ნავთობი ორჯერ გაიაფდა

მოამზადა სოფიკო სიჭინავამ

მაისის ბოლოს ამერიკულმა ბანკმა, Bank of America Merrill Lynch Global Research-მა მიმდინარე წლის მეორე ნახევრისთვის Uralsმარკის ნავთობის ფასის პროგნოზი შეამცირა ბარელზე 104-დან 97 დოლარამდე. ექსპერტები ამბობენ, რომ ნავთობზე მოთხოვნა იმაზე სწრაფად ეცემა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, ხოლო ეკონომიკური ზრდის ტემპი უკვე არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში მცირდება. ექსპერტები ფიქრობენ, რომ სამყაროს რეცესია ელოდება და თუ ეს მოლოდინი გამართლდა, ნავთობზე მოთხოვნა უკიდურესად შემცირდება. 2013 წლისთვის Urals მარკის ნავთობის ფასს ბარელზე მხოლოდ 108 დოლარის ფარგლებში ვარაუდობენ. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ამ მარკის ნავთობი წლის მანძილზე საშუალოდ 118 დოლარად გაიყიდებოდა. 2014 წლის პროგნოზი კი უცვლელია – 100 დოლარი ბარელზე.

თითქოს ამაში საგანგაშო არაფერია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ბანკის მიერ მომზადებული მოხსენების ერთ აბზაცს, რომელიც საბერძნეთს ეხება. BofA-ს ექსპეტები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყანა ევროზონას დატოვებს, ნავთობის ფასი 60 დოლარამდე დაეცემა. საბერძნეთის ხელმეორე არჩევნების შედეგების გამო საბერძნეთის გარშემო ვნებები ცოტათი მიწყნარდა, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითია, რადგან “ახალი დემოკრატია”, რომელიც ევროპას საბერძნეთის ევროზონაში შენარჩუნებას ჰპირდება, უახლოეს მომავალში აპირებს განაახლოს ევროპასთან მოლაპარაკებები ახალი კრედიტის გამოყოფისა და ბიუჯეტის ეკონომიის პირობების შერბილების თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე აგვისტოში ქვეყანას დეფოლტი ემუქრება. სა-ვსებით შესაძლებელია, ეს გახდეს მიზეზი იმისა, რომ ევროპის შედარებით კეთილდღეობაში მყოფმა ქვეყნებმა მოინდომონ ბერძნების კავშირიდან გაძევება. “ბერძნული დრამის” ასეთი განვითარების რისკები დღეს ისეთი მაღალია, როგორც არასოდეს.
ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც რუსეთია, უფრო საშიშად შვეიცარული ბანკის Credit Suisse-ის პროგნოზები გამოიყურება. ექსპერტები უშვებენ, რომ უკვე მიმდინარე წლის ბოლოს ნავთობი თავის ღირებულების 50%-ს დაკარგავს და წლის ბოლოს ბარელი ნავთობი 50 დოლარი ეღირება. ექსპერტები ასეთ დასკვნამდე ევროპის სავალე ბაზარზე არსებული სიტუაციის გაანალიზების შემდეგ მივიდნენ. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ევროპას მოუწევს ეკონომია და, პირველ რიგში, ეს ნავთ-ობს შეეხება. მოთხოვნის კლება კი პირდაპირპროპორციულად აისახება ნედლეულზე ფასის ვარდნაზე.
ექსპერტები ასევე ხაზს უსვამენ ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებას ჩინეთშიც. ჩრედიტ შუისსე-მა შეამცირა ჩინეთის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2012 წლისთვის 8%-დან 7,7%-მდე, ხოლო Deutsche Bank-მა – 8,2%-დან 7,8%-მდე. ეცემა წარმოების ზრდის ტემპები და აქედან გამომდინარე, ნავთობზე მოთხოვნის შემცირება გარდაუვალი იქნება. ჯერჯერობით, სანავთობე ფიუჩერსები ინარჩუნებენ ნიშნულს – ბარელზე 100 დოლარი, მაგრამ მაღალი ფასების წინააღმდეგ ის ფაქტიც მოქმედებს, რომ, როგორც ჩანს, აშშ-ში ნავთობის საკმაოდ დიდი მარაგებია და ამ ქვეყანაშიც ეკონომიკური სიტუაციის გამძაფრების შემთხვევაშიც შეიძლება ნედლეულის შესყიდვა მკვეთრად შეამცირონ.
საუდის არაბეთის ნავთობის მრეწველობის მინისტრმა, ალი ალ-ნაიმმა უკვე განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, ოპეკს შეუძლია გაზარდოს ნავთობის მოპოვების ქვოტა და ნავთობის მომპოვებელი ქვეყნები მეტი ნავთობის გაყიდვას დაიწყებენ. თავის მხრივ, ეს შეძლებს გარკვეული დროით ნავთობის ფასები შემცირებას, ამით ევროპასა და სხვა ამ საწვავის მომხმარებელ მსხვილ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება. რასაკვირველია, ასეთი სცენარი ხელს აძლევს როგორც ეროპას, ისევე საუდის არაბეთს – ამ უკანასკნელს ნავთობის მოპოვების თვითღირებულება ბევრად ნაკლები აქვს, ვიდრე რუსეთს. ეს სიტუაცია რუსეთის ეროვნულ ვალუტას ემუქრება და ის, შესაძლოა, დოლართან მიმართებაში დაეცეს – 40 რუბლი/დოლარი, გარდა ამისა, მოსალოდნელია ბიუჯეტის უზარმაზარი დეფიციტი და სხვა ნეგატიური მოვლენები.
უარყოფითი პროგნოზები ამით არ მთავრდება. CIBC World Markets-ის ექსპერტები აცხადებენ, რომ WTI მარკის ნავთობი მოკლევადიან პერსპექტივაში გაიაფდება 70 დოლარამდე ბარელზე. ციფრები შეიძლება განსხვავებული იყოს და, პრინციპში, ამას დიდი მნიშვნელობაც არ აქვს, მთავარია, თვითონ ფაქტი, რომ საერთაშორისო ექსპერტების უმრავლესობა და ბანკირები ნავთობზე ფასების მკვეთრ ვარდნას ელოდებიან. ეს ყველაზე მეტად ნეგატიურად რუსეთზე აისახება და, როგორც რუსი ექსპერტე-ბი აცხადებენ, დროა ქვეყანა ამისთვის მოემზადოს და “ქამრების შემოჭერა” დაწიყოს. მხოლოდ მაისში ნავთობმა თავის ღღირებულების 20%-ზე მეტი დაკარგა და ეს ზღვარი არ არის.
წინასწარი შეფასებით, ჩინეთის საწარმოო სექტორში საქმიანი აქტივობის ინდექსი ივნისში შემცირდა 48,1 პუნქტამდე მაისის 48,4 პუნქტიდან. ჩინეთის შემდეგ ნეგატივის დემონსტრირება ევროპამაც მოახდინა. სამრეწველო წარმოებისა და მომსახურების სფეროებში საქმიანი აქტივობის ინდექსი ევროზონის 17 ქვეყანაში, წინასწარი მონაცემებით, მაისის მაჩვენებელთან შედარებით არ შეცვლილა და 46 პუნქტის დონეზე დარჩა. მართალია, ინდექსს არ გაუმართლებია ანალიტიკოსების მოლოდინი, რომლებიც ბევრად დაბალ ნიშნულს ვარაუდობდნენ, მაგრამ ინდექსი მაინც 50 პუნტს ქვემოთ არის, რაც ქვეყანაში საქმიანი აქტივობის ვარდნას აჩვენებს.
ნეგატიური სტატისტიკის ჯერი აშშ-მ დაასრულა, სადაც საცხოვრებელი ფართების მეორად ბაზარზე გაყიდვების მოცულობა მაისში 1,5%-ით შემცირდა აპრილის მაჩვენელებთან შედარებით 4,55 მილიონ გარიგებამდე, მაშინ როცა ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის შემცირებას 4,56 მილიონამდე ელოდნენ. გარდა ამისა, უმუშევრობისთვის შემწეობის თაობაზე სახელმწიფოს პირველად მიმართა 2 ათასით ნაკლებმა ადამიანმა 16 ივნისს დასრულებული კვირის შედეგებით და შეადგინა 387 ათასი ადამიანი. ანალიტიკოსები კი ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი იქნებოდა 385 ათასი. ფილადე-ლფიის სარეზერვო ბანკის საქმიანი აქტივობის ინდექსმა ივნისში შეადგინა მინუს 16,6 პუნქტი მაისის მინუს 5,8 პუნქტთან შედარებით. ამრიგად, მაჩვენებელი ორი თვეა ზედიზედ მინუსშია და ივნისში მან გასული წლის აგვისტოს შემდეგ მინიმუმს მიაღწია.
რაც შეეხება, ზემოთ ნახსენებ აშშ-ის ნავთობის მარაგებს, ბოლო სტატისტიკით, აშშ-ის ნედლი ნავთობის კომერციულმა მარაგებმა ბოლო 22 (1990 წლის ივლისი) წლის მანძილზე რეკორდულ მაჩვე-ნებელს მიაღწია – 387,3 მილიონი ბარელი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ ნეგატიური ამბები, რომლებიც ეკონომიკის ზრდის შემცირებაზე მეტყველებენ, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებიდან მოდის. ამ ყოველივეს ფონზე, ნავთობს, ფაქტიურად, შანსი არ რჩება. გარდა ამისა, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ნედლეულის უმსხვილეს მომხმარებელ ქვეყანაში, აშშ-ში ეკონომიკა მინიმუმ 0,5%-ით ნაკლები მაჩვენებლით გაიზრდება, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ. აშშ-ის ფედერალური სარეზევო სისტემა ამავე დროს თავს იკავებს ეკონომიკის მკვეთრი მასტიმულირებელი ზომების მიღებისგან. დამატებით, როგორც ჩანს, ჩინეთი აპირებს თავის ეკონომიკაში სტრუქტურულ პრობლემებთან ბრძოლას, რაც ასევე ითვალისწინებს მონეტარული პოლიტიკის გარკვეულ გამკაცრებას. ამ ყველაფრიდან შეიძლება მხოლოდ ერთი დასკვნა გაკეთდეს: მსოფლიოში ეკონომიკის აქტივობის სწრაფი აღდგენა ჯერ მოსალდნელი არ არის და ნავთობის ფასები ზეწოლის ქვეშ იქნება, წლის ბოლომდე მაინც. თუმცა, მიუხედავად ამისა, ზაფხულში ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის სეზონური პიკი ირანის წინააღმდეგ ემბარგოს დაწყება და გეოპოლიტიკური სიტუაციის გამწვავებაა და ამან, შესაძლოა, ნავთობს სიტუაციის დაბალანსებისკენ უბიძგოს. საინვესტიციო კომპანია “ოლმას” წამყვანი ანალიტიკოსი, ანტონ სტარცევი აღნიშნავს, რომ შენელების ნიშნები სახეზეა და ეს ყველაზე კარგად სანედლეულო კოტირებებში აისახება.
რუსეთის ბიუჯეტი პირდაპირ კავშირშია ენერგომატარებლების ფასების დინამიკასთან, ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერის, იგორ შუვალოვის განცხადებით, რომელიც მან The World Street Journal საუბრისას გააკეთა, თუკი ნავთობის ფასი ბარელზე 90 დოლარს ჩამოსცდება, ხელისუფლება იძულებული გახდება გადახედოს ბიუჯეტს. თუმცა, რუსეთის ხელისუფლების შეშფოთების მიუხედავად, მოცემულ მომენტში ნავთობზე ფასები ვარდნა ჯერჯერობით არ ასახულა საბიუჯეტო შემოსავლებზე. ახლა Bრენტ მარკის ნავთობის საშუალო ფასი 114 დოლარა ბარელზე. რაც შეეხება Uრალს მარკის ნავთობის საშუალო ფასს, ის სულ რამდენიმე პროცენტით ნაკლებია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, რადგან თუ Bრენტ მარკის ნავთობის ფასი 90 დოლარზე ნაკლები დიდ ხანს შენარჩუნდება, ვთქვათ ერთი კვარტალი, თეორიულად ბიუჯეტის შესრულების პრობლემები წარმოიქმნება.