100 კვ. საათამდე ელექტროენერგიის მომხმარებელს ტარიფი კიდევ ნახევარი თეთრით შეუმცირდება

100 კვ. საათამდე ელექტროენერგიის მომხმარებლებს ტარიფი ნახევარი თეთრით შეუმცირდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განუცხადა. მისი თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გატანილი იყო ახალი მემორანდუმების გაფორმების საკითხი ”ენერგო პრო ჯოჯრიასთან” და ”თელასთან”.

როგორც მინისტრმა განმარტა, მოლაპარაკებები დასრულებულია და გაფორმდება ხელშეკრულებები ოთხი წლის ვადით ”თელასთან”, ხოლო ორი წლით ”ენერგო პრო ჯორჯიასთან”, რომლის თანახმადაც, ელექტროენერგიის ტარიფები იგივე დარჩება. ”ერთადერთი ცვლილება შეეხო იმ აბონენტებს, ვინც 100 კვ. საათამდე ელექრტოენერგიას მოიხმარდა, მათ ტარიფი კიდევ ნახევარი თეთრით, ანუ ჯამში 4 თეთრით უმცირდებათ”, _ განაცხადა კახა კალაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, ”თელასისა” და ”ენერგო პრო ჯორჯიას”საინვესტიციო ვალდებულებები ძალაში რჩება და ტარიფები მხოლოდ კომპანიების ამონაგების ხარჯზე შემცირდა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial