ინტერნეტის სოციო პოლიტიკური გარემო

რატი აბულაძე, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ინტერნეტი ცვლის მსოფლიოს პოლიტიკის კურსს და წარმოადგენს პოლიტიკური რესურსების მთავარ მამოძრავებელ ძალას, გლობალური საზოგადოების ფორმირების საშუალებას, საერთაშორისო ურთიერთობების აქსელერატორსა და ობიექტს, სახელმწიფო სტრუქტურების სტიმულს, პოლიტიკური რესურსების გაერთიანებისა და მობილიზების მექანიზმს.

ინტერნეტი უზრუნველყოფს სახელმწიფოს ყველა სფეროს ქმედუნარიანობას, ეკონომიკურ განვითარებას და კარდინალურად ცვლის კრეატივის პირობებს, არსებითს, როგორც ახალი ცოდნისათვის, ისე ცოდნის ეკონომიკისათვის.1
ინტერნეტისა და მსოფლიო პოლიტიკის მრავალსახოვანი ფორმები, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევოლუციის კონტექსტის მაჩვენებლებში. ინტერნეტ-სისტემებით საზოგადოება იმყოფება მუდმივ განვითარებაში. ინტერნეტმა თანამედროვე სოციუმში, სახეცვლილი და ახალი პრინციპების დამყარებით პოლიტიკური კომუნიკაციის ყველა სფერო მოიცვა, სადაც პოლიტიკური გარდაქმნის ინერცია მაღალია. მსოფლიო პოლიტიკაში ინტერნეტი გვევლინება სამ როლში:2 1) ინტერნეტი, როგორც მსოფლიო პოლიტიკის სივრცე; 2) ინტერნეტი, როგორც მსოფლიო პოლიტიკის გამოწვევა; 3) ინტერნეტი, როგორც ობიექტი, განცალკავებული სივრცე.
ინტერნეტ-ტექნოლოგიების მრავალსამომხმარებლო სისტემები წარმოადგენს ახალ საზოგადოებრივ სფეროში იდეების გაცვლის, საკითხების განხილვისა და საზოგადოებრივი აზრის მობილიზების, რეფერენდუმებსა და არჩევნებში ელექტრონული ხმის მიცემით მონაწილეობის, პირდაპირი დემოკრატიის შესაძლებლობის, სამთავრობო პროცესების მხარდაჭერის პლატფორმას,3 რომელიც, საზოგადოების ინფორმირებისა და სახელმწიფო საქმეებში ჩართულობის, შეხედულებების გამოხატვის (ელ-ფოსტით, ონლაინ განცხადებების დაფით, ჩათით, სოციალური ქსელის საიტით და სხვა ინსტრუმენტებით) შესაძლებლობას იძლევა. ინტერნეტი პოლიტიკურ პროცესებში ხალხის ხელახლა გაერთიანებისა და სამოქალაქო ენერგიის, როგორც ფლაგმანის განახლების/გამოცოცხლების შესაძლებლობის მომცემია. ინტერნეტი ანმტკიცებს და ამდიდრებს კავშირს მოქალაქეებსა და ისეთ მედიატორ ორგანიზაციებს შორის, როგორიცაა: პოლიტიკური ორგანიზაციები, საზოგადოებრივი მოძრაობები და ინტერესთა ჯგუფები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, აგრეთვე, ადგილობრივი ორგანოები და უფლებამოსილი პირები, ნაციონალური და გლობალური ხელმძღვანელობა. ინტერნეტი აფართოებს სამოქალაქო ცხოვრებაში პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გზაზე ბარიერების მოცილებით ხალხის აქტიურ ჩართვას.4 ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება ფარული ინფორმაციული სტრუქტურების გამოვლენის, მართვის სუსტად სტრუქტურიზებული კომპონენტების წარმოდგენისა და მონაცემთა ბაზაში სამართავი ინფორმაციის ფორმირების,5 ინფორმაციის ძალისა და დემოკრატიის გაერთიანების შესაძლებლობას იძლევა.
ინტერნეტი ქმნის გადაულახავ საფრთხეს ავტორიტარული რეჟიმებისათვის, ძირს უთხრის ავტორიტარულ მართვას და დემოკრატიის არსებით ძალას წარმოადგენს. მნიშვნელოვანი სტატისტიკური კორელაციაა დემოკრატიზაციისა და მოსახლეობის ერთ სულზე ინტერნეტის გამოყენებას შორის. მეცნიერთა (Kევინ Hილლ, ჟოჰნ Hუგჰეს) შეფასებით, ახალი ამბების განხილვის, შეტყობინებების/პოსტების პოლიტიკური კონტენტი ავტორიტარულ ქვეყნებზე დემოკრატიულ ზეგავლენას ახდენს.6,7 დემოკრატიის დონე ძლიერად და პოზიტიურ თანაფარდობაშია ეკონომიკურ და ადამიანის განვითარების დონესთან. ეკონომიკური დონის ამაღლება იწვევს დემოკრატიზაციის დონის ზრდას, ხოლო ადამიანის განვითარების შედეგად წარმოიქმნება დემოკრატია. “ადამიანის განვითარებაში” იგულისხმება განათლების საერთო დონე, სამედიცინო-სანიტარულ დახმარებასთან წვდომა, კომპიუტერიზაციისა და ინტერნეტიზაციის ფლობა და მისაწვდომობა და სხვა მომსახურება, რომელიც ამარტივებს ცხოვრებას და საჭიროა ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქისათვის.8
ინტერნეტის განვითარება პირდაპირ კავშირშია თავისუფლებისა და კონტროლის საკითხთან. მის თავისუფალ რესურსებს ინოვაციისა და კრეატივისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
მნიშვნელოვანი სტატისტიკური კორელაცია არსებობს “ქსელში ჩართვასა” და პოლიტიკურ თავისუფლებას შორის, სადაც დემოკრატია და ქსელური კომუნიკაცია თანაფარდობაშია მოყვანილი (კორელაციურ დამოკიდებულებაშია). ასევე პოლიტიკური ცვლილებები განსაზღვრავს ინტერნეტ-დიფუზიას და არა პირიქით. ინტერნეტ-ტექნოლოგიების კორელაცია პირადი თავისუფლების ზრდასთან ისევეა, როგორც ინტერნეტის თავისუფლების კორელაცია. ინტერნეტის თავისუფლებაზე კორელაციის მსგავსად, გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმაციული ტექნოლოგიების გავრცელებით, შეიძლება მიღებული იქნეს 4 მოლოდინი, ესენია: 9
1. საზოგადოების საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაშვება “აქციის ეფექტის” ხელშეწყობის შესაძლებლობას იძლევა, რისი მეშვეობითაც თავს იჩენს შიდა დაუცველი სახე ან სხვა ქვეყნებში ტრანსფორმაციის მოლოდინი;
2. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა საინფორმაციო ტექნოლოგიები შეიძლება გამოიყენოს მატერიალურ-ტექნიკური ორგანიზაციისა და ინფორმაციის საჯარო გავრცელებისათვის, საზოგადოებრივი დემონსტრაციის ორგანიზაციისთვის, “მასობრივი ინციდენტებისთვის”, პოლიტიკური პროცესების განსაჯაროებისათვის, სკანდალების ინიცირებისათვის, ავტორიტარული მართვის დელეგიტიმაციისა და ავტორიტარული რეჟიმის ძირის გამოთხრისათვის;
3. ეკონომიკურ სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება მეწარმეობისთვის წარმოაჩენს ახალ შესაძლებლობებს და ბიზნეს-მოდელებს, წარმოქმნის ახალ ბიზნეს-ელიტას. გარდა ამისა, ინტერნეტი, რომელიც ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობას იძლევა, ხელს უწყობს საშუალო კლასის ზრდას. ამ ძალებს შეიძლება გაუჩნდეს რეჟიმისადმი მეტი მოთხოვნა, რაც საზოგადოების კონტროლის ამოცანაა;
4. ინტერნეტის გამოყენებასა და აქტივობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიზაციის პროცესზე ზემომქმედ ფაქტორებსა და კამპანიებს.
ინტერნეტის სოციო-პოლიტიკური გარემოს ფორმირების საფუძველია ისეთი საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, როგორიცაა:10
” მობილური კომუნიკაცია – ინტერნეტ-დაშვების გაფართოება ახალი თაობის მობილური ტელეფონებითა და ჯიბის კომპიუტერებით;
” სოციალური მედია – ინდივიდუალურ პირებს კონტენტის (ტექსტი, ვიდეო, ფოტო) ადვილად გადმოტვირთვის, პოვნის, განხილვის, შექმნის და სხვა მიზნების შესაძლებლობის მიცემისათვის;
” სოციალური ქსელი – ხალხს შეეძლოს პირადი და პროფესიონალური ქსელის შენახვა და გაზრდა/გაფართოება, აგრეთვე ინფორმაციის ნაკადის წინ წაწევა ასეთ ქსელში;
ამრიგად, ინტერნეტის სოციო-პოლიტიკური გარემოს ანალიზი გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ შემდეგი:
” ინტერნეტში ფოკუსირება ხდება სოციალური ქსელის სისტემაზე, რომელიც მასობრივი ინფორმაციის ფორმა და დემოკრატიული სოციალური ურთიერთოებების ორგანიზაციის ინსტრუმენტია;
” ინტერნეტი კანონებით, პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტებით, ტრადიციებითა და კულტურული სისტემებით წარმოადგენს სოციალურ სტრუქტურას, რომელიც ზეგავლენას ახდენს საზოგადოების პოლიტიკურ ფორმირებაზე, სოციუმის ევოლუციაზე და სოციალურ სტრუქტურებზე.
” ინტერნეტი შესაფერისი პლატფორმაა ინფორმირებული და ინტერაქტიული პოლიტიკისათვის, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის სტიმულირებისათვის და შესაძლო გზებს ხსნის პოლიტიკური ინსტიტუტების დახურულ კარებს მიღმა გადაწყვეტილების მიღების გაფართოებისათვის11 და სახელმწიფოს მართვაში საზოგადოების პირდაპირი და არაპირდაპირი ჩართულობისათვის;
” ინტერნეტი წარმოადგენს პოლიტიკური სისტემების გამოხატვის მძლავრ, ავტონომიურ ინსტრუმენტს. პოლიტიკური სტრუქტურებისა და პოლიტიკური ქცევებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის ნაკადსა და სოციალურ კომუნიკაციას, რომლისთვისაც და რის გამოც წარმოდგება აუდიტორია;
” ინტერნეტ-ტექნოლოგიების განვითარებითა და მძაფრი გავრცელებით არსებული პოლიტიკური პროცესები, რომელიც ბაზირებული იყო სოციალურ სტრუქტურებზე, განიცდის მოდიფიკაციასა და ტრანსფორმაციას. საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შედეგად პოლიტიკა კარგავს თავის ადამიანურ ბუნებას, ქვეითდება პარტიული პოლიტიკა და სუსტდება იდოლოგიური ორიენტაცია, იზრდება პოლიტიკური პროცესების ავტომატიზაცია (ე-მთავრობა), ძლიერდება სამეცნიერო-კვლევითი, სოციალური ინჟინერიისა და ინსტიტუციური დაგეგმვის როლი;12
” დღეისათვის სახელმწიფოს ცენზურის ან ინტერნეტთან მისაწვდომობის შეზღუდვის პოლიტიკის პირობებში საზღვრებს აღარ შეუძლიათ პოლიტიკური კომუნიკაციის იზოლირება კიბერსივრცის არსებობის ფაქტორის გამო.8
” სოციალური ქსელის საიტზე ნებისმიერი მოქალაქის პრეზუმციული ინფორმაცია, წარმოადგენს საზოგადოებრივს და ყველგან გავრცელებულს, ხოლო მისი გავრცელების მონაწილეები (ინტერნეტ-მომხმარებლები) მოქმედებენ მითითების გარეშე.13
” ინტერნეტის სოციალური ქსელი წარმოადგენს მობილიზაციის ინსტრუმენტს, ინფორმაციული საზოგადოების მშენებლობის პლატფორმას, გამჭირვალე და ანგარიშვალდებულებიანი მთავრობის ფორმირების რესურსს, თავისუფლების ზრდის ფაქტორს, რომელიც რეგულაციებს ქმნის ნებისმიერი რეჟიმის ორიენტაციისათვის;
” ინტერნეტის საზოგადოებრივ სივრცეში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფორმა სოციალურ ქსელი ხალხს საზოგადოებრივი რეგულირების სოციალური ნორმების შეცნობის, თავიანთი თავისა და სხვა ხალხის რეაქციის გამოხატვის, განსაზღვრული ქმედების კეთების, პოლიტიკური და “რეალური” აღიარების გამოხატვის შესაძლებლობას იძლევა.14
” ინტერნეტში სოციალური ქსელის, როგორც მართვის ფორმირების მძლავრი ინსტრუმენტის განხილვა, ჩვეულებრივ ეფუძნება მართვის სისტემას ან სტრუქტურას, უფრო სწორედ, შეთანხმებას, პროცედურებს, კონვენციასა და პოლიტიკას, რაც ადგენს, ვის აქვს ძალაუფლება, როგორი სახით მივიღოთ გადაწყვეტილება და კავშირურთიერთობა, და როგორ იქნეს ანგარიშვალდებულება წარმოდგენილი. სოციალური ქსელი, რომელიც ქმნის კონტენტს მომხმარებლებს შორის ურთიერთობისათვის, შეიძლება უფრო აქტიურად იქნეს გამოყენებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის სრულყოფისა და მსოფლიო აქტივობისათვის.
” ინტერნეტში სოციალური ქსელის საიტები (SNS), როგორც “საზოგადოებრივი შუამავალი კავშირი”, ფიზიკური საზოგადოებრივი ადგილისაგან განსხვავდება შემდეგი მახასიათებლებით: შენახვადობა, მუდმივი ჩანაწერი, ინფორმაციის ძიება, კვლავწარმოება/მობილურობა (რეპროდუცირებადობა), ფარული აუდიტორია, ფარული აუდიენცია.15
” ინტერნეტის პოლიტიკური ინსტრუმენტები და ფორმები გლობალური და ლოკალური რეალობის ტირანული და რეპრესიული ძალებისაგან განთავისუფლების და თავისუფალი და ბედნიერი მოქალაქისა და სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობას იძლევა.16
” ინტერნეტი წარმოადგენს კიბერბალკანიზაციისა და ფრაგმენტირებული საზოგადოების გაერთიანებისა და კომუნიკაციური დემოკრატიზაციის ახალ მოდელს, სადაც ინტერნეტ-დანართები და სოციალური ქსელები ახდენენ სოციუმის ხმის ცირკულირებას.
” ინტერნეტში სოციალური ქსელი ცვლის ყველა წესს, რომლის ინტერპრეტირება არსებულ კონტექსტში რთულია. ფიზიკური გარემო სოციალიზაციის მეშვეობით იძლევა კრიტიკულ სიგნალებს იმის შესახებ, თუ რა არის ხელსაყრელი და რა არა.