რატომ მარჯვნივ?

ლევან ასათიანი

ყველაფერი, რაც სოციალ-დემოკრატიის მარცხნივაა, ბევრად სტაბილური და მუდმივი პოლიტიკური ძალა ხდება ევროპაში. ეს ტენდენცია სსრკ-ში კომუნისტური იმპერიის საბოლოო კრახის შემდეგ თითქმის ოცი წელია გრძელდება ვარშავის შეთანხმების ქვეყნებში, აზიაში, აფრიკასა და ამერიკაში. მართალია, ყველამ უარი განაცხადა კომუნიზმზე, როგორც უკიდურესად არაპროდუქტიულ და უკვე დისკრედიტირებულ იდეებზე, მაგრამ ეს მოძრაობა მაინც იძენს თაყვანისმცემლებს, ქარიზმატულ ლიდერებს ზრდის და პოპულისტური იდეების დახმარებით, თავისი ელექტორატის ფორმირებას ახდენს. ასე ხდება აუდიტორიის ძირითადი ნაწილის ფორმირება, რომელიც ვერ დაიკვეხნის ცოდნისა და პროფესიის მაღალი ხარიხსით და არსობრივად ის მარგინალურია.

მსოფლიოს პოლიტიკური იერ-სახე მნიშვნელოვნად შეიცვალა მხოლოდ ერთი თაობის თვალწინ. ის უფრო ხისტი და შეურიგებელი გახდა და კომპრომისებზე არ მიდის. მართალია, ქვების მაგივრად მან ბრძოლის სხვა იარაღი არიჩია “მოლოტოვის კოქტეულიდან” დაწყებული, პორტატული კომპიუტერით დამთავრებული, მაგრამ ბრძოლის ძირითადი მეთოდები არ იცვლება, ის ბაზირდება ლუმპენიზირებული ბრბოს იმწუთიერ განწყობებზე და მარტივ ფორმულას იყენებენ – “როგორ ვიცხოვროთ ისე, რომ ყველაფერი გვქონდეს და ამისთვის შესაბამისი ძალისხმევა არ გავიღოთ”, არადა, ჯიმ რონი1 ამბობს, რომ ეკონომიკური სიძნელეები იწყება მაშინ, როდესაც ვიწყებთ ცხოვრებას პრინციპით: ვაკეთოთ ნაკლები და მივიღოთ მეტი.
ევროპა აქტიურად დრეიფობს მარქსიზმიდან მეინსტრიმამდე. ამ აქტიურობის ხარისხი დამოკიდებულია მემარცხენე ძალების თანამშრომლობაზე სოციალურ ფორუმებში, მაგალითად, ევროპული ანტიკაპიტალისტური მემარცხენეების ფარგლებში (EAჩL, 2000 წლის დასაწყისიდან). პირველი პარტიათაშორისი ქსელი – მემარცხენეების ახალი ევროპული ფორუმი (NELF) 1991 წელს სადამფუძნებლო კონფერენციაზე შეიქმნა. NELF აერთიანებს ევროპელი მემარცხენეების სხვადასხვა მიმართულებებს, მაგრამ არასოდეს დაუსახავს მიზნად გამყარებულიყო საერთაშორისო ორგანიზაციის დონეზე.
უფრო მნიშვნელოვან ჯგუფს წარმოადგენს ევროპარლამეტის შემადგენლობაში მემარცხნეების ჯგუფი, რომელიც გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეების და სკანდინავიური “მწვანეების” (GUE/NGL) საზოგადოებაა, რომელიც 1995 წელს შეიქმნა. საერთო მიზნებია: შრომის ბაზრის საკითხების მოგვარება, გარემოს დაცვა, ქალებისა და უმცირესობების უფლებებისა და შესაძლებლო-ბების გაფართოება. GUE/NGL – სხვადასხვა ვექტორის საზოგადოებაა, რამდენადაც იგი აერთიანებს როგორც ფინელი ზომიერი მემარცხენეების ალიანსს (VAS), ისე საბერძნეთის ეროვნულ კომუნისტურ პარტიას (KKE). GUE/NGL-ს ევროპარლამენტში მხოლოდ 5-6% უჭირავს. 2004 წელს დაიწყო ახალი ტრა-ნსნაციონალური ტიპის საზოგადოებრიობის შექმნა – ევროპის მემარცხენე პარტიის (EL), რაც თანამშრომლობის ახალ ხარისხს ნიშნავდა – მარქსიზმისთვის უკანსაკნელი “ბოდიშის” თქმა, მაგრამ საზოგადოების ელიტისადმი მისი სიძულვილის შენაჩუნება, რომელიც, მემარცხენე იდეოლოგების აზ-რით, ყველა უბედურების მიზეზია. ისინი ფიქრობენ: ევროპის ამ პოლიტიკურ-ეკონომიკურმა ელიტამ, რომელიც ათწლეულების მანძილზე ფრანგებისა და გერმანელების ფულით კვებავდა ევროპის “მუქთამჭამელი” ქვეყნების ხალხებს, უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა თანამედროვეობის კრიტიკული სიტუაციის გამო. შემდგომი ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე განსაკუთრებით ცხარედ გამოდიან საბერძნეთის, პორტუგალიისა და იტალიის კომუნისტები – ძირითადი მევალე ქვეყნები და ევროკავშირიდან გამოსვლის კანდიდატები. კიდევ რას ითხოვენ მემარცხენეები? პრივატიზაციის შე-ზღუდვას, ვინაიდან ის ამდიდრებს ერთეულებს და მილიონებს სიღარიბისკენ უბიძგებს. 35-საათიან სამუშაო კვირას, რომელიც თითქოს სავსებით საკმარისია, როგორც 42-საათიანი დასაქმების ანაზღაურების შემთხვევაში; აბორტის ლეგალიზაციის შესახებ კანონის დახვეწას; მეტი კონტროლის დამყარებას საერთაშორისო ვაჭრობის მდგომარეობაზე, ბირთვულ შეიარაღებაზე; ნატოს, მსოფლიო ბანკის რეფორმირებას ან აღკვეთას; ეკონომიკის მდგრადი დონის შენარჩუნებას. მთავარი, რასაც მემა-რცხენეების კლანს შიგნით წინააღმდეგობა ემყარება, ეს არის ევროკავშირთან მიმართება. ევროკავშირი, ეს არის სტაბილიზატორი თუ მჩაგვრელი? პასუხი მარტივია: თუკი ფულს იძლევა, ესე იგი იგრძნო, რომ დამნაშავეა, რადგანაც მდიდარია, ხოლო თუკი ამბობს – “ისწავლე როგორ გამოიმუშავო თვითონ”, ესე იგი – დაწყევლილი იმპერიალისტია. ამ იდეალებით, რომელიც დიდმა ფრანგულმა რევოლუციამ უანდერძა – “თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა”, რომელსაც ევროპაში ყველა მემარცხენე პარტია თავისებურად იგებს, რევოლუციონერებმა ახალ ასწლეულში შეაბიჯეს. ექსპერტების აზრით, მნიშვნელობა არ აქვს, იქნებიან თუ არა ისინი საპარლამენტო დონეზე წარმოდგენილნი თუ რადიკალების არაფორმალურ ქსელს შექმნიან, მათ საკუთარი თავი სახალხო მასების პრობლემების გამომხატველებად მიაჩნიათ და, რა თქმა უნდა – ფინანსურად, უფლებრივად და შესაძლებლობებით შეზღუდულნი.
ენი ეპლბაუმი2 პროგნოზირებს: “ვფიქრობ, რომ ფაშიზმის აყვავება გვემუქრება, სტალინიზმის დაბრუნებას არ განვიხილავ, თუმცა, თუ საშუალებას მივცემთ, ეს პარტიები, რომლებიც ევროპის ცენტს გამოწვევის წინაშე აყენებენ, შეძლებენ რამდენადმე განსხვავებული რევოლუციის განხორციელებას. ისინი წერტილს დაუსვამენ ევროკავშირს, ნატოს და შეეცდებიან შემოიფარგლონ მსოფლიო ეკონომიკური წესრიგისგან. თუ საშუალებას მივცემთ, ისინი დროს უკან დააბრუნებენ, როცა ეროვნულ მთავრობებს მართლა ჰქონდათ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების საშუალება – მომხიბლავი ოცნება, რომელიც არა ერთ უბედურებას მოიტანს. ეს, შესაძლოა, დღეს არარეალურად ჟღერდეს, მაგრამ თუ რამე მექანიზმი ახლა არ მუშაობს, ეს არ ნიშნავს, რომ ერთხელაც ვინმე არ შეეცდება მის ამუშავებას”.
არადა, ადამიანები დღემდე ვერ მიხვდნენ კერძო საკუთრების, ეკონომიკური თავისუფლებისა და ნაციონალური პრიორიტეტის უპირატესობას. არა მხოლოდ მონარქისტები ან ნაციონალ-სოციალისტები, რომლებიც ბოლო დროს ნაკლებად შესამჩნევი გახდნენ, არამედ სოციალ-დემოკრატები, რომლებიც საკმაოდ პოპულარულები ხდებიან, ერთნაირად არიან ორიენტირებულნი სახელმწიფოს ძალასა და განვითარებაზე. იმ დროს, როდესაც ხალხი განიხილება მხოლოდ როგორც მოხმარების ობიექტი, მომხმარებლის სარგებელი, რითაც იგი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, ლოალურობის საფასურია. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ხალხი ამაზე თავიდან ბოლომდე თანახმაა და სულით და გულით სურს ეს როლი.
ომის შემდგომმა ისტორიამ გვიჩვენა, რომ ეკონომიკის რეგულირება დემოკრატიასთან თავსებადია
სერგეი გურიევი, რუსული ეკონომიკური სკოლის რექტორი: “არსებობს სხვადასხვა შეთავსებები: ბაზარი დემოკრატიასთან (აშშ), დემოკრატია ზედმეტი რეგულირებით (საფრანგეთი), ბაზარი ავტოკრატიასთან (ჰონგ კონგი, ტაივანი, სინგაპური, ჩილე). არ არსებობს მიზეზი, ვივარაუდოთ, რომ რეგულირება, რომელიც ხორციელდება არაკორუმპირებული ბიუროკრატიის მიერ, აუცილებლად მივა დიქატურამდე. თუმცა, რა თქმა უნდა, ჭარბი რეგულირების ქვეყნები ნაკლებად ეფექტურები არიან. იგივე ისტორიამ სხვა რამეც გვაჩვენა: შეუძლებელია წარმატებული სახელმწიფო კაპიტალიზმის აშენება (როდესაც ყველა საკვანძო საწარმოები სახელმწიფოს ეკუთვნის, მაგრამ ფასები თავისუფალ ბაზარზე ფორმირდება). სახელმწიფო კომპანიები ზოგადად პოლიტიზირებულნი არიან, ისინი ყოველთვის ცდილობენ ჩინოვნიკებზე გავლენა მოახდინონ, რათა თავიანთ ბაზარზე კონკურენცია შეამცირონ, ამიტომაც, თუკი ეკონომიკაში სახელმწიფო საკუთრება დომინირებს, ეფექტურობის მოლოდინი ამაოა.
სახელმწიფო კაპიტალიზმის მომხრეები ხშირად ჩინეთზე მიუთითებენ, მაგრამ ეს არაკორექტული მაგალითია, რადგან აქ სწრაფი ეკონომიკური ზრდის დემონსტრირება, ძირითადად, კეძო და უცხოური საწარმოების ხარჯზე ხდება. გარდა ამისა, ჩინეთი უკვე 15 წელია მასობრივ პრივატიზაციას ატარებს და კერძო კომპანიები სახელმწიფოსაზე კარგად მუშაობენ”.

გულუხვმა სოციალურმა პოლიტიკამ სიღარიბე ვერ დაამარცხა
სტივენ ჰორვიცი, ეკონომიკის პროფესორი, სენტ ლოურენსის უნივერსიტეტი, აშშ
“არასოდეს არავის უარყვია, რომ სახელმწიფო ვალდებულია მოსახლეობა მინიმალური შემოსავლით უზრუნველყოს, მისცეს მათ სოციალური გარანტიები და ბუნებრივი კატაკლიზმებისას უბედურებისგან იხსნას ისინი. მაგრამ ყველაფერი კარგია გარკვეულ მიჯნამდე. ეს მიჯნები შემოსაზღვრული უნდა იყოს ვალდებულებების მცირე კრებულით. ხელისუფლება ფულს ყოველთვის ცუდად განკარგავს. პირველ რიგში, ნებისმიერი გეგმა არასრულყოფილია და ჩინოვნიკებმა ყველაზე ცუდად იციან, ვის რა დახმარება სჭირდება. მეორე რიგში, პოლიტიკოსებს, როგორც წესი, უჩნდებათ ძალაუფლების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების ცდუნება. დადებითი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად ისინი პოპულისტურ ზომებს მიმართავენ, რაც მათ ხელისუფლებასთან ყოფნაში ეხმარება. შედეგად, ასეთი გადაწყვეტილებების ფინანსური უზრუნველყოფა მოითხოვს, ბიზნესზე საგადასახადო წნეხის ზრდას. მეწარმეები, თავის მხრივ, დანახარჯების შესამცირებლად თანამშრომლებს ათავისუფლებენ, ქვეყანაში ახალი უმუშევრების გაჩენა ითხოვს ბიუჯეტის დამატებით ხარჯებს, ჩინოვნიკები ისევ ზრდიან გადასახადებს – ეს ჩაკეტილი წრეა.
მანამდე, სანამ აშშ-ის ხელისუფლებამ გასული საუკუნის დასაწყისში გადაწყვიტა, საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო აეშენებინა, რომელიც უზრუნველყოფდა ყველას და თითოეულის ცხოვრების დონის კონტროლს, ქვეყანაში ურთიერთდახმარების ფართო ქსელი მოქმედებდა. ისინი ფინანსდებოდნენ ამ ორგანიზაციების წევრების შენატანებით. იფარებოდა მკურნალობის, ემიგ-რანტების მხარდაჭერის, დაკარგული საკუთრების აღდგენის ხარჯები და ა.შ. თანამედროვე სოციალური პოლიტიკისგან განსხვავებით, ესენი მცირე ადგილობივი ორგანიზაციები იყვნენ, რომლებიც დღემდე მოქმედებენ – 1868 წელს შექმნილი სოციალური კლუბი Oრდერ ოფ ტჰე Eლკს, რომელმაც ამერიკაში გავრცელება ჰპოვა 1819 წელს, ბრიტანული ურთიერდაზღვევის საზოგადოება – Oდდფელლოწს და ა.შ. ურთიერთდახმარების მსგავსი სოციალური ფონდების როლი 1930-იანი წლების დასაწყისიდან შემცირდა, როდესაც მთავრობამ ბავშვების მოვლაზე, უმუშევრების დახმარებაზე შემწეობები და ასაკოვანი ადამიანების დაზღვევა შემოიღო. თუმცა, გულუხვმა სოციალურმა პოლიტიკამ სიღარიბე ვერ დაამარცხა: Gინი-ის ინდექსი, რომელიც შემოსავლების მიხედვით საზოგადოების დაყოფის ხარისხს ასახავს, 1950-იანი წლების 37-38-დან ბოლო წლებში 47 პუნქტამდე გაიზარდა. ანუ ჩვენ კოეფიციენტის შუა გზაზე ვართ, რომელიც მთლიანად 100-ს უდრის, ანუ როცა ქვეყანაში ფულს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იღებს. თუმცა, ალტერნატივა ყოველთვის გვერდითაა – ეს არასამთავრობო საზოგადოებრივი ორგანიზაციებია.
კერძო ფონდები სოციალურ პრობლემებს ბევრად ეფექტურად წყვეტენ, როცა ხელისუფლების ჩარევა მინიმალურია. თანამედროვე შეფასებები ცხადყოფს, რომ სახელმწიფო სოციალური პროგრამები მართვისთვის სახსრების ლომის წილს ხარჯავენ. გადასახადებიდან ყოველ დოლარზე ადმინისტრაციულ ხარჯებზე 70 ცენტი მოდის და მხოლოდ 30-ს იღებენ ისინი, ვისაც ამის საჭიროება აქვს. მაშინ, როცა კერძო ფონდები აპარატის შესანახად დოლარიდან 25 ცენტზე ნაკლებს ხარჯავენ. ვის ანდობდით ფულს, იმას, ვისაც 70% თავისთვის მიაქვს თუ იმას, ვინც 80%-ს სასარგებლო საქმისთვის დახარჯავს”.

პოლიტიკოსებმა პრივილეგიები თავიანთ მეგობრებს მიჰყიდეს
იმონ ბატლერი, ადამ სმიტის ინსტიტუტის დირექტორი (დიდი ბრიტანეთი)
“არც თუ ბევრი ქვეყანა, სადაც პოლიტიკოსები მზად აღმოჩნდნენ ბიზნესისთვის თავი დაენებებინ-ათ, გამდიდრდნენ და განვითარდნენ. მათი კომპანიები კონკურენტუნარიანები არიან და ბიუჯეტში ფულის კარგ მოდინებას ახდენენ. საკმარისია შევხედოთ სინგაპურსა და ჰონგ კონგს, სადაც სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევა, თუკი მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგს ვენდობით, უკვე ბევრი წელია ზედიზედ დაბალ ნიშნულს ინაჩუნებს, ვიდრე სხვა ქვეყნებში. შესაშური მდგომარეობა აქვს ჩილესა და ცენტრალური ევროპის ზოგიერთ ქვეყანას, სადაც სახელმწიფო რეგულირება მნიშვნელოვნად შემცირდა და ამის შემდეგ იქ შეუჩერებელი ზრდა დაიწყო. რატომ ხდება ასე? მყიფე ბიზნესს მუდმივი ცვლილება უწევს. მეწარმეები მომხმარებლისა და კონტრაგენტების საჭიროებასა და სურვილებზე ადაპტირებას ყოველთვის ახდენენ. პროცესისგან შორს მყოფ ჩინოვნიკებს ვერ ექნებათ ის ინფორმაცია, რაც ბიზნესს აქვს. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ხელისუფლების ბიზნესში ჩარევა, ყოველთვის იწვევს არაპროგნოზირებად შედეგებს.
დარწმუნებული ვარ, მონოპოლიების უმრავლესობა შემთხვევით არ გაჩენილა. სადღაც პოლიტიკოსებმა მონოპოლიური პრივილეგიები უბრალოდ მიჰყიდეს თავიანთ მეგობრებს. სადღაც მათ კაპიტულაცია გამოაცხადეს მსხვილი ბიზნესის ზეწოლით. ასე ჩნდებიან კანონები, რომლებიც, ერთი შეხედვით, საზოგადოების კეთილდღეობისთვის არის შექმნილი, სინამდვილეში კი კეთილსინდისიერ კონკურენციას ახრჩობენ. სახელმწიფოს ჩარევის გარეშე მონოპოლიების ასეთი დიდი რაოდენობა არ გაჩნდებოდა: კონკურენცია ამას მედგარ წინააღმდეგობას გაუწევდა. რეგულირება, დაცვა და ბისნესის საჭირო რელსებზე გადაყვანის მცდელობა ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ყოველთვის შეცდომაა. ეს იმის აღიარების ტოლფასია, რომ ადამიანების ვიწრო წრის ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მილიონობით უბრალო მოქალაქეების. და უმეტეს შემთხვევებში, ეს ასეც არის”.

უფასო განათლება და ჯანდაცვა არ არსებობს!
ბარბარა კოლმი, ფრიდრიხ ფონ ჰაიეკის ინსტიტუტის გენერალური მდივანი (ავსტრია)
“უკვე რამდენიმე წელია თვალს ვადევნებთ ავსტრიული კომპანიების ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაქცევის პროცესს. გასულ წელს ყოველკვარტალურად 50-დან 80-მდე ადგილობრივი საწარმო სლოვაკეთში გადარეგისტრირდა. ამ ქვეყანაში მთლიანობაში დაახლოებით 2 ათასი ჩვენი ფირმა მუშაობს, რადგანაც იქ უფრო კომფორტული საგადასახადო სისტემაა. როგორც კი 2005 წელს სლოვაკეთი ევროკავშირს მიუერთდა, ჩვენთან კომპანიებისთვის გადასახადი 34-დან 25%-მდე შემცირდა ევროკავშირში ახალბედების პირობებთან კონკურენციის გამო, მაგრამ ეს მაინც მნიშვნელოვანი ტვირთია მეზობლებთან შედარებით, ამიტომაც გარბის ბიზნესი.
სახელმწიფომ უნდა შეამციროს გადასახადები შესაძლო მინიმუმამდე. ეს შესაძლოა სოციალურ გადასახადებსაც კი შეეხოს. თქვენ გეშინიათ დაცულობის შეგრძნების დაკარგვის? თქვენ არც არავინ გიცავთ და სახელმწიფო არავითარ შეღავათს არ გიწევთ. არ არსებობს უფასო ჯანდაცვა და განათლება. თქვენ ყოველივე ამის საფასურს გადასახადებით იხდით, თან ისე, რომ ხელისუფლება არჩევანს არც გიტოვებთ. თქვენ შედეგად იღებთ საშუალოდ არც ისე კარგ სკოლებსა და საავადმყოფოებს. ხოლო ფული, რომელსაც სახელმწიფო თავს უყრის, ზედმეტიც კი იქნებოდა ფასიანი მომსახურების გასასტუმრებლად. ასე რომ, შეცდომაში არავინ შეგვიყვანოს. უმჯობესია თავად გადავწყვიტოთ, როგორ დავხარჯოთ ფული.
რასაკვირველია, თქვენ შვედეთს გაიხსენებთ. იტყვით, რომ ის ევროკავშირის ყველაზე სწრაფადგანვითარებადი ქვეყანაა და ამასთან, გიგანტური გადასახადებით. მართალია, შვედები თავიანთი შემოსავლების ნახევარს მთავრობას აძლევენ. მაგრამ შვედეთის სოციალური სამოთხე, ის არ არის, რასაც თქვენ ფიქრობთ. ეკონომიკის სწრაფი ზრდა განპირობებულია მასშტაბური პრივატიზაციით და აქ სახელმწიფო სხვა ქვეყნებთან შედარებით მცირე მოცულობით ერევა ბიზნესში. “უფასო” განათლება სინამდვილეში გადასახადებით ანაზღაურდება. მაგრამ შვედეთში მშობლებს აქვთ საშუალება გადასახადი უკეთეს სკოლას მისცენ და არა თანაბრად: მთავრობა მოქალაქეებს საგანმანათლებლო ვაუჩერს ურიგებს და ისინი ამას თავიანთი შეხედულებისამებრ იყენებენ და არა ისე, როგორც ადგილობრივი ხელისუფლება გადაწყვეტს”.

შეღავათები გააუქმეს, მაგრამ სამყაროს დასასრული არ დამდგარა
ულრიხ კიოსტერი, კრისტიან ალბერტის სახელობის სასოფლო სამეურნეო ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი (გერმანია)
“არა ერთი მაგალითი არსებობს, როცა სახელმწიფოს ჩარევა კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების სუბსიდირების, თავდაცვითი გადასახადებისა და სხვა შეღავათების დაწესების სახით, აგრარულ სექტორს ზიანს აყენებს. საშეღავათო ღონისძიებებით ხელისუფლება ბიზნესმენებს არასწორ სიგნალს აძლევს, ისინი ბრუნვას ზრდიან, პასუხად ნედლეულზე ფასები იზრდება და ყოველივე ეს გამოიხატება გადამუშავებაში კრიზისით ან მომგებიანობის შემცირებით.
ასეთ პროტექციონისტულ პოლიტიკაზე ხელისუფლება უარს შედარებით იშვიათად ამბობს, არადა, ეს დადებითია. მაგალითად გავიხსენოთ ახალი ზელანდია და ავსტრალია. ის, რაც სახელმწიფოს ფხიზელი თვალის მოდუნებამდე ამ ქვეყნებში ხდებოდა, წარმატებად ვერ მონათლავ: ახალზელანდიელი აგრარები შემოსავლების 40%-ს სუბსიდირების წყალობით იღებდნენ, ანუ გადასახადის გადამხდელთა ჯიბეებიდან. 1984 წელს სახელმწიფომ უარი თქვა სოფლის მეურნეობის სუბსიდირებაზე და სამი წლის მანძილზე ყველა შეღავათი გააუქმა. სამყარო ამით არ დასრულებულა. საბოლოო ჯამში, ათას ფერმერზე ნაკლები გაკოტრდა, დაახლოებით 1%. დანარჩენმა ორიენტაცია შეუცვალეს თავიანთ საქმიანობას და კონკურენტული პროდუქციის წარმოება დაიწყეს, ბაზარზე დასტაბილურდა ფასები, რენტაბელობის ნორმა და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ პროტექციონიზმის აუცილებლობა არ არსებობს, რატომ ხდება, რომ უმეტესი ქვეყნების ხელისუფლებები არ წყვეტენ სექტორის რეგულირებას? ამის ახსნა სავსებით მარტივად შეიძლება პოლიტიკური თვალსაზრისით. სოფლის მეურნეობის ბიზნესმენები სახელმწიფო მხარდაჭერის ხარჯზე ცხოვრობენ და ამის შესახებ კარგად უწყიან. ამიტომაც, არჩევნებზე მათი ხმები გარანტირებულია მზრუნველი პოლიტიკოსებისთვის, რატომ უნდა გარისკონ ჩინოვნიკებმა და შეცვალონ რამე”?
ტატიანა ჟდანოკი (ევროპარლამენტის დეპუტატი, ჯგუფი მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი, ლატვია)
“ხაფანგის სირთულე, რომელშიც აღმოვჩნდით, იმით არის განპირობებული, რომ ვერც მემარჯვენე და ვერც მემარცხენე პარტიებმა ვერ მოახერხეს საერთო ახსნა მოეძებნათ ამ მრავალმხრივი კრიზისის წარმომავლობასთან დაკავშირებით. სისტემურ კრიზისს გლობალური ხასიათი აქვს. გლობალური კაპიტალისტური სისტემის ყველა იერარქია კითხვის ქვეშ დადგა. ამასთანავე, კაპიტალის გადაფასების პროცესში ბევრი სტრუქტურული ცვლილება მოხდა. ამის შედარებით შესამჩნევი ეფექტი იყო გიგანტური ვალების მასიური წარმოება. რაც ხდებოდა ვირტუალური ფულადი მასის წარმოუდგენლად გაზრდის პარალელურად. ამ პოლიტიკურ პანაცეას იღებენ დღეს როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში. თუმცა, ცხადია, რომ ეს საერთოდ არ მუშაობს და, სამწუხაროდ, (იქნებ, საბედნიეროდაც), ისე ჩანს, რომ ამაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს. არ არსებობს იდეა, თუ როგორ შეიძლება სიტუაციიდან გამოსვლა. დღეს ყველა საუბრობს ზრდის აუცილებლობაზე, მაგრამ დასავლეთში რეცესია გარდაუვალია. ზრდას ჩინეთიც კი ანელებს და საეჭვოა, რომ ზრდა უახლოეს მომავალში დაჩქარდეს, თუკი მოვლენებს საღად შევხედავთ. ამ ყველაფრის მიზეზი კი, ჩემი აზრით, ის არის, რომ ახლა ჩვენ ზრდის იმ ზღვარს3 ვუახლოვდებით, რომელიც 70-იანი წლებში რომის კლუბმა4 იწინასწარმეტყველა.
კრიზისი არ არის მხოლოდ საფინანსო კრიზისი. ეს არის ბევრად რთული, კომპლექსური კრიზისი, მათ შორის, კრიზისი – ენერგეტის, დემოკრატიის, წყალმომარაგების, სურსათის და ა.შ. ექსპერტები ამბობენ, რომ თუკი კაცობრიობა შეეცდება ებრძოლოს მხოლოდ საფინანსო კრიზისს, გამოვა, რომ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ ზრდისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად და მიაჩნიათ, რომ უახლოეს მომავალში ზრდა შეუძლებელია გაგრძელდეს.
მმართველი საფინანსო ელიტა, როგორც ექსპერტები ამბობენ, კრიზისის მთელი სიმძიმის გადატანას ცალკეული სახელმწიფოების მხრებზე აპირებენ, ანუ ამ ქვეყნების ხალხის მხრებზე. ეს კი, სოციალურ და პოლიტიკურ კატასტროფას წარმოშობს. ევროპულმა ავადმყოფობამ ყველა ევროპული სოციალური პაქტისა და ევროპული სოციალური მოდელის დემონტაჟის წინაშე დააყენა, რაც იწვევს არა მხოლოდ ტრადიციული მუშათა კლასის გაღარიბებას, არამედ საშუალო კლასისაც. ეს ნიშნავს, რომ მილიონობით ადამიანი განწირულია სიღარიბისთვის. დასავლეთში დღეს სიღარიბე ანაცვლებს კეთილდეობას. მილიარდნახევარი ადამიანი ძალით უნდა მიაჩვიონ ეკონომიასა და დემოკრატიული სივრცის შეზღუდვას.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სისტემურ კრიზისთან გამკლავება კაპიტალიზმის ფარგლებში, დამანგრეველია და კატასტროფის ტოლფასია. ახლა საჭიროა სასწრაფოდ შეიკრიბოს საერთოევროპული სადამფუძნებლო კრება, მიზანი ერთობლივი ძალისხმევის კოორდინაციაა გარკვეული მიზნით, ცოდნის გაცვლა-გამოცვლით, ისტორიული მომენტის ინტერნპრეტაცია და წინააღმდეგობის სტრატეგია”.
სერგეი კურგინიანი (მოძრაობა დროის არსი, რუსეთი)
“ევროპაში კლასიკური პრობლემატიკა ბრუნდება, რომელიც დიდი ხანია აქ არ არსებობდა. როგორ უნდა გადაწყდეს ის, რატომ არავინ იხილავს ამ საკითხებს. ჩვენ ძალიან ელემენტარულ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ყველაზე ღრმა პრობლემა, იმაში მდგომარეობს, რომ გაქრა კაპიტალიზმის ლეგიტიმურობა, რომელიც 5 ათწლეულის მანძილზე არსებობდა. ეს ლეგიტიმურობა განისაზღვრებოდა დიდი მსოფლიო პროექტის არსებობით, რომელსაც უწოდებდენენ მოდერნიტი-ს, მისი უმაღლესი ფასეულობებით – პროგრესი, ჰუმანიზმი. მისი კლასიკური მორალით, ეროვნული სახელმწიფოებით, განვითარების პრინციპებით, რომლებიც, თეორიულად მაინც, ფიქრობდნენ, რომ ყველასთვის გა-ნხორციელდებოდა. მისი ოცნებებით ოქროს საუკუნეზე, ახლა კი, ეს მოდერნიტი, როგორც ცხოვრების ხარისხი, ისტორიული სცენიდან ქრება”.