როგორ დავზოგოთ ელექტროენერგია

ლევან ასათიანი

დიდი გაჭირვებით გადატანილი ცივი ზამთრის შემდეგ, ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალურია ენეგოდამზოგავი ინოვაციური ტექნოლოგიებს თემა. რამდენიმე თვის განმავლობაში, მოსახლეობის შემოსავლების 80-90% კომუნალურ გადასახადებზე იხარჯებოდა. ფაქტია, რომ მოსახლეობა დენის, დენზე მიბმული დასუფთავებისა და გაზის გადასახადების გადახდას ვეღარ აუდის.

ესეც არ იყოს, საქართველოში გაზით გათბობა ელექტროენერგიით გათბობასთან შედარებით 2-ჯერ ძვირი ღირს, ენერგორესურსების მოხმარების 60-65% კი მაინც გაზზე მოდის. ამასთანავე, გაზის შემთხვევაში, ქვეყანა თითქმის მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული, მაშინ, როცა საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა შორის ერთ-ერთი პირველი ადგილი ჰიდროენერგორესურსებს უჭირავს. მართაია, ამჟამად მათი დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ასათვისებელია, მაგრამ რამდენიმე წელში საქართველოში ელექ-ტროენერგიის მოპოვება უფრო გაიზრდება, ახალი ჰიდროელექტროსადგურების აშენების შემდეგ. ბუნებრივია, რომ ელექტროენერგიის მოპოვების ზრდის ხარჯზე მისი მოხმარების წილიც გაიზრდება გაზთან შედარებით. ასეთ პირობებში კი ელექტროენერგიის დამზოგავი მოწყობილობების ტექნოლოგიების დანერგვა-გამოყენება უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
ამ პრობლემას ეხმიანებოდა 17 აპრილს თბილისში ჩატარებული სემინარი, რომელიც ენერგოდამზოგავ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და მათ მნიშვნელობას ეძღვნებოდა. სემინარზე დანიური კონცერნ “დანფოსისა” და მისი შვილობილი კომპანია “დევის” პროდუქცია იყო წარმოდგენილი. კომპანია “დანფოსის” ოფიციალური წარმომადგენლობა, რამდენიმე წელია არსებობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვის კონცეპტუალურად ახალი შეთავაზებაა ქვეყანაში გაზის მომხმარებელთა რაოდენობის შესამცირებლად და მისი ელექტროენერგიით, ამასთანავე, ეკონომიური მოხმარებით, ჩასანაცვლებლად.
მაგალითისათვის, სემინარზე დამსწრე მშენებლებს, არქიტექტორებსა და ინჟინრებს წარუდგინეს Danfoss-ის ენერგოდამზოგავი სარქველები. საუბარია, სპეციალურ მარეგულირებელზე, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი აკეთებს 20%-მდე ეკონომიას. ოთახის ტემპერატურა მუდმივად ცვალებადია, რეგულატორისა და სარქველის საშუალებით თანაბარი და კომფორტული ტემპერატურის არსებობა მთელ სახლში უზრუნველყოფილია. ვინაიდან, მოწყობილობა აღიქვამს ოთახში არსებულ ტემპერატურას და მას ინარჩუნებს სასურველ ნიშნულზე. ჰაერის (არაეფექტური) გათბობის მხოლოდ 1�C-ით შემცირება კი უზრუნველყოფს სითბოს 5-8%-ის ეკონომიას.
კომპანია “დანფოსის” წარნომადგენელმა ვიტალი იანუკოვმა სემინარის გახსნისას განაცხდა: “ჩვენი კომპანია წლებია წარმატებას აღწევს ბაზარზე და არის დარგის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია. წარმატებას კი მომხმარებლისათვის მუდმივი ინოვაციური პროდუქციის შეთავაზებით ვაღწევთ. ჩვენი კომპანიისათვის განსაკუთრებით მნიშვ-ნელოვანი და პრიორიტეტული ენერგოდამზოგავი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის შექმნა და პოპულარიზაციაა”.
ინოვაციური საქმიანობის ძირითადი მიმართულება კი ენერგო ეფექტური და ნაკლებ ხარჯიანი პროდუქციის წარმოებაა, რომელიც მომგებიანია არა მხოლოდ მომხმარებლისთვის, არამედ სასარგებლოა მთლიანად ეკოლოგიური გარემოსთვის. 2011 წელს “დანფოსმა” ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების პროექტებში 1,263, მილიონი დანიური კრონა ჩადო, 2010 წელს ეს მაჩვენებელი 1,054 მილიონი იყო. 2010 წელს ეს წმინდა გაყიდვების 3.3%-ს შეადგენდა, 2011 წელს კი 4,2%. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2011 წელს კომპანიის წმინდა გაყიდვები 7.5%-ით გაიზრდა (31,550 მილიონი კრნიდან 33,904 მილიონამდე), ნათელი ხდება თუ რამდენად მნიშვნელოვანია დანიური კომპანიისათვის ინოვაციური (განსაკუთრებით კი ელექტრო ენერგიის დამზოგავი) ტექნოლოგიის შექმნის მიმართუებით მუშაობა. 2011 წელს კომპანიამ ბაზარზე გამოიტანა ელექტრონული თერმორეგულატორების ახალი სერია, Heat Pumps-ის ახალი თაობა, სითბოგამტარებისა და საწარმოო კომპრესორების ახალი სერია. 2010 წელს “დანფოსმა” 52, ხოლო გასულ წელს 143 ახალი საპატენტო (ინოვაციური კუთხით) განაცხადი წარადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ “დანფოსის” პროდუქცია ევროპაში ძალიან პოპულარულია, საქართველოში ის ჯერ დამკვიდრების ეტაპზეა. ამ პროცესის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი კი, პროდუქციის შედარებით მაღალი ფასია.
ამის შესახებ საუბრობს სემინარის ერთ-ერთი მონაწილე კომპანია “ტემპლოიმპორტ კავკასიის” ინჟინერი ვაჟა დოლაბერიძე: “რა თქმა უნდა, ის თემატიკა და პროდუქცია, რომელიც აქ არის წარმოდგენილი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, განსაკუთრებით ჩვენი ცივი ზამთრის შემდეგ, როდესაც უზარმაზარი გადასახდები მოგ-ვივიდა და ქართული ოჯახების უმეტესობისათვის შემოსავლების უდიდესი ნაწილი კომუნალურ გადასახადებზე დაიხარჯა. ასეთ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია ენერგოდამზოგავი სისტემების დანერგვა და დათბუნების სტანდარტების დაცვა მშენებლობის პროცესში.
ს.ე. – რამდენად იყენებენ დღეს ამ ინოვაციურ ტექნოლოგიებს ქართველი მშენებლები?
ვ.დ. – ამ პროდუქციის გამოყენება-არ გამოყენება არ არის დამოკიდებული არქიტექტორებზე და მშენებელზე, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რომელი მასალაა უკეთესი და რატომ. მასალის არჩევა დამოკიდებულია დამკვეთის შეგნებაზე. დღეს საქართველოში, როგორც უკვე აღვნიშნე, მშენებლობის პროცესში ნაკლები ყურადღება ექცევა დათბუნებასთან დაკავშირებული სტანდარტების დაცვას. ამის ორი მიზეზი შეიძლება არსებობდეს – ან დამკვეთამდე არ მიდის ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ტექნოლოგიებია ბაზარზე და რა რას ჯობს ან მიდის ეს ინფორმაცია, მაგრამ დამკვეთი არ ითვალისწინებს მას. რადგან მშენებლობის პროცესში მსგავსი მასალის გამოყენება ძალიან დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, რაც შემდეგ აშენებული ფართების თვითღირებულებას ზრდის. ამიტომ თუ დამკვეთი გასაყიდ ან გასაქირავებელ ფართებს აშენებს, მისთვის დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს თუ რა ფასს გადაიხდიან შემდეგ მობინადრეები კომუნალურ გადასახადებში. ის მშენებლობის პროცეში აკეთებს ეკონომიას, რაც შემდეგ საკმაოდ დიდი ზარალის მომტანია მაცხოვრებლებისათვის.
მაგრამ ამ ტექნოლოგიების გამოყენების პრეცენდენტებიც არის, რა თქმა უნდა. მაგალითად, ჩვენმა კომპანიამ ბროსეს ქუჩაზე გააკეთა პროექტი. მშენებლობის დამკვეთი არის ქართველი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს. მასაც გასაყიდად უნდა ოფისები, მაგრამ ალბათ მასზე იქაური მენტალიტეტი უფრო მოქმედებს, ვიდრე ქართული, და მშენებლობის პროცესში მოითხოვა დათბუნების მაღალი სტანდარტების დაცვა, ჩვენ ეს პროდუქცია გამოვიყენეთ. ახლა მთელი კორპუსი გარშემო არის დათბუნებული. ეს უნდა იყოს სამაგალითო ყველასთვის, რადგან მსგავსი სტანდარტებით აშენებული ფართები გათვლილია იმ მომხმარებელზე, რომელიც მომავალში იყიდის ამ ფართებს.
უფრო მეტიც, ძალიან დიდი ხანია ბევრ ევროპულ ქვეყანაში სტანდარტები და დათბუნება მშენებლობის სახელმწიფო პროგრამებში ზის, იმიტომ, რომ ყოველთვის ჭირს გაზი, დენი და აუცილებელია ეკონომია. საქართველოში მსგავსიც კი არაფერი არსებობს, არანაირ სტანდარტებზე საუბარი არ არის, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია” – დასძენს ვაჟა დოლაბერიძე.
რაც შეეხება კომპანიას, “დანფოსი” 1933 წელს დანიაში დაარსდა. ამჟამად კონცერნი აერთიანებს ათეულობით სამრეწველოს 4 კონტინეტზე, ჰყავს შვილობილი კომპანიები და წარმომადგენლობები 100-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: თბოავტომატიკა, კონდიცირების და გამაცივებელი მოწყობილობები, სამრეწველო ავტომატიკა და წყლის კომუნიკაციის კონტროლი.
“დანფოსის” შვილობილი კომპანია “დევი” მომხმარებელს გათბობის სისტემაში ახალ ტენდენციებს სთავაზობს, ეს არის სპეციალური, ამერიკული, კოსმოსურ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით შექმნილი კაბელი, რომელიც სახლის გათბობას იატაკიდან უზრუნველყოფს. პროდუქცია არ შეიცავს ევროპაში აკრძალულ მასალებს და არც ადამიანისთვის საზიანო ელექტრომაგნიტურ ველს ქმნის.
გათბობა 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 5-6 საათი მუშაობს. აქვს სენსორული სისტემა, აკონტროლებს ჰაერის და იატაკის ტემპერატურებს და სასურველი ტემპერატურის მიღწევის შემდეგ, ავტომატურად ითიშება. სწორედ ეს თვისება უზრუნველყოდის ელექტრო ენერგიის დაზოგვის გარანტიას. დანაზოგი ხშირად სხვა ენერგომოწყობილობებთან შედარებით 40-45%-იან ეკონომიას იძლევა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial