საკვებ პროდუქტებზე ფასების პიკის განმეორებას არ ელოდებიან

მოამზადა სოფიკო სიჭინავამ

ოქტომბრის დასაწყისში ქართულ ბაზარზე ამავე თვის შუა რიცხვებიდან პურის გაძვირებას ვარაუდობდნენ, რასაც ეკონომიკის ექსპერტები პროგნოზირებდნენ. სპეციალისტების შეფასებით, საქმე ეხებოდა საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის ფასს. საქმე იმაშია, რომ სექტემბრის ბოლოს ადგი-ლობრივ ბაზარზე 1 ტომარა ფქვილი 40-41 ლარი ღირდა. თუმცა მას შემდეგ, რაც არსებული მარაგი ამოიწურება და ახალი ფასით შემოსული ხორბალი დაიფქვება, ფქვილის ფასი მოიმატებს. პურის მწარმოებლები ამბობენ, რომ ახლა ფქვილს, ფაქტობრივად, ზღვრულ ფასად ყიდულობენ და მეტად გაძვირების შემთხვევაში, პურზე არსებულ ფასებს ვეღარ შეინარჩუნებენ. პურის ქარხნებში აცხადებენ, რომ მსოფლიო ბირჟებზე ხორბალი ძვირდება და ეს დინამიკა ამ დრომდე უცვლელია. საქართველოში, როგორც იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაში, ფასის ცვლილება მყისიერად აისახება.

მსოფლიო ექსპერტები კვების პროდუქტებზე, მათ შორის ხორბალზეც, მაღალ ფასებს პროგნოზირებენ. სექტემბერში გამოქვეყნებული FAO-ს1 სასურსათო ფასების ინდექსი ფასების მატებას აჩვენებს, თუმცა, როგორც საქმის მცოდნენი ამბობენ, ეს პიკი არ არის, რომელიც მსოფლიომ 2011-სა და 2007-2008 წლებში გამოიარა.
სექტემბერში გამოქვეყნებული FAO-ს სასურსათო ფასების ინდექსის საშუალო მაჩვენებელმა მიმდინარე წლის აგვისტოში შეადგინა 213 პუნქტი. იგი წინა თვესაც იგივე მაჩვენებელზე იმყოფებოდა, თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღევანდელი მაჩვენებელი მთელი 25 პუნქტით დაბალია 2011 წლის თე-ბერვალში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით (238 პუნქტი) და 18 პუნქტით დაბალი, გასული წლის აგვისტოსთან მიმართებაში.
FAO-ს ექსპერტების თქმით, მოხდა უმნიშვნელო ცვლილებები მარცვლეულის და მცენარეული ზე-თი/ცხმის ფასებში, შაქრის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა, რისი კომპენსიაციაც ხორცისა და რძის პროდუქტების ფასების მატებამ მოახდინეს.
მარცვლეულის ფასის FAO-ს ინდექსის საშუალო მაჩვენებელი აგვისტოში 260 პუნქტი იყო, რაც ივლისის მაჩვენებლის ანალოგია. ამასთან, ხორბალსა და ბრინჯზე ფასების ცოტაოდენი მატების კომპენსირება სიმინდზე ფასების შემცირებამ მოახდინა. ამერიკაში სიმინდისა და რუსეთში ხორბლის ცუდი მოსავლის თავდაპირველი პროგნოზის გამო გაიზარდა საექსპორტო კოტირებები, მაგრამ თვის ბოლოს ფასები შემცირდა უხვი ნალექის გამო იმ რაიონებში, რომლებშიც გვალვის ნიშნები უკვე სახეზე იყო – აშშ-ში; ხოლო რუსეთში, სიტუაცია ქვეყნის ხელისუფლების განცხადებამ გაანეიტრალა იმის შესახებ, რომ იგი არ არპირებდა საექსპორტო შეზღუდვების შემოღებას. რაც შეეხება ბრინჯს, მასზე ფასების ზრდა საერთაშორისო ვაჭრობაში საიმპორტო მოთხოვნის ზრდას უკავშირდება.
მცენარეული ზეთი/ცხიმის ფასის FAO-ს ინდექსის საშუალო მაჩვენებელმა აგვისტოში 226 პუნქტი შეადგინა, ივლისთან შედარებით არც ეს მაჩვენებელია შეცვლილი, ასე რომ, იგი ნარჩუნდება ბოლო ათი წლის მანძილზე ტენდენციურად დაფიქსირებულ ნიშნულზე მაღლა, თუმცა 2008 და 2011 წლის მაჩვენებლებს ჩამოუვარდება. როგორც გასულ თვეს სოიოს ზეთზე ფასების მატება და მზესუმზირის ზეთზე ფასების კოტირების ზრდა კომპენსირდა პალმის ზეთზე მყარად დაბალი ფასით.
ხორცის ფასის FAO-ს ინდექსის საშუალო მაჩვენებელმა აგვისტოში 170 პუნქტი შეადგინა, რად 4 პუნქტით (2,2%) მეტია ივლისის მაჩვენებელთან შედარებით. ფასი გაიზარდა ყველა სახის ხორცეულზე, მაგრამ განსაკუთრებით ღორისა (4%) და ფრინველის (6%), რის წარმოებასაც დიდი რაოდენობით მარცვლეული სჭირდება. აგვისტოში მათზე ფასების მატებას წინ უსწრებდა წინა სამი თვის მანძილზე ზედიზედ ფასების შემცირება.
რძის პროდუქტებზე ფასის FAO-ს ინდექსის საშუალო მაჩვენებელმა აგვისტოში შეადგინა 176 პუნქტი, რაც 3 პუნქტით (1,6%) მეტია ივლისის მაჩვენებელთან შედარებით. ეს განპირობებული იყო უცხიმო რძის ფხვნილის, კარაქის და საღი რძის ფხვნილის ფასის ზრდით, მაშინ როცა ყველის ფასი სტაბილურად ნარჩუნდებოდა. შესამჩნევ დონეზე უახლოეს პერიოდში ფასების ზრდა გამოწვეული იყო მოთხოვნის ზრდით, გვალვით დაზარებულ რეგიონებში წარმოების შემცირების პარალელურად, სადაც საქონლის საკვებზე ფასები გაიზარდა.
შაქარზე ფასის FAO-ს ინდექსის საშუალო მაჩვენებელმა აგვისტოში შეადგინა 297 პუნქტი, რაც 27,7 პუნქტით (8,5%) ჩამოუვარდება ივლისის და 97 პუნქტით (25%) გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. ერთ თვეში ფასების ასეთი მკვეთრი შემცირება უკავშირდება მწარმოებლურობის გაუმჯობესების პროგნოზს ბრაზილიაში ამინდის გამოკეთების გამო, რომელიც ამ პროდუქციის უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში. სიტუაცია გაუმჯობესდა ინდოეთშიც, სადაც შაქრის ლერწმის მოსავალს კარგი პირი უჩანს კარგი ამინდების გამო.
სასურსათო პროდუქციაზე მოთხოვნა მაღალი რჩება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეფასებით, მიმდინარე წელს, შესაძლოა, მარცვლეულზე მოთხოვნამ წარმოებას გადააჭარბოს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეზერვების გამოყენება გახდება აუცილებელი. ექსპერტები აცხადებენ, რომ რამდენიმე წელია ამ რეზერვების რაოდენობა საკმაოდ დაბალია. ამ მიზეზითაც აიხსნება სწრაფ ცვლილებებზე საკმაოდ დიდი დამოკიდებულება, რადგან ძალიან მცირე ბუფერული მარაგებია, რაზე დაყრდნობაც შესაძლებელი იქნებოდა წარმოების თვალსაზრისით სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში. ექსპერტები ამბობენ, რომ სწორედ ბაზრის ვოლატურობა იქნება ის ფაქტორი, რომელიც მიმოხილვად მომავალში ფასების დინამიკის განმსაზღვრელი იქნება, მანამ სანამ წარმოების მოცულობის ზრდის ტემპები მოთხოვნის ტემპის დაჩქარებას არ გაუტოლება.
2007-2008 წლის საკვები პროდუქტების კრიზისის ფსიქოლოგიური შიში არსებობს, მაგრამ ექსპერტები არ იზიარებენ მას და აცხადებენ, რომ გაზრდილი ფასების მიუხედავად, კრიზისს არ ელოდებიან თუნდაც იმიტომ, რომ ენერგორესურსებზე დღეს ფასები გაცილებით დაბალია, ვიდრე ადრე. რაც იმას ნიშნავს, რომ კვების პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია დღეს ბევრად იაფი ჯდება.