლიო პატენტების 41,8%-ით, იაპონიის 27,9%, ევროკავშირის 26,4%, სამხრეთ კორეის 2,2%, ჩინეთის 0,5%-ით. ბევრი ახალი ბაზარი გამოირჩევა R&D განვითარებითა და ინვესტიციებით ბიზნესის კუთხით, 2002-2007 წლებში ბიზნეს ინვესტიციების წილი მშპ-სთან მიმართებაში მკვეთრად გაიზარდა ჩინეთში, ინდოეთში, სინგაპურსა და სამხრეთ კორეაში. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია მონაცემები ძველი რეჟიმიდან გამომდინარეობდეს, ერთი რამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია: საერთაშორისო თანამშრომლობის დონის ზრდა. იაფი მგზავრობისა და ინტერნეტის დახმარებით მეცნიერებს უფრო უადვილდებათ ერთობლივად სამუშაოების წარმართვა ადრინდელთან შედარებით, რადგან ახლა სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიების 35% ინტერნეტითაა ხელმისაწვდომი. 
               პატენტები 
               1985 წლამდე ჩინეთში არ არსებობდა კანონი პატენტის შესახებ და ქვეყანამ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დამრღვევის რეპუტაცია დაიმსახურა. შიდა ინოვაციების განვითარებისათვის ცხოველი ინტერესის გამო, ჩინეთის მთავრობამ შექმნა პატენტის დარეგისტრირებისკენ მისი ხალხის წამქეზებელი ეკოსისტემა. პროფესორები, რომლებიც გამოგონებებს დაარეგისტირებენ, მისი უფლებებით ისარგებლებენ, ხოლო სტუდენტები კი სასურველ ქალაქში ცხოვრების უფლებას მოიპოვებენ. ზოგიერთი პატენტისათვის მთავრობა ბონუსებს ნაღდი ფულით იხდის, შესაძლებელია კორპორაციული საშემოსავლო გადასახადის 25%-დან 15%-მდე შემცირებაც იმ ფირმებისათვის, რომლებიც პატენტს დაარეგისტრირებენ. მათ შესაძლებელია მომგებიანი სახელმწიფო კონტრაქტებიც მიიღონ. ამიტომ, ბევრი კომპანია დასაქმებულებს იდეების მიწოდებას აიძულებს. ტელეკომების აღჭურვილობის მწარმოებელი Huawei სარგებლობს, როგორც სახელმწიფო კონტრაქტებით და მსოფლიო აღიარებით, რომელიც პატენტთან დაკავშირებით 1 500-15 000 დოლარამდე ბონუსებს იხდის. 
               მსგავსი შეგულიანება და წაქეზება შედეგამდე მიდის. 2008 წელს Huawei-მ მსოფლიო ფირმებთან შედარებით, ყველაზე მეტი პატენტი დაარეგისტრირა, 2003-2009 წლებში ჩინეთის მთლიანი პატენტების მოცულობა 26%-ით გაიზარდა, ამერიკაში 6%-ით, სამხრეთ კორეაში 4%-ით, ევროპასა და იაპონიაში 1%-ით. ცხადია, რომ მომავალ წელს ჩინეთი მსოფლიოს უმსხვილესი ქვეყანა გახდება პატენტების დარეგისტრირების კუთხით და მსოფლიო უკიდურესად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. 
               ბევრს საუბრობენ ჩინეთის პატენტების ხარისხზე, მაგრამ ნათელია, რომ ინოვაციური კუთხით ჩინეთი პროგრესულ ნახტომს განიცდის, მთავრობა კი, ინტელექტუალური საკუთრების თემას სერიოზულად უდგება და ჩიენთი დაპატენტებული იდეებისათვის მილიონობით დოლარს იღებს. 
               ირანი 
               მეცნიერების განვითარებაზე საუბრისას, შეუძლებელია ირანის გამოტოვება. ირანი ყველაზე სწრაფი ტემპით მზარდი სამეცნიერო ძალაუფლება გახდა, ამ დასკვნამდე მიდის კომპანია შციენცე-Mეტრიხ-ის მოხსენება, რომელმაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მსოფლიოში მეცნიერების განვითარების ავტორები გამოიკვლია. სამეცნიერო ოლიმპის დაპყრობის გაშმაგებული სურვილის დონე მხოლოდ ირანში არ მოწმდებოდა, გამოკვლეულია მთლიანი ახლო აღმოსავლეთი, ანგარიშის შედეგების თანახმად, რეგიონში მეცნიერული განვითარების დონე ოთხჯერ აღემატება საშუალოს. ასე რომ, არც თუ ისე შორეულ მომავალში მთლიანად ნუ გამოვრიცხავთ, რომ კონფერენციებზე დასასწრებად მკვლევარები თეირანს მიაშურებენ და მთავარი სამეცნიერო ჟურნალები სპარსულად დაბეჭდავენ სტატიებს. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, ანგარიშის ყურადღებით წაკითხვისას, ცხადი ხდება, რომ კაცობრიობას სხვანაირი მომავალი ელის. ანგარიშის თანახმად, 1980 წლის შემდეგ მეცნიერების სხვადასხვა სფეროებში ახლო აღმოსავლეთის სპეციალისტების მიერ გამოქვეყნებული სტატიების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ყველაზე ნაყოფიერი კი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ირანია, სადაც მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული სტატიების რიცხვი 30 წლის განმავლობაში 11-ჯერ გაიზარდა მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, მეორე ადგილი თურქეთმა დაიკავა სამცნიერო ნაშრომების ზრდის 5,5-ჯერ ზრდით. კიპრი, ომანი და არაბეთის გაერთიანებული ემირატების ზრდა – 3,5, 3,2, 2,7, სხვა ქვეყნებში კი 1,5-ჯერ ზრდას თითქმის არ აღემატება, ანუ აღნიშნული ზრდა მხოლოდ ორ ქვეყანაზე მოდის. გასული საუკუნის 80-იან წლებში ირანელი მეცნიერები მხოლოდ ათეულობით სამეცნიერო ნაშრომს აქვეყნებდნენ, 1989 წელს ამ მხრივ, ქვეყანაში ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 1999 წელს ირანელი მეცნიერების მიერ გამოქვეყნებულმა ნაშრომების რაოდენობამ ათასს მიაღწია. ათი წლის შემდეგ ქვეყნის სწავლულები წელიწადში 12 ათასს ნაშრომს აქვეყნებდნენ. ოცდაათწლიანი პერიოდის დასაწყისსა და დასასრულს შორის მკვეთრი სხვაობა შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია. მაგრამ პროგრესი მაშინვე გაქრება, როგორც კი მას აშშ-ის მონაცემებს შევადარებთ. 1980 წელს ამერიკის მეცნიერები წელიწადში 170 ათასს სამეცნიერო ნაშრომს აქვეყნებდნენ, 1989 წელს მაჩვენებელმა 200 ათასს გადააჭარბა, 2008 წელს 280 ათასი, რომელიც შემდეგ 260 ათასამდე შემცირდა. 
               აღმოსავლეთი-დასავლეთი 
               სამეცნიერო სფეროში გლობალური ლიდერობის ერთ-ერთი პრეტენდენტი ჩინეთია, მისი ციფრები ირანულს ნამდვილად არ ჰგავს. 2009 წელსMiddle Kingdom-ის ექსპერტებმა 120 ათასზე მეტი სამეცნიერო სტატია გამოაქვეყნეს, 1999 წელს მაჩვენებელი ოთხჯერ ნაკლები იყო დღევანდელ მონაცემებთან შედარებით და მკვეთრად აღემატება ირანის მონაცემებს და ირანს არსებულ ლედერებთან მისაახლოებლად წლები დასჭირდება. მეცნიერების სფეროს განვითარება დაემთხვა ირან-ერაყის კონფლიქტს, როდესაც ერაყი ბევრი ქვეყნის მხარდაჭერით სარგებლობდა, ისლამური რესპუბლიკა კი გარიყული აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, Science-Metrix-ის თანამშრომლები დარწმუნებულნი არიან, რომ ირანის არასაიმედო პოზიციამ გამოიწვია მთელი მისი სამეცნიერო ძალების გადასროლა ატომური იარაღის განსავითარებლად, ამ თეზისს აძლიერებს მონაცემები: 1980 წლებში ირანის ატომური ფიზიკისა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის სფეროზე გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიების მოცულობა 84,5-ჯერ გაიზარდა. თუმცა, ციფრების ზრდამ ირანს მოუტანა ატომური იარაღთან დაკავშირებული არასასურველი იმიჯი: ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში სამეცნიერო სტატიების რაოდენობა 10-დან 845-მდე გაიზარდა და ამ ზრდაში ლიდერობა ქიმიის სფეროს ეკუთვნის (ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ სფეროსთან დაკავშირებული სამეცნიერო სტატიების რაოდენობა 10 ათასს აჭარბებს). 
               მეორე მხრივ, ჩინეთი და სხვა აზიური ვეფხვები თავის სამეცნიერო სფეროს სხვა სახელმწიფოებთან ერთად ჰარმონიასა და მშვიდობის ფონზე ავითარებდნენ და ამიტომ იგივე ნაბიჯების გადადგმა, რომელიც დასავლეთმა შეცდომებითა და ფათერაკებით გაიარა, აზიამ უფრო უმტკივნეულოდ შეძლო და უფრო ნაკლები დრო დახარჯა. აზიამ აშშ-სა და ევროპასთან ამ მხრივ ძალიან ნაყოფიერად ითანამშრომლა, 2003-2008 წლებში ჩინელი მეცნიერების თანამშრომლობის მაჩვენებელი ამერიკელ და ბრიტანელ მეცნიერებთან გაორმაგდა. ექსპერტები აცხადებებნ, რომ 2010 წელს ჩინეთი აშშ-ზე მეტ სამეცნიერო სტატიას გამოაქვეყნებს. 1980 წელს მსოფლიოს მასტაბით სამეცნიერო ჟურნალებში 450 ათასი სამეცნიერო სტატია ქვეყნდებოდა, 2009 წელს კი 1,5 მილიონი, თითქმის მესამედი კი აზიელ მეცნიერებზე მოდიოდა. 
               რევოლუციების გარეშე 
               სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობის ზრდა არ ნიშნავს მხოლოდ მაღალხარისხიან სამეცნიერო კვლევებს. მეცნიერებაში კვლევის ხარისხი დამოკიდებულია კიდევ ერთ ფაქტორზე – ციტირების ინდექსზე, რომელიც გამოითვლება სხვა ავტორების ნამუშევრებში ამ ნაშრომის გამოყენების პროპორციის საფუძველზე. 
               წესით, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ჩინეთი და აზიის სხვა სახელმწიფოები სამეცნიერო ძალებს ზრდიან, დასავლეთი კი ნელ-ნელა პოზიციებს თმობს, თურქეთი და ირანი ამ მხრივ ყურადღებას იპყრობენ, მაგრამ, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ახლო მომავალში ისინი სამეცნიერო სფეროს მთავარ მოთამაშეებად ვერ გადაიქცევიან, მაგრამ ახლო მომავალი სწრაფად გაივლის და შესაძლებელია, დასავლეთი ახლო წარსულში სამეცნიერო სფეროს ლიდერად იქცეს, რაც მსოფლიო ეკონომიკურ წესრიგზე პირდაპირპროპორციულად აისახება.