მსოფლიო ეკონომიკის პესიმისტური სტატისტიკა

სარედაქციო სტატია
აშშ
შშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებით, საკვანძო საპროცენტო განაკვეთი წლიური 0-0,25%-ის ფარგლებში დარჩა. ეს გადაწყვეტილება ფსს-მ ღია ბაზარზე ოპერაციების კომიტეტის (FOMC) სხდომაზე მიიღო, რასაც ექსპერტების უმრავლესობა ვარაუდობდა კიდეც.
აშშ-ის წამყვანი მაკროეკონომიკური ინდიკატორების ინდექსი 2011 წლის თებერვლის შედეგებით გაზრდილია 0,8%-ით, ეს მონაცემები კვლევითმა ორგანიზაციაConference Board-მა გამოაქვეყნა. ანალიტიკოსების ვარაუდები ამ შემთხვევაშიც გამართლდა. ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის იანვარში, დაზუსტებული მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით გაზრდილია 0,1%-ით.

აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემების თანახმად, ქვეყნის სამომხმარებლო ფასების ინდექსი მიმდინარე წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0,5%-ით. ანალიტკოსები ცოტა ნაკლებს, 0,4%-ს ვარაუდობდნენ. 2011 წლის თებერვალში დაფიქსირებული სამომხმარებლო ფასების ინდექსი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 2009 წლის ივნისის შემდეგ. მიმდინარე წლის თებერვალში სამომხმარებლო ფასების ინდექსი კვების პროდუქტებისა და ენერგომატარებლების ფასების გამოკლებით თვიურ გამოხატულებაში გაიზარდა 0,2%-ით, იანვარში ასევე 0,2%-ით.
აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცმებით, მიმდინარე წლის თებერვალში ქვეყნის სამრეწველო ფასები წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1,6%-ით, ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ თვიურ გამოხატულებაში ეს მაჩვენებელი გაიზრდებოდა 0,7%-ით. იგივე მაჩვენებელი მიმდინარე წლის იანვარში, წლიურ გამოხატულებაში, გაიზარდა 0,8%-ით, ხოლო სამრეწველო ფასების ინდექსი კვების პრო-დუქტებსა და ენერგომატარებლების ფასების აღრიცხვის გარეშე, აშშ-ში მიმდინარე წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0,2%-ით, 2011 წლის იანვარში კი, თვიურ გამოხატულებაში აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა 0,5%.
აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებაზე 2011 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ფასები 1,4%-ით გაიზარდა. ამასთან, მიმდინარე წლის თებერვალში ფასებმა ექსპორტზე 1,2%-ით მოიმატა, მაშინ, როცა ანალიტკოსები ვარაუდობდნენ, რომ იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებაზე გაიზრდებოდა 0,9%-ით, ხოლო ექსპორტირებულზე – 0,7%-ით. მიმდინარე წლის იანვარში, თვიური გაანგარიშებით, იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებაზე, საბოლოო მონაცემებით, ფასები 1,3%-ით გაიზარდა (ადრე 1,5%-იან ზრდას იუწყებოდნენ), იგივე მაჩვენებელია ექსპორტირებულზეც – 1,3%-ით (ადრე 1,2%-ს ვარაუდობდნენ). რაც შეეხება წლიურ გამოთვლას, იმპორტულ საქონელზე თებერვალში ფასები მომატებულია 6,9%-ით, ხოლო ექსპორტირებულზე – 8,6%-ით.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემებით, ქვეყანაში სამრეწველო წარმოების მო-ცულობა, მიმდინარე წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით შემცირებულია 0,1%-ით, ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ მოცემული მაჩვენებელი გაიზრდებოდა 0,6%-ით. გასული წლის თებერვალთან შედარებით სამრეწველო წარმოების მოცულობა აშშ-ში 5,6%-ით არის გაზრდილი. გამოყენებული სიმძლავრეების კოეფიციენტი მიმდინარე წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით შემცირებულია 0,1 პროცენტული პუნქტით და შეადგინა 76,3%. ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი შეადგენდა 72,4%-ს. მიმდინარე წლის იანვარში სამრეწველო წარმოების მოცულობა, გადასინჯული მონაცემებით, თვიური გაანგარიშებით გაზრდილია 0,3%-ით, მაშინ, როცა ადრე იუწყებოდნენ 0,1%-იან კლებას, ხოლო გამოყენებული სიმძლავრეების კოეფიციენტმა შეადგინა 76,4% (ადრინდელი ინფორმაციით – 76,1%).
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი სახლების მშენებლობის მოცულობა მიმდინარე წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით 22,5%-ით შემცირდა და შეადგინა 479 ათასი ერთეული. ექსპერტები პროგნოზირებდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 560 ათასი ერთეული იქნებოდა. ამ მაჩვენებელს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ 20,8%-იანი შემცირება შეინიშნება. გადასინჯული მონაცემების თანახმად, 2010 წლის იანვარში ახალი სახლების მშენებლობამ შეადგინა 618 ათასი ერთეული და არა 596 ათასი, როგორც ადრე იყო ცნობილი.
მიმდინარე წლის თებერვალში იანვართან შედარებით ახალი სახლების მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა შემცირდა 8,2%-ით 517 ათას ერთეულამდე, ხოლო 2010 წლის თებერვალთან შედარებით ეს მაჩვენებელი შემცირებულია 20,5%-ით.
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის ბიუროს მონაცემებით, ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის უარყოფითი სალდო 2010 წლის IV კვარტალში შემცირდა 113,35 მილიარდ დოლარამდე. ანალიტიკოსები მოელოდნენ, რომ აშშ-ის საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი შეადგენდა 110 მილიარდ დოლარს. აშშ-ის საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი 2010 წლის III კვარტალში, გადასინჯვის შემდეგ შემცირდა 127,23 მილიარდი დოლარიდან 125,49 მილიარდ დოლარამდე. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კაპიტალის წმინდა შედინება აშშ-ში 2010 წლის IV კვარტლის შედეგებით შემცირდა 32,4 მილიარდი დოლარით III კვარტლის 137,0 მილიარდი დოლარის საპირისპიროდ. აშშ-ის საგადამხდელო ბალანსის უარყოფითი სალდო 2010 წლის III კვარტალში გაიზარდა 470,2 მილიარდი დოლარით, ამასთან, აშშ-ის საგადამხდელო ბალანსის დეფიციტმა 2009 წლისთვის, გადასინჯული მონაცემებით, შეადგინა 378,4 მილიარდი დოლარი. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, აშშ-ში წმინდა კაპიტალის შედინება 2010 წლისთვის გაიზარდა 235,3 მილიარდი დოლარით 2009 წლის 216,1 მილიარდის საპირისპიროდ.
ერთი კვირის მანძილზე (რომელიც 12 მარტს დასრულდა), ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უმუ-შევრობაზე შემწეობისთვის სახელმწიფოსთვის პირველადი მიმარვთა შემცირდა 385 ათას ადამიანამდე – ეს მონაცემები ქვეყნის შრომის სამინისტრომ გამოაქვეყნა. ანალიტიკოსები ზუსტად ამ მაჩვენებელს ელოდნენ.
ევროზონა
Eurostat-ის საბოლოო მონაცემებით, ევროზონის სამომხმარებლო ფასები მიმდინარე წლის თებერვალში, წლიური გაანგარიშებით გაიზარდა 2,4%-ით, ანალიტიკოსები ასევე ელოდნენ, რომ ინფლაცია 2,4%-ს შეადგენდა. წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები ევროზონაში მიმდინარე წლის თებერვალში გაიზარდა 0,4%-ით. 2011 წლის იანვარში კი სამომხმარებო ფასების ინდექსი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა 2,3%-ით. 2011 წლის თებერვალში ევროკავშირის 27 ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები თვიური გაანგარიშებით გაიზარდა 0,4%-ით.
ევროზონის სამრეწველო წარმოების მოცულობა 2011 წლის იანვარში 2010 წლის დეკემბერთან შედარებით 0,3%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის კლებას ელოდნენ 0,1%-ით. წლიურ გამოხატულებაში სამრეწველო წარმოების მოცულობა ევროზონაში მიმდინარე წლის იანვარში გაიზარდა 6,6%-ით. Eurostat-ის გადასინჯული მონაცემებით, 2010 წლის დეკემბერში ევროზონის სამრეწველო წარმოების მოცულობა თვიური გაანგარიშებით გაიზარდა 0,3%-ით.
ევროკავშირის 27 ქვეყანაში სამრეწველო წარმოების მოცულობა 2011 წლის იანვარში თვიური გაანგარიშებით 0,6%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურით – 6,8%-ით.
Eurostat-ის მონაცემებით, ევროზონის სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა 2011 წლის იანვარში 14,8 მილიარდი ევრო შეადგინა, ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ დეფიციტი 11,5 მილიარდ ევროს შეადგენდა. 2010 წლის დეკემბერში ევროზონის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი, გადასინჯული მონაცემებით, 0,5 მილიარდი ევრო იყო, რაც დაემთხვა კიდეც წინასწარ მონაცემებს. 2010 წლის იანვარში ევროზონის სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა 9,7 მილიარდი ევრო შეადგინა, ევროზონაში შემავალი 17 ქვეყნის ექსპორტის მოცულობა, მიმდინარე წლის იანვარში, წლიურ გამოხატულებაში 27%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტისა – 29%-ით. 2011 წლის იანვარში ევროზონის ექსპორტი თვიურ გამოხატულებაში, სეზონური კორექტირებების გათვალისწინებით, 3,6%-ით გაიზარდა, ხოლო იმოპრტი – 5,3%-ით. 2011 წლის იანვარში ევროკავშირის 27 ქვეყანაში სავაჭრო ბალანსის დეფიციტი, წინასწარი მონაცემებით განისაზღვრა 29,8 მილიარდი ევროთი, მაშინ, როცა 2010 წლის იანვარში, ეს მაჩვენებელი იყო 22,7 მილიარდი ევრო. ამასთან, 2011 წლის იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ევროკავშირის 27 ქვეყანაში ექსპორტის მოცულობა 33%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტისა ასევე – 33%-ით. თვიური გაანგარიშებით, სეზონური კორექტირებების გათვალისწინებით, ევრო-კავშირის 27 ქვეყნის ექსპორტი მიმდინარე წლის იანვარში გაიზარდა 6,4%-ით, ხოლო იმპორტი – 4,8%-ით.
გერმანია
2011 წლის თებერვალში გერმანიის სამრეწველო ფასები გასულ თვესთან შედარებით 0,7%-ით გაიზარდა – ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა ქვეყნის სტატისტიკურმა სამსახურმა. ანალიტიკოსები ცოტათი ნაკლებ, 0,6%-იან ზრდას ელოდნენ. 2011 წლის თებერვლის მონაცემებს თუ შევადარებთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, ვნახავთ, რომ გერმანიის სამრეწველო ფასები 6,4%-ით არის მომატებული. ეს გახდა ინდექსის ყველაზე დიდი მატება 2008 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული. 2011 წლის იანვარში სამრეწველო ფასები თვიური გაანგარიშებით, დაზუსტებული მონაცემებით, 1,2%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურით – 5,7%-ით.
ეკონომიკური კვლევითი ცენტრის ZEW-ის ინფორმაციით, გერმანიაში საქმიანი მოლოდინის იდნექსმა მიმდინარე წლის მარტში შეადგინა 14,1 პუნქტი თებერვლის 15,7 პუნქტთან შედარებით. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 16 პუნქტს მიაღწევდა. გერმანიაში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის ინდექსი 2011 წლის მარტში განისაზღვრა 85,4 პუნქტით ერთი თვის წინანდელი 85,2 პუნქტის საპირისპიროდ. ZEW აღნიშნავს, რომ გერმანიაში საქმიანი განწყობის კლებაზე იაპონიის კატასტროფამ იქონია გავლენა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial