ბრძოლა მძიმე მეტალისთვის

რედაქციისგან

ახალი ატომური ბუმი ურანის მოპოვება, დიდი ხანია, რაც ინვესტორებში წარმატებით აღარ სარგებლობს. იგი ერთი მხრივ, სტრატეგიული სექტორია და შესაბამისად, ბევრ შეზღუდვას მოიცავს. მეორე მხრივ, ურანის ფასი ძალიან იშვიათად ადიოდა ფუნტზე (0,45კგ) 20 დოლარამდე, თანაც, ბევრ საბადოზე მოპოვების თვითღირებულება რამდენჯერმე ძვირი ღირს.

2006 წელს ფასები გაიზარდა, რამაც ამ ბოლო პერიოდში მოპოვების სექტორის აქტიური განვითარება განაპირობა: დაიწყო არსებული პროექტების გაფართოება.
ამტომური ენერგეტიკისადმი იმ ქვეყნების ინტერესიც გაიზარდა, რომლებიც ნახშირწყალბადს მოიხმარენ.
რუსეთის მთელს ენერგობალანსში, ატომურ გენერაციას თითქმის 16% უკავია, ჩინეთში კი, ეს მაჩვენებელი 2%-ს არ აღემატება. ბირთვული ბაზრის განვითარება, ქვეყანას ნავთობისა და გაზის დამოკიდებულებისაგან გაანთავისუფლებდა და “სუფთა” ენერგეტიკის მოხმარებას აამაღლებდა ქვეყანაში.
“მაგატე”-ის მონაცემებით, 2030 წლისთვის საერთო გამომუშავებული ატომური ენერგიის სიმძლავრე 190 გიგავატი იქნება, შარშან ეს მაჩვენებელი 79 გიგავატს შეადგენდა. გამოდის, რომ სექტორის მოცულობა თითქმის 2,5-ჯერ გაიზრდება. კრიზისის მიუხედავად, შესაბამისად გაიზრდება მოთხოვნა ურანზე. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ კრიზისმა უარყოფითად იმოქმედა ამ დარგზე, მაგრმამ მიუხედავათ ამისა, მოთხოვნის პესიმისტური პროგნოზები მისი ზრდის მაჩვენებელია.
იმ საბადოებიდან, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის მფლობელობაში დარჩა, ურანი მოიპოვებოდა მხოლოდ პრიანგურის რამდენიმე საბადოზე (ბაიკალს მიღმა). ურანის განლაგების გამო მისი მოპოვება ძვირი ჯდებოდა.
ფინანსური და შრომის რესურსების დეფიციტის გამო, ყაზახეთი რუსეთს თავის საბადოებს თითქმის უფასოდ სთავაზობდა, მაგრამ რუსეთის ხელმძღვანელობაში იყო ისეთი ხალხიც, რომლებიც ძალიან სკეპტიკურად უყურებდა ამისთანა პროექტებს. მით უმეტეს, ამ პერიოდში ურანის მარაგი რუსეთშიც საკმარისი იყო. რუსეთმა ამიტომაც თქვა უარი.
1990-იან წლებში, მრეწველობის ამ დარგის სპეციფიურობის წყალობით, იგი გარკვეულწილად გადარჩა, მაგრამ აქ მომუშავე საწარმოები -“როსატომის” შვილობილები: ბირთვული “ტველ”” და ურანის მომპოვებელი “ტეხსნაბექსპორტი””- გაკოტრდნენ.
მათ არ ჰქონდათ შემუშავებული ერთობლივი პოლიტიკა. მოპოვებული ურანის ოდენობა მხოლოდ 100 ათას ტონას შეადგენდა, ყოველწლიური წარმოება – 3 ათასს ტონას და ეს მოთხოვნის მხოლოდ 20%-ის დაფარვას ჰყოფნიდა. დანარჩენს დანაზოგებიდან ამატებდნენ.
რუსეთის ბირთვული დარგის რეფორმამ, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო, განსხვავებული დინამიკა შექმნა ამ სექტორში. შემუშავებული პროგრამის მიხედვით, მთელს ენერგობალანსში ატომური გენერაციის წილი 2030 წლისთვის უნდა გაიზარდოს და დაემატოს 40 ენერგობლოკი.
2006 წლამდე, “როსატომის” რუსეთის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობა შესაძლებელი იყო ერთი სიტყვით აღგვეწერა – ბუშერი, ირანის ამ ქალაქში რუსები ატომურ ელექტროსადგურს აშენებენ. დღესდღეობით მიმდინარეობს ენერგობლოკების მშენებლობა ინდოეთში, ჩინეთში, ირანსა და ბულგარეთში. გარდა ამისა, კორპორაცია ტველმ-მა ამერიკელებს აჯობა და ბირთვული ბაზარი თავისი კონტროლის ქვეშ მოაქცია, როგორც ცენტრალურ, ისე, დასავლეთ ევროპაში.
ორი წლის წინ, ერთობლივი პოლიტიკის გატარებისას რესურსთა ბაზის გაზრდა გადაწყდა. “როსატომის” ყველა აქტივი ჩაიდო.
ექსპერტების თქმით, ყველაზე მსხვილი და პერსპექტიული ურანის საბადოს პროექტის შემუშავება, რომელიც სამხრეთ იაკუტიაში მდებარეობს, ინჟინრული პროექტირების სტადიაშია. ის მარაგები, რომლებსაც ყაზაყეთი რუსეთს უფასოდ სთავაზობდა, უკვე ათვისებულია კანადური კომპანიის, Cameco-ს მიერ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არ ფლობს ურანის მდიდარ საბადოებს და რეგულარულად ვერ შესძლებს მოთხოვნის დაკმაყოფილებას საკუთარი შიდა სახსრებით” – აცხადებს ყაზახური ინვესტბანკის ვიცე-პრეზიდენტი ლეილა კულბაივა. რა შეიძლება გააკეთოს ჩინეთმა? “მაგალითად, მისცეს ზიმბაბვეის კრედიტში 250 მლნ. დოლარი მისცეს. ეს უტოლდება მინერალური ნედლეულის რესურსების ღირებულებას.
უახლოეს 6 წელიწადში არმზს-ის მოპოვების გაზრდა 4 მლრდ დოლარი დაუჯდება. საინვესტიციო პროგრამის მიხედვით, ამ სახსრების ნახევარი დაფინანსდება მთავარი აქციონერის – სახელმწიფოს მიერ. მეორე ნახევარი კი, კომერციული ბაზრის კაპიტალით. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი მოპოვების თვითღირებულების ფასის დაწევაა.
2008 წელს, არმზ-ის საწარმოებში თვითღირებულება დაახლოებით ფუნტზე 30 დოლარი იყო. ექსპერტები გამოსავალს ყაზახურ კომპანიებთან თანამშრომლობაში ხედავენ, ასევე, გეოგრაფიულ დევერსიფიკაციაში და უცხოური კაპიტალის ბაზრებზე გასვლაში. სამივე მიზანს ურანის ჰოლდინგმა 2009 წლის შუა პერიოდში მიაღწია, როდესაც არმზ-მა კანადურ საჯარო კომპანია U1-თან აქტივების გაცვლაზე მოახდინა გარიგება. ამ ნაბიჯით, კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მომავალ წელს მოპოვება 30%-ით გაიზრდება. არმზ U1-თან სტრატეგიულ პარტნიორობას აპირებს.
წლების განმავლობაში, ინვესტორები დაბალი ფასების გამო, ფულად სახსრებს ურანის მოპოვების დარგში არ დებდნენ. დღეს ურანი საბირჟო საქონელს არ წარმოადგენს და ფასის ფორმირება რთული პროცესია, რომელშიც ჩართულნი არიან: კონსალტინგური კომპანიები და მოკლევადიანი კონრტრაქტების ბაზარი, სპოტი. ფასების პროგნოზს ჯერჯერობით არც ერთი სპეციალიზირებული სააგენტო არ იძლევა. ეს ყველაფერი იმით არის განპირობებული, რომ მომავალი მოთხოვნა გაურკვეველია. რუსეთ-ამერიკას შორის დადებული ხელშეკრულებით რუსეთი აშშ-ს ნედლეულს აწვდის და ამერიკული ატომური ელექტრო სადგურის მოთხოვნას 17%-ით ფარავს. ამერიკული ატომური ენერგობლოკების რაოდენობა – ეს არის მსოფლიო ბირთვული გენერაციის ბაზრის მეოთხედი. გარიგება ძალაშია 2013 წლამდე.