შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორს საქართველოში აჰმედ აივეიდას შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი იყო ქვეყნის ურბანიზაციის სტრატეგიაზე, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მომზადდება.

დოკუმენტი რეგიონული განვითარებისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი იქნება და დაგეგმილ რეფორმასთან ერთად გახორციელდება. ამ ეტაპისთვის დასრულებულია სტრატეგიაზე მუშაობის პირველი ფაზა, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის, საცხოვრისის პრობლემებს, დემოგრაფიულ საკითხებს სხვადასხვა რეგიონებთან მიმართებით. დაიწყება მუშაობა სტრატეგიის მეორე ნაწილზე, რომელიც ურბანიზაციის სტრატეგიის საკითხებს ეხება. საქართველოში მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორის, აჰმედ აივეიდას თქმით, შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა საკითხები,
რომელიც საქართველოში ურბანულ მართ-
ვას უკავშირდება.