დეველოპერი მანჰეტენიდან

ნიუ იორკში, მანჰეტენზე ცათამბჯენ Trump Tower-ში გამართული ხელმოწერის ცერემონია, სადაც ამერიკელი მილიარდელი დონალდ ტრამპი და საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქარ-თველოში ორი ყველაზე მაღალი შენობის აგებაზე შეთანხმდნენ, ჩვენს ქვეყანაში ისე გაიგეს, თითქოს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი დეველოპერი საქართველოში 300 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას გეგმავდა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ დაადასტურა, რომ ქვეყანამ ცნობილი მილიარდელის დონალდ ტრამპის ბრენდი შეიძინა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ ხელშეკრულების დეტალიზაცია ვერ ან არ მოახდინა და იგი ეკონომიკის სამინისტროსა და “სილქ როუდ ჯგუფს” მიანდო, რომელიც აღნიშნულ პროექტს განახორციელებს.
როგორც უცხოელი მიმომხილველები აღნიშნავენ, კარიერის ამ ეტაპზე, დონალდ ტრამპისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი სახელის გამოყენებაზე ლიცენზიის სხვა ნაგებობებისთვის გადაცემა. ზემოთ აღნიშნული შეთანხმება – “ტრამპის” ბრენდის გლობალური არეალის გაფართოვების მორიგი შანსია, რომლის ოქროს ასოებიც უკვე ამშვენებს ოთხი კონტინენტის შენობებს და რომლის სახელიც უკვე ჰქვია დიდი ხნის ტელეგადაცემას, შოტლანდიური გოლფის მოედანს, არაყს, შოკოლადს, წიგნებსა და საიუველირო ნაკეთობებს.
New York Times წერს: “საქართველოს პრეზიდენტისთვის ეს იყო შანსი, ეჩვენებინა, რომ მისი ქვეყანა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, საკმარისად დიდია იმისთვის, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დეველოპერი მოიზიდოს. დეველოპერი დონალდ ტრამპისთვის კი ეს კიდევ ერთი შესაძლებლობა გახლდათ იმის დემონსტრირებისთვის, რომ იგი – მსოფლიო სტანდარტების დონეზეა… ბ-ნ სააკაშვილს სურს უცხოური ინვესტიციები მოიზიდოს, რადგან ცდილობს თავისი გაღარიბებული ქვეყანა რუსულ ორბიტას მოწყვიტოს და შეერთებულ შტატებს უფრო მჭიდროდ დააკავშიროს”…
გარიგება, რომლის მოცულობასაც პარტნიორები 300 მილიონ დოლარად აფასებენ, ორ პროექტს მოიცავს. ესენია ცათამბჯენი Trump Tower თბილისი, რომელიც აიგება “ვარდების რევოლუციის” მოედანზე თბილისის დედაქალაქში და ცათამბჯენი Trump Riviera, რომელიც “სილქ როუდ ჯგუფის” დაგეგმილი კომპლექსის ნაწილია. ამ კომპლექსში შედის კაზინო, საგამოფენო დარბაზი და სანაპირო იახტებისთვის.
ტრამპის და სააკაშვილის პარტნიორობა მათი ორწლიანი მეგობრობის შედეგია. საქართველოს პრეზიდენტმა ტრამპი ნიუ-იორკში ვიზიტის დროს მოძებნა მას შემდეგ, რაც 2008 წელს ტრამპის წიგნი წაიკითხა სახელწოდებით Trump Never Gives Up (“ტრამპი არასდროს ნებდება”). ისინი დამეგობრდნენ, ხოლო შარშან ტრამპმა საქართველოში მისი წარმომადგენელი მაიკლ კოენი გააგზავნა, რათა “სილქ როუდ ჯგუფთან” რამდენიმე პროექტზე მუშაობის შესაძლებლობა განეხილა.
ტრამპის განცხადებით, ამ კონკრეტულ მომენტში ის არ აპირებს პროექტებში საკუთარი ფულის ჩადებას. “გვსურს თუ არა ინვესტიციის განხორციელება, ამას მოგვიანებით გადავწყვეტთ”, – თქვა მან.
როგორ გავხდეთ მილიონრები დონალდ ტრამპის მიხედვით:
1. ყოველთვის ჩაიცვით თქვენი კულტურის შესაბამისად;
2. შეგნებულად ავნეთ თქვენს რეპუტაციას;
3. გახდით საკუთარი თავის ფინასნური კოსულტანტი;
4. დააბრუნეთ ხურდა;
5. გამოიყენეთ სტილისტის ხელოვნება;
6. შეეცადეთ გაექცეთ ხელის ჩამორთმევას;
7. დაემორჩილეთ საკუთარ ინსტიქტებს;
8. შეინარჩუენთ ოპტიმიზმი, მაგრამ წარუმატებლობისთვის მზად იყავით;
9. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს;
10. გააფორმეთ საქორწინო კონტრაქტები.

პორტრეტი
დონალდ ტრამპი 1946 წლის 14 ივნისს დაიბადა. იგი საკმაოდ რთული ბავშვი იყო და ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში გამოირჩეოდა აუტანელი საქციელით. ტრამპის მშობლებმა თავიანთი შვილი 13 წლის ასაკში ნიუ იორკის სამხედრო აკადემიაში გააგზავნეს იმ იმედით, რომ აქ ბავშვი დისციპლინას მიეჩვეოდა. აკადემიაში სწავლისას დონალდმა გააცნოებირა რას ნიშნავდა კონკურენციის ჭეშმარიტი არსი და მიხვდა, რომ სასურველი მიზნის მისაღწევად ცოტა აგრესიულობა წაადგებოდა.
ტრამპის აღზრდაში ყველაზე დიდი როლი მისმა მამამ ითამაშა, ისინი ხასითით ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მამას – ფრედს დონალდი განსაკუთრებით უყვარდა, იგი ერთადერთი იყო, ვინც შეძლო დაპირისპირებოდა მამის სიმკაცრეს, დაუოკებელ ტემპერამენტსა და არც თუ მარტივ ხასიათს. დონალდ ტრამპმა სწორედ მამისგან მიიღო მემკვიდრეობით მომთხოვნელობა და სიმკაცრე, რამაც შესაძლებლობა მისცა მას გამხდარიყო ომის შემდგომი პერიოდის ნიუ იორკის ყველაზე დიდი მშენებელი. ფრედმა ასწავლა შვილს სტაბილური ყოფილიყო და ადამიანის მოტივაციაზე გავლენის მოხდენა შეძლებოდა. მამის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი სხვა ადამიანების ფულის კარგად გამოყენებას შეეხებოდა, პირველ რიგში კი, გადასახადის გადამხდელებისა. სხვა გაკვეთილებთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო ერთიც – საკუთარი რეპუტაციის საშუალებით მაღალი დივიდენდების მიღება.
ტრამპი, სანამ საქმიანი ადამიანების სამყაროში გადაეშვებოდა, მამის რჩევით სასწავლებლად კოლეჯში წავიდა და უმნიშვნელო წარმატებების მიუხედავად, 1964 წელს მამამ შვილი ფორდჰამის უნივერსიტეტში გააგზავნა, საიდანაც ორი წლის შემდეგ პენსილვანიის შტატის ფინანსებისა და ვაჭრობის ვარტონსკის უნივერსიტეტში გადავიდა.
დონალდ ტრამპის ქცევა თანატოლი სტუდენტებისაგან მკვეთრად განსხვავდებოდა: იგი არ სვამდა, არ ეწეოდა, ხოლო, როგორც პლეიბოი მოგვიანებით გახდა ცნობილი.
ტრამპისთვის სწავლა პრიორიტეტად არ იქცა, იგი საკუთარი იმპერიის შექმნაზე ოცნებობდა, მისი ერთ-ერთი თანაკურსელი დღეს იხსენებს, რომ ახალგაზრდა ტრამპი ოცნებობდა მანჰეტენის ჰორიზონტის შეცვლაზე. მაშინ, როცა ახალგაზრდა ტრამპი საქმეებში მამას ეხმარებოდა, უძრავი ქონებით დაინტერესდა და გადაწყვიტა, რომ ამ ბიზნესს უფრო სერიოზულად მოჰკიდებოდა, ვიდრე მამისი.

როდის გამდიდრდა დონალდ ტრამპი
ჯერ კიდევ მაშინ, როცა ტრამპი სწავლობდა, მამასთან ერთად გადაწყვიტა ცინცინატში (ოჰაიოს შტატი) ეყიდა 1200 ბინისგან შემდგარი გაკოტრებული კომპლექსი, სახელწოდებით Swifton Village. უცნაურია, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან ამ პროექტის დაფინანსებამ მის რეალურ ფასს გადააჭარბა, რამაც მეწარმეებს შესაძლებლობა მისცა გაუფასურებულ მშენებლობაზე სარესტავრაციო სამუშაოები ისე ჩაეტარებინათ, რომ დამატებით ცენტიც არ დაეხარჯათ. კომპლექსი ტრამპებმა 6 მილიონ აშშ დოლარად შეიძინეს და წლის განმავლობაში 12 მილიონ დოლარად გაყიდეს. ტრამპი თავის დროზე მიხვდა, რომ სახელმწიფო ნაკლებად უზრუნველყოფილ ადამიანებს ყოველთვის დაეხმარებოდა საკუთრების შეძენაში და ყველაზე კარგად იცოდა, მას როგორ უნდა მიეღო ეს დახმარება. ამ შემთხვევამ დაუდო საფუძველი მშენებელი მაგნატის მომავალ საქმიანობას.
თუმცა, დონალდს იოლად არაფერი გამოსდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი პირველი ინვესტიციები საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, იგი მაინც უკმაყოფილო იყო. დონალდ ტრამპი ძალიან დიდ ინტერესს იჩენდა ნიუ იორკის მიმართ, იგი ვარაუდობდა, რომ ეს ქალაქი მისი ოქროს საბადო გახდებოდა. ნიუ იორკში ჩასულმა მისი საზომით არც თუ კარგი ბინა იქირავა მანჰეტენზე, თუმცა თვითონ ამ გადაბარგებამ ტრამპს საშუალება მისცა ნიუ იორკის გულში მოხვედრილიყო, სადაც მას შესაძლებლობა მიეცა პირდაპირ გასულიყო უძრავი ქონების ბაზარზე. ქუჩაში მოსეირნე დონალდი შენობებს გულდასმით სწავლობდა, იგი ვარაუდობდა, რომ ეს ცოდნა მას მომავალში საკუთარი სახელის შექმნაში დაეხმარებოდა.
ტრამპმა კარგად იცოდა, რომ იმ წრეში შესაღწევად, სადაც მოღვაწეობდნენ ამა ქვეყნისა ძლიერნი და ელიტური კლიენტების მოსაპოვებლად მას სჭირდებოდა პოლიტიკოსებთან და გამოჩენილ ბანკირებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარება. სწორედ ამის გამო მან საკუთარი თავის წინაშე დასვა ამოცანა – როგორმე შეეღწია იმ დროისთვის დახურულ, მდიდრებისთვის განკუთვნილ ფრანგული წარმოშობის კლუბში. მნიშვნელოვანი რეკომენდაციის გარეშე ამ ოცნების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. დონლადმა აარჩია ასეთი გზა: ახალგაზრდა ბიზნესმენი არა ერთხელ შეხვდა კლუბის მმართველებს და, საბოლოო ჯამში, სანუკვარი ბარათის მფლობელიც გახდა. პრესტიჟული კლუბის წევრობამ ტრამპს შესაძლებლობა მისცა კონტაქტი ჰქონოდა უმდიდრეს კლიენტებთან: ტოპ-მენეჯერებთან, ნავთობის მეფეებთან, პროფკავშირების ბოსებთან და სხვა წარმატებულ ადამიანებთან. ტრამპი ერთ-ერთი მათგანი გახდა. უცხო თვალისგან მალულად ფანტასტიური გარიგებები ხორციელდებოდა, იდებოდა მილიონებად ღირებული კონტრაქტები.
ნიუ იორკში დონალდ ტრამპის პირველი ნაბიჯები, როგორც მშენებლის, შეუმჩნეველი დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მისი საფასო შეთავაზებები კონკურენტებთან შედარებით უფრო პერსპექტიული იყო, ტრამპს გამუდმებული წაუმატებლობა ჰქონდა – თითქოს მისი ადრეული წარმატება და ცნობადობა ქრებოდა. ამის მიზეზი, ალბათ, მისი ახალგაზრდობა და გამოუცდელობა იყო, რაც უფროს და გამოცდილ მშენებლებს ეჭვებს უღვიძებდა. თუმცა, ტრამპი ამას არ გაუჩერებია, იგი ბევრად მიზანდასახული და აგრესიული გახდა, როგორც განებივრებული ბავშვი, რომელმაც ვერ მიიღო სასურველი და ისტერიკა მოაწყო.
1974 წელს მამისგან მიღებული კაპიტალით ტრამპმა პირველი დამოუკიდებელი გარიგება განახორციელა. გაკოტრებული სარკინიგზო კომპანიაPenny Central Railroad-სგან მან იყიდა XX საუკუნის დასაწყისში აშენებული და უკვე საკმაოდ შელახული სასტუმრო ჩომმოდორე. ტრამპმა მოახერხა დაეყოლიებინა ქალაქის ხელისუფლება, რომ მისთვის 40 წლის მანძილზე გადაევადებინათ ქონების გადასახადი, ხოლო ბანკები – მიეცათ 70 მილიონი აშშ დოლარის კრედიტი ჩომმოდორე-ს ადგილზე ახალი სასტუმროს ასაშენებლად. ტრამპი მარკის მიცემაზე Hყატტ ჩორპორატიონ-საც შეუთანხმდა. ასე გაჩნდა ძველი სასტუმროს ადგილზე “გრანდ ჰაიატი”.
ტრამპი საკმაოდ ალღოიანი ბიზნესმენი გამოდგა. სათამაშო ბიზნესის ლეგალიზაციამდე რამდენიმე წლით ადრე ატლანტიკ-სითიში (ნიუ-ჯერსი), 1976 წელს მან დაიწყო მიწის ნაკვეთების შეძენა. 1982 წლისთვის ეს მიწები უკვე 20 მილიონზე მეტი ღირდა.
ნამდვილ ნიუ იორკელ მშენებლად დონალდ ტრამპი Trump Tower-ის მშენებლობამ აქცია. 1979 წელს მან 45 მილიონ დოლარად უნივერმაღის მრავალწლიანი არენდის უფლება მიიღო, რომელიც განთავსებული იყო მე-5-ე ავენიუსა და მანჰეტენის 57-ე ქუჩის კუთხეში. შენობა თიფფანყ-ის ბუტიკის გვერდით მდებარეობდა. “ნიუ იორკი დანაღმული მინდორია, თუ არ იცი, სად აბიჯებ, მიცვალებული ხარ. მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში Tiffany განთავსებულია საუკეთესო ადგილებში. ასეთ შესაძლებლობას გვერდს, უბრალოდ, ვერ ავუვლიდი” – განაცხადა ტრამპმა. უნივერმაღის ადგილას მას განზრახული ჰქონდა გრანდიოზული ნაგებობის წამოჭიმვა, სადაც ადგილი ექნებოდა I კლასის მაღაზიებს, ოფისებსა და ბინებს. ტრამპმა მალე მიაღწია შედეგს ბანკებთან მოლაპარაკებაში კრე-დიტთან დაკავშირებით, მაგრამ მალევე წამოიჭრა მოულოდნელი სირთულე. ქალაქის მერიამ უარი განაცხადა 50 მილიონის საგადასახადო შეღავათზე და ტრამპს განუცხადა, რომ კანონი არაძვირადღირებული საცხოვრებელი ფართების მშენებლობას ითვალისწინებს და არა – ელიტური კომპლექსის. მთელი ეს ამბიციური პროექტი ჩაშლის პირას აღმოჩნდა. დონალდ ტრამპმა სასამართლოს მიმართა, მაგრამ მოსამართლემ ქალქის მერიის მხარე დაიჭირა. აპელაციაც უსარგებლო აღმოჩნდა. ტრამპი თითქოს უნდა შეგუებოდა მდგომარეობას, მაგრამ მოულოდნელად მომდევნო სასამართლომ მუნიციპალიტეტს დააკისრა ტრამპისთვის საგადასახადო შეღავათების გაწევა. ამ სტრატეგიას მოგვიანებით ტრამპმა ასე დაარქვა: “იბრძოლე, სანამ არ გაიმარჯვებ”, რასაც ყოველთვის მისდევდა კიდეც.
სამი წლის შემდეგ 1982 წელს, 68-სართულიანი გრანდიოზული თრუმპ თოწერ ზარ-ზეიმით გაიხსნა, ეს იყო იმ დროისთვის ყველაზე მაღალი და ძვირდაღირებული არმირებული ბეტონით აშენებული ნაგებობა მთელს ნიუ იორკში. თრუმპ თოწერ-ში ყველაზე შთამბეჭდავი 6-სართულიანი ატრიუმი, 25-მეტრიანი ჩანჩქერი და ვარდისფერი მარმარილოთი მოპირკეთებული ვესტიბიული იყო. Trump Tower ნამდვილ კლონდაიკად იქცა. მხოლოდ 1988 წელს ტრამპმა ამ შენობიდან 100 მილიონი აშშ დოლარი მიიღო (დამატებით 90 მილიონი დოლარი სხვა თანამფლობელებმა) და 30 მილიონი – მიწისთვის, რომელზედაც განთავსდა შენობა.
1980-იანი წლები ტრამპისთვის ოქროს ხანად იქცა – ყველა მისი პროექტი მილიონებით ფინანსდებოდა. თუმცა ტრამპი თავმდაბლობით არასოდეს გამოირჩეოდა, ახლა კი მისი ქმედება განდიდების მანიას ესაზღვრებოდა. კითხვაზე, როგორ მიდის საქმეები, იგი ძალიან მარტივად პასუხობდა: კარგია დონალდად ყოფნა. დონალდ ტრამპის სიდიადე საბოლოოდ აღიარეს 1979 წელს, მეხუთე ავენიუზე თრუმპ თოწერ-ის მშენებლობის დასრულების შემდეგ.
ფეშენებელური ნაგებობით დაინტერსდნენ ცნობილი მაღაზიების მფლობელები, ასევე ცნობილი ბინის დამქირავებლები, მაგალითად როგორებიც არიან: სოფი ლორენი, და საუდის არაბეთის მეფე. შენობა ტრამპის სავაჭრო ნიშანი გახდა, ეს შენობა, რომელიც დიდი ფინანსური წარმატების თითით საჩვენებელი მაგალითი გახდა, წარმოუდგენელი რაოდენობის ტურისტს მასპინძლობდა.
კონკურენტებმა, როცა დონალდ ტრამპის ბაზრიდან გაძევება მოინდომეს და ფასები დასწიეს, ტრამპმა, პირიქით, ასწია, მან სწორად გათვალა – მდიდარი მომხმარებელი ფასზე არ ნერვიულობს. თრუმპ თოწერ-ის ფართები უმალ გაიყიდა, ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტრამპმა მდიდარი ადამიანების ფსიქოლოგია ზედმიწევნით კარგად იცოდა, მან იპოვა თავისი ნიშა და ყველა თავის შესაძლებლობის გამოყენებას აპირებდა.

გასართობი იმპერია
თრუმპ თოწერ-ის დასრულების შემდეგ ტრამპმა თავის მზერა ატლანტიკ-სითის მიაპყრო, სადაც იგი გასართობი იმპერიის შექმნაზე ოცნებობდა. ამ პროექტში მან თავისი ძმა რობერტი მოიზიდა, რომ ეხელმძღვანელა მიწების შეძენისა და სათამაშო ბიზნესის ლიცენზიების მოპოვების პროცესისთვის. Holiday Inns Corporation-მა თანამშრომლობა შესთავაზა და 1982 წელს გაიხსნა 250 მილიონ აშშ დოლარად ღირებული კომპლექსი სახელწოდებით Hარრა. ტრამპმა შეიძინაHoliday Inns 1986 წელს და შეცვალა კომპლექსის სახელწოდებაც – Trump Plaza Hotel & Casino, რომელიც ატლანტიკ-სითიში ისეთივე სიმბოლო გახდა, როგორიც თრუმპ თოწერ ნიუ იორკში. ტრამპმა ატლანტიკ-სითიში სასტუმრო-კაზინოც შეიძინა სახელწოდებით Hilton, მაგრამ, როცა კორპორაციამ ვერ შეძლო მიიღო სათამაშო ბიზნესის ლიცენზია, მან 320 მილიონი დოლარის ღირებულების კომპლექსს გადაარქვა – Trump Castle. ცოტა მოგვიანებით, 1990 წელს მან შეიძინა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო-კაზინო Taj Mahal.
1989 წელს სიმდიდრის პიკზე, ტრამპის იმპერია 1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულებით (თრუმპ თოწერ-ისა და ატლანტიკ-სითის კაზინოს გარდა) მოიცავდაTrump Parc-ს, რომელშიც შედიოდა 24 ათასი საარენდო ფართი და ბინა, ავიაკომპანია Trump Shuttle Airline-ს, ინდიანაში კაზინოს მდინარეზე, აშშ-ის ფეხბურთის ლიგის საფეხბურთო გუნდს New Jersey Generals, Trump Castle-სა და ფეშენებლურ კერძო სახლებს.
ტრამპის მიერ დაწერილი წიგნი “გადარჩენის ხელოვნება” (The Art of Survival) განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საქმიანი ურთიერთობების მექანიზმს ეცნობა და წარმატების მიღწევა სურს. ამერიკაში ლექციის კითხვისას ტრამპი “ცხვირს უხოცავს” მათ, ვინც დაუდევრად ეპყრობდა მას. იგი აცხადებს: “მე მაღალ მიზნებს ვისახავ, რომ მივაღწიო იმას, რაც ვხდები ამის შემდეგ”. დონალდ ტრამპი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ბიზნესის შექმნა, ეს არის თვისება, რომლითაც ადამიანი იბადება, რადგან იგი გენეტიკურად იდება ადამიანში. იგი ყოველთვის ამ ცნებით ხელმძღვანელობდა თავის ბიზნესში.
რისკები
ზუსტად იმ მომენტში, როცა ტრამპმა იფიქრა, რომ ყველაფერს მიაღწია, რაც სურდა, გამოცდილების არქონის გამო მან თანდათანობით საკუთარ ბიზნესზე კონტოლის დაკარგვა დაიწყო. დიდ მაგნატს ძა-ლიან უყვარდა უძრავი ქონების ბაზარზე შესყიდვების განხორციელება სხვისი ფულით. მისი პარტნიორები იყვნენ ისეთი მსხვილი ბანკების კრედიტორები, როგორებიცაა: Citicorp, Chase Manhattan და Merrill Lynch-ის ტიპის საინვესტიციო ფირმები.
ტრამპი კრედიტების მისაღებად დიდ ყურადღებას უთმობდა საზოგადოებრივ აზრს, იგი კარგად იყენებდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შექმნილ იმიჯს, რომ ბანკირებზე გავლენა მოეხდინა. იგი ახლო ურთიერთობაში იყო უძრავი ქონების განხრით Chase Manhattan Bank-ის ხელმძღვანელთან, რომელიც, თავის მხრივ, ფიქრობდა, რომ პირველი კლასის კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების აწყობა უმნიშვნელოვანესი იყო, რომლის თვალსაჩინო მაგალითი იყო კიდეც ტრამპი. ეს ურთიერთობები ტრამპს შესაძლებლობას აძლევდა ყოველი სესხის მოთხოვნისას დაფინანსება მიეღო ყოველგვარი ოფიციალური განხილვების გარეშე (სხვათა შორის, ტრამპი ყოველთვის ვერ აკმაყოფილებდა ბანკის მიერ წაყენებულ პირობებს). საბოლოო ჯამში, დონალდმა ვერ შეძლო ბალანსი დაემყარებინა მიმდინარე აქტივებსა და მზარდ გადაუხდელ ვალებს შორის. არასტაბილური ბაზარი, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტ ინვესტირებას მოითხოვდა, ტრამპს გაკოტრებას უქადდა. პრესაში უკვე დაიწყო ინორმაციის გაჟონვა, რომ ბრწყინვალე და მომხიბვლელ ტრამპს ყველაფერი არც ისე კარგად ჰქონდა. გარდა ამისა, ჭორაობდნენ მაგნატის პირადი ცხოვრების პრობლემების შესახებაც. დიდი მაგნატი დაიბნა: იმპერია ხელიდან უსხლტებოდა, ნიუ იორკში ყველაზე ძლიერი ადამიანი უსუსური ხდებოდა.
თუმცა, ამ მომენტისთვის არც ბანკები იყვნენ კარგ დღეში. ტრამპს მათ ფული მისცეს და დიდად არ დაინტერესებულან იმით, რამდენად წარმატებით დასრულდებოდა მისი ოპერაციები. ბანკები, რომლებიც ადრე არასოდეს იძლეოდნენ ფულს სათამაშო ბიზნესისთვის, ტრამპით მოხიბლულებმა მისი იმპერია დააფინანსეს.
დონალდი აშენებდა გრანდიოზულ კაზინოებს, საბინაო კომპლექსებს, სასტუმროებს, აეროფლოტს და თავის სახელს არქმევდა მათ. ბანკების წარმომადგენლებს, რომლებიც ტრამპის მომხიბვლელობით იყვნენ დაბრმავებულები, ეგონათ, რომ დიდ მოგებას მიიღებდნენ. რეალურად კი, ისე გამოიყურებდოდა, თითქოს მათ სული ეშმაკს მიჰყიდეს, თუკი ტრამპს არ გაუმართლებდა, არც ბანკებს დაადგებოდათ კარგი დღე.

დანაკარგები
1990 წელს ტრამპი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა: მას არ შეეძლო 2 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის სესხის დაფარვა. მართალია, მას შეეძლო გარკვეული დაფინანსების მოპოვება კრიტიკული მომენტისთვის, მაგრამ სამაგიეროდ მას მოუწევდა ბანკ-კრედიტორებისთვის არა მხოლოდ თავის უძრავ ქონებაზე კონტროლის გადაცემა, არამედ გამომუშავებულის 10%-ისაც კი. და მაინც, ტრამპს მოუწია ამ ნაბიჯის გადადგმა, რომ, რაც შეიძლებოდა მალე დაეფარა ვალი. კრედიტორების გატეხვა არც ისე ადვილი გამოდგა, საბოლოო ჯამში, ეს ყოველივე თოკის გადაწევას დაემსგავსა: ვისი სახელი მეტად დაზარალდებოდა – ბანკირებისა თუ ტრამპის. მაგნატისთვის ფულის მიცემის სურვილის შემთხვევაში, ბანკები დარცხვენილნი იყვნენ შექმნილი სიტუაციით, საკრედიტო კრიზისმა აიძულა ფედერალური სამსახურები ბანკები სერიოზული კონტროლის ქვეშ ჰყოლოდათ, რაც, თავის მხრივ, ტრამპთან თანამშრომლობაში ბანკებს ზღუდავდა. ბანკებთან არაერთგზის მოლაპარკებების შემდეგ, ტრამპმა დაიქირავა ფინანსისტი, რომ მას ტრამპის იმპერია გაეკონტროლებინა. ახალი ადმინისტრატორი საკუთრების გაყიდვაზე იყო პასუხისმგებელი. ტრამპის პირადი ხარჯები შეადგენდა 450 ათას აშშ დო-ლარს 1990 წელს და 300 ათასს 1992 წელს. თუმცა, ტრამპი იმედს არ კარგავდა. ნიუ იორკის სხვა მშენებლები გაკოტრების პირას იყვნენ, ხოლო ტრამპი ცდილობდა არ ჩაძირულიყო. თუმცა, არც მასობრივი ინფრომაციის საშუალებები და არც პუბლიკა მის ოპტიმიზმს აღარ იზიარებდა.
ასეთი დიდი კრახი განიცადა ტრამპმა 90-იანი წლების დასაწყისში. ზოგიერთი მიმომხილველი ფიქრობს, რომ ყოველივე ეს გამოწვეული იყო ტრამპის გამოკვეთილი სტრატეგიის არქონით. ტრამპს ეგონა, რომ შენობისა და თვითმფრინავისთვის საკუთარი სახელის მიცემა მოგების მისაღებად საკმარისი იქნებოდა. ტრამპი ჯადოქარი არ ყოფილა, იგი ისეთი ყნოსვის ინსტიქტით დაიბადა, რომელსაც ის მომგებიან პოზიციებზე გაჰყავდა. ჟურნალი Forbes ტრამპს აკრიტიკებდა და ამტკიცებდა, რომ ვალის ზრდა მას თავისი კაპიტალის ორი მესამედის დაკარგვამდე მიიყვანდა.

წარმატებები
ტრამპმა უძრავი ქონების ბაზარზე ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ ამისთვის მან ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა. მან ბევრს მიაღწია მოკლე მონაკვეთში, მაგრამ არ იცოდა თავისი საქმიანობის დაგეგმვა. ტრამპის პროექტები, როგორც მედლის ორივე მხარე, ერთდროულად მომგებიანიც იყო და ინვესტორებისთვის მეტად სახიფათო.
53 წლის ასაკში ნაწვნევი წარუმატებლობის მიუხედავად, ტრამპი რჩება ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბიზნესმენად. Gallap Organization-ის გამოკვლევების თანახმად, ამერიკელების 98% დონალდ ტრამპს უკეთ იცნობენ, ვიდრე ისეთ ბიზნესმენებს, როგორებიც არიან ჯეკ ველჩი, უორენ ბაფეტი, სტივ ჯობსი ან ტედ ტერნერი. ჟურნალ Forbes-ის სიტყვებით, დონალდმა გაუწსრო იმ დროს, რომელმაც იგი შვა და შეძლო ყურადღების ცენტრში დარჩენილიყო, მან კრიოგენით გაყინული სხეულივით საკუთარი თავი კარგად შეინარჩუნა. ფულის, წარმატებისა და ცნობადობის სიყვარულმა უბიძგა მას უმსხვილესი პროქეტების შექმნისკენ, რამაც ქალაქი და პუბლიკა გააოცა.
არსებობს ტრამპის მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა ხედვაც. ჟურნალმა Fortune-მ გამოკითხა რამდენიმე ათასი შეძლებული ადამიანი, რომ შეედგინა 469 კომპანიისგან შემდგარი რეიტინგი, რომლებიც საყოველთაო აღტაცებას იწვევენ. 1999 წელს ტრამპის კაზინო ბოლო ადგილზე აღმოჩნდა. საქმე იმაში მდგომარობს, რომ ტრამპს თავის შესაძლებლობა საშუალებას აძლევს კაპიტალი რამდენიმე პროექტში ერთდროულად დააბანდოს. როგორც წესი, ხუთიდან ერთი ინვესტიცია დანარჩენ წარუმატებელს ფარავს, თუმცა, დონალდ ტრამპი თავის წიგნში “ამერიკა, რომელსაც ვიმსახურებთ” (The America We Deserve) ცდილობს ეს მოსაზრება გააბათილოს: “არა მგონია, ყველამ იცოდეს, რამდენად დიდია ჩემი ბიზნესი. ადამიანებს ურჩევნიათ ჩემს პირად ცხოვრებაზე ისაუბრონ და რა იმაზე, რომ გაეროს გვერდით 90-სართულიან ნაგებობას ვაშენებ… ისინი ყოველ არასწორად გადადგმული ნაბიჯისთვის მსაყვედურობენ”.
დონალდ ტრამპის პარტნიორები მის წარმოუდგენელ შესაძლებლობებსა და ზებუნებრივ მეხსიერებაზე საუბრობენ. მაგრამ, რაზედაც მართლა რთულია კამათი ის არის, რომ ტრამპი უსაფრთხოებასთან არასოდეს ითამაშებს. ტრამპი ყოველ დღე ნახულობს სამშენებლო მოედნებს და ჩხუბობს, რომ გამოიყენეს ბეტონის სხვა სახეობა, რომ მარმარილო არც ისე გლუვია, რომ ჭერი ჩამოსანგრევი და გადასაკეთებელია. ტრამპი ყველგან უნდა იყოს! იგი ამტკიცებს, რომ თუკი რაიმე კარგის შექმნა გსურთ, საკუთარი ხელებით უნდა გააკეთოთ. იგი საკუთარი კომპანიის ერთპიროვნული მმართველია: ქვეკონტრაქტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, იმის მაგივრად, რომ შესყიდვების სამსახურს დაეყრდნოს, სამაგიეროდ მას შეუძლია შვეიცარს ან მუშას თავი საჭიროდ და მნიშვნელოვან ადამიანად აგრძნობინოს.
ტრამპის ცხოვრების წესი 80-იანი წლების დასაწყისის შემდეგ დიდად არ შეცვლილა, შეიცვალა მხო-ლოდ მისი მიდგომა საქმის წარმოების მიმართ. იგი უფრო ფრთხილი გახდა, იგი თავს არ იკავებს დიდი თანხის დაბანდებისგან, ცდილობს ფინანსურ მფარველებთან თანამშრომლობას.
დღეს ტრამპის პოპულარული სახელის გამოყენების ბევრი მსურველია, ერთმა კომპანიამ ტრამპს 5 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა სეულში თავის სასტუმროზე თრუმპ თოწერ-ის წაწერის უფლების მოსაპოვებლად. ტრამპის მოწინააღმდეგეები და კონკურენტები ამბობენ, რომ დონალდს ისე იყენებენ თავიანთი ფინანსური ინტერესებისთვის, რომ ტრამპი ბრენდად იქცა და მის სახელს ისეთ შენობებს აკრავენ, რომლის მფლობელიც იგი არ არის. ტრამპი კი თავს ყოველთვის იცავს და ამბობს, რომ იგი ყველაზე დიდი მშენებელია მსოფლიოში ყველაზე “ცხელ” ქალაქში.
მანჰეტენზე დონალდმა და მისმა პარტნიორმა Daewoo-მ გრანდიოზული 90-სართულიანი ნაგებობა ააშენეს სახელწოდებით თრუმპ ჭორლდ თოწერ, ცათამბჯენის სიმაღლე 900 ფუტს უტოლდება, იგი მდებარეობს პირველ ავენიუზე და მანჰეტენს ისე დაჰყურებს თავზე, რომ აკნინებს მის მოპირდაპირედ მდგარ გაეროს 59-სართულიან შენობას. ამბობდნენ, რომ გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი საშინლად უკმაყოფილო იყო ასეთი “მეზობლით”, მაგრამ რა გზა ჰქონდა, როცა ქალაქის ყოფილმა მერმა, რუდოლფ ჯულიანმაც კი გადაწყვიტა, არ ჩარეულიყო.
მანჰეტენის დასავლეთ მხარეს ტრამპი და ჰონგ კონგელი ინვესტორები ფლობენ ორ საცხოვრებელ კომპლექსს 18 შენობით გუზდონის მდინარეზე, რომელიც ასევე ატარებს ტრამპის სახელს. ეს პროექტი ბოლო იყო მანჰეტენის მიწაზე. ამ პროექტიდან მიღებული შემოსავლები უზარმაზარი მოცულობისაა. Trump Tower, 40Wall Street და General Motors, რომელიც ტრამპმა 1998 წელს სადაზღვევო კომპანია ჩონსეცო-სთან ერთად შეიძინა, მისი მფლობელისთვის “სხვა შვილების” სახელს ატარებს. გარდა ამისა, დონალდ ტრამპი ოფიციალური მფლობელია კონკურსის “მის სამყარო”, რომელიც საკმაოდ პოპულარული და მომგებიანია და მსოფლიოს 90 ქვეყანაში 2,5 მილიარდი ადამიანი უყურებს. დაახლოებით 700 უცხოური ტელეკომპანია ყიდულობს ტრანსლირების უფლებას. თუმცა, ეს ყველაფერი ტრამპს ცოტა ეჩვენება და 2000 წელს იგი საპრეზიდენტი არჩევნებში კენჭს იყრიდა რეფორმატორების პარტიიდან. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ტრამპი არც მომავალ არჩევნებში გამორიცხავს.

ყველაფერი არც ისე კარგადაა
კაზინოების გარეშე ტრამპი ვერ იქნებოდა ის, რაც დღეს არის. ოდესღაც Trump Hotels & Casino Resorts-ის გახსნა ტრამპისთვის ხსნა იყო. სწორედ კაზინოებმა შეაძლებინა ტრამპს კრედიტების დაფარვა (140 მილიონი აშშ დოლარი). უცნაურია, რომ თითქმის გაკოტრებისა და უიღბლო ინვესტიციების შემდეგაც დონალდის აქტივები კარგ ფორმაშია. ატლანტიკ-სითიში ტრამპის სამ კაზინოს სათამშო ბიზნესის მთლიანი შემოსავლების მესამედი უჭირავს და კონკურენციას უწევს მეგაკაზინო Taj Mahal-ს, რომელშიც 4500 სათამაშო აპარატია და ყოველწლიურად მოაქვს 100 მილიონი ქეში. პატარა Trump Marina-ს შემოსავლები 53 მილიონს შეადგენს, ამას თუ დავუმატებთ Trump Plaza-სა და მდინარეზე განთავსებულ Iutside Gary Ind.-ს, გამოდის, რომ ტრამპის ყოველწლიური შემოსავალი 240 მილიონ დოლარს აჭარბებს.
ერთი შეხედვით, თანხა შთამბეჭდავია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ შემოსავლების უდიდესი ნაწილი მიდის მაღალპროცენტიანი ვალის დასაფარად, კომპანიას არც ისე დიდი სახსრები რჩება შემდგომი ინვესტირებისთვის და კიდევ უფრო ცოტა რჩებათ აქციონერებს.
პრესა ძალიან ხშირად ადანაშაულებს ტრამპს იმაში, რომ კაზინოს პირად ყულაბად იყენებს. დონალდი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ჭორების გარეშე არ ტოვებს. მაგალითად, 1996 წელს Trump Marina-ს ისეთ ფასად გაყიდა, რომ აქციონერებმა გადაჭარბებულად მიიჩნიეს, მაგრამ ტრამპი ირწმუნებოდა, რომ ეს “მშვენიერი გარიგება” იყო. ტრამპმა ინვესტორების აღშფოთება გამოიწვია, როცა 1998 წელს გამოიყენა კომპანიის მიერ გამოყოფილი 26 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც განკუთვნილი იყო Donaldson Lufkin & Jenrette-ისთვის პირადი სესხის დასაფარად. თვითონ ტრამპი უარყოფდა, რომ კომპანიის ფონდს არასწორად იყენებდა და ფულის დაბრუნებას ჰპირდებოდა. ტრამპმა ყოველთვის იცის, სიტუაცია საუკეთესოდ როგორ გამოიყენოს.
ბევრი ფიქრობს, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ ტრამპი მმართველობას ჩამოშორებოდა. საწარმოო აღმასრულებლები ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ ეს ერთი ნაბიჯი კომპანიის აქციების ღირებულებას 30%-ით გააძვირებდა, მაგრამ ტრამპი ყოველთვის საწინააღმდეგო გზას ირჩევს და ყოველთვის ამტკიცებს, რომ რჩევები მას არ სჭირდება.
საკმაოდ უცნაურია, რომ ადამიანს, რომელიც მასობრივი ინფრომაციის წყაროებში “ცხოვრობს”, პირადი ფიარი არ ჰყავს. მაშინ, როცა წვრილ-წვრილი მაგნატები საკუთარ თავს პრეს-ატაშეების არმიით იცავენ, ტრამპი მხოლოდ თავის ძველ თანაშემწეს, ნორმა ფოედერერს ეყრდნობა. რეპოტიორების უმეტესობას დონალდი პირადად პასუხობს და ამით ყველაზე ხელმისაწვდომი ბიზნესმენის სახელიც მოიხვეჭა.
მართალია, ტრამპი ორ კომპანიას ხელმძღვანელობს, რომელიც 22 ათას თანამშრომელს ითვლის, მაგრამ საკუთარი თავის მის ხელქვეითად წარმოდგენა ადვილი არ არის – ის არა მხოლოდ ერთპიროვნული მფლოებელია, არამედ ერთადერთი მომსახურე. ძველი და ახლანდელი თანამშრომლები დონალდს ახასიათებენ, როგორც ლოიალურ, მაგრამ არა განსაკუთრებულად გულუხვ ბოსს. თუმცა, ზოგიერთი მხრებს იწურავს, როცა მის პოპულარობაზე იწყება საუბარი. ტრამპი ირონიული და პატივმოყვარეა, მიზანდასახული შრომისადმი მიდრეკილი ადამიანი, რომელიც მუდმივად ძიებაშია და ამიტომ რთულია იგი დაადანაშაულო, რომ მისი წარმატების სტიმული ამერიკის კიდევ ერთხელ შეზანზარების სურვილია. საფიქრებელია, რომ ტრამპი ყოველთვის დარჩება ყურადღების ცენტრში, მისი გვარიც ხომ ითარგმება, როგორც “კოზირი”.