ვინ გახდა ერთი დღით პრივატბანკის დირექტორი

მაკა ღანიაშვილი

იმდინარე წლის მაის-ივნისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და “პრივატ ბანკის” ერთობლივი პროექტი განხორციელდა, რომელიც სუდენტთა კვა-ლიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. აღსანიშნავია, რომ პროექტი სტუდენტთა ინიციატივით შემუშავდა და მათივე დაწერილი პროექტის მიხედვით განხორციელდა. პროექტის, “გახდი ერთი დღით პრივატ ბანკის დირექტორი”, ავტორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ვახტანგ ჭარაია და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები: ნინო ტოპეშაშვილის, დეა ტვილდიანი და მიხეილ ჯორჯიაშვილი.

როგორც პროექტის ავტორი სტუდენტები აღნიშნავენ: “პრივატ ბანკი ყოველთვის მხარში უდგას სტუდენტებს, იღებს მათ სტაჟირებაზე და ეხმარება დასაქმებაში, ამიტომ არც აღნიშნულ პროექტზე უთქვამთ უარი და ერთობლივი ძალებით დაიწყო მისი განხორციელება”.
ნინო ტოპეშაშვილი: “I სემესტრში უნივერსიტეტში ტარდებოდა ეკონომიკის ექსპერტთა სემინარების ციკლი, სადაც შევხვდი თსუ-ს დოქტორანტ ვახტანგ ჭარაიას. ვახო ამ დროისთვის თბილისში ახალი დაბრუნებული იყო და ჩამოტანილი ჰქონდა ბიზნეს სიმულაციური თამაში. თამაშის გაცნობის შემდეგ გაგვიჩნდა იდეა პროექტი პრივატ ბანკთან დაგვეკავშირებინა და მუშაობას შევუდექით. ჩემი და ვახოს გარდა, ორგანიზატორობაში დახმარება დეას და მიშას ვთხოვეთ. ამის შემდეგ პროექტს ოფიციალური სახე მივეცით და პრივატ ბანკს წარვუდგინეთ. ბანკში სასიამოვნო გარემო და კეთილგანწყობილი მენეჯერები დაგვხვდნენ. პროექტს საბურთალოს სერვის-ცენტრის მმარ-თველი ანა ტატიშვილი გაეცნო და დახმარებას დაგვპირდა”.
“პრივატ ბანკის” მენეჯმენტის გარდა, სტუდენტური პროექტი, სტუდენტების თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა აკაკი ხელაძემაც მოიწონა და სტუდენტებს სრული დახმარება აღუთქვა. თანამშრომლობა თსუ-სა და პრივატ ბანკს შორის შედგა.
ამის შემდგომ სტუდენტებმა აქტიური მზადება დაიწყეს. “დილიდან საღამომდე ლექციებისგან განთავისუფლებულები პროექტის წერას ვაგრძელებდით, სახლში მისულები ფეისბუქში განვიხილავდით ყველაფერს. იდეები საკმაოდ “გვაწუხებდა”, მათგან ყველაზე საინტერესოებს ვარჩევდით, შემდეგ ვხვეწდით და ანა ტატიშვილს ვუზიარებდით. ისიც რჩევებს გვაძლევდა. მონაწილეების შერჩევა სივებითა და გასაუბრებით საშუალებით გადავწყვიტეთ. სულ 200-მდე ჩV შემოვიდა. ჩვენი ღონისძიება სხვადასხვა საიტებზე გაპიარდა, ასევე უნივერსიტეტში გამოიკრა საინფორმაციო ბუკლეტები. პროექტის სტუდენტებამდე მიწოდებაში დაგვეხმარა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საზოგადოებასთან სამსახურის უფროსი უჩა გოგიშვილი”, – აცხადებს ნინო ტოპეშაშვილი.
პროექტის პირველი ეტაპი 24 მაისს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსში გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი აკაკი ხელაძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საზოგადოებას-თან ურთიერთობის სამსახურის უფროსი უჩა გოგიშვილი და “პრივატ ბანკის” წარმომადგენლები: ელენა კურტანიძე, Hღ დეპარტამენტის უფროსი მაკა მჟავანაძე, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ზურა მაისურაძე, საბურთალოს სერვის-ცენტრის მმართველი ანა ტატიშვილი, რეკლამისა და მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი მარი აბდალაძე.
პროექტი 3 ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე მონაწილეობა მიიღო 36 სტუდენტმა. ისინი 7 გუნდად დაიყვნენ და ბიზნეს სიმულაციურ თამაშში ჩაერთვნენ. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი (5 წევრი) და 7 აქტიური მონაწილე. მეორე ეტაპზე გადავიდა სულ 12 სტუდენტი, რომელთაც მოუწიათ ბანკისგან სპეციალურად შერჩეული დავალების შესრულება. Juniorbank-ის კურსდამთავრებულებისთვის უნდა მოეფიქრებინათ და პროექტად წარმოედგინათ გამოსაშვები საღამოს გეგმა. ყველაფერთან ერთად ამ საღამოთი უნდა მომხდარიყო “პრივატბანკისა” და ჟუნიორბანკ-ის პიარი. მონაწილეებს მოუწიათ სკოლებში დირექტორებთან შეხვედრა, რათა გაეცნოთ მათთვის თავისი გეგმა. მეორე ტურში გაიმარჯვა ერთმა 3-კაციანმა გუნდმა. როგორც პროექტის მოაწილეები აღნიშნავენ, ამის შემდეგ “პრივატბანკს” კიდევ 2 მონაწილე უნდა გადაეყვანა შემდეგ ეტაპზე, მაგრამ იმდენად მოეწონათ კონკურსანტები, რომ, საბოლოო ჯამში, 5-ის ნაცვლად 7 მონაწილე გადაიყვანეს.
მესამე ტურში ფინალისტებს კვლავ “პრივატ ბანკის” დავალების შეასრულება მოუწიათ. ამჯერად დავალება გაცილებით რთული იყო და მეტ შრომას მოითხოვდა. მონაწილეებს მოუწიათ ისეთი ადგილების მოძებნა, სადაც არ არის “პრივატბანკის” ფილიალი. 5 ივნისს ფინალისტებმა წარმოა-დგინეს პრეზენტაციები, მათ ჰქონდათ ეკონომიკური და ფინანსური კვლევები ჩატარებული. გამარჯვებულს სპეციალურად შერჩეულმა ჟიურმა გამოავლინა, რომელიც თსუ-სა და “პრივატბანკის” წარმომადგენლებისგან შედგებოდა.
პროექტის გამარჯვებული გახდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსელი ნინო გელაშვილი, მეორე ადგილი ამავე კურსის სტუდენტმა მარიამ მათიაშვილმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეორეკურსელი გიორგი ჯიბლაძე გავიდა.
ნინო გელაშვილმა ერთი დღე “პრივატბანკის” გენერალურ დირექტორთან ბოგდან ლესიუკთან გაატარა. ნინო აღფრთოვანებული ყვება იმ ერთი დღის შესახებ, რომელიც საჩუქრად მიიღო პროექტისგან. იმ დღეს ის შეხვდა პრივატბანკის სხვადასხვა თანამდებობის პირებს, დაესწრო დირექტორთა საბჭოს თათბირს, რომელიც დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა, მას ძალიან სასიამოვნო გარემო შეუქმნეს და ერთი პატარა სურვილიც აუსრულეს, ნინოს ძალიან უნდოდა მომხდარიყო კანდიდატებთან გასაუბრებაზე მან ამ დღეს ესეც მოახერხა.
გარდა ამისა, ყველა ფინალისტი გაივლის ბანკში სტაჟირებას შემდეგი დასაქმების პერსპექტივით. თუმცა, როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ, არც ერთი სხვა მონაწილე არ დაიჩაგრება და ისინი ტრენინგებს გაივლიან “პრივატბანკში”.