როგორ მდიდრდებიან ბანკები

ლევან როგავა

12-13 ოქტომბერს ტოკიოში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მორიგი ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, კრისტინ ლაგარდმა ომის პერიოდი ახსენა. ერთ-ერთი ვერსიით, ქალბატონი ლაგარდი უფლებამოსილი იყო მსოფლიო საფინანსო ელიტისგან, რომ ყველასთვის გაეგებინებინა, რომ მსოფლიო გლობალური ომის ეპოქაში შედის. ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ე.წ. “დაგეგმილ ინფორმაციის გადინებასთან”.

ის, რომ ომები მსხვილ კაპიტალს ხელს აძლევს, ყველასთვის ცნობილია. საქმე არა მხოლოდ იმ კომპანიების მომგებიანობასა და ზემომგებიანობაშია, რომლებიც იარაღის, საბრძოლო ტექნიკის, საბრძოლო მასალების მიმწოდებლები არიან, არამედ იმაში, რომ სამხედრო-სამრეწველო კომპანიების ინტერესები მხოლოდ აისბერგის ზედა ნაწილია. ექსპერტების თქმით, ზოგჯერ, როცა ლენინს იხსენებენ, ამბობენ, რომ ომებს აჩაღებენ კაპიტალისტები იმისთვის, რომ მოახდინონ მსოფლიო ბაზრებისა და ნედლეულის წყაროების გაყოფა და გადაკეთება. ამის ნათელი მაგალითი ახლო და შუა აღმოსავლეთში გაჩაღებული ომის ცეცხლია, რომელიც “შავი ოქროს” გიგანტური მარაგების გამო გაჩნდა. თუმცა, არც ეს არის ომის შესახებ მთელი სიმართლე. ომისგან ძირითად “დივიდენდს” ყოველთვის ბანკები იღებენ. ომის მომზადებისა და გაჩაღების პირობებში მკვეთრად იზრდება კრედიტებზე მოთხოვნა, ფული ძვირი ხდება. მეომარი მხარეები მზად არიან ფულის გამსესხებლების ნებისმიერ პირობებს დასთანხმდნენ ფულის მისაღებად და ომში გაიმარჯვონ. ომის პირობებში ბანკები ხშირად აკრედიტებენ მეომარი ქვეყნების ორივე მხარეს და თანაც ყველაფერს აკეთებენ, რომ “საომარი წონასწორობა” რაც შეიძლება დიდ ხანს შენარჩუნდეს იმისთვის, რომ ორივე მხარეს რაც შეიძლება მეტი ფინანსური მომსახურება გაუწიონ.
დღეს მსოფლიო საბანკო სექტორში შექმნილი სიტუაცია შეიძლება ერთი ფრაზით დახასიათდეს: კრიზისული. ამასთან, საუბარია, არა მხოლოდ ბანკების მასობრივი გაკოტრების საშიშროებაზე, არამედ, პირველ რიგში, იმაზე, რომ ბანკებმა შეწყვიტეს საკრედიტო ოპერაციებზე ფულის გამომუშავება. შედეგად, “საბეჭდი მანქანის” (პირველ რიგში, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა და ევროპის ცენტრალური ბანკი) ინტენსიუმა მუშაობამ ზღვა ფული წარმოშვა, კრედიტები იაფი და თითქმის უფასო გახდა. ამას ცხადად ადასტურებს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკების სააღრიცხვო განაკვეთები, რომლებიც ნულოვან მაჩვენებელს უახლოვდება. უკვე ათწლეულია, რაც იაპონიაში ცენტრალური ბანკის სააღრიცხვო განაკვეთი ნულთან ახლოს არის. საბანკო-საკრედიტო სისტემა, რომელიც ფულის გამსესხებლების მიერ საუკუნეების მანძილზე შენდებოდა – XXI საუკუნის დასაწისიდან, თავის რესურსი ბოლომდე ამოწურა.
დღეს მთელი, ეგრეთ წოდებული, ეფექტიანი საბანკო ბიზნესი ფოკუსირებულია გიგანტური ბანკების არც თუ დიდ ჯგუფში, რომლებიც “მიახლოვებულნი” არიან აშშ-ის ფედის საბეჭდ დანადგართან. ეს ბანკები არიან ისეთი ტიპის, როგორიც: Goldman Sachs, Citi, Gee Pee Morgan, Barclays, Deutsche Bank და სხვა. ეს ბანკები აგრძელებენ ყოელწლიურად მილიარდიანი მოგების მიღებას, მაგრამ ეს უპირატესად კრედიტებზე პროცენტები არ არის, არამედ შემოსავლები საინვესტიციო ოპერაციებიდან. მარტივად რომ ვთქვათ, მსოფლიოს სხვდასხვა მხარეში ყველანაირი აქტივის შესყიდვიდან მიღებული შემოსავლები. მაგრამ იმისთვის, რომ ინვესტიციიდან მოგება მიიღონ, საჭიროა აქტივები. აქტივების მიწოდების უზრუნველყოფა ხდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სახელმწიფო საკუთრების მუდმივად მიმდინარე პრივატიზაციის ხარჯზე. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ეგრეთ წოდებული, გლობალიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მსოფლიო საფინანსო ელიტის კონტროლს დაუქვემდებაროს კაცობრიობის ყველა ბუნებრივი და შექმნილი სიმდიდრეები – წიაღისეული, მიწა, სამრეწველო საწარმოები, სატრანსპორტო და სხვა ეკონომიკური ინფრასტრუქტურა და სხვა.
დღეს საინვესტიციო ბანკებს, რომლებიც ფედთან ახლოს არიან, პრობლემები უჩნდებათ. საინვესტიციო ბანკების მადა ისეთი ღონისძიებებით ჩაღდება, როგორიც “რაოდენობრივი ლიბერალიზმია”, რაზედაც 2012 წლის სექტემებრში განაცხადეს ფედმა და ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც. ამავდროულად, ეს მადა მთლიანობაში ვერ იქნება დაკმაყოფილებული ბევრი ქვეყნის წინააღმდეგობის გამო, რომლებთაც აღარ სურთ ეკონომიკის სახელმწიფო სექტორის დემონტაჟის გაგრძელება.
მსოფლიო საფინანსო ელიტა შეეცადა გაენადგურებინა სახელმწიფო ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურა საბერძნეთში, ესპანეთში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში, მაგრამ ხალხის წინააღმდეგობას გადააწყდა. მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც ანალოგიური სიტუაციაა. აქედან გამომდინარე, სავსებით გასაგებია საბანკო სამყარო რატომ არის ომის გაჩაღებით დაინტერესებული და თან, დიდი ომით! ბანკების ის ნაწილი, რომელიც კრედიტების ბაზარზე მუშაობენ, ომის წყალობით რეანიმირებას ცდილობენ. იმ ბანკების ნაწილი, რომლებიც ფულის მსესხებლებისგან ინვესტორებად იქცნენ, ომის ძალით სურთ მიიღონ აქტივებზე ხელიმისაწვდომობა, რომლებიც ეროვნული მთავრობების ხელშია.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial