ატომური ბლექაუთი

ლევან ასათიანი

გერმანიაში ატომური ელექტროსადგურების დახურვა ნეგატიურად აისახა ქვეყნის ენერგომომარაგების საკითხში. გერმანიის ფორსირებულმა უარმა ატომური ენერგიის გამოყენებასა და გენერირებული სიმძლავრეების მოცულობის შემცირებამ ქვეყანა “მინი-ბლექაუთების” რიცხვის ზრდასთან მიიყვანა – ელექტროენერგიის მიწოდების სამწუთზე მეტხნიან შეწყვეტასთან. ასეთი მონაცემები გაავრცელეს ივნისში კავშირის – VIK წარმომადგენლებმა, რომელიც ელექტროენერგიის უმსხვილესი მყიდ-ველებისგან შედგება.

მინი-ბლექაუთი ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის თითქმის შემუჩნეველია და საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის აბსოლუტურად უვნებელი, მაგრამ დიდი ზიანი შეუძლიათ მიაყენონ უწყვეტ საწარმოო ჯაჭვს – განსაკუთრებით ქიმიურ და მეტალურგიულ მრეწველობაში, აცხადებენ VIK-ში. კავშირის მონაცემებით, რომლის წევრებზე მოდის გერმანიაში ელექტროენერგიის მოხმარების 80%, მინი-ბლექ-აუთების წილი ელექტროენერგიის გეგმიურ და არაგეგმიურ გამორთვაში 2009 წლიდან 2011-მდე გა-იზარდა 22%-ით და ახლა ენერგომომარაგებაში წყვეტის 72%-ს შეადგენს. კავშირის წარმომადგენლების განცხადებით, სიტუაციის ასეთი განვითარების მთავარი მიზეზი გახდა გერმანულ ენერგოსისტემაში გაზრდილი დატვირთვა, რაც გამოიწვია გერმანიის ატომური ენერგეტიკიდან სასწრაფო გამოსვლამ.
როგორც ცნობილია 2011 წელს, იაპონიის ატომურ ელექტრო სადგურ “ფუკუშიმაზე” მომხდარი კატასტროფის შემდეგ გერმანიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ატომური ენერგეტიკიდან დაუყოვნებლივ გამოსულიყო. უკვე გასული წლის აგვისტოში გამოირთო ყველაზე ძველი რვა აეს-ის რეაქტორი, ხოლო დანარჩენი ათი უნდა გამოირთოს 2015 წლიდან 2022-მდე.
რეაქტორების გამორთვამდე ატომურ ელექტროსადგურებზე მოდიოდა გერმანიაში წარმოებული ელექტროენერგიის 22%. თავისთავად, გენერირებად სიმძლავრეების ნაწილზე უარის თქმა ქვეყნის ენერგომომარაგებაზე ნეგატიურად არ უნდა ასახულიყო, მაგრამ სწორედ ატომური ელექტროსადგური გამოირჩევა თავის ტექნოლოგიური თავისებურებებით, როგორც არა მხოლოდ მდგრადი მოცულობის გენერირებადი ენერგია, არამედ როგორც პროგნოზირებადი ღირებულების წარმოებული ელექტ-როენერგია. ატომური რეაქტორების გამორთვა ნიშნავს, რომ გერმანული ენერგოქსელები იძულებულნი არიან უფრო მეტი მოქნილობის დემონსტრირება მოახდინონ მოხმარების ცვლილებაზე რეაგირებისთვის. სწორედ ამ ამოცანას ართმევენ თავს უფრო ცუდად, ვიდრე მოსალოდნელი იყო. როგორც საქმის სპეციალისტები ამბობენ, ქსელები ბევრად ლაბილურები გახდნენ ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის არასაკმარისად გაფართოების ფონზე.
გახშირებული მინი-ბლექაუთები გერმანელების ეჭვებს აძლიერებს ქვეყნის ენერგომომარაგების სისტემის საიმედოობის მისამართით. ჯერ კიდევ გასულ წელს, ბუნდესტაგმა გამოკვლევა შეუკვეთა, რომელსაც უნდა გაეანალიზებინა სრულმასშტაბიანი ბლექაუთის შემთხვევაში სიტუაცია გერმანიის ტერიტორიაზე. მაშინ ექსპერტებმა შემაშფოთებელი სურათი დახატეს გერმანიის კომუნიკაციური და სატრანსპორტო სისტემის კოლაფსის, რომელიც ითვალისწინებდა წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის გათიშვის, ასევე ორი ათასი საავადმყოფოს ენერგომომარაგების შეწყვეტის და ა.შ. აპოკალიპტურმა პროგნოზმა რეალიზების შანსი უკვე მიმდინარე წლის დასაწყისში ჰპოვა. არნახული ცივი ამინდი, რომელმაც გერმანია ზამთრის პერიოდში მოიცვა (ქვეყნის ჩრიდლოეთით დაფიქსირდა ყველაზე დაბალი ტემპერატურა, მასზე დაკვირვების მთელი ისტორიის მანძილზე), რაც დააწვა ელე-ქტროენერგიის შესყიდვის ოპტიმიზაციის რთულ მოდელებს, რომელიც მომწოდებლებისთვის მისაღები იქნებოდა და საქმე ლამის გერმანული ენერგოქსელებოს სრულ გათიშვამდე მივიდა.
კატასტროფა რეალური საშიშროებად რჩებოდა მთელი სამი დღის მანძილზე 6-9 თებერვალი. როგორც ქსელების კონტროლის გერმანიის ფედერალური სააგენტოს მოხსენებაშია ნათქვამი, კრიზისული სიტუაციის მიზეზი კომპანიებს შორის მიწოდების რთული შეთანხმებები იყო, რომლებიც სატრანსპორტო ენერგოქსლებს ფლობდნენ და გენერირებადი სიმძლავრეების მფლობელები. გარემოებამ საქმეში სარეზერვო სიმძლავრეები ჩართო. სააგენტოს ინფორმაციით, ეს სიმძლავრეები თითქმის ბოლომდე ამოიწურა და თან სინამდვილეში ქვეყანაში არავითარი საგანგებო მდგომარეობა არ ყოფილა.
თუკი თებერვლის მსგავსი ბლექაუთი შეიძლება ადვილად დაიძლიოს ბაზრის რეგულირებით, რაც სატრანსპორტო კომპანიებს დაავალდებულებს დამატებითი რეზერვების შექმნას, ბლექაუთის საშიშროება, რომელიც ატომური რეაქტორის გამორთვით არის გამოწვეული, ასე ადვილი გასამკლავებელი აღარ არის. ამიტომაც, გერმანელი მრეწველები პოლიტიკოსებს მოუწოდებენ დაფიქრდნენ, როგორ შეიძლება უკვე დღეს ენერგოქსელების უსაფრთხოების გაზრდა იქამდე, სანამ ბოლო გერმანული ატომური რეაქტორი გამოირთვება ქსელიდან.