მსოფლიოში მარცვლეულის მოსავალი შემცირდა

რედაქციისგან

გასული ორი სტაბილური თვის შემდეგ FAO-ს სასურსათო ინდექსი 2012 წლის სექტემბერში 1,4%-ით გაიზარდა, ანუ აგვისტოს მაჩვენებელს 3 პუნქტით გაუსწრო. ინდექსი, რომელიც გამოითვლება საკვები პროდუქტების კალათის საფუძველზე, რომლებიც მსოფლიო ბაზრებზე იყიდება, 213 პუნქტიდან სექტემბერში 216-მდე გაიზარდა.

ასეთი ზრდა აჩვენებს რძისა და ხორცპროდუქტების ფასების გამყარებას, მარცვლეულის ფასების ზომიერ ზრდას, თუმცა შაქარზე და მცენარეულ ცხიმზე ფასები შემცირდა. FAO-ს სასურსათო ინდექსი მოცემულ მომენტში 22 პუნქტით დაბლაა თავის მაქსიმალურ მაჩვენებელთან შედარებით (238 პუნქტი), რომელიც 2011 წლის თებერვალში დაფიქსირდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9 პუნქტით ქვემოთ.
სექტემბერში მარცვლეულზე სასურსათო ფასების ინდექსმა საშუალოდ შეადგინა 263 პუნქტი, ანუ აგვისტოსთან შედარებით 1%-ით (3 პუნქტით) გაიზარდა, იმდენად რამდენადაც ხორბალსა და ბრინჯზე ფასების მატების კომპენსირება სიმინდის ფასების კლებამ მოახდინა. მაშინ, როდესაც მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებს ბოლო თვეებში ტონს აძლევდა სიმინდის მაღალი ფასები და ექსპორტის შემცირება, ხორბლის მიწოდების შემცირება ასევე შეშფოთების საგანი იყო. მიუხედავად ამისა, ხორბლის მსოფლიო ფასები თვის მეორე ნახევარში შემცირდა, რაც რუსეთის ფედერაციის განცხადებაზე რეაქცია იყო, რომლის მიხედვითაც ექსპორტზე შეზღდუვას არ დააწესებდა.
ხორცზე FAO-ს ფასების ინდექსმა სექტემბერში საშუალოდ შეადგინა 175 პუნქტი, ანუ გაიზარდა 2,1%-ით (აგვისტოდან მოიმატა 4 პუნქტით). ფასები განსაკუთრებით გაიზარდა ღორისა და ფრინველის ხორცის ფასი, რომლის წარმოებისთვისაც მეტი მარცვლეულია საჭირო.
რძის პროდუქტებზე FAO-ს ფასების ინდექსმა სექტემბერში საშუალოდ შეადგინა 188 პუნქტი, ანუ გაიზარდა 7%-ით (აგვისტოდან მოიმატა 12 პუნქტით), რაც წარმოადგენს თვის მანძილზე ყველაზე მკვეთრ ზრდას 2011 წლის იანვრის შემდეგ. ფასები რძის პროდუქტების 5-ვე სახეობაზე, რომლის მიხედვითაც FAO მონიტორინგს ატარებს, გაიზარდა. მსოფლიოში რძის პროდუქტებზე მოთხოვნა კვლავ სტაბილურად ნარჩუნდება, რაც საქონლის საკვების ფასების მატებასთან ერთობლიობაში საფუძველს აძლევს მასზე მსოფლიო ფასების ფორმირებას.
ხორბლის მოსავლის მსოფლიო პროგნოზი მცირდება. FAO-ს ბოლო პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს ხორბლის მსოფლიო წარმოება შემცირდება წინა წლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით. თუმცა, რეკორდული მოსავალია მოსალოდნელი მცირე შემოსავლებისა და სურსათის დეფიციტის მქონე ქვეყნებში. ყოველკვარტალური მოხსენების “მოსავლის პროგნოზი და სასურსათო სიტუაცია” (გამოქვეყნებული 4 ოქტომბერს) თანახმად, 2012 წელს ხორბლის მსოფლიო წარმოება შეადგენს 2286 მილიონ ტონას, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ძველი პროგნოზი (სექტმებრის – 2295 მილიონი ტონა) შემცირების მიმართულებით გადაიხედა.
მიმდინარე პროგნოზის მიხედვით, ხორბლის მსოფლიო წარმოება 2012 წელს შემცირდება 2,6%-ით გასული წლის რეკორდულ მოსავალთან შედარებით, მაგრამ მიუახლოვდება 2008 წლის მაჩვენებელს, როცა ხორბლის წარმოება წარმატებული იყო. პროგნოზის საერთო შემცირებაზე გავლენა იქონია ხორბლის წარმოების მოცულობის შემცირებამ 5,2%-ით, უხეში მარცვლის – 2,3%-ით.
ამ ყველაფერს შეუძლია გამოწივიოს ხორბლის მსოფლიო მარაგების მნიშვნელოვანი შემცირება სეზონის დახურვისას 2013 წელს (28 მილიონი ტონით 499 მილიონ ტონამდე), იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსოფლიო მოთხოვნა შემცირდება მაღალი ფასების გამო. ხორბლის წარმოებაზე გავლენას ახდენს გვალვა, რომელიც შეეხო აშშ-ს, ევროპასა და ცენტრალურ აზიას. თუმცა 2013 წლის მოსავლის წინასწარი პროგნოზები იმედისმომცემია, რადგანაც ზამთრის ნათესებზე მუშაობა ჩრდილოეთYნახევარსფეროში მთლიანობაში კარგად მიმდინარეობს საკმაოდ ხელსაყრელი ამინდის პი-რობებში.
მოხსენებაში “მოსავლის პროგნოზი და სასურსათო სიტუაცია” დიდი ადგილი ეთმობა ფაქტორებს, განვითარებად ქვეყნებში სურსათის მხრივ შექმნილ სიტუაციას და განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც დაბალი შემოსავლები და საურსათო დეფიციტია. ასეთ ქვეყნებში ხორბლის წარმოება 2012 წელს, პროგნოზის მიხედვით, მიაღწევს რეკორდულ მაჩვენებელს – 534 მილიონი ტონა, ანუ გაიზ-რდება 1,7%-ით 2011 წლის მდიდარი მოსავლიანობის პერიოდთან შედარებით. თუმცა, ინდოეთი მათ რიცხვში არ შედის, სადაც პროგნოზის მიხედვით, მოსავლიანობა იგივე დარჩება. დაბალი შემოსა-ვლებისა და სასურსათო დეფიციტის მქონე ქვეყნების ჯგუფში შემავალი დანარჩენი 65 ქვეყნის ერთობლივი მარცვლეულის წარმოება 2,9%-ით გაიზრდება. მიუხედავად ამისა, მიმდინარე მაღალი ფასები იმპორტის ერთობლივი ღირებულების ზრდას გამოიწვევს 35,2 მილიარდი დოლარიდან შესყიდვის სეზონში 2011-2012 წლებში 36,5 მილიარდ დოლარამდე 2012-2013 წლების სეზონში.
ჩრდილოეთ აფრიკაში (მაროკო) ხორბლის წარმოება მკვეთრად შემცირდა, პირველ რიგში, უამინდობის გამო. იმდენად, რამდენადაც ეს სუბრეგიონი დიდწილად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე, იმპორტის ღირებულების მოსალოდნელი ზრდა კვების ძირითად პროდუქტებზე სუბსიდიებთან ერთობლიობაში დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს გამოიწვევს.
დასავლეთ აფრიკაში, მიუხედავად რეგიონში მოსავლიანობის ხელსაყრელი პროგნოზისა, სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია შეშფოთების საფუძველს იძლევა, რადგანაც დაახლოებით 19 მილიონი ადამიანი დახმარებას ელოდება, რაც გასული წლის მოუსავლიანობის შედეგია.
აღმოსავლეთ აფრიკაში სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაციის გაუმჯობესება დაიწყო, რაც რამდენიმე ქვეყანაში მოსავლის აღების დაწყებას უკავშირდება. ამას მოწმობს სასურსათო ფასების შემცირება და მესაქონლეობის სექტორში წარმოების გაზრდა. სამხრეთ აფრიკაში ხანგრძლივმა გვალვამ მარცვლეულის წარმოების ვარდნა გამოიწვია.
აღმოსავლეთ აზიაში მარცვლეულის ერთობლივმა მოსავალმა 2012 წელს, წინასწარი შეფასებით, გადააჭარბებს 2011 წლის რეკორდულ მოსავალს. თუმცა, გამორიცხული არ არის წვიმების დაგვიანებულმა სეზონმა და არამდგრადმა ამინდებმა ზოგიერთ ქვეყანაში უარყოფითად იმოქმედოს მოსავალზე.
დასავლეთ აზიაში სამოქალაქო არეულობის ფონზე სასურსათი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია სირიაში და იემენში შეშფოთების მთავარ მიზეზად რჩება. სირიაში სასწრაფო სასურსათო დახმარებას საჭიროებს უკვე მილიონნახევარი ადამიანი და, თუკი სიტუაცია არ გამოსწორდება, FAO-ს ექსპერტები წლის ბოლოსთვის ამ ციფრის გაორმაგებას ელოდებიან. რაც შეეხება იემენს, 10 მილიონი ადამიანი, ანუ დაახლოებით ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი, ასევე სასწრაფო სასურსათო დახმარებას ელოდება. მაგალითად, ავღანეთში ხორბლის საკმაოდ უხვი მოსავალი მოვიდა.
დსთ-ის ქვეყნებში მარცვლეულის წარმოება მკვეთრად შემცირდა გასულ წელთან შედარებით. რეგიონში ექსპორტის შემცირებამ რეგიონული ფასების აწევა გამოიწვია და გაამყარა შიდა ფასები ხორბლის ფქვილზე იმპორტიორ ქვეყნებში.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial