რა სურდა ევროპას?

აკაკი როგავა

ერთ ქვეყანაში პრობლემის მოგვარებამ სხვა ქვეყანაში მათი წარმოქმნა გამოიწვია – სხვა და სხვა ქვეყნებში საპროცენტო განაკვეთების დაახლოებამ ეკონომიკურად ფენებად დაყოფა გამოიწვია: სუსტი ქვეყნებში საპროცენტო განაკვეთების დაწევამ ეგრეთ წოდებული “ბუშტების” ფორმირება გამოიწვია უძრავი ქონების ბაზარზე, ხოლო ძლიერი ქვეყნები იძულებულნი გახდნენ ქამრები შემოეჭირათ. ფინანსურმა კრიზისმა დაშლის პროცესს მისცა საწყისი: გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ევროკავშირს არ მიეცა საერთო გარანტიები და ყველა ქვეყანას დამოუკიდებლად ეზრუნა თავის ფინანსურ ინსტიტუტებზე. სოროსის აზრით, ევროზონაში შექმნილი კრიზისის ძირითადი მიზეზი ამაში გამოიხატება.

ევროკავშირის ყველა ქვეყანამ ვალების გაზრდა დაიწყო. ასე შეიქმნა ეგრეთ წოდებული “ორსიჩქარიანი” ევროპა, სადაც სუსტი ქვეყნები უკანა პლანზე გადადიან და ძლიერი ქვეყნები – წინაზე. აგრეთვე გაძლიერდა დეზინტეგრაციის პროცესები პოლიტიკურ სფეროში – ნაციონალური ადმინისტრაციის უწყებები იბრძვიან მხოლოდ თავიანთი ქვეყნების და არა საერთო ინტერესებისთვის. ფინანსური უწყებების წარმომადგენლები დროის მოგებას ცდილობენ, მაგრამ დრო მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს: “ორსიჩქარიანი” ევროპა აგრძელებს ქვეყნების დაყოფას.
ზუსტად ამ მიზეზების გამო საბერძნეთში კრიზისი შეიქმნა. ახლა ევროკავშირის ხელმძღვანელობამ, რომლებიც ქვეყნის ვალის რესტრუქტურიზაციას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ, არ უნდა დაუშვას, რომ საბერძნეთის დეფოლტი კონტროლიდან გამოვიდეს და სხვა ქვეყნები კრიზისის განვრცობისგან დაიცვას. ეს ობლიგაციების უფრო აქტიურ გამოყენებას ნიშნავს და სადაზღვევო დეპოზიტების მოცულობის გაზრდას.
ცალკე თემაა – ევროკავშირში პოლიტიკური ნების დეფიციტი. ამისათვის საჭიროა ევროპული ელიტა დაუბრუნდეს ინტეგრაციას და აღიაროს, რომ მათი რეალობის აღქმა იდეალისაგან შორსაა, ინსტიტუტები არ მუშაობენ ისე, როგორც საჭიროა. მხოლოდ ასეთი მიდგომა მისცემს შანს ევროპას არსებობა გააგრძელოს.
ამის გარდა დღეს ევროზონას ორი ძირითადი პრობლემა აქვს, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს ჩაკეტილი წრის გარღვევის საშუალებას არ აძლევს. ექსპერტები აღიარებენ, რომ ევროზონა აღარ განიხილება, როგორც მთლიანი ფინანსური სივრცე. ნათელი გახდა, რომ ევროზონა არის მარვალფეროვანი სტრუქტურა, რომელშიც არის მყარი ცენტრი და სუსტი პერიფერია და ზოგი ქვეყანა ევროკავშირიში მაასტრიხტის კრიტერიუმების დარღვევით მიიღეს.
მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა ეს არის დიდი თანხების სესხების აუცილებლობა სავალე ბაზარზე, სადაც ნებისმიერი პანიკამ, რეიტინგების დაწევის, ხელფასების დაგვიანების, ეკონომიური მონაცემების შიშით გამოწვეულმა, შესაძლებელია, მასობრივი გაყიდვები გამოიწვიოს.
ზვავი შეიძლება ისეთი მძლავრი იყოს, რომ ბაზარზე დამკვიდრდა ტერმინი “ბონდების ლინჩის წესით გამსამართლებლები” – პირები, რომლებიც მომენტალურად ჰყიდიან ობლიგაციებს და მათ შემოსავლიანობას 8-10-20%-მდე და ზოგჯერ 40%-მდეც კი ზრდიან (როგორც ადრე საბერძნეთში). არც ერთი ქვეყანა თავს უფლებას ვერ მისცემს ასეთი მაღალი პროცენტით ვალი აიღოს. ამ შემთხვევაში, სწრაფად იზრდება დეფიციტი და გადაუხდელობის ალბათობა მატულობს, რაც ბონდების გაყიდვის ახალ ტალღას იწვევს.
რეგიონის გრძელვადიანი პრობლემები უკავშირდება იმას, თუ როგორ გასწორდება სტრუქტურული დეფექტების გამოვლენა ევროკავშირში – მიიჩნევენ ანალიტიკისები. ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ეკონომიური და ინსტიტუციონალური განვითარების დონეები მეტად განსხვავებული აღმო-ჩნდა. ამის შედეგად მათი კონკურენტუნარიანობა განსხვავებული ხდება. ევროზონის გაერთიანებამდე, ბუნებრივი მიქანიზმით, რომლის მეშვეობით ხდებოდა კონკურენტუნარიანობის აღდგენა, სავალუტო კურსებისების სისტემა. ამჟამად ეს სისტემა არ მოქმედებს და ალტერნატივაც არ არსებობს.
მიმდინარე კრიზისი გამოიწვია იმან, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც დაკარგეს კონკურენტუნარიანობა, ცხოვრების დონის დაქვეითებას იაფი კრედიტების გამოყენებით აღუდგნენ წინ (იაფი იმიტომ, რომ ბაზრებზე ევროზონაში შემავალი ქვეყნების დეფოლტის ზღვრამდე მისვლის მოლოდინი არ იყო). ეს იყო გზა არსაით. აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს იმის თაობაზე, რომ ევროზონაში ეკონომიკის მართვის ცენტრალიზებაა საჭირო. დღეს მთავარი პრობლემა ის არის, თუ როგორ უნდა დაახლოვდეს კონკურენტუნარიანობა ქვეყნებს შორის? ჯერჯერობით, ექსპერტის თქმით, არსებობობს ერთადერთი გამოსავალი – ცხოვრების დონის დაწევა ცალკეულ ქვეყნებში, მაგრამ მიიღებენ კი ისინი იმ რეცეპტს, რომელიც ბრიუსელიშია გამოწერილი?
ინტეგრაცია ევროკავშირში მასში შემავალი ქვეყნებისათვის ერთდროულად უპირატესობაც არის და პრობლემაც. წარმოუდგენელია, რომ ცალკეული ქვეყნების კრახმა სხვა ქვეყნებზე კვალი არ დატოვოს. ერთიან ვალუტას აქვს ბევრი უპირატესობა, მაგრამ ამით მხოლოდ ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები რჩებიან მოგებულნი. ქვეყნებში, რომლებთაც დიდი სავალე ტვირთი აქვთ მდგომარეობა რთუ-ლდება, იმდენად, რამდენადაც მათ არ გააჩნიათ ვალის დევალვაციის საშუალება. ასეთ ეკონომიკურ სისტემაში ევროკავშირმა წინასწარ უნდა გაანალიზოს ურთიერთდახმარების მაქანიზმები, რომლებიც ცალკეულ ქვეყნებს მისცემენ იმის საშუალებას, რომ ეკონომიკა არ ჩამოიშალოს. საბოლოო ჯამში, გაიმარჯვებს ყველაზე ძლიერი – გერმანია. ექსპერტები ამბობენ, რომ იგი მთელი ევროპის მაგივრად გადაიხდის. ამის განხორციელებას თან სდევს გარკვეული პირობები: სუსტ ქვეყნებში შეწყდება მწარმოებელთა დოტაცია, რომლებიც კონკურენციას ვერ გაუძლებენ და ბაზრიდან გაუჩინარდებიან. სამაგიეროდ მათ გერმანული საქონელი ჩაანაცვლებს. საწარმოების დახურვის გამო უმუშევრობა გაი-ზრდება, რაც მოსახლეობას სიღარიბის ზღვრამდე მიიყვანს. გაიაფდება წარმოება, მუშები დათანხმდებიან დაბალ ანაზღაურებას. ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ გერმანული კონცერნები, რომლებიც საკუთარ წარმოებას სუსტი ქვეყნების ტერიტორიებზე განათავსებენ, რაც გერმანული საქონელის კონკურენტუნარიანობის კიდევ უფრო გაზრდის. სუსტი ევროპული ქვეყნები იძულებულნი იქნებიან დამატებით დიდი რაოდენობის აქტივების პრივატიზაცია განახორციელონ. და რადგან ქვეყნის შიგნით წარმოუდგენელია ვინმეს აღმოაჩნდეს ამხელა თანხები, ამ ქვეყნებში ისევ გერმანული კონცერნები შეისყიდიან ამ აქტივებს. ნუთუ ეს სურდა ევროპას ინტეგრაციამდე?